«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 01.
8 апреля 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 38000 зрителей.
Судьи: В.Толчинский (Алма-Ата), Ю.Григорьев (Баку), Я.Балыкин (Днепропетровск).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), Петриашвили, М.Мачаидзе, Кутивадзе, Асатиани, Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия.
«Торпедо»: Банников, Янец, Пахомов, Краснов, Чумаков, Шустиков (к), Юрин, Паис (Ленев, 76), Шалимов (Филиппов, 80), Гершкович, Фетисов.
Гол:
1:0 Гавашели — 40

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 апреля 1971 года:

С КУБКОВЫМ ПРИЦЕЛОМ.
«Динамо» (Тбилиси) —«Торпедо» (Москва). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 38 000 зрителей.
8 апреля. Моросящий дождь. 7 градусов.
Судьи В. Толчинский (Алма-Ата). Ю. Григорьев (Баку). Я. Балыкин (Днепропетровск).
«Динамо»: Урушадзе Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава, Петриашвили, Мачаидзе, Кутивадзе, Асатиани, Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Торпедо»: Банников, Янец, Пахомов, Краснов, Чумаков, Шустиков, Юрин, Паис (Ленев, 76), Шалимов (Филиппов. 80), Гершкович, Фетисов.
Гол: Гавашели (40).
Дублеры — 0:2. Голы: Дегтярев, Ситников.
Тбилисцы и торпедовцы, как известно, должны встретиться между собой в четвертьфинале Кубка СССР. Так что в рецензируемом матче соперники примеривались друг к другу и с кубковых позиций.
По правде говоря, в ранних кубковых встречах динамовцы не произвели большого впечатления. Слишком много было несогласованности в действиях футболистов и технического брака. На сей раз игру тбилисцев выгодно отличала слаженность. В первом тайме события разворачивались в основном на половине москвичей. И если следует за что упрекнуть хозяев поля, так это за неиспользованные голевые ситуации. Дважды Г. Нодия не попал в пустые ворота.
Без завершения оставались и проходы по флангам, которые предпринимали не только форварды, но и крайние защитники. И все же один из прорывов Л. Нодия оказался результативным: на его прострельную передачу Гавашели успел на долю секунды раньше Банникова…
Торпедовцы, атаковавшие в первом тайме лишь эпизодически, после перерыва заиграли активнее и интереснее. Но если действия Гершковича и Фетисова представляли опасность, то их партнер по нападению Паис явно выпадал из ансамбля.
Г. АКОПОВ. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 апреля 1971 года:

ტრადიციის ძალა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი; 8 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) — “ტორპედო” (მოსკოვი) — 1:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხურცილავა, მაჩაიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ტორპედო”: ბანიკოვი, იანეცი, პახომოვი, კრასნოვი, ჩუმაკოვი, შუსტიკოვი, იურინი, პაისი (ლენიოვი), შალიჩევი (ფილიპოვი), გერშკოვიჩი, ფეტისოვი.
მსაჯი: ე. ტოლჩინსკი (ალმა-ათა).
ფეხბურთის სტატისტიკოსებმა მიაგნეს იმ საინტერესო ციფრს, რომელიც, ეტყობა, ტრადიციადაა ქცეული: შინ თბილისის “დინამოს” დამარცხება ძნელზე ძნელი საქმე ყოფილა. შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ გაუთავებლად იმაზე იყო ლაპარაკი, რომ თბილისელებმა თუ რამე დაკარგეს, ეს მეტოქეთა მინდვრების ბრალი იყო მხოლოდ, მასპინძელთა როლში კი “დინამო” უძლეველიაო.
ესეც არაფერი, შარშანდელი ამბავი რაა, როცა თბილისის “დინამოს”, თურმე, 3 წელია შინ არ წაუგია არც ერთი თამაში. რაღა თქმა უნდა, ეს უკვე ტრადიციაა.
ტრადიცია არ დარღვეულა 8 აპრილსაც: თბილისელებმა პირველი 2 ქულა ჩაიწერეს გათამაშების ცხრილში. მაგრამ არის კიდევ ერთი საფეხბურთო “მინი-ტრადიცია”, რომელიც მხოლოდ ორი გუნდის — თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” უშუალო ურთიერთობას განსაზღვრავს. მატჩები მათ შორის მუდამ უკიდურესად დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში მიმდინარეობს და ფეხბურთის მოყვარულის ნამდვილ სიხარულს იწვევს, სულ ერთია, მოსკოვის სტადიონზე იქნება ეს, თუ თბილისისაზე. არც ეს ტრადიცია დარღვეულა 8 აპრილს, მატჩი საუკეთესო იყო.
დაიწყო იგი იმით, რომ თბილისელებმა, მიუხედავად მათს რიგებში მომხდარი გარკვეული ცვლილებებისა, თავიდანვე ააწყვეს თამაში, პირველივე წუთებიდან შეძლეს თავს მოეხვიათ მეტოქისთვის თავიანთი ტემპი, თავიანთი ტაქტიკა და 45 წუთის მანძილზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხელიდან არ გაუშვიათ ინიციატივა. პირველი შეტევა წამოიწყო კუტივაძემ, შემდეგ ლ. და გ. ნოდიების მიერ გათამაშებული ბურთი ძლივს აიღო ბანიკოვმა, ამას მოჰყვა ძალიან საინტერესო მომენტი, როცა გ. ნოდიამ მინდვრის ცენტრში მიიღო შორიდან მოწოდებული ბურთი და მარტოდმარტო გავიდა მეკარესთან. ბანიკოვს სხვა გზა არა ჰქონდა — დატოვა ჯერ კარი, შემდეგ საჯარიმო მოედნის ფარგლებიც და ეს ორი უძველესი საფეხბურთო “მოსისხლე მტერი” — ცენტრალური თვდამსხმელი და მეკარე პირისპირ შერჩნენ ერთმანეთს შუა მინდორში.
გ. ნოდია სწორად მოიქცა: თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი თავის მეტოქეს, მაგრამ… ბურთი მიზანს ასცდა.
თბილისელებს დიდი ძალები ჰყავდათ შეტევაში და ტორპედოელები ამის გამო იძულებული იყვნენ წინა ხაზიდან ესესხათ მოთამაშეები მდგომარეობის სახსნელად.
“დინამოს” სამივე ნახევარმცველი უმთავრესად საიერიშო საქმეებით იყო დაკავებული.
განსაკუთრებით ძლიერად, თავისი საუკეთესო გამოსვლების დონეზე ითამაშა ასათიანმა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა გუნდის გამარჯვებისთვის. იგი არ ძუნწობდა გადაცემებისას, დროზე იხსნებოდა კომბინაციებში მონაწილეობისთვის და, ამას გარდა, ხშირად ძალზე სახიფათოდ ურტყამდა კარში. ცალკე გვინდა გამოვყოთ მაჩაიძეც. იგი ახალბედა არაა და საკმაოდ ხშირადაც უთამაშია ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ამ მატჩში მაჩაიძე მოგვევლინა, როგორც მაღალი კლასის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, აქტიური მებრძოლი დაცვაშიც, შეტევაშიც.
როცა ვლაპარაკობთ თბილისელთა სრულ უპირატესობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მათს საჯარიმო მოედანზე იდილია სუფევდა. ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი სრული დატვირთვით ებრძოდნენ ტორპედოელთა თავდამსხმელებს, მაგრამ ერთგვარად გამორთული იყო ამ ანსამბლიდან ძოძუაშვილი, რომელიც გაუმართლებელ რისკზე მიდიოდა ფეტისოვთან უშუალო შეტაკებისას. ლაპარაკია არა ძოძუაშვილის ინდივიდუალური ტექნიკის დონესა და ხარისხზე, რაშიც მას წუნი არა აქვს. ჩვენი მცველი ზოგჯერ ზედმეტად აზარტულად თამაშობს, არ ერიდება
გართულებებს და ამის გამო მდგომარეობა “დინამოს” კარის წინ არაერთხელ გამწვავებულა.
აქტიურად მოქმედებდა შეტევაში დინამოს თავდასხმაც. ლ. ნოდია და გავაშელი ფლანგებიდან ხშირად არღვევდნენ მოპირდაპირე დაცვის რიგებს და ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს, გ. ნოდიას მისამართით კი ის უნდა ითქვას, რომ მის თამაშში ერთფეროვნება და შაბლონი სჭარბობს, რაც მეტოქეებს მასთან ბრძოლას უადვილებს.
მატჩის ბედი 39-ე წუთზე გადაწყდა. მინდვრის სიღრმეში გათამაშებული ბურთი მარცხენა ფლანგზე გადაეცა ლ. ნოდიას, მან სწრაფად უკან მოიტოვა იანეცი, მიაწოდა კართან და აქ წამით ყველას დაასწრო გავაშელმა — 1:0.
ძალზე გაუჭირდათ ამ ანგარიშის შენარჩუნება დინამოელებს მეორე ტაიმში. 30 წუთის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას მოსკოველები და ამ ხნის მანძილზე ურუშაძის კართან არაერთი უაღრესად სახიფათო მომენტი შეიქმნა. მას რამდენიმე ძნელი ბურთის აღება მოუხდა, ტორპედოელები სჯობდნენ მეტოქეს ყველა რგოლში, ბევრს მოძრაობდნენ, უტევდნენ და ეს პერიოდი ერთობ მძიმე იყო მასპინძელთათვის, რომლებსაც მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდათ “გადმოყოლილი” პირველი ტაიმიდან.
მაგრამ ამ “ეგზეკუციას” გუნდმა გაუძლო, შემდეგ ისევ ააწყო თამაში და ბოლო 15 წუთის მანძილზე კვლავ დაეუფლა მინდორს. მატჩის დასასრული, ეს 15 წუთი, მთლიანად თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მათ ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, ბანიკოვს რამდენიმე ძნელი ბურთი რომ არ აეღო.
ამრიგად, ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოგებულია. თბილისის “დინამო” ამ მატჩში გაცილებით ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე თასის თამაშებში “კრილია სოვეტოვთან” და “არარატთან”. ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გუნდი მზადაა და ფორმაში შედის. უახლოესმა მატჩებმა უნდა გაამართლოს ჩვენი იმედები.
ბ. ქორქია.