«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 16.
27 июня 1985 года. 19-00. Киев. Республиканский стадион. Ясно, 20 градусов. 61500 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, Филиппов, Хоменко (все — Москва).
«Динамо» К.: Михайлов, Бессонов (Евсеев, 37), Балтача, О.Кузнецов, Демьяненко, Рац, Яковенко, Баль, Заваров, Беланов (Михайличенко, 73), Яремчук.
«Динамо» Тб.: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили (Чкареули, 77), Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули (Шенгелия, 62), Цаава, Гогричиани.
Голы:
1:0 Рац — 35
2:0 Заваров — 63

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 июня 1985 года:

Успех приносит атака.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) — 2:0.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) — 2:0 (1:0). Киев. Республиканский стадион. 27 июня. Ясно. 20 градусов. 61500 зрителей.
Судьи Ю. Савченко, В. Филиппов, О. Хоменко (все — Москва).
«Динамо» (Киев): Михайлов, Бессонов (Евсеев, 37), Балтача, Кузнецов, Демьяненко, Рац, Яковенко, Баль, Заваров. Беланов (Михайличенко, 73), Яремчук.
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили (Чкареули, 77), Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули (Шенгелия, 62), Цаава, Гогричиани.
Голы: Рац (35), Заваров (63). Дублеры — 3:0.
Голы: Михайличенко, Хлус, Каратаев.
Обе команды бескомпромиссно стремились к успеху. Киевляне, уже в ранге новых обладателей Кубка СССР, явно не прочь теперь уйти в отрыв в чемпионате страны, тбилисцы — закрепиться в ведущей группе. Правда, первые десять-пятнадцать минут обе команды как бы примеривались одна к другой, разведывая слабые места в защитных порядках, и поэтому игра шла преимущественно в центральной части поля.
Кеташвили был персонально приставлен к опасному, на взгляд тбилисцев, Беланову, и тот, активно перемещаясь по всей ширине поля, часто уводит молодого тбилисца за собой. Вот эту-то брешь киевляне с успехом нередко использовали для прямых атак на ворота соперников,
Тбилисцам, естественно, это понравиться не могло. И, когда Кеташвили уходил со своего места, его заменял кто-нибудь из партнеров. Но киевляне тут же начинали атаки своим правым флангом. Одна из них увенчалась успехом; Яремчук, прорвавшись с мячом к штрафной тбилисцев, точно навесил мяч на вратарскую площадку полу-защитнику Рацу, и тот ударом головы забил гол — первый в этом матче и свой пятый в сезоне.
После перерыва киевляне, стремясь закрепить успех, усиливают нажим. Не остаются в долгу и тбилисцы, но все же игровое преимущество хозяев поля весьма ощутимо. Тем более, что тбилисцы не всегда успевают после контратак вернуться назад в оборону. Вскоре в ворота гостей влетает второй мяч. Тбилисские защитники в очередной раз «проваливаются», на ударной позиции — Рац, он сильно бьет, Габелия отражает мяч, но прямо на Заварова, и тот — точен.
Г. Борисов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 июня 1985 года:

თეთრები იწყებენ და… აგებენ.
კიევი. რესპუბლიკური სტადიონი. 27 ივნისი. 61.500 მაყურებელი.
“დინამო” (კიევი) – “დინამო” (თბილისი) 2:0.
კიევი: მიხაილოვი, ბესონოვი, ბალტაჩა, კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, ბალი, ზავაროვი, ბელანოვი, იარემჩუკი.
თბილისი: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გურული, ცაავა, გოგრიჭიანი.
35–ე წთ. რაცი, 63–ე წთ. ზავაროვი.
37–ე წთ. ბესონოვის ნაცვლად – ევსეევი, 62–ე წთ. გურულის ნაცვლად – შენგელია, 73–ე წთ. ბელანოვის ნაცვლად – მიხაილიჩენკო, 77–ე წთ. კაკილაშვილის ნაცვლად – ჩქარეული.
მსაჯი: იური სავჩენკო (მოსკოვი).
კარში დარტყმა 13:13 (8:8), ზუსტი დარტყმა 5:3 (2:2), საჯარიმო მოედნიდან 8:8 (4:4).
კუთხური 8:2 (4:2).
დაჯარიმდნენ – კიეველები 17 (9), თბილისელები 15 (10).
დუბლიორები 3:0.
მატჩის დაწყების წინ კიევის დინამოელებმა საბჭოთა კავშირის თასით ხელში საპატიო წრე შემოუარეს სტადიონს, ტრიბუნები ტაშის გრიალით ესალმებოდნენ თავიანთ ფეხბურთელებს. თამაშის შემდეგ მაყურებლებმა ასეთივე ტაშით და შეძახილებით გააცილეს გამარჯვებული გუნდი, რომელმაც სავსებით დაიმსახურა ასეთი აღიარება: 23 ივნისს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალურ მატჩში სძლია დონეცკის “შახტიორს” (2:1), მერე კი თბილისელ თანაკლუბელთა დამარცხებით საგრძნობლად განიმტკიცა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციები.
ვიდრე თამაში დაიწყებოდა, ტრიბუნაზე ვიღაცამ იხუმრა, თეთრები იწყებენ და იგებენო. ის ხუმრობა მატჩის შემდეგ აღარავის გახსენებია, რადგან მასპინძლებმა დაამარცხეს თეთრფორმიანი თანაკლუბელები.
მე–5 წუთზე სულაქველიძეს, ხოლო მე–13 წუთზე გოგრიჭიანს შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ პირველი თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს, მეორე შემთხვევაში კი მეკარე მიხაილოვმა იმარჯვა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ეს იყო ორად ორი ეპიზოდი, როცა თბილისელებმა საფრთხე შეუქმნეს მასპინძელთა კარს. ისეთ მეტოქესთან შეხვედრაში, როგორიც კიევის “დინამოა”, ეს შესაძლოა არც იყო ურიგო მაჩვენებელი, მაგრამ, თუ დროის ამავე მონაკვეთში გაბელიას კართან შექმნილ საგოლე სიტუაციებს გავიხსენებთ, ფორტუნას ვერაფერს ვუსაყვედურებთ.
ახლა არ შევუდგები ყველა სახიფათო მომენტის ჩამოთვლას, მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: მე–12 წუთზე იაკოვნეკომ კარგად ისარგებლა თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით და წაქცეულმა მაინც მოახერხა კარში დარტყმა. გაბელია თითებით შეეხო ბურთს, რომელიც ჯერ ძელს მოხვდა, მერე კი კუთხურზე გადავიდა. ორი წუთის შემდეგ ზავაროვმა 8 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა, მე–16 წუთზე მანვე კარგად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, ასევე კარგად მიაწოდა ბურთი ბალს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისევ ააცდინა მიზანს ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული, რომ ბელანოვი პარტნიორებმა გაბელიას პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ სწრაფმა თავდამსხმელმა ამჯერად საკუთარ თავს უღალატა და საშუალება მისცა მეტოქის მცველებს მისთვის ხელი შეეშალათ.
გოლის გატანის ამდენი რეალური შესაძლებლობის დაკარგვამ, ეტყობა, უარყოფითად იმოქმედა კიეველებზე, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო 20 წუთში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და თუ სახიფათო მომენტების თვლას შევუდგებით, სასწორი თბილისელთა მხარეს გადაიხრება.
მით უფრო საწყენი იყო გოლი, რომელიც 35–ე წუთზე გაიტანა რაცმა. იარემჩუკმა მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა ბურთი, რაცი ყველაზე მაღლა ახტა და ზუსტი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.
შესვენების შემდეგ უკრაინელ ფეხბურთელთა უპირატესობა უკვე სრულიად აშკარა იყო. თავის გამოჩენა შეეძლოთ ბელანოვს, რაცს, იაკოვენკოს, მაგრამ მათ ხელიდან გაუშვეს ეს შესაძლებლობა, სამაგიეროდ ზავაროვმა 63–ე წუთზე თავისი გუნდის გამარჯვება განამტკიცა: სვანაძემ მეტისმეტად მშვიდად გაატარა რაცი, რომლის დარტყმული ბურთი ჯერ მცველს მოხვდა, შემდეგ კი პირდაპირ ზავაროვს მიუგორდა – 2:0.
მეორე ტაიმის განმავლობაში თბილისელებმა სულ ორჯერ თუ გაიბრძოლეს – ჩივაძისა და სულაქველიძის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთები მცირე მანძილით აცდა მიხაილოვის კარს.
ერთი სიტყვით, კიეველები მინდვრის სრული ბატონ–პატრონები გახდნენ, ისინი მეტოქეს ჯობდნენ გადაცემის სიზუსტეშიც, სისწრაფეშიც, ორთაბრძოლებშიც, ურთიერთდაზღვევაშიც… თბილისელები ხშირად კარგავდნენ ბურთს, კიევის “დინამოსთან” მატჩში კი ასეთი უგულისყურობა დაუსჯელად არავის ჩაუვლის. შუა მინდორში არაზუსტ გადაცემას თითქმის ყოველთვის კიეველთა მორიგი სახიფათო იერიში მოსდევდა. ხშირად ცდებოდნენ მცველებიც, რომელთა შორის ამ მხრივ ყველაზე მეტად არზიანი “გამოირჩეოდა”. ჩვენს მარცხენა მცველს განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა გადახდა იარემჩუკთან და ზავაროვთან, რომლებთანაც პარტნიორებიც შესანიშნავად ურთიერთმოქმედებდნენ.
თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი თამაში წააგო, კიეველთათვის კი ეს გამარჯვება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მისი წყალობით საერთო დადებით ბალანსს მიაღწიეს თბილისელ ფეხბურთელებთან. საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში გამართული 86 მატჩიდან კიეველებმა 28 მოიგეს, 27 წააგეს, ხოლო 31 ფრედ დაამთავრეს. ოპტიმისტებს შეუძლიათ იმით დაიმშვიდონ თავი, რომ ბურთების სხვაობა ჯერჯერობით ჩვენს სასარგებლოდაა – 115:114.
დავით კაკაბაძე (ტელეფონით “ლელოს” სპეციალური კორესპონდენტი). კიევი.