«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 4:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 4:0 (1:0)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 23.
12 сентября 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 10000 зрителей.
Судьи: Ю.Пономарев, М.Маланка (оба — Кишинев), Л.Уланов (Бельцы).
«Динамо»: Гогия, Эбралидзе, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев (Церетели, 75), Г.Нодия, Л.Нодия.
«Пахтакор»: Покатилов, Тургунов (Яфаров, 47), Штерн, Басов, Голиков, Иванов, Варюхин, Федоров, Абдураимов (к), Лисаковский (Хадзипанагис, 56), Ан.
Голы:
1:0 Гуцаев — 37
2:0 Гуцаев — 52
3:0 Гавашели — 59
4:0 Асатиани — 71

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1839)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от сентября 1973 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 сентября 1973 года:

ოთხი ბურთი “ფახთაქორის” კარში.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “ფახთაქორი” (ტაშკენტი) 4:0 (1:0).
“დინამო”: გოგია, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე,ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (წერეთელი), გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ფახთაქორი”: ბოკატილოვი, ტურგუნოვი (იაფაროვი), შტერნი, ბასოვი, გოლიკოვი, ივანოვი, ვარიუხინი, ფიოდოროვი, აბდურაიმოვი, ლისაკოვსკი (ხოძიპანაგისი), ანი.
მსაჯი: ი. პონომარიოვი (კიშინიოვი).
დუბლიორები – 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც თბილისელ ფეხბურთის მოყვარულებს თავიანთ მინდორზე არ უნახავთ დინამოელები. ამ ხნის მანძილზე “დინამომ” ესპანეთში მგზავრობა მოასწრო საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, შინ ჩამოიტანა ძვირფასი პრიზი, მაგრამ დროის ამავე მონაკვეთში საკავშირო ჩემპიონატის 2 მატჩი წააგო ვოროშილოვგრადსა და კიევში, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში X ადგილზე ჩამოქვეითდა. დღის წესრიგში სრული სიმწვავით დადგა საკითხი შექმნილი მდგომარეობის სასწრაფო გამოსწორებისა. კერძოდ, “ფახთაქორთან” გამარჯვებას თბილისელები რამდენიმე ადგილით წინ გადაჰყავდა.
მატჩის პირველივე 10–15 წუთში ნათელი შიქნა, რომ ტაშკენტელები ვერ უმკლავდებოდნენ მასპინძელთა ხშირ იერიშებს. მათ გამოცდილი ტურგუნოვი პერსონალურად მიამაგრეს გუცაევს, მაგრამ “ფახთაქორის” მცველი სისწრაფეში საგრძნობლად ჩამორჩებოდა თავის უშუალო მეტოქეს, რაც გუცაევს საშუალებას უქმნიდა ხელთ აეღო ინიციატივა და სისტემატურად ეწარმოებინა სწრაფი იერიშები. მას კარგად ეხმარებოდა გავაშელი, რომელმაც კვლავ დაიკავა ადგილი ნახევარდაცვაში, შეტევას ხშირად და უნარიანად ერთვოდა ებრალიძეც და მარჯვენა ფლანგი მთლიანად დინამოელთა განკარგულებაში აღმოჩნდა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ აბდურაიმოვისა და ვარიუხინის ორიოდე საკმაოდ სახიფათო გარღვევას, თამაში უმთავრესად სტუმრების ნახევარზე მიმდინარეობდა.
მაგრამ გადიოდა დრო, ტაიმი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, გოლი კი არ ჩანდა. საერთო უპირატესობას არ ჰქონდა შესაბამისი ფინალი. ასეთ სიტუაციაში საბედისწერო აღმოჩნდა ტაშკენტელთა მეკარის პოკატილოვის წამიერი უყურადღებობა და მისმა აშკარა შეცდომამ საშუალება მისცა “დინამოს” დაწინაურებულიყო. ეს საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში მოხდა 37–ე წუთზე. პოკოტილოვმა, რომელიც საჯარიმო მოედნის ხაზზე იმყოფებოდა, ხელით შეიყვანა ბურთი თამაშში და ზედ ფეხზე “დაუსვა” იგი გუცაევს. გუცაევმა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და როცა პოკატილოვი უკან დაუბრუნდა თავის ადგილს, ბურთი უკვე ბადეში იყო გახვეული – 1:0.
მთელი სიძლიერით და, რაც მთავარია, ტაქტიკურად გააზრებულად, მოწინააღმდეგე მხარის სუსტი ადგილების გათვალისწინებით ითამაშეს დინამოელებმა მეორე ნახევარში. 53–ე წუთზე ასათიანმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშა გუცაევთან, დაუცველ ადგილზე გაიყვანა იგი და პოკატილოვს მეორე ბურთის გამოტანა მოუხდა ბადიდან – 2:0.
მატჩის მოგება ამის შემდეგ რეალობად იქცა და თბილისელებმაც უფრო დამაჯერებლად, მეტი სიზუსტით განაგრძეს იერიშები. 67–ე წუთზე გ. ნოდიას მიერ მოწოდებული ბურთი მშვიდად გაგზავნა “ფახთაქორის” კარში გავაშელმა, ორიოდე წუთის შემდეგ კი გ. ნოდიასთან გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაამთავრა ასათიანმა – 4:0.
მკითხველი, ალბათ, დაინტერესდება, თუ რატომ არ თამაშობდნენ ამ დღეს გუნდის ძირითადი წევრები ხურცილავა, ყიფიანი, ძოძუაშვილი. პირველი ორი მინდორზე ვერ გამოვიდა ტრავმების გამო, ხოლო რაც შეეხება რ. ძოძუაშვილს, მან დაარღვია სპორტული რეჟიმი და ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა იძულებული იყო არ გამოეყვანა იგი თამაშზე.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от сентября 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от сентября 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от сентября 1973 года: