«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 2:1 (1:1)
Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 25.
7 октября 1975 года. Тбилиси. Стадион «Локомотив». Перед матчем — дождь, 19 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Ю.Сергиенко (Харьков), Я.Балыкин (Днепропетровск), Б.Белозеров (Ташкент).
«Динамо»: Гогия (Имнадзе, 46), Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Хизанишвили, М.Мачаидзе, Коридзе, Асатиани, Гуцаев (Эсебуа, 75), Кипиани, Дараселия.
«Арарат»: Абрамян, Мартиросян, Саркисян, Мирзоян (Бондаренко, 81), Месропян, Андреасян, С.Петросян, Геворкян, Н.Петросян, Маркаров, Оганесян (Иштоян, 76).
Голы:
1:0 Гуцаев — 16
1:1 Андреасян — 37
2:1 Кипиани — 63 (пен.)
Предупреждения: Мирзоян, Кипиани, Геворкян, Абрамян.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 9 октября 1975 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» — 2:1.
«Динам»» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 2:1 (1:1). Тбилиси. Стадион «Локомотив». 7 октября. Перед матчем — моросящий дождь. 19 градусов. 40 000 зрителей.
Судьи Ю. Сергиенко (Харьков), Л. Балыкин (Днепропетровск), Б. Белозеров (Ташкент).
«Динамо»: Гогия (Имнадзе, 46), Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хизанишвили, М. Мачаидзе, Коридзе, Асатиани, Гуцаев (Эсебуа, 75), Кипиани, Дараселия.
«Арарат»: Абрамян, Мартиросян, Саркисян, Мирзоян (Бондаренко, 57), Месропян, Андриасян, С. Петросян, Геворкян, Н. Петросян, Маркаров, Оганесян (Иштоян, 70).
Голы: Гуцаев (18), Андриасян (37), Кипиани (63, с 11-метрового).
Предупреждены Мирзоян, Кипиани, Геворкян, Абрамян.
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Гавашели, Церетели, (с 11-метрового); у «Арарата» — Арутюнян,
Последние выступления динамовцев ничего, кроме огорчении, не приносили. Дело но только в том, что поражения, последовавшие одно за другим (вот уже семь туров — два с лишним месяца — команда не знала побед), резко ухудшили турнирное положение тбилисцев. Тревожила инертная, лишенная свежести и азарта игра.
И вот в ряду этих бесцветных встреч сыгран, наконец, матч, который я бы поставил особняком. Игра с «Араратом» показала: если динамовцам чего и недоставало в предыдущих встречах, так это в первую очередь мобилизованности, умения собраться, отдать все силы достижению поставленной цели, бороться по принципу: один за всех и все за одного. А тут случай был особый: дважды встречались в нынешнем сезоне «Динамо» и «Арарат» (в чемпионате страны и розыгрыше Кубка), и оба раза успех сопутствовал ереванцам.
Гости с первых же минут оказались прижаты к собственным воротам.. Сильно бьет Гуцаев — мяч пролетает в нескольких сантиметрах над перекладиной. Обыграв соперника, Дараселия простреливает вдоль ворот — никто из партнеров к передаче не поспевает. Ворвавшись в штрафную площадь, бьет в незащищенный угол Эбралидзе — мяч от ноги защитника уходит на угловой. Наконец, после серии атак Гуцаеву удается раньше всех выпрыгнуть на навесную подачу и отличным ударом головой послать мяч в верхний угол ворот.
Хозяева поля могли увеличить счет, но в одном случае хорошо сыграл Абрамян, в другом — штанга отразила удар Асатиани. И вот, когда в середине тайма натиск динамовцев стал угасать, гости сумели выравнять игру. Теперь острые моменты возникают уже у ворот Гогия. Стоило вратарю в один из таких моментов замешкаться, как Андриасян с близкого расстояния сравнял счет.
Накал борьбы был и без того высок, а гол уравняв шансы сторон, казалось, должен был охладить пыл игроков, а он, наоборот, словно подлил масла в огонь. Напряжение матча сказывается на игроках, в их действиях уже больше скованности, сумбура, каждый пытается пробиться в одиночку, забывая о партнерах и канонах командной тактики. Сказывается напряжение и в увеличившемся количестве нарушения. Одно из них и приводит к 11-метровому, решившему исход встречи. Игра уже не так привлекательна, как до перерыва, а временами идет в довольно резких тонах. И то, что в конечном итоге пострадали от этого команды (предупреждения, травмы), следует поставить в вину арбитру Ю. Сергиенко. Объективность судьи сомнений не вызывает, а вот решительности ему порой не хватает.
Б. Пайчадзе, заслуженный мастер спорта.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 9 октября 1975 года:
მოინდომებ – გაიმარჯვებ!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 7 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 2:1 (1:1).
“დინამო”: გოგია (იმნაძე), ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხიზანიშვილი, ქორიძე, ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი (ესებუა), ყიფიანი, დარასელია.
“არარატი”: აბრამიანი, გევორქიანი, სარქისიანი, მირზოიანი (ბონდარენკო), მესროპიანი, ანდრეასიანი, ს. პეტროსიანი, მარტიროსიანი, მარქაროვი, ნ. პეტროსიანი,
ოგანესიანი (იშტოიანი).
მსაჯი: ი. სერგიენკო (ხარკოვი).
გაფრთხილებული არიან: მირზოიანი, გევორქიანი, აბრამიანი, ყიფიანი.
დუბლიორები – 2:1 (მატჩი შედგა გორში).
დიდი ხანია თბილისის “დინამოს” არ მოუგია საკავშირო ჩემპიონატის მატჩი. უკანასკნელად ეს იყო 27 ივლისს, თბილისში. მას შემდეგ განვლო აგვისტომ, სექტემბერმა, დადგა ოქტომბერი… 14 შესაძლებლიდან გუნდმა სულ 3 ქულას მოუყარა თავი, 11 კი, რბილად რომ ვთქვათ, ქარს გაატანა და III-IV ადგილებიდან, რომლებსაც მოსკოვის “დინამოსთან” ერთად იყოფდა 17 ტურის შემდეგ, ნელ–ნელა, მეთოდურად ჩამოქვეითდა დაბლა, ძალიან დაბლა და მიაღწია იმ ზონას, სადაც სრული სიმწვავით დგას ყოფნა–არყოფნის საკითხი (უმაღლეს ლიგაში, რა თქმა უნდა).
შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა. თბილისის “დინამო” ქართული სპორტის სიამაყე იყო მუდამ, გულშემატკივართა ურიცხვი რაოდენობა ათეული წლებია თვალს არ აცილებს თავის საყვარელ გუნდს, მწვავედ განიცდის მის ყოველ მიღწევას თუ წარუმატებლობას და განწყობილებაც ზუსტად ისეთი იქმნება, როგორც დინამოელები თამაშობენ: მოგება – ახარებს. წაგება – სწყინს. და რახან გუნდის საქმეები ბოლო ხანებში ასე ცუდად წავიდა, ჩვენი განწყობილების “საბარომეტრო” ისარიც სულ ერთთავად ქვევით მიექანება.
რედაქციაში ახლა დასტა–დასტად მოდის ფეხბურთის მოყვარულთა წერილები, ჩვენს ფოსტალიონს ფეხები დააწყდა მათი ზიდვით.
რა სურთ ამ წერილების ავტორებს, რას უჩივიან? რა აიძულებს დაზგასთან მდგომ მუშას, ჩაის პლანტაციაში გასულ მშრომელს, შორეულ რეწვაში გამგზავრებულ მეთევზე–მეზღვაურს, ან საბჭოთა არმიაში მყოფ ჯარისკაცს დასვენების დროს, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების ნაცვლად, საწერ–კალამი აიღოს ხელთ და ნაღვლიანი სტრიქონებით აავსოს ფურცლები?
აიძულებს მხოლოდ ერთი: გუნდის სუსტი თამაში, მისი სავალალო სატურნირო მდგომარეობა. ათას რამეს წერენ ისინი, ზოგნი ცალკეულ მოთამაშეებს აყვედრიან, ზოგნი – ტაქტიკურ ნაკლოვანებებს აღნიშნავენ, ზოგიც რადიკალურ რეპრესიებს გვთავაზობს. მაგრამ ყველა ამ წერილს ერთ მთავარი ლეიტმოტივი გასდევს წითელ ხაზად: გუნდს აკლია მონდომება, არ გააჩნია მობილიზებისა და სპორტული თავგანწირვის უნარი.
აი, სწორედ ამაზე გვინდა ვილაპარაკოთ. ვეთანხმებით ჩვენს კორესპონდენტებს: გუნდს ხშირად აკლია მონდომება, შემართება, მაქსიმალურ შესაძლებლობათა გამოვლენის უნარი. მაგალითისთვის შორს რად გვინდა წასვლა: შეადარეთ თბილისის ”დინამო’, როცა იგი თავის მინდორზე ეთამაშა “ზარიას”, იმ გუნდს, რომელიც გუშინწინ ებრძოდა “არარატს” ცა და დედამიწაა! განა შეიძლება ერთ სასწორზე მოათავსო ის ფეხბურთელები, რომლებიც ხელჩამოშვებული, გულგრილად სეირნობდნენ “ზარიასთან” მათ, ვინც ახლა ძალ–ღონის დაუზოგავად, ერთიანი, მონოლითური კოლექტივის სახით იბრძოდა ერევნელებთან ამ უმძიმეს მატჩში? რასაკვირველია, არა!
ჩვენი შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყველა მატჩი თანაბარი მნიშვნელობისაა და არც მოთამაშეა ავტომატი, რომელმაც ერთნაირად უნდა იმოქმედოს ყოველთვის, ყველგან. არის საგანგებო თამაშები, სადაც ხდება განსაკუთრებული მობილიზება, განწყობა, ყოველი მოთამაშის შესაძლებლობათა კონცენტრაცია და ა.შ. თასის ფინალს, მაგალითად, ისე არავინ თამაშობს, როგორც რიგითს შეხვედრას, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული სათამაშო ნორმები, რომელთაგან უკან დახევა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, არსად, არც ერთ სიტუაციაში. ნებისყოფის მობილიზების გარკვეული სტაბილური დონე გუნდს მუდამ უნდა ჰქონდეს. ეს მისი საერთო კლასის ერთ–ერთი აუცილებელი კომპონენტია, ურომლისოდაც არ არსებობს სპორტი, განსაკუთრებით კი – ფეხბურთი.
და აი, “არარატთან” მატჩში დინამოელებმა თვალსაჩინოდ დაგვიმტკიცეს, რომ მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ, რომ ლიდერთა ჯგუფიდან დაბლა მათ ჩამოინაცვლეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ითამაშეს თავიანთ შესაძლებლობათა დონეზე, მეტოქეებს იოლად გადააბარეს უპირატესობა, მოდუნდნენ. აბა მინდორზე უქმად ყოფნას ვინ შეგვარჩენს!
ვინ იტყვის, რომ ერევნელებთან მატჩში თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებმა რაღაც განსაკუთრებული გააკეთეს, გმირობა გამოიჩინეს და უკვდავების მწვერვალზე ავიდნენ? უბრალოდ, გუნდის თითოეული წევრი აკეთებდა იმას, რაც ფეხბურთელს მოეთხოვება – კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის ფუნქციებს, მოძრაობდა, ეხმარებოდა პარტნიორს, არ აძლევდა მოწინააღმდეგეს თავისუფალი მოქმედების საშუალებას, შრომობდა, თავს არ იშურებდა. ერთი სიტყვით, თამაშობდა თავის შესაძლებლობათა ფარგლებში. სწორედ ამით გაიმარჯვეს მათ. მოინდომეს და გაიმარჯვეს.
ეს მონდომება ნათლად ჩანდა პირველივე წუთებიდან, როცა მასპინძლებმა ენერგიული თამაშით ხელთ აიღეს უპირატესობა. გუცაევმა, ყიფიანმა და დარასელიამ დასაწყისშივე შექმნეს სახიფათო მომენტები აბრამიანის კართან, მათ აქტიურად დაუჭირეს მხარი ნახევარმცველებმა, ყურადღებით თამაშობდნენ მცველები.
გოლი მე–15 წუთზე გაიტანა გუცაევმა ძოძუაშვილის გადაცემის შემდეგ, ცოტა ხანში კი სტუმრები სულ ცოტა ორ–სამ აშკარა გოლს გადაურჩნენ, ისეთი მძლავრი იყო დაწოლა მათს კარზე. შუა ტაიმში “არარატმა” შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, რამდენიმე ძალიან სახიფათო იერიში განავითარა და 36–ე წუთზე ანდრეასიანმა ანგარიშიც გაათანაბრა. “არარატი” ძალიან ძლიერი, მაღალი კვალიფიკაციის გუნდია და გასაკვირი არაფერია, რომ შეძლო ასეთი კონტრიერიშების შექმნა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ დინამოელები ფლობდნენ და საკმაოდ საფუძვლიანადაც. ამის უდავო დამამტკიცებელია ისიც, რომ “დინამოს” ახალგაზრდა მეკარე იმნაძეს არც ერთხელ არ დასდგომია რამდენადმე მაინც მძიმე გასაჭირი და საერთოდ, ბურთი პირველად ხელთ აიღო მხოლოდ 73–ე წუთზე და ისიც საკმაოდ ორდინარულ ვითარებაში.
ამ უპირატესობას მოჰყვა ის, რომ სტუმრებმა 61–ე წუთზე აკრძალული ხერხით წააქციეს გარღვევაზე გასული ძოძუაშვილი, ხოლო ყიფიანმა ზუსტად გამოიყენა პენალტი – 2:1.
ჰაერივით საჭირო 2 ქულა მოპოვებულია, საქმე ოდნავ (მხოლოდ ოდნავ) გამოსწორდა, დარჩენილ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩებში კი, იმედი უნდა ვიქონიოთ, გუნდი ყველაფერს იღონებს თავისი შემდგომი წინსვლისთვის, პრესტიჟის აღდგენისთვის.
ამაზე შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, ვალდებულად მიგვაჩნია თავი, აღვნიშნოთ ერთი სავალალო ფაქტი. საქმე ეხება ყიფიანს. ამ ფეხბურთელს ყველანი კარგად ვიცნობთ. მის მაღალ ოსტატობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ყიფიანს არაერთხელ უხსნია “დინამო” უმძიმეს მდგომარეობაში, იგი გუნდის წამყვანი ძალაა და სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრიც, მაგრამ რა ვუყოთ იმ სამ გაფრთხილებას, რომლებიც მას აქვს მიღებული წლევანდელ ჩემპიონატში? რატომ ავიწყდება ყიფიანს, რომ ორი გაფრთხილების შემდეგ ფეხბურთელი ავტომატურად აცდენს ერთ კალენდარულ მატჩს (მან გააცდინა კიდეც იგი), მესამე გაფრთხილების შემდეგ კი გამოტოვებს ორ თამაშს? მეოთხე გაფრთხილებისას მოთამაშეს დისკვალიფიკაცია ეძლევა 5 მატჩით. ესე იგი გამორიცხული არ არის ვარიანტი, რომ გაისად თბილისის “დინამომ” თამაშები დაიწყოს უყიფიანოდ, რომელიც იძულებული იქნება წლევანდელი სასჯელი მოიხადოს.
ყიფიანი მაღალი კლასის, ტექნიკური, მე ვიტყოდი, ელეგანტური ფეხბურთელი, ბუნებით არ არის უხეში მოთამაშე, მაგრამ ტყუილუბრალოდ წამოეგება ხოლმე რომელიღაც სათამაშო ინციდენტს, ვერ იკავებს თავს, ცხარდება და… ისჯება. არ ყოფილა სეზონი, ყიფიანი რომ არ მოხვდეს უსიამოვნო კონფლიქტში. საწყენი კია, ნებისყოფას ისევე უნდა ფლობდეს ფეხბურთელი, როგორც ბურთს.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1975 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1975 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1975 года: