«Металлист» (Харьков) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

«Металлист» (Харьков) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 17.
30 июня 1985 года. 18-30. Харьков. Стадион «Металлист». Облачно, 17 градусов. 18000 зрителей.
Судьи: К.Доронин, Л.Акселевич, Ю.Верейкин (все — Москва).
«Металлист»: Кутепов, Лозинский, Кузнецов (к), Панчишин, Шевченко (Оленев, 46), Соколовский, Иванов (Касумов, 69), Талько, Махиня, Свистун, Бондаренко.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Махарадзе (Ревишвили, 66), Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гогричиани (Панцулая, 81), Цаава, Шенгелия.
Гол:
1:0 Талько — 73

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 июля 1985 года:

ХАРЬКОВ.
«Металлист» (Харьков) — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (0:0).
Стадион «Металлист». 30 июня. Облачно. 17 градусов. 18 000 зрителей.
Судьи К. Доронин, Л. Акселевич, Ю. Верейкин (все — Москва).
«Металлист»: Кутепов, Лозинский, Кузнецов, Панчишин, Шевченко (Оленев, 46), Соколовский. Иванов (Касумов, 69), Только, Махиня, Свистун, Бондаренко.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Махарадзе (Ревиашвили, 66). Какилашвили, Сванадзе. Сулаквелидзе, Гогричиани (Панцулая, 81), Цаава, Шенгелия.
Гол: Талько (73).
Дублеры — 1:1. Голы: Шельменко («Металлист»), Придонишвили («Динамо»).
Гости с первых же минут устремились в атаку. Они весьма эффектно демонстрировали свое превосходство в технике, умении мгновенно обработать мяч. Но в том-то и дело, что игровое превосходство бело-голубых явственно ощущалось лишь вдали от штрафной площади «Металлиста». После перерыва борьба обострилась, а с выходом на поле юного Касумова в действиях харьковских форвардов наконец-то появилась недостававшая им острота. Во время одной из атак штанга помогла тбилисцам уйти от гола. Но едва гости отразили натиск, как мяч снова возвратился в штрафную площадь тбилисцев. Кто больше ошибся в этом эпизоде — защитники Кеташвили и Чедия или вратарь Габелия? Думаю, что вратарь. Выйдя на перехват, он проскочил мимо мяча. И Талько тут же из трудного положения нанес удар по цели. Рикошетом от стойки мяч влетел в сетку.
Ю. Грот.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 июля 1985 года:

როცა თითქოს არაფერი გემუქრება.
ხარკოვი. “მეტალისტის” სტადიონი. 30 ივნისი. 18.000 მაყურებელი.
“მეტალისტი” (ხარკოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:0.
“მეტალისტი”: კუტეპოვი, ლოზინსკი, კუზნეცოვი, პანჩიშინი, შევჩენკო, სოკოლოვსკი, ივანოვი, ტალკო, მახინია, სვისტუნი, ბონდარენკო.
“დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, მახარაძე, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გოგრიჭიანი, ცაავა, შენგელია.
73–ე წთ. ტალკო.
46–ე წთ. შევჩენკოს ნაცვლად – ოლენევი, 66–ე წთ. მახარაძის ნაცვლად – რევიშვილი, 69–ე წთ. ივანოვის ნაცვლად – კასუმოვი, 81–ე წთ. გოგრიჭიანის ნაცვლად – ფანცულაია.
მსაჯი: კირილ დორონინი (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 9:11 (4:7), საჯარიმო მოედნიდან – 4:0 (1:0), ზუსტი დარტყმა – 3:4 (2:1).
კუთხური – 6:5 (3:2).
დაჯარიმდნენ: ხარკოველები – 16 (7), თბილისელები – 23 (9).
დუბლიორები – 1:1 (თბილისელთაგან გოლი გაიტანა ფრიდონაშვილმა).
არის მატჩები, რომელთა წაგება განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. ეს მაშინ, როცა მარცხი მოვლენათა მსვლელობის ლოგიკური შედეგი კი არ არის, არამედ გაუგებარი, თითქმის აუხსნელი მიზეზებითაა გამოწვეული. ერთია, როცა მეტოქე გაჯობებს, შენზე ძლიერი აღმოჩნდება (როგორც ეს კიევის “დინამოსთან” შეხვედრაში იყო), მეორეა, როცა ტაიმ-ნახევრის მანძილზე არაფერი გემუქრება, მატჩი ფრედ დასამთავრებლადაც გენანება, საბოლოოდ კი ერთის ნაცვლად ერთბაშად 2 ქულის დათმობა გიხდება.
დასამალი არაა, რომ ხარკოვის “მეტალისტი” უმაღლესი ლიგის ერთ–ერთი სუსტი გუნდია. სისუსტეში ფიზიკური ძალების უკმარობას როდი ვგულისხმობ – სწორედ ამ მხრივ ხარკოველები ტოლს არ დაუდებენ უძლიერესთა ეშელონის ბევრ სხვა ბინადარს. სისუსტეს ამ შემთხვევაში ვუწოდებ უსახურობას, საკუთარი ხელწერის უქონლობას, ტაქტიკური აზროვნების სიღარიბეს… ეს ჩამოთვლა შეიძლება გავაგრძელოთ კიდეც, მაგრამ ჩვენი მიზანი “მეტალისტის” თამაშის გარჩევა არ არის. ამჯერად სულ სხვა რამ გვაწუხებს, კერძოდ ის, რომ თბილისის ”დინამომ” ასეთ გუნდთან მატჩში 2 ქულა დაკარგა და, რაოდენ ულოგიკოდაც უნდა მოვნათლოთ შეხვედრის საბოლოო შედეგი, ფაქტი ფაქტად რჩება.
წინა მატჩთან შედარებით დინამოელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა: არზიანის ნაცვლად მოედანზე მახარაძე გამოვიდა, თავდასხმაში კი გურულის მაგივრად ჩვეული ადგილი დაიკავა შენგელიამ. ამ ცვლილებებს პოზიციების გადანაწილებაც მოჰყვა. სვანაძემ დაცვის მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, სადაც თავიდან კაკილაშვილთან ერთად საკმაოდ საიმედო წყვილი შექმნა. საერთოდ, კაკილაშვილმა ძლიერად ითამაშა მატჩის დასაწყისში, იგი ეფექტურად მოქმედებდა როგორც საკუთარი კარის სიახლოვეს, ისე მეტოქის ნახევარზე. მისი აქტიურობის შედეგად ცაავას ორჯერ მიეცა კარში დარტყმის შესაძლებლობა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტის ორივეჯერ დაკარგა. სამწუხაროდ, კაკილაშვილის ასეთი აქტიურობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას ძალა აღარ ეყო მთელი მატჩის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
პირველ წუთზე სტუმართა კართან სახიფათო ვითარება ლოზინსკის წამოწყებული კომბინაციის შედეგად შეიქმნა: გაბელიამ კარგად დაიჭირა ბონდარენკოს მიერ დარტყმული ბურთი. ამის შემდეგ 20–25 წუთის განმავლობაში თბილისელთა უპირატესობა საგრძნობი იყო. ერთხელ, მე–19 წუთზე, ლამაზად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ კარისკენ გაიჭრა ჩივაძე, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა. გოლის გატანა შეეძლოთ ცაავას, შენგელიას… ამ უკანასკნელმა მე–7 წუთზე გახსნა კიდეც ანგარიში, მაგრამ… შემდეგ თვით რამაზმა ამ ეპიზოდის შესახებ თქვა: “მახარაძემ ოსტატურად “მოჰპარა” ბურთი ერთ–ერთ მცველს და ზუსტად მომაწოდა, მეც აღარ დამიყოვნებია – ბურთი გატანილი მეგონა, მაგრამ დორონინმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მახარაძე დააჯარიმა”.
ბარემ აქვე ვიტყვით, რომ თამაშის მიწურულს შენგელიამ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი: ორთაბრძოლა მოუგო სოკოლოვსკის და ძლიერად დაარტყა. დორონინმა არც ეს გოლი ჩათვალა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს დინამოელთა წაგებას მხოლოდ და მხოლოდ არბიტრის არაობიექტურობით ვხსნიდე. მეტიც: ტრიბუნიდან მეტად ძნელია ასეთი კატეგორიული განაჩენის გამოტანა, მაგრამ მატჩის შემდეგ მსაჯის შეცდომები თავად ხარკოველმა სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმაც აღნიშნეს. იქნებ ამის ჩუმი დასტური იყო ისიც, რომ სპეციალურმა ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თბილისელთაგან სწორედ შენგელია დაასახელა.
ჩვენს კარში გოლი 73–ე წუთზე გავიდა. სვისტუნმა კარგად გაიყვანა გარღვევაზე ტალკო, რომლის დარტყმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან ზუსტი გამოდგა: ბურთი ძელს მოხვდა და ბადეში გაეხვია. სხვათა შორის, ამ ეპიზოდამდე ერთი წუთით ადრე ბონდარენკოს თავური დარტყმაც ძელმა მოიგერია. ამის შემდეგ თბილისელებმა შორი დარტყმებით სცადეს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ცაავასა და სულაქველიძის მიერ (ორჯერ) ძლიერად დარტყმულ ბურთებს ახალგაზრდა მეკარე კუტეპოვი გადაეღობა.
ჩვენი გუნდისთვის ეს შეხვედრა ერთით იყო აღსანიშნავი: “დინამოს” მაისური პირველად ჩაიცვეს ახალბედებმა ზაზა რევიშვილმა და მამუკა ფანცულაიამ. იმედია, ახალგაზრდები გრძნობენ იმ ნდობას, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობამ მათ მიმართ გამოიჩინა, ხოლო იმისთვის, რომ ეს დებიუტი მათ ბიოგრაფიაში მხოლოდ სასიამოვნო ეპიზოდად არ დარჩეს, ისინი კიდევ მეტი მომთხოვნელობით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობას.
პირველი წრე დამთავრდა. თბილისის “დინამოს” ჯერჯერობით შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს. ჩვენი გუნდის მიზანი წლეულს ალბათ უძლიერესთა ხუთეულში დამკვიდრება იქნება. მით უმეტეს, რომ გაისად უეფა–ს თასის გათამაშებაში საბჭოთა კავშირის ოთხი კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სარბიელისკენ სატურნირო ცხრილის მეხუთე საფეხურიც გაგვიხსნის გზას.
დავით კაკაბაძე (“ლელოს”, სპეციალური კორესპონდენტი).
ხარკოვი – თბილისი.