«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 0:2 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 0:2 (0:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 14.
22 июня 1986 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 23 градуса. 25600 зрителей.
Судьи: О.Чиненов, А.Хорлин, М.Иоффе (все — Москва).
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Арзиани (Гогричиани, 60), Чедия, Кудинов, Гурули (Угрелидзе, 77), Сванадзе, Махарадзе, Цаава, Газзаев, Месхи.
«Черноморец»: Гришко, Жарков, Гайдаржи, Савельев, Плоскина (к), Скрипник, Перепаденко, Финк, Секинаев (Пасулько, 66), Юрченко, Морозов (Смотрич, 85).
Голы:
0:1 Жарков — 70
0:2 Пасулько — 77
Предупреждение: Юрченко.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1903)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 июня 1986 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса). 0:2 (0:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина, 22 июня. 23 градуса. 25 600 зрителей.
Судьи О. Чиненов, А. Хорлин, М. Иоффе (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Арзиани (Гогричиани, 60), Чедия, Кудинов, Гурули (Угрелидзе, 77), Сванадзе, Махарадзе, Цаава, Газзаев, Месхи.
«Черноморец»: Гришко, Жарков, Гайдаржи, Савельев, Плоскина, Скрипник, Перепаденко, Финк, Секинаев (Пасулько, 66), Юрченко, Морозов (Смотрич, 85).
Голы: Жарков (70), Пасулько (77)
Предупрежден Юрченко.
Дублеры — 2:3, Голы: у «Динамо» — Угрелидзе (2); у «Черноморца» — Фидас, Лумпов, Романчук.
Трижды в этом туре гости праздновали успех. О победе столичных динамовцев мы уже рассказали. Успешно выступили на выезде также «Черноморец» и «Шахтер». За все годы встреч с «Черноморцем» динамовцы Тбилиси впервые уступили ему на своем поле, отмечает наш корреспондент Г. Акопов, сообщая, что матч в Тбилиси протекал в изобиловавшей множеством неточностей борьбе, Соперники часто ошибались в передачах, редко били по воротам. Лишь однажды до перерыва была создана реальная угроза для взятия ворот, когда Финк, завершая атаку, головой направил мяч в перекладину.
После перерыва характер борьбы не изменился. Возможно, встреча так и закончилась бы вничью, но тут грубейшие промахи допустили защитники и вратарь «Динамо». В итоге сперва Жарков в окружении трех соперников протолкнул мяч в ворота тбилисцев, а затем Пасулько наказал за неосмотрительность покинувшего свой пост вратаря Габелия.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 июня 1986 года:

თბილისი, ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 22 ივნისი.
„დინამო“ (თბილისი) – „ჩერნომორეცი“ (ოდესა) 0:2 (0:0).
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, არზიანი (გოგრიჭიანი, 61), ჭედია, კუდინოვი, გურული (უგრელიძე, 78), სვანაძე, მახარაძე, ცაავა, გაზაევი, მესხი.
„ჩერნომორეცი“: გრიშკო, ჟარკოვი, გაიდარჟი, საველიევი, სკრიპნიკი, პლოსკინა, პერეპადენკო, ფინკი, სეკინაევი (პასულკო, 67), იურჩენკო, მოროზოვი (სმოტრიცი, 85).
მსაჯი ოლეგ ჩინიონოვი (მოსკოვი).
გოლები: ჟარკოვი (70), პასულკო (77).
გააფრთხილეს იურჩენკო.
ამ მატჩისგან არავინ ელოდა რაღაც განსაკუთრებულს. მით უმეტეს, ისეთს, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში რომ მოხიბლავდა ქომაგებს. მაგრამ ნებისმიერი ჭეშმარიტი გულშემატკივარი თავისი ბუნებით ოპტიმისტია და გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ საინტერესო მატჩის მოწმე გახდებოდა. მაგრამ ეს იმედი, როგორც თვით თამაშმა გვიჩვენა, საფუძველს მოკლებული ყოფილა.
მსოფლიო ჩემპიონატთან შედარება ვის ახსოვდა. გუშინწინდელი შეხვედრის მონაწილეებმა ვერაფრით გაახარეს მაყურებელი. თუმცა, ეს უფრო თბილისელ ფეხბურთელებზე ითქმის – ოდესელებმა ხომ ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში და, ამდენად, მთლად უკმაყოფილო არ უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. მასპინძლებმა ყოვლად უფერულად, უღიმღამოდ და უსუსურად ჩაატარეს მატჩი, რომლის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტად მიგვაჩნია. საკუთარ მოედანზე დაკარგული ორი ქულა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მომავალში, სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრებში დინამოელებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ თავიანთი მარაგის შევსება. მაგრამ საქმე
მარტო მოგება–წაგება როდია. მარცხისგან არავინ არის დაზღვეული და ეს ყველას კარგად გვესმის. სხვა თუ არაფერი, სპორტის ძირითადი კანონის თანახმად, ერთი გუნდი ან ერთი სპორტსმენი მეორეზე ძლიერი ან სუსტია. ვფიქრობთ, დინამოელთა მისამართით საყვედური არავის დასცდებოდა, მათ რომ ძლიერ მეტოქესთან ღირსეულ ბრძოლაში წაეგოთ მატჩი. მაგრამ საქმე ის არის, რომ თბილისელთა მოქმედებაში მოგების სურვილიც არ იგრძნობოდა. უამისოდ კი შეუძლებელია წარმატებაზე ფიქრი. არა მგონია, ჩვენი ფეხბურთელების გასამართლებლად გამოდგეს ის ფაქტი, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის ლიდერებს ჩივაძე, სულაქველიძეს, შენგელიას, გუცაევსა და ჩელებაძეს. ამ ცნობილ ოსტატთა პარტნიორებს საკმარისი გამოცდილება აქვთ საიმისოდ, რომ საკუთარ მინდორზე „ჩერნომორეცთან„ თამაში შეძლონ. არადა, მთელი მატჩის მანძილზე მასპინძლები სულ ორჯერ დაემუქრნენ მეტოქის კარს: 53-ე წუთზე გურულის დარტყმა სტუმართა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 65–ე წუთზე კი მესხმა თავით ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცდინა მიზანს ბურთი.
ოდესელთაგან ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო ჟარკოვი. პირველ ტაიმში მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ ფინკმა ძელს მოარტყა ბურთი, მეორე ტაიმის დასაწყისში გაბელიამ კუთხურზე მოიგერია მისი ძლიერი დარტყმა. 70-ე წუთზე კი მანვე გახსნა ანგარიში: გურულმა და ჭედიამ შეუთანხმებლად ითამაშეს და ჟარკოვმა მათ წამით დაასწრო – 1:0. შვიდი წუთის შემდეგ თავი გამოიჩინა პასულკომ, რომელიც კარგად გავიდა თბილისელთა კართან და ზუსტადაც დაარტყა – 2:0.
დავით კაკაბაძე.