«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:1)

«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:1)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 04.
28 апреля 1973 года. 19-30. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 5000 зрителей.
Судьи: В.Алов, Н.Шушпанов, М.Рукавцев (все — Ленинград).
«Спартак»: Прохоров, Букиевский, Ольшанский, Ловчев (к), Зенков, Булгаков, Минаев, Андреев (Мирзоев, 73), Пискарев, Силагадзе, Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Кипиани, Рехвиашвили, Церетели.
Голы:
1:0 Пискарев — 15
1:1 Асатиани — 34
2:1 Булгаков — 70 (пен.)
3:1 Пискарев — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1838)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 апреля 1973 года:

«СПАРТАК» — «ДИНАМО» — (Тбилиси) — 3:1.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 3:1 (1:1). Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина. 28 апреля. Пасмурно. 10 градусов. 16 000 зрителей.
Судьи В. Алов, И. Шушпанов, М. Рукавцев (все — Ленинград).
«Спартак»: Прохоров, Букиевский, Ольшанский, Ловчев, Зенков, Булгаков, Минаев, Андреев (Мирзоев, 73), Пискарев, Силагадзе, Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Эбралидзе Мачаидзе, Aсатиани, Кипиани, Рехвиашвили, Церетели.
Голы: Пискарев (15, 87), Асатиани (34), Булгаков (70-я, с 11-метрового).
Дублеры—3:2. Голы: у «Спартака» — Мирзоев, Дроздов, Максимов: у «Динамо» — Л. Нодия, Дударов.
И «Спартак» и тбилисское «Динамо» с первым свистком судья так активно включились в борьбу, словно каждый из соперников опасался, что не успеет высказаться в основное время. Причем в завязавшемся диалоге «Спартак» вовсе не производил впечатления команды, неудачно стартовавшей в чемпионате напротив, именно «Спартак» задал высокий темп, захватил инициативу, а на 15-й минуте и повел в счете.
Внешне атака, приведшая к голу, не выглядела грозной. Андреев с мячом двигался по левому флангу, выискивая, кому из партнеров передать мяч. В центре очень удачно открылся Пискарев, Динамовцы слишком поздно поняли, что им грозит: уйдя финтом от тбилисского защитника, Пискарев не стал размышлять и метров с 25 нанес сильнейший удар по воротам. Мяч влетел в верх-кий левый от вратаря угол.
В первом тайме, переиграв гостей в середине поля, хозяева создали еще несколько опаснейших ситуаций у ворот гостей. Невольно потянулись вперед и защитники, порой забывая о своих прямых обязанностях: две комбинации, с участием Ловчева едва нe завершились голом.
Трудно сказать, устраивал ли такой ход событий гостей, но шанс сыграть в контратаке, где они традиционно сильны, тбилисцы получили. Получила и использовали. Воспользовавшись несогласованными действиями спартаковских защитников, не успевавших страховать своих партнеров на флангах, они сравняли счет. Церетели удачно прошел по левому флангу, и его острую передачу замкнул Асатиани, 1:1.
Второй тайм не изменил характера, игры, и прежде всего потому, что не изменили атакующей манере игры спартаковцы; Они по-прежнему нападали большим числом игроков, подключая в нападение полузащитников, атаковали темпераментно, выгодно отличаясь этим от флегматично игравших гостей.
Вот эта самоотверженность, желание сыграть до конца в каждом игровом эпизоде и принесли в конечном итоге спартаковцам успех. Сперва они реализовали 11-метровый удар, который судья матча назначил за снос Булгакова. Любопытно, что пенальти реализовал сам пострадавший. И уже на исходе матча спартаковцы закрепили успех. Пискарев после удара Редина удачно изменил направление полета мяча, который в третий раз влетел в ворота тбилисцев.
Ю. СЕГЕНЕВИЧ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 мая 1973 года:

გაიმარჯვა აქტიურმა თამაშმა.
მოსკოვი. ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 28 აპრილი.
“სპარტაკი” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 3:1 (1:1).
”სპარტაკი”: პროხოროვი, ბუკიევსკი, ოლშანსკი, ლოვჩევი, ზენკოვი, ბულგაკოვი, მინაევი, ანდრეევი (მირზოევი), პისკარიოვი, სილაგაძე, რედინი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, რეხვიაშვილი, წერეთელი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები – 3:2 “სპარტაკის” სასარგებლოდ.
მატჩის შედეგს საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის.
განსაკუთრებით, “სპარტაკისთვის”. შეიძლება არც თბილისელები იყვნენ კმაყოფილი თავიანთი აქტივით, მაგრამ მათ, ასე თუ ისე, 3 ქულა მაინც ჰქონდათ, მოსკოველები კი IV ტურისთვის გათამაშების ცხრილში “ცარიელ–ტარიელნი” იყვნენ – 0.
ასეთმა სატურნირო მდგომარეობამ “სპარტაკი” აიძულა თავიდანვე ეთამაშა მთელი შესაძლებლობით, მონდომებით, სრული ძალით. გუნდმა მაღალი ტემპი აიღო, შეძლო დაუფლებოდა საერთო ინიციატივას და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეთქვა, რომ ეს ის “სპარტაკია”, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა პირველხარისხოვანი მოთამაშეებით, მაღალი კლასით, რთული კომბინაციური ბრძოლით, ესე იგი ყოველივე იმით, რითაც მას ასეთი ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი მოსკოველ მაყურებელთა შორის. არაფერი მსგავსი. უბრალოდ, სპარტაკელები იბრძოდნენ უფრო აქტიურად, მონდომებით და თავგამოდებით, ვიდრე მათი მეტოქენი. მეტს მოძრაობდნენ, მეტი კონტაქტი ჰქონდათ ბურთთან. არაერთი შეცდომა დაუშვეს მეკარე პროხოროვმა და მცველებმა, რის შედეგად დინამოელებს ბურთის გატანის რამდენიმე უდავო შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს რეხვიაშვილმა, ყიფიანმა, წერეთელმა. ნახევარდაცვაში კეთილსინდისიერად იშრომა ბულგაკოვმა, რომლის ნეიტრალიზება შეიძლებოდა მხოლოდ ასეთივე დაუღალავი შრომით, თბილისელთა შორის კი ასეთი მშრომელი არავინ აღმოჩნდა. იგივე ითქმის რედინზე, პისკარიოვზე. მათი იერიშების მოგერიება საჭირო იყო მშვიდი, ორგანიზებული ურთიერთმოქმედებით, “დინამოს” მცველები და ნახევარმცველები კი მეტისმეტად აგზნებული და განერვიულებული ჩანდნენ და ხშირად კარგავდნენ ბურთს.
შეცდომები სისტემატურად თან სდევდა სტუმრების თამაშს ყველა რგოლში. თბილისელები ცნობილი არიან მაღალი ტექნიკით, ბურთის ფლობის ხელოვნებით, ამ მატჩში კი ისინი სწორედ ტექნიკურ წუნს უშვებდნენ ელემენტარულ სიტუაციებშიც კი. ეს განსაკუთრებით ეხებათ ნახევარდაცვის წევრებს, რომელთა გადაცემების დიდი უმრავლესობა მეტოქეს უფრო “ზუსტად” მისდიოდა, ვიდრე პარტნიორს. სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა მხოლოდ წერეთელმა. იგი სხვებზე მეტს მოძრაობდა, მუდამ მზად იყო ბურთის მისაღებად, კომბინაციაში ჩასაბმელად, ხოლო უშუალო ორთაბრძოლისას მთელი თავით სჯობდა ბუკიევსკისაც, ოლშანსკისაც. მისი გარღვევების შემდეგ “სპარტაკის” კარი რამდენიმეჯერ აღმოჩნდა რეალური ხიფათის წინაშე.
ანგარიში 24–ე წუთზე გახსნა პისკარიოვმა. მან მიიღო ანდრეევის გადაცემა, გავიდა წინ და მოულოდნელად, დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 1:0.
ამის შემდეგ რეხვიაშვილს მიეცა საპასუხო გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი (გადაცემა მან მიიღო წერეთლისგან), მაგრამ ვერ დაიმორჩილა ბურთი.
34–ე წუთზე წერეთელმა კვლავ მოუგო ბრძოლა ჯერ ბუკიევსკის, მერე ოლშანსკის და ზედ კარის წინ მიაწოდა ღიად დარჩენილ ასათიანს. 1:1.
შესვენების შემდეგ “სპარტაკი” კვლავ ფლობდა ინიციატივას. 70–ე წუთზე გარღვევაზე გასული ბულგაკოვი წააქციეს დინამოელთა საჯარიმო მოედანზე და მსაჯმა 11–მეტრიანი დანიშნა. იმავე ბულგაკოვმა ზუსტად დაარტყა პენალტი – 2:1.
მატჩის ხსნის შესაძლებლობა სტუმრებს თამაშის ბოლომდე კვლავ მიეცათ, როცა პროხოროვის მიერ ხელიდან გაშვებულ ბურთს მიუსწრო ყიფიანმა, მაგრამ მან ვერ შეძლო კარში დარტყმა. სამაგიეროდ, გაცილებით უხიფათო ვითარებაში, 87–ე წუთზე, სპარტაკელებმა იმარჯვეს: პისკარიოვმა მიმართულება შეუცვალა რედინის მიერ დარტყმულ ბურთს და თბილისელთა კარის ბადე მესამედ შეირხა.
“სპარტაკს” ეს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ეს მოხდა თბილისის “დინამოს” უსისტემო თამაშის ხარჯზე.
ვ. პავლოვი (ტელეფონით, ჩვენი კორ.).

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1973 года: