«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 33.
19 ноября 1985 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Дождь, 6 градусов. 20 000 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, В.Левитин, В.Гуськов (все — Москва).
«Динамо» Тб.: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев (Гурули, 46), Микаберидзе (Зедания, 77), Шенгелия.
«Динамо» К.: Михайлов, Яремчук, Балтача, Кузнецов, Демьяненко, Рац (Евтушенко, 73), Яковенко (Евсеев, 80), Баль, Заваров, Беланов, Блохин.
Голы:
1:0 Сванадзе — 36
2:0 Гурули — 78
2:1 Евтушенко — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 21 ноября 1985 года:

Острота эпизодов.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 2:1 (1:0).
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 19 ноября. Дождь. 6 градусов. 20 000 зрителей.
Судьи С. Хусаинов, В. Левитин, В. Гуськов (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев (Гурули, 46), Микаберидзе (Зедания, 77), Шенгелия.
«Динамо» (Киев): Михаилов, Яремчук, Балтача, О. Кузнецов, Демьяненко, Рац (Евтушенко, 73), Яковенко (Евсеев, 80), Баль, Заваров, Беланов, Блохин.
Голы: Сванадзе (30), Гурули (78), Евтушенко (80).
…Согласитесь, наверное, совсем непросто настроиться на игру команде после того, как она завоевала в трудной, многомесячной борьбе золотые медали. Появляется соблазн дать отдохнуть ведущим игрокам, проверить молодых. Однако динамовцы Киева, с большим подъемом выступавшие на протяжении всего сезона, и на этот матч выставили свой сильнейший состав.
Матч не назовешь обильным на острые моменты. Первый из них возник у ворот хозяев поля лишь на 20-й минуте: завершая комбинацию, начатую на правом фланге Яремчуком и Яковенко, Беланов с лета ударил по воротам, но попал в штангу. Более удачливыми оказались тбилисцы первая же их атака принесла успех. Гуцаев и Какилашвили разыграли двухходовку, после которой Сванадзе с угла штрафной площадки перебросил мяч через вратаря в дальний верхний угол.
А в последние четверть часа зрители стали свидетелями того, как и у хозяев, и у гостей отличились игроки, вышедшие на замену.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 21 ноября 1985 года:

ახალი ჩემპიონის პირველი წაგება.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 19 ნოემბერი. 20.000 მაყურებელი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი) 2:1.
თბილისი: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, მიქაბერიძე, შენგელია.
კიევი: მიხაილოვი, იარემჩუკი, ბალტაჩა, კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, ბალი, ზავაროვი, ბელანოვი, ბლოხინი.
36–ე წთ. სვანაძე, 78–ე წთ. გურული, მე–80 წთ. ევტუშენკო.
46–ე წთ. გუცაევის ნაცვლად – გურული, 74–ე წთ. რაცის ნაცვლად – ევტუშენკო, 77–ე წთ. მიქაბერიძის ნაცვლად – ზედანია, 81–ე წთ. იაკოვენკოს ნაცვლად – ევსეევი.
მსაჯი: სერგეი ხუსაინოვი (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 15:10 (9:3), ზუსტი დარტყმა – 10:6 (5:6), საჯარიმო მოედნიდან – 9:3 (5:1).
კუთხურები – 3:4 (2:0).
დაჯარიმდნენ: თბილისელები – 7–ჯერ (3–ჯერ), კიეველები – 9–ჯერ (3–ჯერ).
ფეხბურთის ქომაგისთვის ზედმეტია იმის განმარტება, თუ რაოდენ პრინციპულია მუდამ თბილისისა და კიევის დინამოელთა შეხვედრები. სატურნირო მდგომარეობას არასოდეს უმოქმედია მათ საბრძოლო განწყობაზე – ერთმანეთთან სათამაშოდ ქართველი და უკრაინელი თანაკლუბელები ყოველთვის მობილიზებულნი, გამარჯვების წყურვილით შეპყრობილნი გამოდიან მწვანე მინდორზე. მაგრამ ვიყოთ გულახდილნი: ამჯერად მასპინძლებს მეტოქეზე გაცილებით მეტი საფუძველი ჰქონდათ გამარჯვებისთვის ებრძოლათ და აი, რატომ:
კიევის “დინამო” ჯერ კიდევ წინა ტურში გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის ახალ ჩემპიონად და ამ გუნდისთვის დარჩენილი ორი თმაში, რომ იტყვიან, პრესტიჟის საქმედ იქცა. თბილისის დინამოელებს კი ახლა სულაც არ სცხელათ პრესტიჟისთვის – მათ გადასაჭრელი აქვთ სრულიად კონკრეტული ამოცანა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება რომ ჰქვია. ამიტომ, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ თბილისელი და კიეველი ფეხბურთელების შეხვედრათა პრინციპულობაზე, ერთი რამ მაინც ყველასთვის ცხადია: სტუმრების საბრძოლო განწყობა ამ შემთხვევაში ვერ შეედრება მასპინძლებისას. პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ თბილისელებმა თავიდანვე მოიპოვეს ერთგვარი უპირატესობა და პირველ 15 წუთში რამდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს მეტოქის კარს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი მომენტი: მე–6 წუთზე მიხაილოვი ვერ შესწვდა მარჯვნიდან ჩამოწოდებულ ბურთს. ბურთი მიიღო კიეველთა კარის წინ მარტო დარჩენილმა ჭედიამ, დაარტყა, მაგრამ მიხაილოვის შეცდომა “გამოასწორა”… შენგელიამ – ცარიელ კარში დარტყმული ბურთი სწორედ მას მოხვდა. 10 წუთის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა მიქაბერიძემ, მაგრამ ამჯერად მიხაილოვმაც იმარჯვა – ფეხიდან აართვა ბურთი მეტოქეს. როგორც აღწერილი მომენტებითაც ჩანს, მასპინძლები უფრო ხშირად უტევდნენ, თუმცა პირველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასპროცენტიანი საგოლე სიტუაცია გაბელიას კართან შეიქმნა: მე–19 წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს. იარემჩუკმა კარგად გაიყვანა გარღვევაზე იაკოვენკო, რომელმაც ზუსტად ჩააწოდა ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ბელანოვს. კიეველთა თავდამსხმელს თითქმის არავინ უშლიდა, მაგრამ მისი დარტყმა მარჯვენა ძელმა მოიგერია.
მომდევნო 15 წუთის განმავლობაში თამაში ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა – მეტოქეთა იერიშები, როგორც წესი, საჯარიმოს მისადგომებთან მთავრდებოდა. ამ პერიოდში მასპინძლებმა შორი მანძილიდან სცადეს გოლის გატანა, მაგრამ არზიანისა და კაკილაშვილის დარტყმები მიხაილოვმა მოიგერია.
ანგარიში 36–ე წუთზე გაიხსნა. ისევე როგორც წინა შეხვედრაში, კვლავ გამოიჩინა თავი სვანაძემ. მან ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა გუცაევის წამოწყებული კომბინაცია: ბურთი შორეულ, მარჯვენა “ცხრიანში“ შეფრინდა.
შესვენების შემდეგ კიეველები შესამჩნევად გააქტიურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კარგად ითამაშა გაბელიამ, რომელმაც ბელანოვის მეტად სახიფათო თავური დარტყმა მოიგერია. სტუმრები ახლა უკვე მეტ დროს ატარებდნენ თბილისელთა ნახევარზე, თუმცა საჯარიმოში შესვლას იშვიათად ახერხებდნენ. მაგრამ წვიმიან ამინდში ზუსტი შორეული დარტყმებიც საკმაო ხიფათს უქმნიდა გაბელიას კარს. ჩვენს მეკარეს ზედიზედ მოუხდა დემიანენკოს, ბლოხინის, ზავაროვის დარტყმების მოგერიება. თბილისელები იშვიათად თუ ახერხებდნენ კონტრშეტევების განვითარებას – კიეველთა კარში მეორე გოლს თითქოს არაფერი მოასწავებდა. ყველაფერი საკმაოდ მოულოდნელად მოხდა: მასპინძლებმა ჩაშალეს მეტოქის მორიგი იერიში, ბურთი მიიღო ჭედიამ და ზუსტი პასით გარღვევაზე გაიყვანა გურული, რომელმაც აუღელვებლად გაზარდა ანგარიში – 2:0. მართალია, ამ მომენტის შემდეგ ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ევტუშენკომ კარგად გამოიყენა იაკოვენკოს გადაცემა და კვლავ აღადგინა ერთბურთიანი სხვაობა, მაგრამ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო: მსაჯის საფინალო სასტვენამდე დარჩენილ ათ წუთში აღარაფერი შეცვლილა.
დავით კაკაბაძე.