«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 2:3 (0:1)
ЧЕМПИОНАТ СССР 1975 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 23.
21 сентября 1975 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 19 градусов. 20000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: В.Лушин (Москва), В.Фардман (Ейск), В.Баскаков (Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Хизанишвили, М.Мачаидзе, Коридзе, Асатиани, Гуцаев, Кипиани, Рехвиашвили.
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин, Журавлев (к), Гусев, Васенин, Кузнецов, Белоусов, Елисеев, Куксов, Аверьянов.
Голы:
0:1 Елисеев — 44
0:2 Елисеев — 59
0:3 Белоусов — 67
1:3 Коридзе — 70
2:3 Кипиани — 82 (пен.)
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 23 сентября 1975 года:
В гостях, как дома.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград), 2:3 (0:1). Стадион «Локомотив». 21 сентября. Ясно. 19 градусов. 18000 зрителей.
Судьи В. Лушин (Москва), В. Фардман (Ейск), В. Баскаков (Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хизанишвили, М. Мачаидзе, Коридзе, Асатиани, Гуцаев, Кипипиани, Рехвиашвили.
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин, Журавлев, Гусев, Васенин, Кузнецов, Белоусов, Елисеев, Куксов, Аверьянов.
Голы: Елисеев (44, 59), Белоусов (67), Коридзе (70), Кипиани (82, с пенальти).
Дублеры — 2:0. Голы: Эсебуа, Копалейшвили.
А то, что трибуны тбилисского стадиона стали заполняться в последнее время лишь наполовину, никого уже не удивляет — игра динамовцев особых эмоции у земляков не вызывает. Но чтобы задолго до конца, игры зрители покидали свои места — такого давно не бывало. Как, впрочем, и того, чтобы хозяева поля проигрывали к середине второго тайма с разницей в три мяча.
Между тем сам ход поединка такого финала не предвещал. Гол, забитый перед самым перерывом Елисеевым, должен был, правда, насторожить хозяев поля территориальном перевес тбилисцев вместо реальных выгод обернулся голом в их ворота. Ворошиловградцы, поведя в счете, заиграли свободнее сначала в середине поля, а затем и в атаке. Защищались хозяева не лучшим образом, и две их грубые ошибки дали возможность Елисееву, а затем Белоусову довести счет до 3:0.
И вот когда игра, казалось безнадежно проиграна, динамовцы всей командой обрушились на ворота «Зари». Но из множества голевых ситуаций динамовцы сумели реализовать лишь две…
Обзор составлен по сообщениям корреспондентов …, Г. Акопова.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 сентября 1975 года:
ეს საშუალო გუნდიც არ არის.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 21 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “ზარია” (ვოროშილოვგრადი) 2:3 (0:1).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხიზანიშვილი, ქორიძე, ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი, რეხვიაშვილი.
“ზარია”: ტკაჩენკო, პინჩუკი, მალიგინი, გუსევი, ვასენინი, ჟურავლიოვი, კუზნეცოვი, ბელოუსოვი, ელისეევი, კუკსოვი, ავერიანოვი.
მსაჯი: ე. ლუშინი (მოსკოვი).
გოლები: ელისეევი (2), ბელოუსოვი, ქორიძე, ყიფიანი (11–მეტრიანი).
დიახ, სამწუხარო ამბავი, მაგრამ ცხადზე ცხადი ფაქტია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: თბილისის “დინამო” ახლა საშუალო კი არა, უბრალოდ, სუსტი გუნდია, ერთ–ერთი ყველაზე სუსტი გუნდი უმაღლეს ლიგაში. მდიდარი ტრადიციები, ბრწყინვალე შედეგები, ექსტრაკლასის მოთამაშეები, დიდი სპორტული ავტორიტეტი გამარჯვებებით მოპოვებული უსაზღვრო სიხარული და სხვა მისთანანი წარსულს ჩაჰბარდა. ერთი თბილისის “დინამო” – ორიგინალური, საინტერესო მოვლენა საბჭოთა ფეხბურთში, არქივის კუთვნილებად იქცა, მეორე კი, ის, რომელიც ახლა გვყავს, როგორც იტყვიან, გარეთ მტერს უყენებს თვალს და შინ – მოყვარეს.
მდგომარეობა სერიოზულია. უფრო მეტიც: გუნდი კატასტროფის წინაშე დგას, და, თუ ასე გაგრძელდა საერთოდ დავკარგავთ ყველაფერს, რაც ათეული წლების მანძილზე შეუქმნიათ და უტარებიათ თაობებს. ვისაც რაიმე ეჭვი ეპარება ზემოთქმულის კანონზომიერებაში ან სისწორეში, ვთხოვთ დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვცდებით, რომ საქმე კარგადაა და ტყუილად, მოჭარბებული სკეპტიციზმის გამო ვტეხთ განგაშს.
ყოველგვარ მტკიცებას საბუთები ესაჭიროება, ჩვენ კი გვაქვს საბუთები, რომლებიც ცხადყოფენ თბილისის “დინამოს” ბოლო პერიოდის მძიმე ჩავარდნას.
უკანასკნელი გამარჯვება, რომელიც თბილისის დინამოელებმა მოიპოვეს საკავშირო ჩემპიონატში, გახლდათ მოგება ლვოვის “კარპატისთან” თბილისში – 1:0. ეს იყო 27 ივლისს. მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა წააგო მოსკოვის “ტორპედოსთან”, ფრედ ითამაშა ცსკა–სთან, როსტოვის არმიელებთან, მოსკოვის “ლოკომოტივთან”, წააგო ლენინგრადის “ზენიტთან” და ახლა – “~ზარიასთან”. ამას გარდა, თბილისელები თასის გათამაშების მატჩში დამარცხდნენ ერევნის “არარატთან” და საერთაშორისო მატჩებში – ესპანეთის “სევილიასთან”, არგენტინის “რივერ პლეიტთან”, თურქეთის “ტრაბზონსპორთან” (არ გავიხსენებთ “ამხანაგური” მატჩის წაგებას კალუგაში).
რაზე მეტყველებს ეს ხანგრძლივი მარცხიანი სერია, თუ არა საფუძვლიან სერიოზულ კრიზისზე? 12 შესაძლებლიდან სულ 3 ქულა – ასეთი სავალალო შედეგი საკავშირო გათამაშებაში შეარყევს რომელიც გნებავთ გუნდის პოზიციებს, მით უმეტეს, თბილისის “დინამოსას”, რომლისთვისაც თითოეული ქულა ახლა ოქროდ ფასობს. წინ კი უმძიმესი მატჩებია დონეცკში, ტაშკენტში, დნეპროპეტროვსკში, შინ – “არარატთან”, კიევის “დინამოსთან”, მოსკოვის “დინამოსთან”, “სპარტაკთან”…
21 სექტემბერს მხოლოდ ერთი სიხარული გვქონდა, როცა ღამით უკანასკნელ ცნობებში გადმოსცეს ცსკა–ს, “ლოკომოტივის”, “ზენიტის”, “ფახთაქორისა” და დონის როსტოვის ასკ–ს დამარცხებათა ამბავი. ეს რომ არა, ყველა აუტსაიდერი წამოგვეწეოდა, როსტოველთა გარდა, და კვლავ სრული სიმწვავით დადგებოდა საკითხი უმაღლეს ლიგაში ყოფნა–არყოფნის შესახებ. თუმცა, არც ესაა გამორიცხული, თუ დინამოელებმა ასეთივე ტემპით განაგრძეს სვლა ჩემპოინატის ფინიშზე. თავი დავანებოთ ამ ციფრებით მანიპულაციას და განვიხილოთ გუნდის თამაშის ხარისხი, მისი კლასი.
უარესი სურათი, ვიდრე “ზარიასთნ” მატჩში ვნახეთ, ძნელი წარმოსადგენია. ასეთი თამაში, ისიც ასეთ ვითარებაში, საკუთარ მინდორზე, თავისი გულშემატკივრების წინაშე, არ ეპატიება არავის, არც იმ ფეხბურთელებს, ვინც მინდორზე იყო, არც მათს მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს, ვისაც ამგვარად “მომზადებული” გუნდი გამოჰყავს ასპარეზზე.
მატჩის დასაწყისშივე ცხადი გახდა, რომ თბილისელები მაინცდამაინც არ იწუხებდნენ თავს ზედმეტი დატვირთვით. ეს იყო ყვითელმაისურიანი ახალგაზრდების მასობრივი საკვირაო სეირნობა მწვანე მინდორზე. არც ერთი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არც ერთი დინამოელის თამაშში არ იგრძნობოდა, რომ იგი საკავშირო ჩემპიონატის მატჩის მონაწილე იყო და კონკრეტული მოვალეობა ჰქონდა შესასრულებელი. სეირნობდნენ ნახევარმცველები, რომლებიც არც არავის იჭერდნენ და არც არავის აწვდიდნენ ბურთს მოწინააღმდეგეთა გარდა, თავის შესაქცევად ასრულებდნენ მსუბუქ, სასიამოვნო გარბენს მოკლე მანძილებზე. თავდამსხმელები ზანტად, ზლაზვნით მოძრაობდნენ, სისტემატურად ცდებოდნენ მცველები. ერთი სიტყვით, უშფოთველი იდილია სუფევდა, ვოროშილოვგრადელი ფეხბურთელები უკეთესს ვერაფერს ინატრებდნენ!
არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია თბილისელთა რიგებში “ზარიას” მიერ გატანილ პირველ გოლს. როცა ტაიმი გათავდა, ისინი, როგორც მინდორზე დადიოდნენ თამაშის დროს, ასევე მშვიდად გაემართნენ გასახდელისკენ.
