«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 2:0 (1:0)
Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 11.
13 июня 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: Б.Стрелецкий, В.Маслаков, Н.Гарбузников (все — Донецк).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Эбралидзе (Мчедлишвили, 49), М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Рехвиашвили, Церетели.
СКА: Бойченко, Серостанов, Шергелашвили, Чуркин, Иванов, Филатов (Смирнов, 46), Антонов, Еськов, Бондаренко, Цыбин, Чуркин (Обедзинский, 75).
Голы:
1:0 Рехвиашвили — 06
2:0 Рехвиашвили — 60
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 июня 1973 года:
«Динамо» (Тб) — СКА — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону). 2:0 (1:0) Тбилиси. Стадион «Локомотив». 13 июля. Ясно, 25 градусов. 25 000 зрителей.
Судья Б. Стрелецкий, В. Маслаков, К. Гарбузников (все — Донецк).
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Кантеладзе — 5, Хурцилава — 5, Хинчагашвили — 5, Эбралидзе — 5 (Мчедлишвили, 49 — 5), Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Гуцаев — 5, Рехвиашвили — 5, Церетели — 5.
СКА: Бойченко — 3, Серостанов — 4, Шергелашвили — 4, Ю. Чуркин — 3, Иванов — 4, Филатов — 3 (Смирнов, 46 — 3), Антонов — 3, Еськов — 4, Бондаренко — 3, Цыбин — 3, В. Чуркин — 3 (Обедзинский, 75 — б/о).
Голы: Рехвиашвили (6, 60).
Дублеры — 5:4 (1:1. 11-метровые — 4:3. Голы в основное время: у «Динамо» — Кутивадзе; у СКА — Масляев.
На первых же минутах встречи быстрая атака динамовцев принесла им успех. Левый крайний Церетели переместился в центр, уведя туда своего опекуна Серостанова. В освободившуюся зону ворвался Рехвиашвили. Получив мяч от партнера, он, не раздумывая, отправил его в дальний угол.
И в дальнейшем именно эта два футболиста представляли наибольшую угрозу воротам гостей. Особенно много хлопот доставил защите ростовчан Рехвиашвили. Его постоянные перемещения, заряженность на удар, стремительные рывки и, главное, огромное желание забить гол принесли свои плоды. Во второй половине матча прорвавшийся по своему флангу Церетели хорошо навесил мяч на пятачок перед воротами, и оказавшийся там в нужный момент Рехвиашвили головой забил второй гол.
Инициативу на протяжении всей игры большей частью удерживали тбилисцы. Закономерность их победы не вызывает сомнения. И тем не менее игра динамовцев в этой встрече не принесла полного удовлетворении. Атаки хозяев поля развивались, как правило, очень медленно, малыми силами, защитники и полузащитники часто без нужды передерживали мяч. В решающие минуты, когда у ворот гостей возникали острые моменты, выяснялось, что поддержать форвардов некому — хавбеки динамовцев оказывались далеко позади.
Ростовчане играли как-то вяло, безвольно. Пропущенный в начале матча гол, повидимому, выбил их из колеи. Лишь за несколько минут до финального свистка Еськов имел хорошую возможность забить гол, но ударил неточно.
Л. .ШЕНГЕЛАЯ.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 июня 1973 года:
დინამოელთა პასუხი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 13 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – ასკ (დონის როსტოვი) 2:0 (1:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე (მჭედლიშვილი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, რეხვიაშვილი, წერეთელი.
ასკ: ბოიჩენკო, სეროსტანოვი, შერგელაშვილი, ი. ჩურკინი, ივანოვი, ფილატოვი (სმირნოვი), ანტონოვი, ესკოვი, ბონდარენკო, ციბინი, ვ. ჩურკინი (ობეძინსკი).
მსაჯი: ბ. სტრელეცკი (დონეცკი).
წერილები, წერილები, წერილები! ისინი ყოველდღე უხვად მოაქვს სარედაქციო ფოსტას. მათი რაოდენობა უკვე ასეულობით აღირიცხება, ფოსტალიონს კი კვლავ და კვლავ მოაქვს ახალ–ახალი დასტები.
ეს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის გულშემატკივართა წერილებია.
რესპუბლიკის რომელი კუთხიდან არ გვწერენ ისინი: თბილისიდან და ქუთაისიდან, სოხუმიდან და ბათუმიდან, გორიდან და თელავიდან, ფოთიდან და ზესტაფონიდან, ყვარლიდან და ზუგდიდიდან… ავტორთა შორის არიან მუშები და კოლმეურნეები, პენსიონერები და მოსწავლეები. ყველას ერთი საზრუნავი, ერთი გულისტკივილი აწუხებს: რატომ ჩამორჩნენ ასე თბილისის დინამოელები? რატომ ვერ ავლენენ ისინი თავიანთ შესაძლებლობებს ყველა მატჩში სტაბილურად? რატომ არ იბრძვიან იმ შემართებით და თავგანწირვით, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ნამდვილ, ღირსეულ წარმატებაზე ფიქრი? როდის აპირებენ მდგომარეობის გამოსწორებას?
ყველა ამ საპრობლემო საკითხზე პასუხის გაცემა უპირველეს ყოვლისა შეუძლიათ უშუალოდ ფეხბურთელებს, თვით კოლექტივს. საგაზეთო ანგარიშებში, სხვადასხვა მიმოხილვითს წერილში იწერება იმ შეცდომებზე, იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც გააჩნია გუნდს მთლიანად და ცალკეულ ფეხბურთელებს კონკრეტულად.
ამაზე იყო ლაპარაკი იმ წერილშიც, რომელიც მიეძღვნა ამას წინათ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შემდგარ დინამოელთა საერთო კრებას.
მაგრამ ყველაფერი ეს ვერ აკმაყოფილებს ფეხბურთის მოყვარულებს, თბილისის “დინამოს” ქომაგებს. ისინი პასუხს მოელიან თვით მოთამაშეებისგან და პასუხს რეალურს, საქმიანს, ქმედითს.
ყველაზე უკეთესი პასუხის გაცემა დინამოელებს, რასაკვირველია, შეუძლიათ თვით მინდორზე, უშუალოდ მეტოქეებთან ბრძოლის დროს. ეს პასუხი მათი გამარჯვებებია.
თბილისის “დინამოს” უაღრესად ძნელი და საპასუხისმგებლო მატჩების სერია აქვს უახლოეს ხანში როგორც შინ, ისე სხვის მინდვრებზე, ჩემპიონატშიც და თასზეც.
დაიწყო ეს სერია როსტოველებთან შეხვედრით, წინაა მატჩები “არარატთან”, “შახტიორთან”, “სპარტაკთან”…
სერია გამარჯვებით დავიწყეთ. როსტოვის არმიელებთან თბილისელებმა ურიგოდ როდი ითამაშეს, გამოავლინეს საჭირო ბრძოლისუნარიანობა, კოლექტივიზმის გრძნობა, კარგი ურთიერთმოქმედება. ვერ ვიტყვით, რომ გუნდის რომელიმე წევრმა ითამაშა სათანადო მონდომების, მობილიზებისა და აქტიურობის გარეშე. ყველა ცდილობდა, ყველას სურდა თვისი წვლილი შეეტანა გამარჯვებაში და ცდა არ დაუკლია იმ 2 ქულის ასაღებად, რომლებიც ესოდენ სჭირდება ახლა ჩვენს გუნდს. ყურადღებით თამაშობდა დაცვა, შუა ხაზში ბურთი არ ყოვნდებოდა, თავდამსხმელები დროულად იხსნებოდნენ, ღებულობდნენ გადაცემებს ნახევარმცველებისგან. თავი გამოიჩინა რეხვიაშვილმა, რომელმაც ორივე გოლი ოსტატურად გაიტანა: ჯერ მე–7 წუთზე, მერე კი 55–ე წუთზე წერეთლის გადაცემებით.
რა თქმა უნდა, როსტოველებთან მოგებული თამაშით არ უნდა მივიჩნიოთ, რომ რთული პრობლემები გადაჭრილია და თბილისის ”დინამოში” ყველაფერი მოგვარდა.
მთავარი წინაა და ამ მთავარიდან ერთ–ერთი უპირველესია ხვალინდელი პრინციპული მატჩი ერევნის “არარატთან”, სადაც თბილისელებმა უნდა გვიჩვენონ ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1973 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1973 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1973 года: