«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 0:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 0:1 (0:1)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 02.
14 апреля 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 16 градусов. 35000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян, Э.Давидашвили (все — Баку).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Петриашвили, Эбралидзе, Гавашели (Л.Нодия, 73), М.Мачаидзе, Асатиани (к), Рехвиашвили, Г.Нодия, Кипиани.
«Динамо» К.: Рудаков, Доценко, Фоменко, Матвиенко, Решко, Трошкин, Мунтян (Дамин, 70), Пузач, Колотов (к), Веремеев, Блохин.
Гол:
0:1 Блохин — 07

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1838)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 апреля 1973 года:

ДВОЕ БЕЗ ПОТЕРЬ.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 0:1 (0:1). Стадион «Локомотив». 14 апреля. Ясно. 16 градусов. 40 000 зрителей.
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян, Э. Давидашвили (все — Баку).
«Динамо» (Тбилиси): Гогия — 4, Дзодзуашвили — 4, Челидзе — 4, Петриашвили — 3, Эбралидзе — 3, Гавашели — 3 (Л. Нодия. 73 — б/о), Мачаидзе — 3, Асатиани — 4, Рехвиашвили — 3, Г. Нодия — 3, Кипиани — 3.
«Динамо» (Киев): Рудаков — 5, Доценко — 5, Фоменко — 5, Матвиенко — 5, Решко — 5, Трошкин — 5, Мунтян — 5 (Дамин, 68 — б/о), Пузач — 5, Колотов — 5, Веремеев — 5, Блохин — 5.
Гол: Блохин (7).
Дублеры — 1:2.
Гости в основное время в этом туре лишь однажды добились успеха. Сделали это киевские динамовцы. Еще в матче тбилисцев с «Зарей, сообщает наш корреспондент Г. Акопов, было заметно, что хозяева уступают гостям в движении. Картина повторилась и в матче одноклубников. Киевляне больше перемещались в поисках мяча и выгодных ситуаций, что и обеспечило им в конечном итоге более продолжительный контроль над мячом. Если учесть, что в отсутствие своего травмированного капитана Хурцилавы тбилисцы не сразу наладили игру в обороне, станет ясно, почему именно в начале матча был забит решающий гол.
Первая острая ситуация возникла у ворот хозяев поля на 5-й минуте, когда Блохин, получив мяч в центре, попытался перебросить его через вратаря в дальний угол. Гогия, однако, успел среагировать и в прыжке перевел мяч через перекладину на угловой. А две минуты спустя, когда Матвиенко готовился бить штрафной с левого фланга, Блохин снова сместился в центр. Получив передачу от Пузача, и не встретив сопротивления, он не сильно, но точно послал мяч все в тот же дальний угол ворот.
Незадолго до перерыва Асатиани хорошей передачей за спину защитников вывел Рехвиашвили один на один с вратарем киевлян, однако форвард не сумел использовать выгоднейшего момента, метров с шести не попал в ворота.
На протяжения первого тайма киевляне сохраняли за собой инициативу, главным образом, благодаря активной игре средней линии — Мунтяна, Колотова, Веремеева, Трошкина, каждый из которых участвовал если не в обстреле, ворот, то в подготовке завершающих ударов. Численное преимущество, которое гости создавали то на одном, то на другом участке, — заслуга полузащитников, результат их умения быстро, без лишних передач преодолевать середину поля и находить неожиданные продолжения атаки.
Второй тайм не изменяя соотношения сил, не изменил он и результата, хотя и одном случае гол казался неминуем: Блохин и Мунтян оказалась во вратарской площадке, но удар последнего принял на себя Гогия, смело бросившийся в ноги сопернику.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 апреля 1973 года:

თბილისელებმა სუსტად ითამაშეს.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 14 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი) 0:1 (0:1).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, პეტრიაშვილი, ებრალიძე, გავაშელი (ლ. ნოდია), მ. მაჩაიძე, ასათიანი, რეხვიაშვილი, გ. ნოდია, ყიფიანი.
კიევი: რუდაკოვი, დოცენკო, ფომენკო, მატვიენკო, რეშკო, ტროშკინი, მუნტიანი (დამინი), პუზაჩი, კოლოტოვი, ვერემეევი, ბლოხინი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
14 აპრილს ღამით, როცა ჯერ კიდევ არ გვქონდა დამცხრალი წაგებული თამაშით გამოწვეული ემოციები, ცენტრალურმა ტელევიზიამ ორჯერ აჩვენა კიეველთა მიერ თბილისის “დინამოს” კარში გატანილი გოლი: პირველად – საინფორმაციო პროგრამა “ვრემიაში”, ხოლო მეორედ – მატჩის მეორე ტაიმის რეტრანსლაციის წინ. ამდენად, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ეს საბედისწერო გოლი დეტალურად გვაქვს გაანალიზებული და რაც მატჩის დროს წამიერად ვნახეთ, შემდეგ “დოკუმენტურად” შევამოწმეთ ჭადრაკში გადადებული პარტიის მსგავსად.
შეიძლება ზოგიერთმა ასეთ გოლს შემთხვევითი უწოდოს, ასეთი კლასიფიკაციაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, შემთხვევითობის ელემენტი აქ არაფერი მოსატანია. უბრალოდ, საქმე გვაქვს დაცვისა და მეკარის მიუტევებელ, უხეშ შეცდომასთან, რომლებმაც სრულიად პრიმიტიულ სიტუაციაში ვერ შეძლეს კიეველთა შეტევის მოგერიება და საშუალება მისცეს მათ აეღოთ კარი, როცა სულ იოლად შეიძლებოდა ხიფათის თავიდან აცილება.
– როგორ მოხდა ეს?
– მიმდინარეობდა მე–7 წუთი. სტუმრებმა მინდვრის შუაგულში გაითამაშეს საჯარიმო. მატვიენკო დაიძრა წინ და მარცხენა მხრიდან შორეულ ძელთან მიაწოდა ბურთი. გოგიას შეეძლო გამოსულიყო კარიდან და გუნდი ეხსნა. მან ეს არ გააკეთა. ბურთის მოგერიება შეეძლო ებრალიძესაც, რომელიც ვალდებული იყო პირველს ეთამაშა და არც ის მოიქცა ასე. იქვე მახლობლად იყვნენ ჩვენი გუნდის სხვა მცველებიც, რომლებმაც აგრეთვე პასიურობა გამოიჩინეს. ამასობაში წინ გამოვარდა პუზაჩი, თავით დაუგდო ბურთი ბლოხინს, ამ უკანასკნელმა კი ხეირიანად დარტყმაც ვერ მოასწრო. იგი სირბილის დროს დაეტაკა ბურთს, რომელიც საკმაოდ ნელა გაგორდა კარისკენ. აი, ამ მგორავ ბურთს გოგიამ გვიან მიაქცია ყურადღება, შემდეგ ნახტომის ნაცვლად გამოეკიდა მას და მიუსწრო უკვე… ბადეში.
შეიძლებოდა კარის გადარჩენა? რასაკვირველია, შეიძლებოდა. კიდევ მეტიც – ასეთი ბურთის გაშვება დანაშაულია და თბილისის “დინამოს” დაცვისა და მეკარის ეს კომპლექსური შეცდომა ძვირად დაუჯდა გუნდს – წაგების ფასად.
მაგრამ ერთი შეცდომა, თუნდაც ასეთი უხეში, ხომ არ წყვეტს მატჩის ბედს და არ განსაზღვრავს გუნდის სახეს. ეს ამბავი მოხდა თამაშის დასაწყისში და მის გამოსასწორებლად თბილისელებს დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ. წინ იყო თითქმის მთელი მატჩი, 83 წუთი, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩვენმა გუნდმა ეს ვერ შეძლო, ვინაიდან ძალიან სუსტად ითამაშა, უსისტემოდ, ქაოსურად. არ ჩანდა ორგანიზებულობა, კომბინაციური მოქმედება, არ ჩანდა გეგმა, რომლის შესრულება მდგომარეობას იხსნიდა.
მართალია, თბილისის “დინამო” ჩემპიონატის სტარტზე შესუსტებული შემადგენლობით გამოდის, ტრავმის გამო მწყობრში არ არიან არა ისეთი მოთამაშეები, რომელთა შეცვლა შეიძლება დაახლოებით თანაბარი სიძლიერის დუბლიორებით, არამედ წამყვანი ფეხბურთელები – ხურცილავა, გუცაევი, ხინჩაგაშვილი. ეს დიდი ძალაა, მაგრამ ის, ვინც მინდორზე გამოდის, ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს გუნდის წარმატებისთვის, იბრძოლოს თავისი მონაცემების მაქსიმუმის ფარგლებში. ეს კი, როგორც ხედავთ, არ ხდება.
ვის უნდა დავაბრალოთ 14 აპრილის მატჩში განცდილი მარცხი? პირველ ყოვლისა, თავდამსხმელებს. პირველ ტაიმში კარგად ითამაშა ყიფიანმა. იგი ხშირად იგებდა ინდივიდუალურ ბრძოლას, არ იფარგლებოდა მცირე ტერიტორიით, მაგრამ მარტო ყიფიანს რა უნდა ექნა, როცა მისი პარტნიორები გ. ნოდია და რეხვიაშვილი სრულ უმოქმედობას იჩენდნენ თავიდანვე, არ მოძრაობდნენ, არ იხსნებოდნენ ბურთის მისაღებად, კარგავდნენ მათთვის განკუთვნილ ყველა გადაცემას. რეხვიაშვილს შეეძლო თავი გამოეჩინა, როცა ასათიანმა იგი მარტოდმარტო გაიყვანა კიეველთა კარის წინ და მაშინაც უზუსტოდ დაარტყა.
ორი ფორვარდით შეტევის ხაზზე თანამედროვე ფეხბურთში ახლა ბევრი თამაშობს. შორს წასვლა რად გვინდა, როცა კიეველებმაც ორი თავდამსხმელი გამოიყვანეს წინ და ამ ორს – ბლოხინსა და პუზაჩს გამუდმებით დაძაბული ჰყავდათ მოპირდაპირე დაცვა. ბლოხინიც და პუზაჩიც განუწყვეტლივ მოძრაობდნენ, ეძებდნენ თავისუფალ ადგილს, გეგმიან კონტაქტში იყვნენ ნახევარმცველებთან, იშვიათად, მხოლოდ მეტოქესთან შეტაკებაში თუ კარგავდნენ ბურთს. გავიხსენოთ თუნდაც ის მომენტი, როცა მათი კომბინაციის შემდეგ მუნტიანი ერთი–ერთზე დარჩა გოგიასთან და ამ უკანასკნელმა აშკარა გოლს გადაარჩინა კარი.
რეხვიაშვილი და გ. ნოდია, არც ჩანდნენ ამ თამაშში. ორივე მოემწყვდა კიეველთა მცველებს შორის, ბურთი იქ თითქმის არ აღწევდა, ფართო მანევრი კი არც ერთ მათგანს არ შეუსრულებია. ჩვენ ვიცით, რომ რეხვიაშვილმა იცის ძლიერი, მოულოდნელი დარტყმა კარში, მაგრამ საამისო მომენტი რომ იგდო ხელთ, განუწყვეტლივ უნდა იმოძრაო, ეძიო გზა მეტოქის კარისკენ, შექმნა შესაფერისი შესაძლებლობა. რეხვიაშვილს კი ამისთვის მთელ თამაშში არაფერი გაუკეთებია, რის
გამოც, ალბათ, დიდი მადლობა დაიმსახურა რუდაკოვისგან. რაც შეხება გ. ნოდიას, ამ გამოცდილ, მრავლისმნახველ ფეხბურთელს, უბრალოდ, არ ეპატიება ასეთი პასიური თამაში. ვერც ლ. ნოდიამ შეძლო რაიმე სიცოცხლის შეტანა შეტევაში.
კარგა ხანს ეცადნენ ჩვენი ნახევარმცველები მოეძებნათ საერთო ენა თავდამსხმელებთან, მერე, როცა ასეთი ურთიერთობის დამყარება არარეალურ ამბად იქცა გ. ნოდიას და რეხვიაშვილის სრული ინერტულობის გამო, შუა მინდორში ბურთის ტარებას შეუდგნენ, შუა მინდორში კი კიეველებს ვერ მოუგეს: ისინი ამ ზონაში გაძლიერებული ძალებით მოქმედებენ და, ამას გარდა, თითოეული მათგანი გაცილებით მეტს მოძრაობს, მეტს იბრძვის, უფრო სასარგებლო სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ჩვენები.
ყველაფერი ეს მით უფრო სავალალოა, რომ არც კიევის “დინამო” ბრწყინავდა მაინცდამაინც. იგი გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო წლებში გვინახავს, მაგრამ კოლექტიურმა ურთიერთდაზღვევამ, დიდმა შრომისუნარიანობამ მათ გაუიოლა საერთო ამოცანის შესრულება. როცა მეტოქე სრული დატვირთვით არ იბრძვის, ამოცანის შესრულება ძნელი არ არის.
კიეველები ტყუილუბრალოდ არ კარგავენ ბურთს, თბილისელები კი სრულიად მარტივ ვითარებაშიც კი ძალიან ხშირად უზუსტოდ აწვდიან ერთმანეთს, მოწინააღმდეგეს უგდებენ ბურთს ხელში და მერე უკიდურესად გართულებულ მდგომარეობაში უხდებათ მისი უკან დაბრუნება. უზუსტობა გადაცემისას ჩვენი გუნდის ერთ–ერთი მთავარი ნაკლია.
თბილისელმა ფეხბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ იოლი მატჩი უმაღლეს ლიგაში მათ არ ექნებათ. საკუთარ მინდორზეც და სტუმრადაც, ჩემპიონთანაც და დებიუტანტთანაც საჭიროა ბრძოლა, თავგამოდებული ბრძოლა, მოძრაობა, დიდი დატვირთვით თამაში, დაზღვევა, აქტიურობა ყოველი გადაცემისთვის, ყოველი ბურთისათვის, მაქსიმალური შეუპოვრობის გამოჩენა… წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველნაირი სქემა და გეგმა ფუჭი გამოდგება და კიეველებთან განცდილი მარცხიც მხოლობითს რიცხვში არ დარჩება.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1973 года: