«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 0:1 (0:0)
Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 21.
9 сентября 1974 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 25 градусов. 25000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: К.Андзюлис (Каунас), К.Вихров (Киев), Ю.Сергиенко (Харьков).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Г.Мачаидзе, М.Мачаидзе, Эсебуа, Рехвиашвили, Г.Нодия (Церетели, 76), Мчедлишвили.
«Спартак»: Прохоров, Букиевский, Ольшанский, Логофет, Осянин, Ловчев, Кокорев, Минаев, Пискарев, Гладилин, Андреев.
Гол:
0:1 Кокорев — 63
Предупреждение: Букиевский (75, грубая игра).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 10 сентября 1974 года:
«ДИНАМО» (Тбилиси) — «СПАРТАК» — 0:1.
«Динамо» (Тбилиси)—«Спартак» (Москва), 0:1 (0:0). Тбилиси. Стадион «Локомотив». 9 сентября. Ясно. 25 градусов. 20 000 зрителей.
Судьи К. Андзюлис (Каунас), К. Вихров (Киев), Ю. Сергиенко (Харьков).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Г. Мачаидзе, М. Мачаидзе, Эсебуа, Рехвиашвили, Г. Нодия (Церетели, 76), Мчедлишвили.
«Спартак»: Прохоров, Вл. Букиевский, Ольшанский, Логофет, Осянин, Ловчев, Кокорев, Минаев, Пискарев, Гладилин, Андреев.
Гол: Кокорев (63).
Предупрежден Букиевский.
Дублеры — 2:2. Голы: у тбилисцев — Кантария. Церетели; у москвичей — Кодылев, Дроздов.
В предыдущем туре разыгравшийся «Спартак» споткнулся во встрече с «Шахтером». А «Динамо» посла серии неудачных матчей одержало верх над ЦСКА. Так что вчера москвичи настроены были реабилитировать себя, а тбилисцы, целый месяц не выступавшие дома, стремились развить успех и еще более поправить свои турнирные дела. Но после матча с армейцами динамовцы лишились двух игроков — Гуцаева и Гавашели. Вот почему так необычно выглядела вчера линия атаки хозяев поля, составленная из двух чистых форвардов.
Первый тайм проходил в равной борьбе, и если динамовцы атаковали чаще, то спартаковцы острее. Хозяева больше владели мячом, но в завершающей фазе атак медлили. Именно, поэтому и путь к мячу, как правило, преграждался не вратарем, а кем-нибудь из защитников.
Спартаковцы, наоборот, вели игру широко, при минимальном количестве передач. Наибольшую опасность из них представлял Андреев, постоянно маневрировавший по фронту атаки и угрожавший воротам не только со своего фланга, но и по центру.
Стоило защитникам «Динамо» на мгновение упустить его очередное смещение в центр, как Андреев ворвался в штрафную площадку и оказался с глазу на глаз с Гагошидзе. Но из выгоднейшего положения спартаковец послал мяч в перекладину. Правда, минуты за три до этого явную возможность упустила и динамовцы — Эбралидзе метров с пяти не попал по воротам.
По первому тайму складывалось впечатление, что динамовцы по сравнению с предыдущими играми, прибавили в движении. Но стоило спартаковцам повести в счете (это сделал Кокорев, в высоком прыжке перехвативший мяч, поданный с углового), как игра динамовцев потеряла стройность.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 сентября 1974 года:
რეცენზია გულშემატკივრების თვალით.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 9 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “სპარტაკი” (მოსკოვი) 0:1 (0:0).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გ. მაჩაიძე, მ. მაჩაიძე, ესებუა, რეხვიაშვილი, გ. ნოდია (წერეთელი), მჭედლიშვილი.
“სპარტაკი”: პროხოროვი, ბუკიევსკი, ოლშანსკი, ლოგოფეტი, ოსიანინი, ლოვჩევი, კოკორევი, მინაევი, პისკარიოვი, გლადილინი, ანდრეევი.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
გაფრთხილებულია ბუკიევსკი.
დუბლიორები – 2:2.
იმ პერიოდისთვის, როცა თბილისის “დინამოს” ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს, რედაქციაში მრავლად დაგროვდა მკითხველთა წერილები. მრავლად – ეს ნიშნავს, რომ ჩვენს კორესპონდენტთა შორის იყვნენ არა მარტო თბილისელები, არამედ გულშემატკივრები ქუთაისიდან, ბათუმიდან, სოხუმიდან, გაგრიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, საგარეჯოდან, ზესტაფონიდან, ონიდან, გორიდან, ხაშურიდან… გვწერდნენ მოსკოვიდან, კიევიდან, ორჯონიკიძიდან, ტაშკენტიდან, ნოვოსიბირსკიდან, ნალჩიკიდან… ამას ვინ მოთვლის!
რას მოითხოვდნენ ფეხბურთის მოყვარულები, რა აწუხებთ, რას უჩივიან?
უჩივიან თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებს, მათს უაღრესად სუსტ თამაშს, იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელშიც ახლა იმყოფება ოდესღაც სახელგანთქმული, მძლავრი კოლექტივი, ჩვენი სპორტის მშვენება, ოდესღაც ჩემპიონი, ოდესღაც მრავალგზის პრიზიორი და თასის ფინალისტი.
წლეულს “ლელომ” რამდენიმეჯერ გამოაქვეყნა ამგვარი წერილების მიმოხილვა, რათა დინამოელთათვის მიეწვდინა გულშემატკივართა ხმა, მათი გულისტკივილი, აეძულებინა გუნდი ეთამაშა ძალთა სრული მობილიზებით, პასუხისმგებლობის მთელი გრძნობით, ვინაიდან საქმე ეხებოდა არა უბრალო ჩავარდნას, შეუფერებელ ადგილს, არამედ გაუგონარ ამბავს – თბილისის “დინამო” უმაღლესი ლიგის დატოვების რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
შემდგომში მკითხველთა წერილების გამოქვეყნება საჭიროდ არ მივიჩნიეთ იმ მიზეზით, რომ გუნდს ახალი ხელმძღვანელი მოევლინა, მერე დინამოელებმა დამაკმაყოფილებლად ითამაშეს ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, მოსკოვში დაამარცხეს ცსკა და თითქოს თავს აღწევდნენ მძიმე კრიზისს. ასეთ სიტუაციაში, როცა მდგომარეობა სწორდებოდა, მოთამაშეთა კრიტიკა შეიძლება მიზანშეწონილი არც ყოფილიყო და მათი მხარდაჭერა სჯობდა.
მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებამდე, თურმე, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, კრიზისი ღრმა და სერიოზულია, საქმეს შველა უნდა საფუძვლიანი, რადიკალური ღონისძიებებით.
გუშინ, მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩის მეორე დღეს, რედაქციაში დაგვხვდა ჯგუფი გულშემატკივრებისა, რომლებსაც სურდათ კიდევ ერთხელ გამოეთქვათ თავიანთი გულისტკივილი დინამოელთა სუსტი თამაშის გამო და მონაწილეობა მიეღოთ მატჩზე რეცენზიის დაწერაში. მათს ვინაობას არ დავასახელებთ, ვინაიდან რედაქციის სტუმრები არ წარმოადგენენ კერძო პიროვნებებს და საერთო, საზოგადოებრივ აზრს გამოხატავენ. ამას გარდა, როგორც ერთ–ერთმა მათგანმა თქვა, სამსახურში გამოცხადების ნაცვლად აგერ “ლელოში” ვარ მოსული, ვის როგორ განვუმარტო, რომ დღეს მუშაობის თავი არა მაქვს და ბოღმა მახრჩობსო…
როგორ მიიღეს გულშემატკივრებმა მონაწილეობა რეცენზიის შექმნაში? როგორ და გვთხოვეს ჩვენი მოსაზრებანი მიაწოდეთ “დინამოს” მოთამაშეებს, გააცანით ჩვენი ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნა ცალკეულ ფეხბურთელებსაც და მთლიანად გუნდსაცო.
აი, მათი შენიშვნები: თბილისის “დინამო” თამაშობს დუნედ, ნელ ტემპში, თითქმის უმოძრაოდ, შეჯგუფებულად, მოკლე, გარდიგარდმო გადაცემებით, მინდვრის შუაგულში დიდი დაყოვნებით, შაბლონურად, ყოველგვარ ტაქტიკურ მოულოდნელობათა გარეშე, მცირე მანევრით. 90 წუთის მანძილზე მეკარე პროხოროვს თითქმის არ დასჭირვებია რამდენადმე მაინც სახიფათო ბურთის მოგერიება, ვინაიდან “დინამოს” ქაოსურ იერიშებს მცველებიც იოლად ართმევდნენ თავს…
რატომაა, რომ ძოძუაშვილი საკავშირო ნაკრებში სწორად თამაშობს, ჩვენს გუნდში კი განუწყვეტლივ აჩერებს ბურთს, ზედმეტად ატარებს და უმეტეს შემთხვევაში მეტოქეს აწვდის მას? ხურცილავას რეიდებმა მეტოქის კარისკენ მოულოდნელობის ყოველგვარი ელემენტი დაკარგა და საბოლოო დარტყმამდე მას მუდამ ფეხიდან ფეხზე უხდება ბურთის გადატანა და მორგება, ამასობაში კი გარღვევა უნაყოფოდ მთავრდება. გ. მაჩაიძე მოკლებულია ტაქტიკური ურთიერთმოქმედების უნარს, მ. მაჩაიძე კვლავ ზედმეტ ინდივიდუალიზმს იჩენს, არად აგდებს კოლექტივიზმის პრინციპებს, მისი “ავადმყოფობა” გადაედო მჭედლიშვილსაც და ისიც “დამოუკიდებელ” ერთეულად იქცა მინდორზე. კვლავინდებურად უშედეგო და უკბილოა ჩვენი გუნდის თავდასხმა. რეხვიაშვილი უსარგებლოდ იხევს მინდვრის სიღრმეში და მერე გართულებულ პირობებში სურს მარტოდმარტომ დაძლიოს მოპირდაპირე მცველთა წინააღმდეგობა, გ. ნოდია თავს არიდებს აქტიურ ბრძოლას, ბურთს თავიდან იცილებს არა რაიმე კომბინაციური მოსაზრებით, არამედ პასუხისმგებლობის თავიდან მოცილების მიზნით. ესებუა რამდენიმეჯერ კარგად გავიდა მარცხენა ფლანგზე, ასევე კარგად მიაწოდა ბურთი კარის წინ, იქ კი საქმის დამამთავრებელი არავინ იყო.
ამგვარი შენიშვნები მრავლად იყო გამოთქმული როგორც ცალკეული მოთამაშეების, ისე მთლიანად გუნდის მიმართ და ძნელია არ დაეთანხმო მათ. ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს და სწორად არ მიიჩნია მკითხველთა კრიტიკული მოსაზრებანი (მხედველობაში, უპირველეს ყოვლისა, თვით დინამოელები გვყავს), საქმით უნდა დაამტკიცოს მათი მცდარობა, დაგვაჯეროს, რომ ეს ასე არაა.
თუ არა და, რით ავხსნათ გუნდის უმძიმესი სატურნირო მდგომარეობა და XIII ადგილი ჩემპიონატში, მხოლოდ 16 გატანილი გოლი, რითაც თბილისის “დინამო” მარტო ერთ გუნდს (“კარპატის”) უსწრებს, ან გატანილი და მიღებული ბურთების უარყოფითი ბალანსი (–11), რითაც მხოლოდ “ნისტრუზე” და “ზარიაზე” წინ ვართ?
ჩვენ ვიცით, რომ დინამოელები მეტისმეტად მტკივნეულად ღებულობენ კრიტიკას, მაგრამ განა შეიძლება ამ მიზეზით სასწორზე დავდოთ ქართული ფეხბურთის ბედ–იღბალი, ეჭვს ქვეშ დავაყენოთ მისი მომავალი?
ამ მატჩში ერთადერთი გოლი კოკორევმა გაიტანა 63–ე წუთზე, მაგრამ სპარტაკელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ მიეღწიათ წარმატებისთვის, დინამოელებს კი საამისო შესაძლებლობა ფაქტიურად არც ჰქონიათ: მათი იერიშები უპერსპექტივო იყო. გოლის გატანა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ურთულეს, უძნელეს პრობლემად იქცა.
ამიტომაა, რომ კრიტიკაზე უარყოფითს რეაქციას და წყენას სჯობს ფეხბურთელებმა და მთელმა გუნდმა დარჩენილ მატჩებში ყველაფერი გააკეთონ თამაშის გარდაქმნისა და მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს წმინდა სპორტული თავმოყვარეობის საქმეა.
დაბოლოს, რედაქციას საჭიროდ მიაჩნია პატარა კომენტარი გაუკეთოს კ. ანძიულისის მსაჯობას. კაუნასელ არბიტრს ჩვენ კარგად ვიცნობთ, გვჯერა მისი მაღალი კვალიფიკაციისა, მაგრამ ამ მატჩში იგი ვერ იდგა სათანადო დონეზე. ანძიულისმა ვერ შეძლო აშკარად უხეში თამაშის აღკვეთა, აავსო ჯიბის წიგნაკი რაღაც ჩანაწერებით, მაშინ, როცა საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება. ლოგოფეტი, მაგალითად, მთელი თამაშის მანძილზე დაურიდებლად უხეშობდა, დაუშვებელ ილეთებს მიმართავდა, მსაჯი კი უშფოთველად, გულგრილად ნიშნავს საჯარიმოებს, ზოგჯერ კი ამასაც არ აკეთებდა.
ან ავიღოთ ის გოლი, რომელიც “სპარტაკმა” გაიტანა. ლოვჩევის მიერ დარტყმული ბურთი გაგოშიძემ თავისგან მარჯვენა ძელთან მოიგერია კუთხურზე, მსაჯმა კი ბურთი საპირდაპირო ფლანგიდან მოაწოდებინა, რის შემდეგ კარი აღებულ იქნა. განა უმნიშვნელო დეტალია, თუ რომელი მხრიდან მოაწოდებენ კუთხურს? რასაკვირველია, არა. ვინ იცის, როგორ გათამაშდებოდა კუთხური მოწოდება იმ ფლანგიდან, საიდანაც იგი უნდა მოეწოდებინათ წესის მიხედვით. ფეხბურთში უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს და ეს ანძიულისმა კარგად უნდა იცოდეს.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от сентября 1974 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от сентября 1974 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от сентября 1974 года: