ЦСКА (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 6:0 (2:0)

ЦСКА (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 6:0 (2:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 18.
2 августа 1971 года. 19-30. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 20000 зрителей.
Судьи: Ю.Пономарев, В.Миланко, Л.Эгдишман (все — Кишинев).
ЦСКА: Астаповский, Уткин (Поликарпов, 12), Шестернев (к), Бабенко, Плахетко, Голованов, Долгов, Копейкин (Дорофеев, 75), Оглоблин, Кузнецов, Дударенко.
«Динамо»: Урушадзе (Степания, 68), Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), Мчедлишвили (Каркашадзе, 65), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия.
Голы:
1:0 Дударенко — 14
2:0 Копейкин — 40
3:0 Поликарпов — 51
4:0 Оглоблин — 66
5:0 Оглоблин — 86
6:0 Поликарпов — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 августа 1971 года:

ГРОЗЕН ЧЕМПИОН…
ЦСКА — «Динамо» (Тбилиси). 6:0 (2:0).
Москва. Центральный стадион «Динамо». 20 000 зрителей. 2 августа. Ясно. 24 градуса,
Судьи Ю. Пономарев, В. Ми-ланко, Л. Эдишман (все — Кишинев).
ЦСКА: Астаповский, Уткин (Поликарпов, 12), Шестернев, Бабенко, Плахетко, Голованов, Долгов, Копейкин (Дорофеев, 6), Оглоблин, Кузнецов, Дударенко.
«Динамо»: Урушадзе (Степания, 68), Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава, Мчедлишвили (Каркашадзе, 65), Петриашвили, Гавашепи, Мачаидзе, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия.
Голы: Дударенко (14), КОПЕЙКИН (40), Поликарпов (51, 87), Оглоблин (66, 86).
Дублеры — 4:1. Голы: у ЦСКА — Жигунов (3). И. Дударенко: у тбилисцев — Каркашадзе.
До перерыва на поле доминировали армейцы. Они с первых же минут повели атаки на ворота гостей, которые практически не прекращались до конца тайма. Даже вынужденная перестройка в состава (место травмированного Уткина занял Голованов, а вышедший Поликарпов заиграл, как обычно, в средней линии) не повлияла на характер их действий.
Наглядным подтверждением игрового преимущества (чемпионов в первом тайме могут служить не только два забитых мяча, но и большое количество голевых моментов у ворот гостей.
На 14-й минуте Голованов сильно бьет метров с 30 Урушадзе принимает мяч, но одержать в руках его не может, и набегающий Дударенко открывает счет — 1:0.
На сороковой минуте снова подключается в атаку Голованов. Следует прострел вдоль ворот, и после серии промахов и рикошетов Копейкин посылает мяч в ближний угол. 2:0.
А в перерыве между этими голами не раз могли добиться успеха Кузнецов, Поликарпов, Оглоблин. Особенно выгодная ситуация для взятия ворот представилась Плахетко, но мяч, посланный головой в пустые ворота, угодил в штангу.
Что касается динамовцев, то неуверенная игра Урушадзе и грубые промахи защитных линий, видимо, в какой-то степени повлияли на нападающих южан. Пожалуй, только сильный удар Мачаидзе мог достичь цели, но Астаповский перевел его на угловой. В начале второго тайма динамовцы попытались активизировать игру.
Рвутся вперед братья Нодия, Кипиани, остро действует Мачаидзе. В один из моментов Плахетко удачно страхует своего вратаря Астаповского. выбив мяч из пустых ворот.
Армейцы, однако, сумели отразить этот непродолжительный натиск и вновь устремились вперед. Поликарпов, получив мяч вблизи штрафной площади сильнейшим ударом в «девятку» доводит счет до 3:0.
Казалось, можно было бы москвичам сбавить темп, однако они продолжали держать в напряжении защиту тбилисцев. Используя очередную ошибку Урушадзе, Оглоблин проводит четвертый мяч.
Еще два гола были забиты в последней пятиминутке встречи. Сначала Оглоблин принял передачу Голованова с правого края, и довел счет до 5:0. а через минуту Поликарпов забивает шестой гол.
В. ЗАМОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 августа 1971 года:

გულშემატკივრები პასუხს მოითხოვენ.
მოსკოვი. “დინამოს” სტადიონი. 2 აგვისტო.
ცსკა — “დინამო” (თბილისი) — 6:0 (2:0).
ცსკა: ასტაპოვსკი, უტკინი (პოლიკარპოვი), შესტერნიოვი, ბაბენკო, პლახეტკო, გოლოვანოვი, დოლგოვი, კოპეიკინი (დოროფეევი), ოგლობლინი, კუზნეცოვი, დუდარენკო.
“დინამო”: ურუშაძე (სტეფანია), ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხურცილავა, მჭედლიშვილი (ქარქაშაძე), პეტრიაშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მსაჯი: ი. პონომარიოვი (კიშინიოვი).
დუბლიორები — 4:1 ცსკა-ს სასარგებლოდ.
3 აგვისტოს დილით “ლელოს” რედაქცია მოსკოვში დაუკავშირდა თავის კორესპონდენტს ცსკა-სა და თბილისის “დინამოს” მატჩის სარეცენზიო წერილის თაობაზე. მოსკოველმა კოლეგამ დელიკატურად გვიპასუხა, რომ ვინაიდან თამაშის ორივე ნახევარი ტრანსლირებული იყო ტელევიზიით და ფეხბურთის მოყვარულებმა თავად ნახეს იგი, გადმოგვცემს მხოლოდ მატჩის ტექნიკურ ანგარიშს: შემადგენლობებს, მსაჯს, დუბლიორთა შედეგს და “დინამოს” კარში გატანილ ბურთებს.
ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა დუდარენკომ. მეორე ბურთი გაიტანა კოპეიკინმა, მესამე — პოლიკარპოვმა, მეოთხე და მეხუთე — ოგლობლინმა, მეექვსე — პოლიკარპოვმა.
0:6! დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა თბილისის “დინამოს” ისტორიაში. დიდი ხანია ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით, სამარცხვინოდ არ დამარცხებულა გუნდი, დიდი ხანია ასე სირცხვილნაჭამი არ წასულან მინდვრიდან ჩვენი ფეხბურთელები.
მართლაც, ძნელია რაიმე ანალიზის კუთხით მიუდგე ამ მატჩს, ეძიო წაგების მიზეზები, ჰპოვო შეცდომათა სათავე, ვინაიდან შეცდომა იყო მთელი შეხვედრა.
გამართლება არა აქვს არც ერთ დინამოელს იმ 13-დან, რომლებიც ამ დღეს გამოდიოდნენ ცსკა-ს წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს იოტისოდენა წვლილი არ გაუღია საიმისოდ, რომ არა თუ შეეტრიალებინა მატჩის ბედი, არამედ თუნდაც იმისთვის ებრძოლა, რომ ანგარიში შეწყვეტილიყო 3:0-ზე ან 4:0-ზე. თამაშის დამთავრებას 3 წუთი აკლდა და სრულიად დემორალიზებული, დაბნეული და უსუსური დინამოელები უმწეოდ, როგორც ახალბედები, უცქერდნენ, თუ როგორ დანავარდობდნენ მათს შორის მოსკოველები და დაუბრკოლებლად, სულ იოლად გაჰქონდათ მორიგი — მეხუთე და მეექვსე გოლები.
რომელ თბილისელ ფეხბურთელზე შეიძლება თუნდაც უმცირესი დათმობის გაკეთება, რომ შეეცადა, თავი არ დაზოგა, წინააღმდეგობის გაწევას ეცადა, რათა გუნდი კატასტროფისგან ეხსნა. ურუშაძეზე ხომ არა, რომელიც ისე გამოიყურებოდა “დინამოს” კარში, თითქოს პირველად ჩაიცვა მეკარის ხელთათმანები და წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავს ბურთის დაჭერა?! ან, იქნებ, მცველებზე, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში გულმოდგინედ კითხულობდნენ ცსკა-ს თავდამსხმელების მაისურებზე დაწერილ ციფრებს?!
შეიძლება ნახევარმცველებმა გამოიჩინეს თავი იმით, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბურთის გაუთავებელ, ჯიუტ ტარებაში და მოპირდაპირე გუნდის მოთამაშეთა ბურთით მომარაგებაში?
იქნებ თავდამსხმელებმა შეალიეს თავიანთი ძალ-ღონე მეტოქის კარის იერიშებს, მაგრამ ბედმა არ გაუმართლათ?
რად უნდა ღრმა ანალიზი იმას, რასაც მინდორზე ვხედავდით? მოსკოველთა რიგებში ჯერ ნახევარმცველად, მერე კი მცველად თამაშობდა ახალგაზრდა ფეხბურთელი გოლოვანოვი. გოლოვანოვი პელე რომ არ გახლავთ, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იგი ამ დღეს ორმაგი პელეს რისხვად მოევლინა თბილისის “დინამოს”.
გოლოვანოვი მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი იყო არა მარტო თავის უბანზე, არამედ მთელს მინდორზე: თავისუფლად ღებულობდა ბურთს, ასრულებდა რეიდებს, ურტყამდა კარში, აწვდიდა საჯარიმო მოედანზე და ასეთი გადაცემებით არმიელებმა 3 ბურთი გაიტანეს.
აბა, თუ სცადა რომელიმე დინამოელმა ხელი შეეშალა გოლოვანოვისთვის, თუ ვინმემ იკისრა ცკსა-ს ამ მოთამაშის “მოთოკვა”? საამისო სურვილი არავის მოსვლია და გოლოვანოვმაც ისე ითარეშა დინამოელთა რიგებში, როგორც მოეპრიანებოდა, სანამ პარტნიორებთან ერთად სასტიკად არ დასაჯა თბილისელები სრული ინერტულობის, უნებისყოფობისა და უპასუხისმგებლობისთვის.
განა ვინმეს მოუვა აზრად, რომ თბილისის ”დინამოს” ეს მარცხი შემთხვევითობად ჩათვალოს? მაშ რა იყო “არარატთან” წაგებული თამაში, დამარცხება “ფახთაქორთან”, “შახტიორთან”, მოსკოვის “დინამოსთან”?…
ფეხბურთი თამაშია და თამაშში ძლიერი უგებს სუსტს. ამის გამო სუსტი ჯერ არავის გაულანძღავს, მაგრამ როცა ერთი გუნდის ყველა მოთამაშე დგას, აბსოლუტურად უმოქმედობს, ფეხის განძრევაც ეზარება და თავისი უუნარობით შეურაცხყოფს იმ ბრწყინვალე სახელს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში აქვს მოპოვებული თბილისის “დინამოს”, აქ კი საყვედურის უფლება აქვს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სპორტის, ქართული ფეხბურთის სახელოვანი ისტორია.
რედაქციაში მრავლად შემოდის ფეხბურთის მოყვარულთა წერილები, რომელთა ავტორები სამართლიანად საყვედურობენ თბილისის “დინამოს” მოთამაშეებს ასეთ უპასუხისმგებლობას და დაბალ სპორტულ დონეს წლევანდელ სეზონში.
მოვიყვანთ სტრიქონებს რამდენიმე მათგანიდან.
გ. ჯაბუა, სოციალისტური შრომის გმირი, მახარაძის რაიონი, ლაითურის მეურნეობა.
“ჩვენ გვიყვარს შრომა და ამავე დროს სიამოვნებით შევცქერით ტელევიზორს, განსაკუთრებით, როცა ფეხბურთის გადაცემაა. მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ტელევიზორთან მთელ სიცოცხლეს ვკარგავთ. თბილისის “დინამოს” უღიმღამო, უინიციატივო, დუნე თამაშს წონასწორობიდან გამოვყავართ”.
ო. ვაჩიბერიძე. ქუთაისი.
“წლეულს დიდ იმედს ვამყარებდით თბილისის “დინამოს” კარგ შედეგებზე, მაგრამ ვაი ამ შედეგებს. საკუთარ მინდორზეც დავიწყეთ წაგება. ნუთუ ახლანდელი შემადგენლობის რამდენიმე წევრმა უნდა წყალში ჩაყაროს ის, რაც მოუპოვებიათ შავგულიძეს, პაიჭაძეს, ღოღობერიძეს, მარღანიას, ელოშვილს, მესხს და სხვებს?”
ვ. აბრამიშვილი. საჩხერის რაიონი. სოფ. სარეკი.
“თუ შეიძლება, გაგვაგებინეთ, რა ხდება თბილისის “დინამოში”? რატომ დუმან ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, რატომ არ იბეჭდება წერილები გუნდის წარუმატებლობათა შესახებ?”
ნ. სეფიაშვილი. გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი..
“მოგვშხამა დინამოელების თამაშმა. პირდაპირ გვრცხვენია მათ მაგივრად. მთავარი ისაა, რომ ისინი არ ცდილობენ, არ თამაშობენ მონდომებულად, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა”.
პ. მინდილაია. გეგეჭკორის რაიონი, სოფ. მუხურჩი.
“ნუთუ ამაზე მეტი ვაჟკაცობა და სპორტული თავმოყვარეობა არა აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს? თბილისის “დინამოს” კარი ღიაა ყველა მოწინააღმდეგისთვის, უამრავ შეცდომას უშვებენ მცველები, ნახევარმცველები, სულ დაკარგეს აგრესიულობა თავდამსხმელებმა. როდემდე გაგრძელდება ასე?”
ა. მოქერია. თბილისი.
ასეთ უღიმღამო, უსიცოცხლო თამაშით დინამოელები არცხვენენ არა მარტო თავიანთ თავს, არამედ ღალატობენ იმ ნაქებ წინამორბედთ, რომლებმაც ქართული ფეხბურთი შექმნეს. ზოგადი აღნიშვნები საქმეს არ შველის, საჭიროა მკაცრი ღონისძიებანი, ვინაიდან დამარცხება არ არსებობს კონკრეტულ დამნაშავეთა გარეშე”.
ი. აფხაზავა, გ. ჩანგაშვილი, ბ. გერგედავა, ბ. ჯაჯანიძე, ჭ. ჯანელიძე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკები.
თბილისი.
“ქართველ ერს მუდამ ჰქონდა თავისი გუნდის მომავლის იმედი. ჰქონდა იმიტომ, რომ ბურთის ფლობის ვირტუოზობასთან ერთად ჩვენს ფეხბურთელებს გააჩნდათ სპორტული ჟინი, გამძლეობა, გამარჯვებისადმი სწრაფვა. დღეს კი ქართული ფეხბურთის ეს ძვირფასი თვისებები ერთბაშად ჩაქრა. დაგვრჩნენ უსუსურები.
ჩვენს ხალხს სურს იხილოს ჩემპიონი, თასის მფლობელი და სხვა წარმატებების მქონე გუნდი. ჩვენ გვჭირდება სპორტული ჟინის მქონე დიდოსტატი მოთამაშეები, რომლებიც ქართული ფეხბურთის შესანიშნავ ტრადიციას გააგრძელებენ და უფრო მაღლა აიყვანენ მას”.
ა. წურწუმია, შ. ჯანჯღავა, გ. კუნჭულია, შ. მიქაბერიძე, ჯ. სურმანიძე, შ. კაზარიანი, შ. კოხრეიძე, ი. ვასაძე. მოხუცი პენსიონერები. ბათუმი.
“ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცდით თბილისის “დინამოს” ყოველ მარცხს.
ერთხანს იმედი გვქონდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდა და საქმეც კარგად წავიდა, მაგრამ ასე არ გამოდგა.
როდემდის უნდა ვიყოთ ასეთ დღეში”?
ა. ჯაყელი. მეტალურგიული ქარხანა. რუსთავი.
“მე მიყვარს თბილისის “დინამო”. მისი თამაშის სანახავად საავადმყოფოდანაც კი გავპარულვარ.
რას წარმოადგენს ახლა ჩვენი გუნდი, რა მიზეზებითაა შესული პირველხარისხოვანი კოლექტივი ასეთ დაქვეითებამდე? ვისაც არ ძალუძს ზიდოს ის ტვირთი, რომელიც დაკისრებული აქვს რესპუბლიკის საუკეთესო გუნდს, ნუ აფუჭებს საქმეს”.
აი, ასეთი წერილები მოდის რედაქციაში, ფოსტა ძალიან დიდია, მაგრამ ერთი მათგანი იპყრობს საგანგებო ყურადღებას. წერილს ხელს აწერს თბილისელი ინჟინრების ჯგუფი:
“სეზონის დასაწყისში თბილისის “დინამოს” ახალი ხელმძღვანელობა პრესაში შეგვპირდა, რომ მოაწყობდა ფეხბურთელთა შეხვედრებს სპორტის მოყვარულებთან, ფართო საზოგადოებრიობასთან. რატომ არ სრულდება ეს დაპირება”?
მართლაც, რატომ არ სრულდება? ხალხს სურს ღია, გულახდილი საუბარი გაუმართოს ფეხბურთელებს, გაარკვიოს მარცხი მიზეზები.
ხალხს აქვს ამის უფლება!