«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 0:2 (0:1)

«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 0:2 (0:1)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 19.
17 августа 1971 года. 19-30. Баку. Республиканский стадион им. В.И.Ленина. 20000 зрителей.
Судьи: Н.Кирсанов, К.Вихров, В.Гринберг (все — Киев).
«Нефтчи»: Шехов, Легкий (Юмакулов, 72), Брухтий, Семиглазов, Семин, Аббасов, Туаев, Москаленко (Али-заде, 46), Банишевский (к), Гаджиев, Абдуллаев.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе (Кутивадзе, 07), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани (Метревели, 80), Г.Нодия, Рехвиашвили.
Голы:
0:1 Рехвиашвили — 38
0:2 Рехвиашвили — 83

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 августа 1971 года:

«НЕФТЧИ» — «ДИНАМО»(Тб) — 0:2.
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси). 0:2 (0:1).
Баку. Республиканский стадион имени В. И. Ленина. 20 000 зрителей. 17 августа. Ясно. 34 градуса.
Судьи Н. Кирсанов, К. Вихров, В. Гринберг (все — Киев).
«Нефтчи»: Шехов, Легкий (Юмакулов. 72), Брухтий, Семиглазов, Семин, Аббасов, Туаев, Москаленко (Али-Заде, 46), Банишевский, Гаджиев, Абдуллаев.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе (Кутивадзе, 7), Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани (Читаури, 60), Г. Нодия, Рехвиашвили.
Голы: Рехвиашвили (38, 83). Дублеры — 0:1. Гол: Илиади (с 11-метрового).
Больны Шевченко, Мирзоян, Стекольников, Смольников, дисквалифицирован Кулиев…
Несмотря на такие потери, бакинцы сделали ставку на атаку. Первые 20 минут прошли при полном игровом преимуществе хозяев поля. После прострельной передачи Гаджиева Аббасов с трех метров головой пробил выше ворот. Редкий случай произошел после удара Банишевского — мяч попал в правую стойку, пролетел по линии ворот, ударился в левую стойку и выскочил в поле…
Гости, надо отдать им должное, действовали осмотрительно, умело сдерживали наступательный по-рыв бакинцев. Гораздо сильней у них оказалась средняя линия, и поэтому центр поля оставался за динамовцами. К тому же они были точней в передачах, играли согласованней, и наградой им стал первый гол в матче.
Безрассудные атаки защитников «Нефтчи» в конце концов обернулись против них.
Второй мяч, например, был забит после того, как все бакинские защитники вплотную приблизились к штрафной «Динамо». Атака сорвалась, мяч направили Рехвиашвили, тот протолкнул его вперед и оказался метров на пять впереди ближайшего преследователя.
М. ПЕИЗЕЛЬ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 августа 1971 года:

რა შეუძლია ახალ მოთამაშეს!
ბაქო. რესპუბლიკური სტადიონი. 17 აგვისტო.
“ნეფთჩი”: შეხოვი, ლიოგკი, ბრუხტი, სემიგლაზოვი, სიომინი, აბასოვი, ტუაევი, მოსკალენკო (ალი-ზადე), ბანიშევსკი, გაჯიევი, აბდულაევი.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე (კუტივაძე), პეტრიაშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, ყიფიანი (მეტრეველი), გ. ნოდია, რეხვიაშვილი.
მსაჯი: ნ. კირსანოვი (კიევი).
დუბლიორები — 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
მიმდინარე ჩემპიონატის XIII ტურამდე ბაქოელ ფეხბურთელთა საქმეები საუკეთესოდ მიდოდა: 16 ქულით 24 შესაძლებლიდან ისინი მტკიცედ იდგნენ III ადგილზე.
XIII ტურში ბაქოელები თბილისში შეხვდნენ “დინამოს” და წააგეს მატჩი ანგარიშით 0:1. მას შემდეგ “ნეფთჩი” მარცხს მარცხზე განიცდიდა და ექვს მატჩში ზედიზედ 9 ქულა დაკარგა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გუნდის სატურნირო მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა და მისი გამოსწორებისთვის ბაქოელებს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ განვლილ ტურში, 17 აგვისტოს, თბილისის “დინამოსთან” მატჩში უნდა ეზრუნათ.
ბაქოელებმა ასეც დაიწყეს თამაში — ხშირი, სწრაფი იერიშით, ნახევარმცველთა აქტიური მოქმედებით მეტოქის ნახევარზე. მათ უკვე მე-5 წუთზე შეექმნათ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა: ტუაევმა ძლიერად დაარტყა კარში, ბურთი მოხვდა ძელს და დინამოელები გადაურჩნენ აშკარა ხიფათს. კრიტიკული მომენტები იქმნებოდა შემდეგაც და მეკარე სტეფანია ხშირად ერთვოდა თამაშში.
დაახლოებით შუა ტაიმში მდგომარეობა გამოსწორდა, შემდეგ კი თამაშმა “ნეფთჩის” მხარეს გადაინაცვლა. თბილისელებმა რამდენიმე სახიფათო მდგომარეობა შექმნეს, რომელთაგან ერთ-ერთი 32-ე წუთზე კარში თავური დარტყმით დაამთავრა რეხვიაშვილმა — 1:0.
ტაიმის ბოლომდე დინამოელები მაღალ ტემპში უტევდნენ მასპინძლებს.
თბილისელებმა ასევე დაიწყეს მეორე ტაიმიც. რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს კუტივაძემ, ყიფიანმა, “ნეფთჩი” ძლივს იგერიებდა ამ იერიშებს და მხოლოდ ეპიზოდური საპასუხო გარღვევებით კმაყოფილდებოდა.
მაგრამ უკვე მაშინ, როცა მატჩი დასასრულს მიუახლოვდა და საჭირო იყო ამ ინიციატივის შენარჩუნება, თბილისელებმა რატომღაც მკვეთრად უკლეს ტემპს, დაამუხრუჭეს თამაში და შეუდგნენ ბურთის ნელ, მრავალსვლიან გათამაშებას მინდვრის შუაგულში. ეს იყო სწორედ ის, რაც მასპინძლებს სჭირდებოდათ: მათ უმალვე იგდეს ხელთ თამაშის სადავეები, მთელი ძალები გადაისროლეს წინ და დაიწყეს ხანგრძლივი, ძლიერი შტურმი. განსაკუთრებით სახიფათო იყო მარცხენა ფლანგზე ალი-ზადე. ამ მხრიდან დინამოელებს ბევრი უსიამოვნება დაატყდათ თავს, სტეფნია გამუდმებით იგერიებდა ბურთებს, რამდენიმე საუკეთესო შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული “ნეფთჩის” თავდამსხმელთა მიერ.
ამ მძიმე სიტუაციაში ხსნა მოვიდა იმავე რეხვიაშვილის სახით. მან მიიღო შორეული გადაცემა ძოძუაშვილისგან, ისარგებლა იმით, რომ ბაქოელი ფეხბურთელები ერთიანად წინ იყვნენ წასული, გაექცა სიომინს და ზუსტად, უძლიერესი დარტყმით გაგზავნა ბურთი მიზანში — 2:0.
საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ფ. რეხვიაშვილზე. უწინ იგი საქართველოს პირველობაზე თამაშობდა თელავის “კახეთში”, შემდეგ თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში იყო, ბოლოს კი რუსთავის “მეტალურგში” გამოდიოდა. ფ. რეხვიაშვილი გამოირჩევა დიდი ენერგიით, შეუნელებელი აგრესიით, მუდამ იქ იმყოფება, სადაც გოლის გატანის შესაძლებლობა იქმნება და ამიტომ ძალიან შედეგიანი თავდამსხმელია.