«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 0:0 пен. 4:3

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 0:0 пен. 4:3

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 12.
17 июня 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 43000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис, К.Бирета (оба — Каунас), И.Мулелис (Вильнюс).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Петриашвили, Хинчагашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев, Рехвиашвили (Гавашели, 20), Церетели.
«Арарат»: Абрамян, Геворкян, Саркисян, Коваленко, Месропян, Петросян (Бондаренко, 46), Погосян, Л.Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Казарян.
Послематчевые пенальти реализовали: Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили, Дзодзуашвили, Иштоян, Погосов, Маркаров.
Послематчевые пенальти не реализовали: Церетели (вратарь), Асатиани (мимо), Коваленко (вратарь), Заназанян (вратарь), Казарян (вратарь).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1838)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 19 июня 1973 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «АРАРАТ» — 4:3.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 4:3 (0:0, 4:3). Тбилиси. Стадион «Локомотив». 17 июня, 24 градуса. 40 000 зрителей.
Судьи К. Андзюлис, К. Бирета (оба — Каунас), И. Мулеолис (Вильнюс).
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Кантеладзе — 5, Петриашвили — 5, Хинчагашвили — 5, Мчедлишвили — 5, Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Гуцаев — 5, Рехвиашвили — 5 (Гавашели, 20 — 5), Церетели — 5.
«Арарат»: Абрамян — 5, Геворкян — 4, Саркисян — 3, Коваленко — 4, Месропян — 3, Петросян — 3 (Бондаренко, 46 — 3), Погосов — 3, Иштоян — 4, Маркаров — 4, Заназанян — 4, Казарян — 3.
11-метровые забили: Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили, Дзодзуашвили, Иштоян, Погосов, Маркаров. Не забили: Церетели, Асатиани, Коваленко, Заназанян, Казарян.
Дублеры — 3:5 (1:1. 11-метровые — 1:4), Голы и основное время: у «Динамо» — Шерезадашвили; у «Арарата» — Минасян,
Чуть ли не с первым свистком судьи тбилисцы предприняли острую атаку на ворота гостей. Дзодзуашвили прострелил вдоль ворот, но Церетели не успел к мячу. Тут же отличную возможность не использовал Рехвиашвили, а спустя еще несколько минут он вышел один к воротам, обвел вратаря, но пробил мимо. 10-я минута. Переместившийся в центр Гуцаев метров с двадцати неожиданно бьет — перекладина.
Весь первый тайм прошел в беспрерывных атаках хозяев поля. Надо отдать должное ереванцам, они защищались хладнокровно, без паники и пользовались малейшей возможностью для организации контригры. Правда, защита тбилисцев, в которой выделялся отлично игравший Кантеладзе, перекрывший все подступы к воротам, не позволила араратовцам действовать вблизи динамовской штрафной площади. Поэтому гости предпочитали бить с дальних позиций. Особенно усердствовал в этом капитан гостей Заназанян, обладающий грозным ударом. Однако на этот раз «прицел» у него был неточен — все удары полузащитника шли мимо цели.
Лишь однажды, в первом тайме, ереванцы получили хорошую возможность для взятия ворот. С правого фланга гостей последовала длинная навесная передача на выход левому крайнему Казаряну. Тот, не давал мячу опуститься на землю, пробил, но Гогия хорошо среагировал на удар.
После перерыва тбилисцы продолжали настойчиво атаковать. В один из моментов Гавашели в штрафной площади ереванцев обвел троих соперников, однако к его передаче не успели ни Мчедлишвили, ни Гуцаев. Динамовцы еще некоторое время владели инициативой, но постепенно в их действиях стала заметна усталость. Ереванцы, почувствовав это, стали подолгу разыгрывать мяч, стремясь сбить темп. А буквально на последней минуте после ошибки Дзодзуашвили к воротам тбилисцев стремительно вышел Иштоян. Мяч после его сильного удара Гогия в самоотверженном броске перевел на угловой.
Зрители так и не дождались гола, хотя возможностей для этого было немало. Ну, а в серии одиннадцатиметровых удачливее оказались хозяева поля. И снова хочется отметить вратаря тбилисцев, отразившего три пенальти.
Л. ШЕНГЕЛАЯ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от июня 1973 года:

რას გადაურჩა “არარატი”!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 17 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 4:3 (პენალტებით. ძირითდი დრო – 0:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, პეტრიაშვილი, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, რეხვიაშვილი (გავაშელი), წერეთელი.
“არარატი”: აბრამიანი, გევორქიანი, სარქისიანი, კოვალენკო, მესროპიანი, პეტროსიანი (ბონდარენკო), პოღოსიანი, იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, კაზარიანი.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები – 5:2 “არარატის” სასარგებლოდ (პენალტებით, ძირითადი დრო – 1:1).
მატჩის წინ “არარატის” ხელმძღვანელობა ძალიან წუხდა, რომ თამაშში ვერ მიიღებდა მონაწილეობას ანდრიასიანი, – ეს მოთამაშე ჩვენთვის დაუფასებელია, – ამბობდნენ მწვრთნელები. – მისი როლი განუზომელია შუა მინდორშიც და შეტევის დასასრულსაც.
ვეთანხმებით: ანდრიასიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა “არარატისთვის”, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ თბილისის “დინამოს” მწვრთნელები, როცა ამ უკიდურესად საპასუხისმგებლო მატჩისთვის ამზადებდნენ გუნდს. სხვადასხვა მიზეზით თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე, გ. ნოდია, ყიფიანი, ლ. ნოდია. უარესი მდგომარეობა ძნელი წარმოსადგენია.
აი, ასეთ უთანაბრო პირობებში მოუხდათ მინდორზე გამოსვლა ტრადიციულად პრინციპულ მეტოქეებს, რომელთაგან ერთი გათამაშების ლიდერი იყო, ხოლო მეორეს ძალიან ცუდი სატურნირო მდგომარეობა ჰქონდა და ჰაერივით ესაჭიროებოდა ქულები. უკანდასახევი გზა მას არ გააჩნდა.
ბოლო ხანებში, თბილისის ”დინამოს” ასეთი სერიოზული კრიზისის პერიოდში, პირდაპირ უნდა ითქვას, ძალიან იმატა უკმაყოფილოთა რიცხვმა გუნდის გულშემატკივართა შორის. არც გაემტყუნებათ: მთელ რიგ მატჩებში თბილისელებმა ისე უხეიროდ ითამაშეს, რომ ოპტიმიზმისთვის საფუძველი მართლაც ძალიან ცოტა იყო. რწმენა ბევრმა დაკარგა.
მაგრამ თბილისის “დინამომ” 17 ივნისს ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ ასეთ უმძიმეს პირობებშიც კი, ძირითად მოთამაშეთა გარეშე, შეუძლია გამოავლინოს თავისი მაღალი კლასი, მდიდარი მონაცემები – ტექნიკა, სისწრაფე, პირველხარისხოვანი საშემსრულებლო ხელოვნება, ნებისყოფის სიმტკიცე, კოლექტივიზმი. დინამოელებმა ითამაშეს ისე, რომ მომავალშიც, წლების შემდეგაც შეიძლება გუნდის ამოუწურავ შესაძლებლობათა მაგალითად მოვიყვანოთ ეს მატჩი, როგორც ერთმა მაყურებელმა შენიშნა ტრიბუნაზე, ასეთ თამაშს არარატი კი არა, ევერესტიც ვერ გაუძლებდა.
ეს არც სენტიმენტალური კომპლიმენტები გახლავთ თბილისის “დინამოს” მოთამაშეთა მიმართ და არც წამიერი გრძნობით გამოწვეული დითირამბები.
უბრალოდ, ჩვენმა გუნდმა დაგვიმტკიცა, რომ შეუძლია თამაში უწინდელი ძალით, იმ დონეზე, რომ ათეულის ბოლოში კი არ იყოს, არამედ ავანგარდში, იქ, სადაც ბრძოლაა ოქროს მედლებისთვის, ბროლის თასისთვის, ევროპის ტურნირების პრიზებისთვის.
თავიანთი ძალა და შესაძლებლობანი უპირველეს ყოვლისა უნდა ირწმუნონ თვით ფეხბურთელებმა, რომლებიც არ უნდა შეუშინდნენ არც დროებით მარცხს, არც სამართლიან კრიტიკას და ნორმად არ აქციონ შემთხვევითი ლაფსუსები. თბილისის “დინამოს” ახლანდელ თაობას გარკვეული პერსპექტივები აქვს და შეუძლია თამამად თქვას თავისი სიტყვა.
თბილისელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მატჩის დასაწყისს. თუ მათ თავიდანვე აიღეს მაღალი ტემპი, მოგებისთვის ბრძოლა დაიწყეს პირველივე წუთებიდან, გაშალეს შეტევა ნახევარმცველთა აქტიური მონაწილეობით, მეტოქე სახეიროს არაფერს უნდა მოელოდეს. ამ მატჩის სადებიუტო ნაწილი კი ჩვენს გუნდს ბრწყინვალე ჰქონდა.
პირველ სამ წუთში “არარატის” კართან ორი აშკარად საგოლე მომენტი შეიქმნა.
გუცაევს და რეხვიაშვილს სულ რამდენიმე მეტრიდან მიეცათ კარის აღების რეალური შესაძლებლობა, შემდეგ წერეთელი და მაჩაიძე აღმოჩნდნენ ასეთივე პოზიციაში, მე–8 წუთზე რევიაშვილი მეკარესაც გასცდა და ბადეს გარედან მოახვედრა ბურთი. წუთის მერე გუცაევის უძლიერესი დარტყმა ძელმა მოიგერია, შემდეგ მაჩაიძემ და ასათიანმა დააყოვნეს წამით და საშუალება მისცეს მცველებს ეხსნათ კარი, მე–14 წუთზე სარქისიანმა ცარიელ კარში წასული ბურთი მოიგერია.
ამ 15 წუთის მანძილზე თბილისელებს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ. ასეთი უპირატესობის დროს კრივში ბრძოლას წყვეტენ, მაგრამ ფეხბურთი კრივი არაა და მოგებისთვის აუცილებლად გოლია საჭირო. გოლი კი, თუმცა, სტუმრების კარი ბეწვზე ეკიდა, არ ჩანდა. სტუმრები მთელი შემადგენლობით იცავდნენ თავს და ეგრეთ წოდებული სპორტული იღბალიც მათს მხარეს აღმოჩნდა. უმძიმეს სიტუაციებშიც კი მათი კარი “მშრალად” რჩებოდა.
მე–15 წუთზე მოხდა დასანანი ამბავი, რომელმაც გარკვეული სამსახური გაუწია “არარატს” და შეანელა თბილისელთა შეტევების სიმწვავე: ერთ–ერთი იერიშის შემდეგ ჩვენი “ჰოსპიტალიზებული” მოთამაშეების რიცხვს მიემატა რეხვიაშვილიც – იგი იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა. რეხვიაშვილი კი ამ მატჩში შესანიშნავად თამაშობდა, სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა ერევნელთა მცველებს.
გავაშელს საკმაო დრო დასჭირდა, რათა სრული ძალით ჩართულიყო თამაშში.
არ იქნებოდა სწორი გვეთქვა, რომ მატჩი მხოლოდ დინამოელთა უზრუნველი იერიშებით მიმდინარეობდა და მათს საჯარიმო მოედანზე სრული სიმშვიდე სუფევდა.
პირიქით, “არარატს” ძლიერი თავდასხმა და ნახევარდაცვა ჰყავს, რომელთა სწრაფი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იყო. გოგიას არაერთხელ მოუხდა ძნელი ბურთების აღება. ბრწყინვალედ ითამაშა კანთელაძემ, რომელმაც მთლიანად გამოავლინა თავისი შესაძლებლობანი. მას დაცვის ცენტრში უნარიანად უბამდა მხარს გამოცდილი პეტრიაშვილი, ფლანგებზე საიმედოდ, ზუსტად მოქმედებდნენ ძოძუაშვილი და ხინჩაგაშვილი. დაცვის მთელი შემადგენლობა თამაშობდა ტაქტიკურად გამართულად, სწორად, მოფიქრებულად, ნახევარდაცვის რგოლთან სრულ კონტაქტში.
შუა მინდორში, ვრცელ დიაპაზონზე, შეუდარებელი იყო მაჩაიძე. მისი დრიბლინგის წინაშე სტუმრები უძლურნი აღმოჩნდნენ. ამას გარდა, მაჩაიძე არ აყოვნებდა გადაცემას მაშინ, როცა წინა ხაზზე იხსნებოდა რომელიმე ფორვარდი, როგორც მისი, ისე ასათიანის მხრივ (ასათიანს ფეხი ჰქონდა ნატკენი, მაგრამ მაინც გამოვიდა მინდორზე). ჩვენს თავდასხმას დიდი მხარდაჭერა და სისტემატური მომარაგება ჰქონდა. ძალიან ძლიერად ითამაშა მჭედლიშვილმაც, რომელიც თანაბრად აქტიურად მოქმედებდა შეტევაშიც და დაცვაშიც.
თავის საბრძოლო ფორმას იბრუნებს გუცაევი. მესროპიანი მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ერევნელთა მცველები ამ ფლანგზე მხოლოდ გაძლიერებული დაზღვევით ახერხებდნენ ხიფათის უვნებელყოფას. წერეთლის შესახებ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სტაბილური ძალით თამაშობს საერთოდ, არა აქვს გაუმართლებელი პაუზები და მუდამ კარს უმიზნებს. ასეთი იყო ჩვენი ახალგაზრდა გარემარბი ამ მატჩშიც.
გვაქვს თუ არა რამე სასაყვედურო დინამოელთა მიმართ? თამაშის მსვლელობის მიხედვით – არა, თუმცა შესვენების შემდეგ მათ რამდენადმე უკლეს ტემპს და შეანელეს შტურმი, დასანანია მხოლოდ ის, რომ თბილისელებმა ასეთი დიდი უპირატესობის რეალიზაცია ვერ შეძლეს მატჩის ძირითად დროში და ვერ აიღეს 2 ქულა, რისი ღირსიც უდავოდ იყვნენ. მეტიც, თამაში მათ უნდა მოეგოთ 2–3 ბურთის უპირატესობით.
საქმე პენალტებზე მიდგა. აქ კვლავ ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი გოგიამ, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ 11–მეტრიანების აღების უბადლო სპეციალისტად. ნამდვილი სპორტული გმირობაა, როცა მეკარე ასეთ დაძაბულ ვითარებაში 5–დან სამ უძნელეს დუელს მოიგებს და დაუფასებელ სამსახურს გაუწევს თავის ამხანაგებს, რომლებიც ასეთი მძიმე ბრძოლის შემდეგ იმედის თვალით შეჰყურებენ მას – კარის დარაჯს.
გოგიამ პირველივე დარტყმა აიღო კოვალენკოსგან, რის შემდეგ კანთელაძემ ზუსტად გაიტანა გოლი – 1:0. მერე იშტოიანმა შეძლო პენალტის გატანა. წერეთლის დარტყმა კი აბრამიანმა მოიგერია – 1:1. გოგიამ კვლავ გამოიჩინა თავი, როცა ერევნელთა პენალტისტის ზანაზანიანის დარტყმა აიღო, გავაშელმა კი დააწინაურა “დინამო” – 2:1. პირველ სერიაში პოღოსიანმა და მარქაროვმა ორივეჯერ ზუსტად დაარტყეს, მჭედლიშვილმაც შეუცდომლად შეასრულა თავისი მოვალეობა, ასათიანმა კი კარს ააცდინა ბურთი. ანგარიში გათანაბრდა – 3:3.
საჭირო გახდა მეორე სერიის დანიშვნა პირველ გამოუყენებელ დარტყმამდე. აქ გოგიამ შესანიშნავად აუღო ალღო კაზარიანის დარტყმას, მოიგერია ბურთი და დინამოელებმა 11–მეტრიანი ძოძუაშვილს მიანდეს. ყველაფერი აქ წყდებოდა და გამოცდილმა ფეხბურთელმაც არ უმტყუნა კოლექტივს. ძოძუაშვილის ზუსტმა დარტყმამ მიზანს მიაღწია – 4:3.
გულდასაწყვეტია, რომ ამ მატჩში თბილისის “დინამო” მხოლოდ ქულას დასჯერდა. იგი, რა თქმა უნდა, “წმინდა” გამარჯვების ღირსი იყო, მაგრამ ამ დანაკლისის სრული ანაზღაურებაა ის, რომ ჩვენი გუნდის შესანიშნავმა თამაშმა, მაღალმა კლასმა კვლავ ჩაგვისახა მომავლის იმედი. კოლექტივი უდავოდ ძლიერია, მას შესწევს ძალა გამოასწოროს მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ I ადგილს ახლა სულ რაღაც 3 ქულა გვაშორებს.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1973 года: