«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 4:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 4:0 (2:0)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 24.
15 сентября 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: В.Жарков, Ю.Бочаров (оба — Москва), В.Толчинский (Алма-Ата).
«Динамо» Тб.: Гогия, Эбралидзе, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани (к) (Дзодзуашвили, 46), Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия.
«Динамо» Мн.: Вергеенко, Белоус, Гирко, Словак, Кузнецов, Прокопенко (Овчинников, 46), Боговик, Воронин (Курнев, 46), Васильев (к), Тимофеев, Сахаров.
Голы:
1:0 Г.Нодия — 19
2:0 Г.Нодия — 40
3:0 Г.Нодия — 61
4:0 Г.Нодия — 82

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1839)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 сентября 1973 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ДИНАМО» (Минск) — 4:0.
«Динамо» (Тбилиси} — «Динамо» (Минск). 4:0 (1:0). Тбилиси. Стадион «Локомотив». 15 сентябре, 21 градус. 20 000 зрителей.
Судья В. Жарков. Ю. Бочаров (обе — Москва), В. Толчинский (Алма-Ата).
«Динамо» (Тбилиси): Гогия — 5, Эбралидзе — 5, Кантеладзе — 5, Челидзе — 5, Хинчагашвили — 5, Гавашели — 5, М. Мачаидзе — 5, Асатиани — 5 (Дзодзуашвили, 46 — 5), Гуцаев — 5, Г. Нодия — 5, Л. Нодия — 5.
«Динамо» (Минск): Вергеенко — 2, Белоус — 2, Гирко — 2, Сповак — 2, Кузнецов — 2, Прокопенко — 2 (Овчинников, 46 — 2), Боговик — 2, Воронин — 2 (Курнев, 46 — 2), Васильев — 2, Тимофеев — 2, Сахаров — 2.
Голы: Г. Нодия (19, 40, 61, 82).
Дублеры — 0:2, Голы: Ломакин, Климович.
Гости потерпели поражение с крупным счетом, не получив в течение полутора часов сколько-нибудь реального контршанса. И в обороне и в атаке организация игры и действия минчан были ниже всякой критики: при защите ворот они не проявили гибкости, а при обстреле чужих были поспешны… Минчане основное внимание уделили опеке Гуцаева, забившего в предыдущем матче два гола; Кузнецов буквально ни на шаг не отпускал его от себя. И хотя правый крайний хозяев поля сравнительно легко обыгрывал защитника, динамовцы тем но менее вели атаки левым флангом чаще. Именно после передач оттуда Г. Нодия, выигрывая схватки за верховые мячи у более рослых защитников, забил очень похожие один на другой три мяча ударами головой. В двух случаях голевую передачу выполнял Л. Нодия, в одном — Гуцаев. А четвертый мяч был забит после комбинации Л. Нодия — Эбралидзе — Г. Нодия.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 сентября 1973 года:

ბომბარდირმა “ფეხი აიდგა”.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 15 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მინსკი) 4:0 (2:0).
თბილისი: გოგია, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი (ძოძუაშვილი), გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მინსკი: ვერგეენკო, ბელოუსი, გირკო, სლოვაკი, კუზნეცოვი, პროკოპენკო (ოვჩინიკოვი), ბოგოვიკი, ვორონინი (კურნევი), ვასილიევი, ტიმოფეევი, სახაროვი.
მსაჯი: ვ. ჟარკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები – 2:0 მინსკელთა სასარგებლოდ.
აუტსაიდერებთან ბრძოლა გათამაშების დასასრულს მუდამ ძნელია, ახლა კი, როცა ჩემპიონატის ბოლომდე სულ რამდენიმე ტური დარჩა და ჯერ არც ერთ გუნდს არა აქვს გადაწურული უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი, ისინი ვალდებულნი არიან იბრძოლონ დიდი თავგამოდებით და თუნდაც თითო–ოროლა ქულით აინაზღაურონ ის დიდი დანაკარგი, რომელიც სეზონის მსვლელობაში განიცადეს.
“ფახთაქორი” და მინსკის “დინამო” სწორედ ის გუნდები არიან, რომლებისთვისაც განსაკუთრებით მწვავედ დგას უძლიერესთა შორის ყოფნა–არყოფნის საკითხი და ძნელი წარმოსადგენია, რომ თბილისში მთელი ძალით, მონდომებით არ ეთამაშათ. ისინი კი ერთნაირი დიდი ანგარიშით დამარცხდნენ მასპინძლებთან. ეს საფუძველს გვაძლევს ვილაპარაკოთ თბილისის “დინამოს” თამაშის საგრძნობ ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, საერთო საბრძოლო განწყობილების ამაღლებაზე, გამარჯვებისადმი სწრაფვაზე. როგორც ტაშკენტელებთან, ისე მინსკელებთან ჩვენი ფეხბურთელები თამაშობდნენ დამაჯერებლად, მოფიქრებულად, გეგმიანად და გამარჯვებას მიაღწიეს არა თავგანწირვის ხარჯზე, არამედ კარგი ტაქტიკური ურთიერთმოქმედებით, რგოლების შეთანხმებული თამაშით, მოწინააღმდეგის სუსტი ადგილების გამოყენებით.
რახან სუსტი ადგილების გამოყენებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, უნდა მოვიყვანოთ ამის დამადასტურებელი მაგალითიც. როგორც კი დაიწყო თამაში, მინსკელთა ცენტრალურმა მცველმა გირკომ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და კუზნეცოვს უკან ამოუდგა. როცა სტოპერი ასეთ მანევრს ასრულებს, ცხადია, მას დავალებული აქვს მცველს დაეხმაროს. ამ შემთხვევაში გირკო ეხმარებოდა კუზნეცოვს, რათა უვნებელეყო გუცაევის მოსალოდნელი გარღვევები. მაგრამ ამ შემთხვევაში დასაცავი დარჩა ყველაზე სახიფათო ზონა კარის წინ – ცენტრალური. ეს ფუნქცია თავის თავზე უნდა აეღო პროკოპენკოს.
სტუმრებმა ვერ გაართვეს თავი ამ რთულ ურთიერთდაზღვევას, თბილისელებმა კი საუცხოოდ გამოიყენეს მათი სისუსტე. ჯერ ერთი, კუზნეცოვ–გირკოს “დუეტმა” ვერ შეძლო გუცაევის ნეიტრალიზება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ზუსტი გადაცემებით ამარაგებდა თავის პარტნიორებს ცენტრში და, ამას გარდა, თვითონაც ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, როცა პირისპირ გავიდა ვერგეენკოსთან და ვერ გამოიყენა კარის აღების საუკეთესო შესაძლებლობანი, მეორეც და, რაც მთავარია, გადაცემათა უმრავლესობა მინდვრის შუაგულიდანაც და ფლანგებიდანაც გამიზნული იყო გ. ნოდიასკენ, რომელიც საბოლოოდ კონკრეტული დარაჯის გარეშე აღმოჩნდა დატოვებული, თავისუფლად აირჩევდა ადგილებს კარის წინ და ზუსტად გადიოდა ბურთის მისაღებად იქ, სადაც ყველაზე სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა.
ოთხ ბურთს ერთ მატჩში შემთხვევით და მხოლოდ იღბალზე ერთი ფეხბურთელი ვერ გაიტანს. ეს ცნობილი ამბავია ფეხბურთში. გ. ნოდიამ კი გაიტანა და ამასთან სამი – თავით. რა თქმა უნდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ნოდიამ აზრიანად გამოიყენა მინსკელთა დაცვაში დაშვებული შეცდომები, კარგად ირჩევდა თავისუფალ ადგილს, მოქმედებდა გაბედულად, ოსტატურად და არც მხარდაჭერა აკლდა პარტნიორების მხრივ.
სიმპტომატურია ის, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გოგიას არც ერთხელ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ მოუხდა ბურთის აღება რომელიმე მინსკელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ. ჩვენი გუნდის მცველები თამაშობდნენ აქტიურად, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ნახევარდაცვაში კვლავ გამოიჩინა თავი გავაშელმა, ასათიანი კი შეუცდომლად ასრულებდა დისპეტჩერის საპასუხისმგებლო როლს. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ლ. ნოდიამაც.
კვლავ ვუბრუნდებით გ. ნოდიას. ძალიან სასიხარულოა, რომ დინამოელთა მთავარი ბობმარდირი ისევ შევიდა ფორმაში და შეუდგა თავისი მთავარი მოვალეობის შესრულებას – გოლების გატანას. ბოლო 2 მატჩში მის მიმართ კარგის მეტი არაფერი გვეთქმის.
მაგრამ აუტსაიდერებთან მოგებული მატჩები, თუნდაც დიდი ანგარიშით, საბოლოოდ არ წყვეტს გუნდის წინაშე მდგარ რთულ პრობლემებს. დარჩენილ 6 მატჩში, როგორც შინ, ისე მოწინააღმდეგეთა მინდვრებზეც, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და მობილიზებით თამაში, რათა XXXV ჩემპიონატის ფინიში საპრიზო ადგილით დამთავრდეს: დახედეთ ცხრილს და ნათელი გახდება, რომ შეუძლებელი აქ არაფერია: მესამე ადგილს სულ ორიოდე ქულა გვაშორებს!
ახლა მატჩის ქრონოლოგიური მსვლელობის შესახებ. მე–18 წუთზე ასათიანმა შესანიშნავი გადაცემებით გაიყვანა გარღვევაზე ლ. ნოდია, მან ზუსტად ჩააწოდა კართან და გ. ნოდიამ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. 35–ე წუთზე ასათიანმა შეამჩნია კარგ პოზიციაში მყოფი გავაშელი და არ დაუგვიანა მას ბურთი. გავაშელი ვერგეენკოს პირისპირ აღმოჩნდა. მოატყუა მეკარე და სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, ვერგეენკო იძულებული იყო წაექცია იგი. პენალტი? ეს სასჯელი ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ვ. ჟარკოვმა რატომღაც საჭიროდ არ მიიჩნია 11–მეტრიანის დანიშვნა.
4 წუთის შემდეგ ლ. ნოდიამ კარის წინ მიაწოდა კუთხური, გ. ნოდიამ დაასწრო მცველებს და თავით გაგზავნა ბურთი ბადეში – 2:0.
81–ე წუთზე გუცაევმა მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, აქდან გადააწოდა გ. ნოდიას და მინსკელთა კარში მესამე ბურთი აღმოჩნდა კვლავ თავური დარტყმის შედეგად. მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კი ვერგეენკომ ვერ შეაჩერა ხელებში ებრალიძის მიერ დარტყმული ბურთი და გ. ნოდიამ მეოთხედ აიძულა სტუმრები ცენტრიდან დაეწყოთ თამაში.
დარჩენილ დროში გ. ნოდიას შეეძლო გაემეორებინა ლენინგრადელი ე. შელაგინის, თბილისელების – დათუაშვილისა და გავაშელის რეკორდი – ერთ მატჩში 5 გოლი, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი მიზანს ვერ მოახვედრა.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от сентября 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от сентября 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от сентября 1973 года: