«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:2 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:2 (0:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 15.
28 июня 1986 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 26 градусов. 19300 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, Ю.Верейкин (оба — Москва), А.Горин (Кишинев).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Кудинов, Какилашвили, Сванадзе, Угрелидзе (Челебадзе, 74), Гогричиани, Цаава, Месхи (Гуцаев, 74).
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков, Сорокалет, Шох, Кузнецов, Литовченко (к), Гаврилов (Багмут, 35), Протасов, Таран (Лютый, 67).
Голы:
1:0 Месхи — 52 (пен.)
1:1 Таран — 54
1:2 Протасов — 85 (пен.)

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1903)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 июля 1986 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 1:2 (0:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 28 июня. Ясно. 26 градусов. 19 300 зрителей.
Судьи Ю. Савченко, Ю. Верейкин (оба — Москва), А. Горин (Кишинев).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Кудинов, Какилашвили, Сванадзе, Угрелидзе (Челебадзе, 74), Гогричиани, Цаава, Месхи (Гуцаев, 74),
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков, Сорокалет, Шох, Кузнецов, Литовченко, Гаврилов (Багмут, 35), Протасов, Таран (Лютый, 67).
Голы: Месхи (52, с пенальти), Таран (54), Протасов (85, с пенальти).
Дублеры — 2:2. Голы у «Динамо» — Тедеев, Гучуа: у «Днепра» — Меликян, Кудрицкий.
А вот одноклубники москвичей — тбилисские динамовцы на финише первого круга выступает крайне неудачно: в пяти матчах они не одержали ни одной победы, причем в последних четырех забили только один гол, да и тот с пенальти. В прошлом году, отмечает наш корреспондент Г. Акопов, тбилисцы лишь раз уступили на своем поле, нынче же они проигрывают дома второй матч подряд. Встреча с «Днепром» изобиловала множеством ошибок. По разу и гости, и хозяева с нарушением правил прерывали атаки соперников и наказывались 11-метровыми. Решающим оказался тот промах обороны динамовцев, который позволил Тарану с центра поля убежать к воротам тбилисцев. Год нападающий забивал, по сути, без сопротивления.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 июля 1986 года:

თბილისი, ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 22 ივნისი.
„დინამო“ (თბილისი) – „დნეპრი“ (დნეპროპეტროვსკი) 1:2 (0:0).
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, კუდინოვი, კაკილაშვილი, სვანაძე, უგრელიძე (გუცაევი, 75), გოგრიჭიანი, ცაავა, მესხი (ჩელებაძე, 75).
„დნეპრი“: კრაკოვსკი, ბაშკიროვი, ვიშნევსკი, პუჩკოვი, სოროკალეტი, შოხი, კუზნეცოვი, ლიტოვჩენკო, გავრილოვი (ბაგმუტი, 35), პროტასოვი, ტარანი (ლიუტი, 68).
მსაჯი ი. სავჩენკო (მოსკოვი).
გოლები: მესხი (52, პენალტით), ტარანი (54), პროტასოვი (85, პენალტით).
ზედიზედ მეორე წაგებაა და ისიც შინ – საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ქომაგების წინაშე. ასეთი შედეგი უმაღლესი ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის საგანგაშოა, თბილისის „დინამოსთვის“ კი – ორგზის შემაშფოთებელი. თბილისელები საერთოდ იშვიათად აგებენ შინ და სწორედ ამიტომ არის, რომ ოდესის „ჩერნომორეცთან“ და დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან“ განცდილი მარცხი განსაკუთრებით ახლოს მიაქვთ გულთან ჩვენი გუნდის ქომაგებს.
„დნეპრთან“ შეხვედრაში მინდორზე კვლავ ვიხილეთ დინამოელთა გუნდის კაპიტანი ჩივაძე, ამავე მატჩში „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოვიდა უგრელიძე, რომლის დებიუტი ერთი კვირით ადრე, „ჩერნომორეცთან“ მატჩში შედგა. უნდა ითქვას, რომ ამ ფეხბურთელთა გამოჩენამ გარკვეული გამოცოცხლება შეიტანა მასპინძელთა თმაშიო – წინა შეხვედრასთან შედარებით დინამოელებმა უფრო აქტიურად, მონდომებით დაიწყეს მატჩი. მე –––– წუთზე კეტაშვილი ჩაერთო იერიშში და დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა – ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. თუმცა ცოტა ხნით ადრე იმავე კეტაშვილმა ვერ შეაჩერა სტუმართა ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი პროტასოვი, რომელმაც მანამდე სვანაძეს აუარა გვერდი და თბილისელთა კარისკენ გაიჭრა, შეტევის დაგვირგვინება კი ვეღარ შეძლო. მე-10 წუთზე ისევ პროტასოვმა გამოიჩინა თვი – წამით დაასწრო ჭედიას და ზუსტად მიაწოდა კარგ პოზიციაში მყოფ ტარანს, რომლის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. ორი წუთის შემდეგ უკვე სტუმართა კარს დაემუქრა ხიფათი – ჩივაძის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. საერთოდ, დინამოელთა კაპიტანი, როგორც ყოველთვის, ხშირად მონაწილეობდა იერიშებში, მაგრამ მისი პარტნიორები ამჯერად ვერ ახერხებდნენ დაზღვევას და დინამოელთა დაცვაში დასაშვებზე ხშირად იქმნებოდა სუსტი ადგილები. სტუმრები სწორედ ამ დროს ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას.
პირველი ტაიმის მიწურულს სახიფათოდ დაარტყა ცაავამ – კრაკოვსკიმ ნახტომით კუთხურზე მოიგერია 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი. შესვენების შემდეგ, 52–ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან „დნეპრის“ საჯარიმოში შეიჭრა გოგრიჭიანი, რომლის გარღვევა მცველებმა აკრძალული ილეთით შეაჩერეს. მესხმა ზუსტად გამოიყენა 11–მეტრიანი. ამ მომენტიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჭედიამ და სვანაძემ, იმის იმედით, რომ მსაჯი თამაშგარე მდგომარეობას აღნიშნავდა, მარტო დატოვეს სტუმართა ორი თავდამსხმელი. ტარანი მშვიდად მიუახლოვდა გაბელიას, გვერდი აუარა მას და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ეს მომენტი თითქოს ჭკუის სასწავლი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო დინამოელთათვის და მით უფრო საკვირველია, რომ ზუსტად ერთი წუთი შემდეგ იგივე სურათი განმეორდა: ისევ ტარანი გავიდა გაბელიას პირისპირ, მაგრამ „დნეპრის“ ფორვარდმა უზუსტოდ დაარტყა. 57-ე და 62–ე წუთებზე თავი გამოიჩინეს მეკარეებმა: ჯერ გაბელია გადაეღობა ლიტოვჩენკოს ძლიერ დარტყმას, შემდეგ კი კრაკოვსკიმ ძლივს აიღო ჩივაძის მიერ დარტყმული ბურთი.
თამაშის დამთავრებას 15 წუთი აკლდა, როცა თბილისელთა რიგებში ცვლილება მოხდა: უგრელიძისა და მესხის ნაცვლად მინდორზე გუცაევი და ჩელებაძე გამოვიდნენ, მაგრამ ვეტერანები ვეღარაფრით დაეხმარნენ თანაგუნდელებს. მათ რიგიანად ვერც მოასწრეს თამაშში ჩართულიყვნენ.
85-ე წუთზე სვანაძემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია კუზნეცოვი და პროტასოვმა კარგად გამოიყენა პენალტი – 2:1.
მეორე მარცხი შინ. იქნებ, თბილისელთათვის ეს მარცხი მაინც გამოდგეს გაკვეთილად?
დავით კაკაბაძე.