პირველ გოლს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე… ასეთი რამ იშვიათად ხდება ჩვენს სტადიონზე. მხოლოდ მაშინ, როცა საქმე 3:0–მდე მივიდა, გუნდი საღათას ძილიდან გამოფხიზლდა იძულებით, ტრიბუნების მწყობრი სტვენის ქვეშ. ამოძრავდნენ ფეხბურთელები მხოლოდ მაშინ, როცა მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ყოვლად უსისტემო, ქაოსურმა, სტიქიურმა შეტევებმა ვერ იხსნა წაგებული მატჩი და მორიგი, მეცხრე დამარცხება უიმედოდ ჩაიწერა გათამაშების ცხრილში.
ჩვენ განგებ არ გამოვყოფთ ცალკეულ მოთამაშეთა შეცდომებს, არ ვახასიათებთ მათს თამაშს, ვინაიდან ასეთი აღნიშვნები მოკლებულია ყოველგვარ აზრს. სუსტად, უმგვანოდ ითამაშა უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა, თერთმეტივემ (მწვრთნელებმა რატომღაც საჭიროდ არ მიიჩნიეს შეეცვალათ თუნდაც ერთი კაცი) და არც ერთი არ იყო მათ შორის, რომლის მისამართითაც შეიძლებოდა იოტისოდენა კომპრომისი მაინც დავუშვათ.
თერთმეტმა ჩვენმა ფეხბურთელმა დიდი წყენა მიაყენა ათეულ ათასობით მაყურებელს და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით – გულშემატკივრებს, მშრომელ ადამიანებს, რომლებიც ასეთი იმედით მოელოდნენ ამ საპასუხისმგებლო თამაშს.
მით უფრო გასაკვირია, რომ მატჩის შემდეგ “დინამოს” ხელმძღვანელებმა თავიანთს ფეხბურთელებს ყველას ერთი ხელის მოსმით “სამიანები” ჩამოუმწკრივეს ოქმში.
“სამიანი” დამაკმაყოფილებელი ნიშანია და გასაოცარია, ნუთუ მწვრთნელები კმაყოფილი არიან დინამოელთა ასეთი თამაშით? მაშ ცუდად ყოფილა საქმე! გამოდის, რომ მდგომარეობას არა უშავს და ამითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ.
არავითარ შემთხვევაში! თბილისის “დინამოს” ასეთი თამაში არ აკმაყოფილებს გულშემატკივრებს. წინათ ჩვენ ვჩიოდით, რომ გუნდი საშუალო დონეზე ჩამოქვეითდა, ახლა კი უარესიც ირკვევა: “დინამო” ელემენტარულად სუსტია, აუტსაიდერთა დონისაა, ამას კი ვერავინ შეურიგდება. საქმე ძალიან ცუდადაა, საჭიროა საგანგებო ზომების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობას ვერავინ იხსნის. ამას კარგად ვხედავთ ყველა, ამას სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეს თბილისის “დინამოს” თითოეული წევრი – მწვრთნელებიცა და მოთამაშეებიც.
ბ. ქორქია.
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 23 сентября 1975 года:
ВНОВЬ РАЗОЧАРОВАНИЕ.
Игра динамовцев Тбилиси во встрече с ворошиловградской «Зарей» вновь разочаровала поклонников грузинских футболистов. После предыдущих шести матчей команда набрала всего-навсего 3 очка (!), и это тогда, когда с приближением финиша многие клубы заиграли активнее, целеустремленнее, с желанием определиться и закрепиться в самой верхней части турнирной таблицы. К сожалению, этот ответственный этап тбилисские динамовцы проводят явно неумело, демонстрируют сумбурную, отмеченную низкой организацией игру.
И вот после двух выездных игр — матч на своем поле. Вчистую проиграв первый тайм (0:1), динамовцы уступили инициативу и во втором. Их атаки порой выглядели опасными, но только внешне. Содержательности, остроты, продуманности им, увы, очень не хватало. К тому же стала терять ориентацию оборона. И вот произошло то, что неизбежно происходит, когда футболисты больше напоминают случайно собравшихся вместе людей, нежели сплоченный ансамбль игроков — единомышленников с четко отработанными связями, способных играть по-современному. Прошло немногим более трети второго тайма, а табло показывало 0:3. Вследствие аккуратной, планомерной, хотя и лишенной внешнего блеска игры «Заря» забила (Елисеев — 2, Белоусов) в гостях целых три гола. Такое командам на выезде удается не часто, и это обстоятельство заставляет лишний раз призадуматься.
Динамовцы бросились спасать игру, и все, что им удалось сделать, — это сквитать два мяча почти в безнадежном положении (Рехвиашвили, Кипиани — с пенальти).
Тбилисское «Динамо», выступало в следующем составе: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хизанишвили, М. Мачаидзе, Асатиани, Коридзе, Гуцаев, Рехвиашвили, Кипиани.
Н. БРОЛАДЗЕ.