«Кайрат» (Алма-ата) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (0:0)

«Кайрат» (Алма-ата) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (0:0)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 14.
12 июля 1988 года. 19-00. Алма-Ата. Центральный стадион. Пасмурно, в начале 2-го тайма — дождь, 28 градусов. 28000 зрителей.
Судьи: А.Хохряков (Йошкар-Ола), В.Жабин (Тамбов), Б.Иванов (Московская обл.).
«Кайрат»: Чекмезов, Тимофеев, Джуманов, Рафиков, Волгин, Карачун, Салимов, Ледовских (к), Найдовский (Огай, 74), Масудов (Суров, 79), Иванов.
«Динамо»: Габелия, Цхададзе, Г.Джишкариани, Чедия, Арзиани, Ткебучава (Панцулая, 72), Сванадзе, Сулаквелидзе (к), Кецбая (Апциаури, 46), Гурули, Коргалидзе.
Гол:
1:0 Салимов — 70
2:0 Волгин — 87
Предупреждение: Г.Джишкариани.
Удаления: Джуманов, Сулаквелидзе (оба — 44, обоюдная грубость).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 3440)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 июля 1988 года:

АЛМА-АТА.
«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси). 2:0 (0:0).
Центральный стадион. 12 июля. Пасмурно. В начала второго тайма дождь. 28 градусов. 28 000 зрителей.
Судьи А. Хохряков (Йошкар-Ола), В. Жабин (Тамбов), Б. Иванов (Московская обл.).
«Кайрат»: Чекмезов, Тимофеев, Джуманов, Рафиков, Волгин, Карачун, Салимов, Ледовских, Найдовский (Огай, 74), Масудов (Суров, 79), Иванов.
«Динамо»: Габелия, Цхададзе, Г. Джишкариани, Чедия, Арзиани, Ткебучава (Панцулая, 72), Сванадзе, Сулаквелидзе, Кецбая (Апциаури, 46), Гурули, Коргалидзе.
Голы: Салимов (70), Волгин (87)
Предупрежден Г. Джишкариани.
На 44-й минуте удалены Джуманов, Сулаквелидзе.
Дублеры — 3:3. Голы: у «Кайрата» — Яровенко (2), Попандопуло; у «Динамо» — Месхи, Апциаури, Минашвили.
И «Кайрат» и тбилисское «Динамо» находятся сейчас в критической ситуации — очки им нужны как воздух. Но игровая страсть, размышляет ваш общественный корреспондент А. Гриднев, ничего общего не имеет с грубостью. Между тем… За минуту до перерыва команды остались вдесятером. Джуманов грубо атаковал владевшего мячом Сулаквелидзе, тот в ответ ударил обидчика кулаком, а в итоге оба по решению арбитра А. Хохрякова были удалены с поля.
Трудно сказать, что повлияло на действия гостей после перерыва, но факт остается фактом: вторую половину встречи вратарь «Кайрата» откровенно проскучал. А вот его многоопытному коллеге Габелия пришлось изрядно потрудиться и дважды тем не менее достать мяч из сетки ворот.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 июля 1988 года:

„კაირატი“ (ალმა-ათა) – „დინამო“ (თბილისი) 2:0 (0:0).
ალმა-ათა. ცენტრალური სტადიონი. 12 ივლისი.
„კაირატი“: ჩეკმეზოვი, ტიმოფეევი, ჯუმანოვი, რაფიკოვი, ვოლგინი, კარაჩუნი, ივანოვი, ლედოვსკიხი, სალიმოვი, მასუდოვი (სუროვიკინი, 79), ნაიდოვსკი (ოგაი, 70).
„დინამო“: გაბელია, ცხადაძე, გ. ჯიშკარიანი, ჭედია, არზიანი, ტყებუჩავა (ფანცულაია, 72), სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია (აფციაური, 46), გურული, კორღალიძე,
მსაჯი ა. ხოხრიაკოვი (იოშკარ-ოლა).
გააფრთხილეს გ. ჯიშკარიანი.
მინდვრიდან გააძევეს სულაქველიძე და ჯუმანოვი.
დუბლიორები — 3:3. დინამოელთაგან ბურთები გაიტანეს მესხმა, აფციაურმა, მინაშვილმა.
უმაღლეს ლიგაში ახლა ოთხი მკვეთრად გამოხატული აუტსაიდერია: ალმა-ათის „კაირატი“, თბილისის „დინამო“, ბაქოს „ნეფთჩი“ და დონეცკის „შახტიორი“. თბილისელებს 12 ივლისისთვის 8 ქულა ჰქონდათ, ალმა-ათელებს — 5. დინამოს რომ ეს მატჩი მოეგო, მას 10 ქულა ექნებოდა და თავის უშუალო პრეტენდენტს უკვე 5 ქულით ჩამოიტოვებდა უკან. ეს კი ერთი მთავარი მეტოქის თვიდან მოცილებას ნიშნავდა, მაგრამ გაიმარჯვა „კაირატმა“, თანაც გაიმარჯვა სავსებით დამსახურებულად. დამაჯერებელი ანგარიშით და ეს გუნდი ახლა მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოგვდევს კვალში. ამდენად ბრძოლა კონკურენტებს შორის თავიდან იწყება. შესაძლოა, სპორტული თვალსაზრისით ეს ფრიად აზარტული და საინტერესო ქიშპობაა აუტსაიდერთა შორის, მაგრამ ამგვარი აზარტი მაშინაა კარგი, როცა იგი შენს სასარგებლოდ დამთავრდება. ახლა კი, როცა უმაღლეს ლიგასთან განშორების საკითხი წყდება, სააზარტოდ და სარისკოდ არ უნდა გავიხადოთ საქმე.
აუტსაიდერთა მატჩები ჩვეულებრივ არ გამოირჩევა ხოლმე სანახაობრიობით, მაგრამ დაძაბულობა მათ მუდამ თან ახლავს. ასეთი იყო დინამოელთა შეხვედრა „კაირატთან“, მაგრამ ამ მაქსიმალური დაძაბულობის დასასრულს გამოირკვა, რომ ალმა-ათელი ფეხბურთელები უკეთ იყვნენ მომზადებული მატჩისთვის, მათ თავიანთ მეტოქეზე გაცილებით მეტი ენერგია დახარჯეს, შესაბამისი საბრძოლო თვისებები და ნებისყოფა გამოიჩინეს, თბილისის დინამოელებმა კი კიდევ ერთხელ ცხადყვეს თავიანთი ტექნიკურ-ტაქტიკური მოუმზადებლობა, ფიზიკური სისუსტე და საბრძოლო თვისებათა დეფიციტი. ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა უმეტესობის თამაშის კლასი საგრძნობლად ჩამორჩება უმაღლესი ლიგის დაწერილ თუ დაუწერელ მოთხოვნებს.
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დინამოელები მხოლოდ იცავდნენ თავს და მეტოქის კართან ერთი-ორი სახიფათო მომენტი თუ შექმნეს. ჩვენი გუნდის სამოქმედო სქემაში თითქმის არ იყვნენ მოიერიშე თავდამსხმელები. ყველაფერი იზღუდებოდა შუა მინდორზე და შეტევისას მხოლოდ შემთხვევით თუ მოხვდებოდა ვინმე სახიფათო სიტუაციაში. იმის ვარაუდით ქულა რომ აგვეღო, დაცვითმა ტენდენციებმა არ გაამართლა და როგორც წინა შეხვედრებში, დინამოელი
ფეხბურთელები დაიღალნენ თანდათან მოუკლეს ბრძოლას, შემდეგ საერთოდაც შეწყვიტეს აქტიური წინააღმდეგობა და მატჩის დასასრულს ორი უპასუხო ბურთიც მიიღეს.
კიდევ უფრო ხისტად ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში. საბოლოოდ კი საქმე იმით დამთავრდა, რომ „კაირატმა“ თავისი დიდი ტერიტორიული უპირატესობის რეალიზაცია მოახდინა. განუწყვეტელი იერიშების შემდეგ 70-ე წუთზე სალიმოვმა პირველი ბურთი გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე ვოლგინმა მეორედ აიღო გაბელიას კარი.
თბილისის „დინამოს“ თამაში ამად ღირს. საფეხბურთო შეცდომათა ერთგვარი კომპლექსური ნიმუში გახლდათ. არავითარი ტემპი ან სწრაფი მანევრი, არც ერთი ინიციატორი, სრული ქაოსი. ფეხბურთელები მოძრაობდნენ ნელა, ზარმაცად. ეს იყო წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლური ცდები, რომელსაც, რასაკვირველია, სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მოედანზე იყო ერთი მებრძოლი მხარე — „კაირატი“, რომლის სწრაფვას და გამარჯვების რწმენას თბილისის „დინამომ“, სამწუხაროდ, ვერაფერი დაუპირისპირა.
ერთი სიტყვით, წავაგეთ ძალზე დიდი მნიშვნელობის მატჩი, რომლის შედეგი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. როცა ვლაპარაკობთ ფეხბურთელის ოსტატობის დონეზე, მის კლასზე, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ ფეხბურთელმა არ იცის თამაში, თუ მისი კვალიფიკაცია ჩამორჩება მეტოქისას, აქ ვერაფერს გააწყობ. ძლიერი დაამარცხებს სუსტს. მაგრამ რაც შეეხება ფეხბურთელების მონდომებას, საბრძოლო თვისებებს, თავგამოდებას, ნებისყოფის სიმტკიცეს, აქ კი, ნება მოგვეცით, ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები წავუყენოთ დინამოელ ფეხბურთელებს. არსებობს ინდივიდუალური მონდომება, არსებობს კოლექტიური მობილიზება, არსებობს კონკრეტულ შემთხვევაში შექმნილი ვითარების შესაბამისი თავგანწირული თამაში და როცა ამ თვისებებს არ გამოიჩენ, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ბევრჯერ (თბილისის დინამოელებმა კი უკვე 10 მატჩი წააგეს), სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ გუნდი არ არის განწყობილი საბრძოლველად, მას მიზნად არ აქვს დასახული უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ბოლო ორი სეზონია აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა სასხვათაშორისოდ მიაჩნია უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, ამიტომაც გულცივად, სრული ინდიფერენტულობით, გულგრილად განწყობილნი გამოდიან მინდორზე.
უნდა ავიღოთ დისციპლინის საკითხი. ამ გაჭირვების ჟამს, როცა ჰორიზონტზე ასე ნათლად ჩანს I წრის კონტურები, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები არად მიიჩნევენ წესრიგის დარღვევას. ვის აღარა აქვს გაფრთხილება, „კაირატთან“ მატჩი 2 გაფრთხილების გამო გამოტოვა ცვეიბამ, შემდგომ მატჩში ამავე მიზეზით ვერ ითამაშებს გ. ჯიშკარიანი, როგორც ალმა-ათიდან გვაცნობეს, თავშეუკავებლობის გამო მინდორი დაატოვებინეს სულაქველიძეს და ახლა, როცა გუნდი ასეთ ყოფაშია, მისი წამყვანი მოთამაშეებიც კი გვეცლებიან ხელიდან.
განა ამ ს შეიძლება საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ვუწოდოთ? ეტყობა, თბილისის „დინამოს„ ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ახლა სულ ერთია გამოვა თუ არა იგი მინდორზე თავისი გუნდის ძნელბედობის დღეებში.
თბილისის „დინამო“ ახლა მეტად საპატიო ამოცანის წინაშე დგას. ისე, როგორც ოდესღაც ძველი თაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჩემპიონობის ან თასის მოპოვების საპატიო ამოცანის წინაშე. სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში ჩვენი გუნდის ჩემპიონობაც, თასიც და მაღალი ჯილდოც ეს უმაღლეს ლიგაში დარჩენაა.
საკავშირო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ მატჩს თბილისის „დინამო“ 31 ივლისს საკუთარ მინდორზე მოსკოვის „სპარტაკთან“ ჩაატარებს.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 13 июля 1988 года:

ХОЗЯЕВА БЫЛИ СИЛЬНЕЕ.
Вчера в Алма-Ате динамовцы Тбилиси провели заключительный матч первого круга чемпионата СССР по футболу. Они встречались с «Кайратом».
Как известно, обе команды находятся в нижней части турнирной таблицы и борются за право остаться в высшей лиге. Поэтому очки, как воздух, нужны были обеим. Это наложило отпечаток на ход матча. Он проходил с преимуществом хозяев поля. Они создали несколько опасных моментов у ворот тбилисцев, но успеха не добились.
В конце первого тайма из-за взаимной грубости с поля были удалены Сулаквелидзе и Джуманов.
Во второй половине матча вновь атаковали хозяева поля, а тбилисцы ушли в глухую защиту. Но это не спасло их от поражения. На 70-й минуте Салимов из-за штрафной площадки точно пробил по воротам динамовцев, и Габелия пропустил мяч — 1:0. А за три минуты до финального свистка Волгин забил второй гол. Динамовцы потерпели десятое поражение в первом круге.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 13 июля 1988 года:

ОТСТОЯТЬ ВОРОТА ВНОВЬ НЕ УДАЛОСЬ.
Нынешний чемпионат страны крайне неудачно складывается для тбилисских динамовцев. Вчера они провели свой очередной матч в Алма – Ате с местным «Кайратом».
У обеих команд довольно сложное положение в турнирной таблице. Поэтому как той, так и другой команде необходимо было заработать хотя бы одно очко. Семьдесят минут удавалось грузинским спортсменам сохранять в неприкосновенности свои ворота. Однако на 71-й минуте, а затем ещё через некоторое время динамовцы всё же пропустили два гола.
В первом тайме за грубое нарушение правил был удалён капитан тбилисцев Т. Сулаквелидзе.