Международный турнир «VII Trofeo Cuidad de La Linea» в Ла Линеа (Испания) в 1976 году
Полуфиналы (6-7.08):
«ВАЛЕНСИЯ» — «АМСТЕРДАМ» • 4:0 (2:0)
«МАЛАГА» — «ДИНАМО» ТБ. • 0:0 пен. 5:4
За 3-е место (8.08):
«ДИНАМО» ТБ. — «АМСТЕРДАМ» • 6:1 (4:1)
Финал:
«МАЛАГА» — «ВАЛЕНСИЯ» • 0:0 пен. *:*
«МАЛАГА» (МАЛАГА, ИСПАНИЯ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) • 0:0 пен. 5:4
7 августа 1976 года. Ла Линеа. Стадион «Хосе Антонио».
Судья: С.Монтесинос (Испания).
«Малага»: Коралл, Араэс, Лагуна, Уриарте (Виланова, 46), Масиас, Рекуэхо, Кьеведо, Мигуэль (Гарсиа, 46), Кастроново, Бастилло, Эстебан.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хинчагашвили, Хизанишвили, Чивадзе, М.Мачаидзе, Коридзе, Дараселия (Копалейшвили, 46), Кипиани, Г.Мачаидзе.
Послематчевые пенальти: 1:0 Кастроново, 1:1 Чивадзе, 2:1 Бастилло, 2:2 М.Мачаидзе, 3:2 Рекуэхо, 3:3 Коридзе, 4:3 Лагуна, 4:4 Челидзе, 4:4 Виланова (вратарь), 4:4 Кипиани (мимо), 4:4 Кьеведо (вратарь), 4:4 Дзодзуашвили (вратарь), 5:4 Араэс, 5:4 Хизанишвили (вратарь).
Примечание: матч прерван на 60-й мин. из-за погодных условий (густой туман). Арбитром матча принято решение о выявлении победителя в серии пенальти.
ДОКУМЕНТЫ, ПРЕССА, ПРОГРАММКА, ФОТО-ВИДЕО МАТЕРИАЛЫ
ФотографииლელოMARCAABCEL MUNDO DEPORTIVO
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 августа 1976 года:
თამაშში ერევა … ნისლი.
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ლა-ლინეას საერთაშორისო ტურნირზე.
სპორტის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ცნობებს ესპანეთის ქალაქ ლა–ლინეადან, სადაც მიმდინარებდა საერთაშორისო ბლიც–ტურნირი ფეხბურთში ესპანეთის „ვალენსიისა” და „მალაგის“, ჰოლანდიის „ამსტერდამისა“ და თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით.
ესპანეითში წესადაა ზაფხულში ამგვარი ტურნირების გამართვა. თბილსის დინამოელებს უწინაც უთამაშიათ უელვაში (იქ მათ მოიგეს „კოლუმბის კარაველა“), ლას–პალმასში და კვლავ უელვაში. ახლა ჩვენი გუნდი მიიწვიეს ლა-ლინეაში.
განვლილი ტურნირის ტექნიკური შედეგები ასეთია: „დინამოს“ და „მალაგის“ მატჩი ძლიერი გამო შეწყდა დაახლოებით მე-60 წეთზე, როცა ანგარიში არ იყო გახსნილი. გათამაშების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გამარჯვებული გამოევლინათ პენალტების სერიით, სადაც წარმატება წილად ხვდა „მალაგას“. მეორე წყვილის შეხვედრაში „ვალენსიამ“ იოლად სძლია „ამსტერდამს“ — 4:0.
მთავარი პრიზისთვის ბრძოლა „ვალენსიას“ და „მალაგას“ შორის გასაღდა. ანგარიში აქ არც დამატებით დროში გახსნილა – 0:0. საჭირო შეიქნა პენალტების შესრულება, სადაც „მალაგა“ კვლავ უფრო ზუსტი იყო და „ლა–ლინეას პრიზიც“ მას დარჩა.
მატ6ში III ადგილისთვის თბილისელებმა სრული უპირატესობით ითამაშეს „ამსტერდამთან“, დიდი ანგარიშით (6:1) დაამარცხეს იგი და მცირე ვერცხლის თასს დაეპატრონენ.
„ლელოს“ რედაქცია დაუკავშირდა თბილისის „დინამოს“ მეკარეს, სპორტის ოსტატ დავით გოგიას და სთხოვა მას მოკლედ ეამბნა განვლილი ტურნირის შესახებ.
– პირველ მატჩში „მალაგასთან“ ასეთი შემადგენლობით გამოვედით: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი, ქორიძე, ჩივაძე, დარასელია, გ. მაჩაიძე (კოპალეიშვილი), მ. მაჩაიძე, ყიფიანი. ტაიმის მსვლელობაში ტერიტორიული უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე საუკეთესო შესაძლებლობა. შესვენების დროს ზღვიდან წამოვიდა ნისლი, რომელიც კატასტროფული სისწრაფით ძლიერდებოდა. განახლდა მატჩი, ჩვენ კვლავ ვუტევდით, მაგრამ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ადგილობრივი არბიტრი იძულებული იყო შეეჩერებინა თამაში და დაეცადა გამოდარებისთვის, ვინაიდან თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე მინდორზე საერთოდ არაფერი ჩანდა. ვიცადეთ 20 წუთს, ნისლმა კი არათუ არ მოიკლო, პირიქით, ყველაფერი დაფარა.
წესით, ასეთ შემთხვევაში თამაში მეორე დღისთვის გადააქვთ, მაგრამ ბლიც-ტურნირში საამისო შესაძლებლობა არ არის. ამიტომ გადაწყდა პირდაპირ შევდგომოდით 11 მეტრიანების სერიას. ქორიძემ, ჭელიძემ, ჩივაძემ, მ.მაჩაიძემ ზუსტად დაარტყეს, ბოლო ყიფიანმა კარს ააცდინა ბურთი. მე მეხუთე დარტყმის აღება შევძელი – 4:4. პენალტები გაგრძელდა პირველ გაფუჭებამდე. მეექვსე პენალტი მე კვლავ ავიღე, ძოძუაშვილმა კი უზუსტოდ დაარტყა და ანგარიში იგივე დარჩა. შემდგომი დარტყმით ბურთი „მალაგამ“ გაიტანა. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო ხიზანიშვილის დარტყმაზე. აქ იმარჯვა „მალაგის“ მეკარემ, აიღო ბურთი და გამარჯვება მის გუნდს დარჩა — 5:4. საწყენი მარცხი ვიწვნიეთ.
…
Газета «Marca» (Испания) от августа 1976 года:
Газета «ABC» (Испания) от августа 1976 года:
Газета «El Mundo Deportivo» (Испания) от августа 1976 года:
«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «АМСТЕРДАМ» (АМСТЕРДАМ, НИДЕРЛАНДЫ) • 6:1 (4:1)
8 августа 1976 года. Ла Линеа. Стадион «Хосе Антонио».
Судья: С.Монтесинос (Испания).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хинчагашвили, Хизанишвили, Чивадзе, М.Мачаидзе, Коридзе, Челебадзе, Кипиани (Г.Мачаидзе, 60), Дараселия (Копалейшвили, 59).
«Амстердам»: Йонгблойд, Де Йонг, Де Лихв (Висман, 52), Свериссен, Винендарт (Сварт, 15), Бьянчи, Меркх, Отто, Ветцель, Петтерсен, Сварт (Хасерт, 71).
Голы: 1:0 Челебадзе — 14, 1:1 Петтерсен — 17, 2:1 Дараселия — 31, 3:1 М.Мачаидзе — 35, 4:1 Кипиани — 36, 5:1 Челебадзе — 47, 6:1 Чивадзе — 80
ДОКУМЕНТЫ, ПРЕССА, ПРОГРАММКА, ФОТО-ВИДЕО МАТЕРИАЛЫ
ФотографииლელოMARCAABCEL MUNDO DEPORTIVO
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 августа 1976 года:
თამაშში ერევა … ნისლი.
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ლა-ლინეას საერთაშორისო ტურნირზე.
…
მესამე ადგილისთვის შევხვდით „ამსტერდამს“. მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩავატარეთ: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი, ქორიძე, ჩივაძე, დარასელია (კოპალეიშვილი), ყიფიანი (გ.მაჩაიძე), მ. მაჩაიძე, ჩელებაძე. ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა ჩელებაძემ. მალე ჰოლანდიელებმა შეძლეს საპასუხო გოლის გატანა, შემდგომში კი უპირატესობა მთლიანად ჩვენ გვეკუთვნოდა – დარასელიამ, ჩელებეძემ, მ. მაჩაიძემ, ყიფიანმა და ჩივაძემ დააგვირგვინეს გამარჯვების საქმე — 6:1. დაგვაჯილდოვეს ვერცხლის თასით, რომელიც ისეთივეა როგორიც მთავარი პრიზი, ოღონდ ზომითაა მცირე.
პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ „მალაგა“ და „ვალენსია“ უკეთესად თამაშობდა „ვალენსია“ რომლის შემადგენლობაში არიან ცნობილი ფეხბურთელები: რეპი, კეტა და სხვები, მაგრამ სპორტული ბედი „მალაგას“ სწყალობდა, რომელიც რამდენიმე სახიფათო მომენტს გადაურჩა. აქაც დამატებითი პენალტები დაინიშნა, ორივე მხარემ ორ–ორი პენალტი გააფუჭა, საბოლოოდ კი გაიმარჯვა „მალაგამ“ — 4:3. გამარჯვებულმა თამაშში ვერც ერთი ბურთი ვერ გაიტანა, მთავარ პრიზს კი დაეუფლა.
ურიგოდ არ გვითამაშია, თანაც, ტრავმების გამო მინდორზე ვერ გამოვიდნენ გუცაევი და მუჯირი. ჩვენს მატჩში „მალაგასთან“ დამატებითი პენალტების შესრულებისას მაყურებლები ტრიბუნებიდან მინდორზე გადმოვიდნენ, შემოეხვივნენ საჯარიმო მოედანს და კარს, უსტვენდნენ, ამხნევებდნენ თავისიანებს, რაც რა თქმა უნდა, ხელს გვიშლიდა და გვანერვიულებდა.
ჩვენს თამაშს ესპანურმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა, ხაზს უსვამდნენ, რომ ფინალში მონაწილეობის ღირსნი „დინამო“ და „ვალენსია“ იყვნენ. გათამაშების ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს გაისადაც მივიღოთ მონაწილეობა იქაურ ბლიც-ტურნირში.
Газета «Marca» (Испания) от августа 1976 года:
Газета «ABC» (Испания) от августа 1976 года:
Газета «El Mundo Deportivo» (Испания) от августа 1976 года: