«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:0)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 03.

22 апреля 1973 года. 18-00. Минск. Стадион «Динамо». 30000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис (Каунас), К.Вихров (Киев), М.Кусень (Львов).
«Динамо» Мн.: Вергеенко, Белоус, Гирко, Словак, Кузнецов, Курнев (Ломакин, 75), Тимофеев, Воронин, Васильев (к), Григорьев, Сахаров.
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Кипиани, Г.Нодия (Рехвиашвили, 20), Церетели.
Гол:
0:1 Рехвиашвили — 84
Предупреждение: Рехвиашвили (65, умышленный удар по ногам противника).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1838):

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 апреля 1973 года:

«ДИНАМО» (МИНСК) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — 0:1.
«Динамо» (Минск) — «Дина» ко» (Тбилиси). 0:1 (0:0). Минск. Стадион «Динамо». 22 апреля. Пасмурно. 7 градусов. 45 000 зрителей.
Судьи К. Андзюлис (Каунас). К. Вихров (Киев), И. Кусень (Львов).
«Динамо» (Минск): Вергеенко — 3, Белоус — 3, Гирко — 3, Словак — 3, Кузнецов — 3, Курнев — 3, (Ломакин, 75 — б/о), Тимофеев — 3, Воронин — 4, Васильев — 2, Григорьев — 3, Сахаров — 3.
«Динамо»: (Тбилиси): Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, Хурцилава — 5, Хинчагашвили — 3. Эбралидзе — 5. Мачаидзе — 5. Асатиани — 5, Кипиани — 5. Г. Нодия — 5 (Рехвиашвили. 25 — 5), Церетели — 5.
Гол: Рехвиашвили (84).
Дублеры — 5:6. (Основное время — 1:1, голы: у минчан — Ломакин, у тбилисцев — Л. Нодия. 11-метровые — 4:5).
Гости сразу же заявили о своих намерениях. Начав с центра, форварды откатили мяч назад Челидзе, и тот продольным пасом бросил в прорыв Церетели. Дебютант тбилисцев на огромной скорости промчался по левому флангу, срезал угол, но с ударом немного замешкался. И его настигли двое защитников.
Не прошло и минуты, как на том же левом фланге очутился Нодия. Он опасно прострелил, но Кипиани, находившийся в каких-то трех метрах от ворот, зачем-то вздумал пропускать мяч и новая угроза воротам хозяев поля миновала.
Тбилисцы не собирались мешкать в середине поля. Они и в дальнейшем постоянно прибегали к индивидуальным скоростным рейдам, обстреливали ворота при малейшей возможности — с дальних дистанций, с ходу, из трудных позиций. Казалось, что такая тактика вряд ли приведет к успеху. Слишком уж часто мяч после ударов Мачаидзе, Кипиани, Рехвиашвили (заменившего в первом тайме захромавшего Нодия), Хурцилавы шел мимо цели или оказывался в руках у уверенно игравшего Вергеенко. Но за шесть минут до финального свистка Рехвиашвили пробил сильно а точно. Вратарь бросился под удар, но не удержал мяч, форвард тбилисцев успел к нему раньше остолбеневших защитников.
Минчане неторопливо, с помощью многочисленных передач проходя середину поля, старались взвинтить темп в заключительной стадии атаки. Но гости успевали оттянуть в штрафную площадь большинства игроков, и там возникала толчея. Если же минчанам и удавалось пробить по воротам, то защитники южан совсем по-хоккейному принимали в бросках мяч на себя.
Хозяева поля, видимо, не желая доводить дело до пенальти, за 15 минут до конца матча заменили хавбека Курнева четвертым нападающим Ломакиным. Но он никак себя не проявил. А минчане как раз в это время и пропустили гол.
М. СУПОНЕВ, (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 апреля 1973 года:

მინსკში – 2 ქულა!
მინსკი. “დინამოს” სტადიონი. 22 აპრილი.
“დინამო” (მინსკი) – “დინამო” (თბილისი) 0:1 (0:0).
მინსკი: ვერგეენკო, ბელოუსი, გირკო, სლოვაკი, კუზნეცოვი, კურნევი (ლომაკინი), ტიმოფეევი, ვორონინი, ვასილიევი, გრიგორიევი, სახაროვი.
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია (რეხვიაშვილი), წერეთელი.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები – 5:4 პენალტებით თბილისის “დინამოს” სასარგებლოდ. ძირითადი დრო – 1:1.
ბოლო 2 წელიწადია თბილისის “დინამოს” ჩემპიონატის მესამე ტურში მინსკში უწევს თამაში იქაურ თანაკლუბელებთან. ასე იყო შარშან, როცა ჩვენი გუნდი ბელორუსიის დედაქალაქს 3 ქულით ეწვია 2 ტურის შემდეგ, ასე მოხდა ახლაც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თბილისელებს მხოლოდ 1 ქულა გააჩნდათ 4 შესაძლებლიდან.
ასეთი მოკრძალებული აქტივი თბილისელთა წინაშე კატეგორიულ ამოცანას სახავდა: წაგება არ შეიძლებოდა არავითარ შემთხვევაში, ვინაიდან სტარტზე 3 მატჩში დაკარგული 5 ქულის ანაზღაურება შემდგომში უკიდურესად ძნელი საქმე გახდებოდა, წინ კი ურთულესი მატჩია სათამაშო მოსკოვში 28 აპრილს “სპარტაკთან”. საჭირო იყო ძალების მაქსიმალური მობილიზება, სრული შესაძლებლობით თამაში, რათა მდგომარეობა ამ ეტაპზევე გამოსწორებულიყო. ამასთან, გუნდის ხელმძღვანელობა იმ აუცილებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომ კორექტივი შეეტანა თავდასხმის ხაზში, რომელმაც ძალზე სუსტად, პასიურად ითამაშა კიევის “დინამოსთან” საკუთარ მინდორზე.
გამოსავალი ასეთი იქნა მოძებნილი: მარცხენა ფლანგი მიანდეს დუბლიორთა შემადგენლობის მოთამაშეს ზურაბ წერეთელს და უნდა ითქვას, ახალგაზრდა მოთამაშემ პირნათლად გაამართლა ნდობა. დებიუტანტმა თავისი პირველი მატჩი საკავშირო ჩემპიონატში ჩაატარა აქტიურად, მონდომებით, დიდი დატვირთვით და ღირსეული წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. მისი სწრაფი, ხშირი მანევრები გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა მინსკელთა დაცვას, ამას გარდა, წერეთელი უნარიანად მოქმედებდა მაშინაც, როცა თბილისელებს მეტოქის შეტევათა მოგერიება უხდებოდათ.
განახლებული შემადგენლობით გამოვიდა მინსკში ნახევარდაცვის ხაზიც. აქ ოდნავ უკან დაწეული, ცენტრალური ზონის სიახლოვეს თამაშობდა ებრალიძე, რომელიც ფაქტიურად წინ წაწეულ სტოპერს წარმოადგენდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაშიც არ არღვევდა ნახევარმცველთა შემტევ ხაზსაც.
მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში, ცოცხლად მიმდინარეობდა. თბილისელებს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ მასპინძლები იხსნა მეკარე ვერგეენკომ. მან ჯერ ყიფიანისგან აიღო ძალზე ძნელი ბურთი, მერე კი კვლავ გამოიჩინა თავი წერეთელი–რეხვიაშვილის კომბინაციის შემდეგ.
მძიმე სამუშაო ჰქონდა გოგიასაც. შესვენებამდე მას გრიგორიევისგან მოუხდა კარის ხსნა, მეორე ტაიმში კი, მე–60 წუთზე, ვასილიევთან პირისპირ დარჩენილმა თითქმის უიმედო ბურთი გადაარჩინა.
ამ პერიოდში, მეორე ტაიმის პირველი 15–20 წუთის მანძილზე თბილისელებს უაღრესად რთულ ვითარებაში მოუხდათ თამაში. მასპინძლები უტევდნენ თითქმის განუწყვეტლივ, გაძლიერებული ძალებით და დაცვამ ხურცილავას მეთაურობით შეძლო ყველა ხიფათის მოგერიება.
შემდგომში მდგომარეობა გამოსწორდა, სტუმრები ისევ გადავიდნენ იერიშზე, ვერგეენკომ ძნელი ბურთები აიღო ყიფიანისა და რეხვიაშვილისგან, მინსკელთა კარი ორჯერ მოსინჯა ხურცილავამ, შეტევაში მონაწილეობდნენ მაჩაიძე და ასათიანიც.
მაგრამ მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, შედეგი კი არ ჩანდა. და აი 84–ე წუთზე, როცა მასპინძლები მოწინააღმდეგის ნახევარზე იმყოფებოდნენ, თბილისელებმა მოიგერიეს ბურთი, იგი მიიღო რეხვიაშვილმა, შეასრულა ინდივიდუალური გარღვევა და ძლიერად დაარტყა კარში. ვერგეენკომ შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ რეხვიაშვილმა კვლავ მიუსწრო და ხელმეორე დარტყმით ბადეში გაგზავნა იგი – 1:0. ამ გოლმა უაღრესად საჭირო გამარჯვება მოუტანა თბილისის “დინამოს”.
მატჩში დაწესებული იყო სპეციალური პრიზი საუკეთესო მოთამაშისთვის. იგი გადაეცა თბილისელთა ცენტრალურ მცველს მ. ხურცილავას.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1973 года: