«Жальгирис» (Вильнюс) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

«Жальгирис» (Вильнюс) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

ЧЕМПИОНАТ СССР 1984 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 11.
24 мая 1984 года. 18-30. Вильнюс. Центральный стадион «Жальгирис». Легкая облачность, 18 градусов. 13000 зрителей.
Судьи: Ю.Сергиенко, С.Неверкевич (оба — Харьков), В.Гринберг (Киев).
«Жальгирис»: Юркус, Турскис, Баранаускас, Бузмаков, Расюкас (Левяндраускас, 75), Каспаравичюс, Данисявичюс, Мацкявичюс, Якубаускас, Малькявичюс (В. Тамулявичюс, 69), Янонис.
«Динамо»: Абусеридзе, Микаберидзе, Чивадзе (к), Паикидзе, Арзиани, Какилашвили, Сванадзе (Сичинава, 46), Сулаквелидзе, Цаава (Гурули, 35), Жоржикашвили, Шенгелия.
Голы:
1:0 Данисявичюс — 55 (пен.)
1:1 Сулаквелидзе — 66
Предупреждение: Сулаквелидзе.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

СОВЕТСКИЙ СПОРТლელო (ЛЕЛО)

Газета «Советский спорт» (Москва) от 26 мая 1984 года:

«ЖАЛЬГИРИС» — «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:1.
«Жальгирис» (Вильнюс) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0). Вильнюс. Центральный стадион «Жальгирис». 24 мая. Легкая облачность. 18 градусов. 13 000 зрителей.
Судьи Ю. Сергиенио, С. Неверкевич (оба — Харьков), В, Гринберг (Киев).
«Жальгирис»: Юркус, Турскис, Баранаускас, Бузмаков, Расюкас (Лявяндраускас, 75), Каспаравичюс, Данисявичюс, Мацкявичюс, Якубаускас, Малкявичюс (В. Тамулявичюс, 69), Янонис.
«Динамо»: Абусеридзе, Микаберидзе, Чивадзе, Паикидзе, Арзиани, Какилашвили, Сванадзе (Сичинава, 46), Сулаквелидзе, Цаава (Гурули, 35), Жоржикашвили, Шенгелия.
Голы: Данисявичюс (55, с пенальти), Сулаквелидзе (66).
Предупрежден Сулаквелидзе.
Дублеры — 0:1. Гол: Уклеба.
Почти до середины первого тайма игра в основном шла в середине поля. Постепенно, однако, динамовцы были оттеснены в оборону. Во время одной из атак хозяев мяч головой в ворота гостей направил Каспаравичюс. От неминуемого гола тбилисцев спас Чивадзе.
Гости играли на удивление вяло. В ожидании хорошего паса весь первый тайм, можно сказать, простоял Шенгелия. Тбилисцы до перерыва не нанесли по воротам «Жальгириса» ни одного удара.
Хозяева поля второй тайм начали с атак. Сильные удары Баранаускаса, Расюкаса отразил Абусеридзе. И все-таки ему пришлось достать мяч из сетки. Микаберидзе в штрафной площади сбил Мацкявичюса. 11-метровый четко реализовал Данисявичюс.
После пропущенного гола игра тбилисцев резко изменилась. Динамовцы стали действовать значительно активней. Мог отличиться Арзиани, но, выйдя с глазу на глаз с вратарем «Жальгириса», он пробил мимо. После дальнего удара Чивадзе на высоте оказался Юркус. Гости продолжали атаковать, и их усилия увенчались успехом. После единственного углового, поданного в этом матче, мастерским ударом мяч в ворота. «Жальгириса» направил Сулаквелидзе.
Кстати, хозяева поля подавали 11 угловых, но опасных моментов с их помощью не создали.
Б. ЧЕКАНАУСКАС.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 мая 1984 года:

სურვილი, განწყობილება და შედეგი.
ვილნიუსი. რესპუბლიკური სტადიონი. 24 მაისი. 13 500 მაყურებელი.
“ჟალგირისი” (ვილნიური) – “დინამო” (თბილისი) 1:1.
“ჟალგირისი”: ცერკუსი, ტურსკისი, ბარანაუსკასი, ბუზმაკოვი, რასიუკასი, კასპარავიჩუსი, დანისიავიჩუსი, მაცკიავიჩუსი, იაკუბაუსკასი, მალკიავიჩუსი, იანონისი.
“დინამო”: აბუსერიძე, მიქაბერიძე, ჩივაძე, პაიკიძე, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ჟორჟიკაშვილი, ცაავა, შენგელია.
55–ე წთ. დანისიავიჩუსი, 66–ე წთ. სულაქველიძე.
35–ე წთ. ცაავას ნაცვლად – გურული, 46–ე წთ. სვანაძის ნაცვლად – სიჭინავა, 69–ე წთ. მალკიავიჩუსის ნაცვლად – ტამულიავიჩუსი.
მსაჯი: იური სერგიენკო (ხარკოვი).
გააფრთხილეს სულაქველიძე.
კარში დარტყმა – 11:7 (7:2), ზუსტი დარტყმა – 3:2 (2:2), საჯარიმო მოედნიდან – 6:3 (2:1).
კუთხური – 5:1 (3:0).
დაჯარიმდნენ: ვილნიუსელები – 7 (2), თბილისელები – 13 (9).
მატჩის შემდეგ “ჟალგირისის” უფროსმა მწვრთნელმა ალგირდას ლიუბინსკასმა თავისი ფეხბურთელების გვარების გასწვრივ ტრადიციულად ჩამოამწკრივა ნიშნები. იაკუბაუსკასის “ორიანი” და იურკუსის “ხუთიანი” ასე თუ ისე გასაგები იყო – ლიტველთა ფორვარდმა ვერაფერი გააწყო პაიკიძის წინააღმდეგ, ხოლო მეკარემ, მწვრთნელის აზრით, უშეცდომო თამაშის წყალობით სავსებით დაიმსახურა ფრიადი. მეორე ორიანი კი განმარტებას მოითხოვდა.
– მაინც რა დააშავა ასეთი რასიუკასმა?
– სტანდარტული სიტუაციიდან სულაქველიძეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება მისცა.
– კი, მაგრამ, ერთი შეცდომისათვის?
– სამაგიეროდ ისეთისთვის, რომ გოლად დაგვიჯდა.
– ამგვარი პედაგოგიკური პრინციპების მართებულობა განსასჯელად მეტოქეებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ის ვთქვათ, რომ სულაქველიძემ “ჟალგირისთან” შეხვედრაში თავისი თამაშით ნამდვილად დაიმსახურა ის გოლი.
მაგრამ მოვყვეთ თავიდან.
“შახტიორთან” ძალზე მძიმე მატჩის შემდეგ მეტოქის მინდორზე ორი ან თუნდაც ერთი ქულის მოპოვება ბევრად იყო დამოკიდებული დინამოელთა მატჩისწინა განწყობილებაზე. იმავე “შახტიორთან” მატჩის ანგარიშში ვთქვით, რომ გუნდმა როგორღაც მოახერხა თავი დაეღწია ქულების დაკარგვის ფსიქოლოგიური შიშისთვის, რასაც, ბუნებრივია, შემდეგ მატჩებშივე უნდა ეჩინა თავი. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია ამგვარ წვრილმანებზე წერა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: დილის დახურვაზევე (უკანასკნელი ვარჯიში კი გუნდის განწყობილების სარკეა) იგრძნობოდა და მერე ვერც ამინდის გაფუჭებამ გააქარწყლა ეს შთაბეჭდილება – გუნდი მზად იყო კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ბარიერის დასაძლევად, მეტოქის მინდორზე გამარჯვებისთვის.
რა თქმა უნდა, სურვილი, განწყობა და შედეგი მუდამ ვერ თავსდება ერთ ქარგაში, მაგრამ მთლიანად თამაშმა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმმა, ცხადყო, რომ ორი ქულის მოპოვება ნამდვილად შეიძლებოდა. აქ, სანამ მატჩის მოყოლას შევუდგებოდე, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ “დინამომ” სწორედ მეორე ტაიმი ითამაშა კარგად.
შეხვედრის პირველი 15 წუთი მეტოქეებმა ერთიმეორის დაზვერვას მოანდომეს. ბურთი ერთთავად მინდვრის ცენტრში ტრიალებდა. პირველი ჩხვლეტა მაინც მასპინძლებმა დაასწრეს სტუმრებს. მე–19 წუთზე მცველი ტურსკისი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა თბილისელთა საჯარიმოში და ბურთი კარის გასწვრივ ჩააწოდა. სამი წუთის შემდეგ ურტყამს მალკიავიჩუსი. ესეც გოლის გატანის პირველი ცდაა. “ჟალგირისი” იერიშს აგრძელებს. შეტევებში აქტიურად მონაწილეობენ მცველები იანონისი და ბუზმაკოვი. ერთ–ერთი ასეთი შეტევა, მერე კი ბუზმაკოვის ძლიერი და ზუსტი დარტყმა თავით მოიგერია ჩივაძემ.
თბილისელებმა თანდათან გაანელეს მეტოქის იერიშები და თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. შენგელია–ცაავას კომბინაცია სულ იოლად შეიძლებოდა გოლით დასრულებულიყო. და თუმცა აშკარა საგოლე მომენტები არც ერთ გუნდს არ ჰქონია, პირველ ტაიმში მასპინძლებმა მაინც უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეებმა ორ–ორჯერ მოსინჯეს ერთმანეთი.
55–ე წუთი. საკუთარ საჯარიმოში მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლაში მიქაბერიძემ ვერ მოზომა და “ჟალგირისის” ფეხბურთელი წააქცია. პენალტი ზუსტად დაარტყა დანისიავიჩუსმა. აქვე მინდა საყვედური ვთქვა თბილისელთა მისამართით: ალბათ სულაც არ იყო აუცილებელი გოლის გაშვება, რომ გუნდი ბოლოს და ბოლოს ნამდვილ იერიშზე გადასულიყო. მოვლენათა მსვლელობამ ცხადყო, რომ საამისო ძალა “დინამოს” საკმარისზე მეტი ჰქონდა.
მე–60 წუთი. “ჟალგირისი” ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნას ცდილობს. ამ მცდელობაში არზიანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. საბოლოო დარტყმა უზუსტო გამოდგა.
65–ე წუთი. შორიდან ძალზე ძლიერად ურტყამს თბილისელთა კაპიტანი. იურკუსს მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება უხდება.
66–ე წუთი. კუთხური “ჟალგირისის” კართან. ჟორჟიკაშვილის ჩამოწოდებულ ბურთს ძლიერი დარტყმით ზუსტი მისამართი მოუძებნა სულაქველიძემ – 1:1.
74–ე წუთი. კომბინაცია მიქაბერიძე–გურული–ჟორჟიკაშვილი. ბურთი ასცდა კარს. წუთის შემდეგ “ჟალგირისის” მცველებმა საჯარიმოში წააქციეს შენგელია. მე–80 წუთზე “დინამოს” იერიშის დროს ლიტველთა კარი გოლკიპერის გარეშე დარჩა – ჟორჟიკაშვილის დარტყმა ასცდა მიზანს.
კაკილაშვილი–გურულის კომბინაცია. თბილისელი ფორვარდის თავური დარტყმა.
85–ე წუთი. ჩივაძე–არზიანი. მცველები იგერიებენ შეტევას და ახლა ჟორჟიკაშვილი ურტყამს…
ერთი სიტყვით, “დინამოს” გადამწყვეტი ბურთის გასატანად საკმაოდ ჰქონდა დროცა და სიტუაციებიც…
და ბოლოს. საუცხოოდ ითამაშეს მთელი მატჩის მანძილზე ჩივაძემ, სულაქველიძემ და პაიკიძემ. თანდათან შედიან სპორტულ ფორმაში კაკილაშვილი და აბუსერიძე.
ირაკლი ბერიაშვილი (“ლელოს” სპეც. კორ.).
ვილნიუსი–თბილისი.