«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 0:1 (0:1)
Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 02.
12 апреля 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 16 градусов. 40000 зрителей.
Судьи: В.Алов, Г.Мильх, Н.Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Мачаидзе, Кутивадзе, Асатиани, Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия.
ЦСКА: Шмуц, Истомин, Шестернев (к), Капличный, Плахетко, Уткин, Кузнецов, Копейкин, Федотов, Поликарпов, Дорофеев.
Гол:
0:1 Дорофеев — 42
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 14 апреля 1971 года:
СПУСТЯ ТРИ ГОДА.
«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА. 0:1 (0:1).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 40 000 зрителей.
12 апреля. Ясно. 16 градусов.
Судьи В. Алов, Г. Мильх, Н. Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава, Петриашвили, Мачаидзе, Кутивадзе, Асатиани, Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия.
ЦСКА: Шмуц, Истомин, Шестернев, Капличный, Плахетко, Уткин, Кузнецов, Копейкин, Федотов, Поликарпов, Дорофеев.
Гол: Дорофеев (42).
Дублеры — 0:1. Гол: Белкин.
Три года назад —10 апреля 1968 года — динамовцы уступили в Тбилиси столичному «Локомотиву — 0:1. С того дня они не проигрывали на своем поле. 49 матчей — и ни одного поражения! (Статистики сумеют, вероятно, ответить, не является ли эта серия тбилисцев рекордной для чемпионатов). И вот позавчера другая московская команда — ЦСКА прервала беспроигрышную серию тбилисцев.
Выступления чемпиона страны всегда приковывают внимание. За нынешним чемпионом мы следим особенно пристально. Это и понятно: большинство его игроков составляют костяк нашей сборной, которая готовится к чемпионату Европы. Если с этих позиций оценивать игру ЦСКА, то она еще далека (даже по апрельским меркам) от совершенства.
А динамовцев лихорадит. После яркого поединка с торпедовцами команда не сумела еще раз провести игру с тем же настроением.
Матч, в котором оборона оказалась сильнее атаки (у гостей, во всяком случае), не мог быть щедрым на голевые ситуации, И все же хозяева поля имели все возможности открыть счет. На 11-й минуте мяч после прострельной передачи Л. Нодия, миновав многих, достиг находящегося у дальней штанги Гавашели. Удар был выполнен без промедления, но неточно. На 30-й минуте с того же левого фланга Кутивадзе низом (проигрывая в росте, динамовцы мало пользуются навесными передачами) пробил штрафной на Гиви Нодия, удар которого пришелся в угол почти под самую перекладину, но там оказался Плахетко и головой вынес мяч из ворот.
Две возможности не использовали и гости, причем оба раза мог отличиться Дорофеев. В первом случае (на 8-й минуте) он, получив передачу Федотова, промедлил, и Эбралидзе выбил мяч на угловой. На 17-й минуте Дорофеев, обыграв Дзодзуашвили, вышел к воротам в паре с Копейкиным против одного Хурцилавы. Москвич предпочел бить сам, но Урушадзе в броске отвел опасность.
Третья попытка оказалась для Дорофеева удачной. Армейцы получили право на свободный метров с 25 прямо против ворот. Мяч отброшен к Федотову. Последовал сильный удар в нижний угол. Урушадзе парировал мяч, но не смог удержать его. Дорофеев опережает защитников. Гол!
Второй тайм результата но изменил, хотя динамовцы минут двадцать яростно атаковали ворота ЦСКА. Отразив эти атаки, гости сбили темп игры и победили.
Г. АКОПОВ.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 апреля 1971 года:
45 წუთი არ ჰყოფნის…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) — ცსკა — 0:1 (0:1).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, მაჩაიძე, კუტივაძე, ასათიანი, გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
ცსკა: შმუცი, ისტომინი, შესტერნიოვი, პლახეტკო, კაპლიჩნი, უტკინი, კუზნეცოვი, კოპეიკინი, ფედოტოვი, პოლიკარპოვი, დოროფეევი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
რას უნდა მოელოდე ჩემპიონისგან, რომელმაც ძალიან უხეიროდ დაიწყო ახალი გათამაშება და სტარტზევე დაკარგა 3 ქულა 4-დან? ალბათ, გადამჭრელ ზომებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, თავგანწირულ შტურმს, ძალების უკიდურეს მობილიზებას, მაქსიმალურ ტემპს და ა.შ.
არაფერი მსგავსი. ცსკა-მ პირველი მატჩი წააგო ვოროშილოვგრადში, შემდეგ ქულა დაკარგა დონის როსტოვში და თბილისის “დინამოსთან” თამაში დაიწყო ისე, თითქოს ყველაფერი ეს ნორმალური, ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემპიონისთვის. გუნდი მატჩს შეუდგა გადაჭარბებული, მეტისმეტი სიფრთხილით. თითქმის 30 წუთმა განვლო ისე, რომ თამაშის გამწვავება არც ერთ მხარეს არ უცდია, ბურთი მინდვრის ცენტრში ტრიალებდა, გადაცემებს უმოწყალოდ კარგავდნენ არმიელებიც და განსაკუთრებით, თბილისელები. კარისკენ რამდენიმე დარტყმას შორიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა მიზანთან.
რატომ დაიწყეს ასე თამაში არმიელებმა? შეიძლება არ სურდათ მწვავე ბრძოლაში აეყოლიებინათ მეტოქე და მის მხრივ შეცდომის მოლოდინში იყვნენ.
მაგრამ თუ ეს არმიელთა გეგმა იყო, თბილისელთა მხრივ ყოვლად გაუმართლებელი გახლდათ ასეთი დუნე, უტემპო, “გაყინული” თამაში დასაწყისში. მრავალი წლის გამოცდილება ცხადად მეტყველებს, რომ, როცა დინამოელები პირველივე წუთებიდან, პირველივე სასტვენიდან მაქსიმალური ტემპით, სწრაფად, მთელი მონდომებით ებმებიან ბრძოლაში, მუდამ მაღალ დონეზე, საუკეთესოდ თამაშობენ. და, პირიქით, თუ დებიუტი სუსტად, მოუნდომებლად, უტემპოდაა გათამაშებული, მატჩი არ გამოდის.
ასე იყო ახლაც. 30 წუთმა ისე განვლო, შმუცს სანერვიულო მაინცდამაინც არაფერი ჰქონდა. “დინამოს” ნახევარმცველები სადღაც შორს, შუა მინდორში აწვალებდნენ ბურთს, აგვიანებდნენ გადაცემას და შემდეგ, როგორც წესი, მოწინააღმდეგეს უგზავნიდნენ მას. თავდამსხმელები არ იხსნებოდნენ ბურთის მისაღებად, ვერ გადაჰყავდათ შეტევა კარის სიახლოვეს. ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა 30-ე წუთზე, როცა მარჯვენა ფლანგიდან გათამაშდა საჯარიმო დარტყმა, გ. ნოდიამ ახლოდან დაარტყა კარში და პლახეტკომ ნაღდ გოლს გადაარჩინა თავისი გუნდი.
შემდეგ თამაში ისევ ჩაქრა, სანამ 41-ე წუთი დადგებოდა. ძნელია თქმა იმისა, კოპეიკინის გარღვევის დროს დინამოელებმა წესი დაარღვიეს თუ არა, მაგრამ ალოვმა ეს ასე მიიჩნია, დანიშნა საჯარიმო კარიდან ოციოდე მეტრის დაშორებით და არმიელებმა დარტყმა ფედოტოვს მიანდეს. გამოცდილმა ფეხბურთელმა კარგად დაარტყა, უდიდესი სიძლიერით გაგზავნილი ბურთი გაძვრა მცველთა კედელში და ურუშაძემ ძლივს უკუაგდო იგი.
ამ სახიფათო სიტუაციაში არმიელებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე დინამოელებმა.
ყველაზე ახლოს ურუშაძესთან ძოძუაშვილი იდგა, მაგრამ მან ვერ მოასწრო დაზღვევა და საშუალება მისცა დოროფეევს შეესრულებინა გადამწყვეტი დარტყმა, ვიდრე ურუშაძე შეძლებდა ბურთის დაუფლებას. 1:0.
წინ კიდევ მთელი ტაიმი იყო და თამაშის ეს მეორე ნახევარი თბილისელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. 45 წუთიდან მათ სრულ გამგებლობაში ჰქონდათ დაახლოებით 35. ცსკა-ს კართან აუწერელი ამბები ტრიალებდა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ 45 წუთი არ ჰყოფნის ხოლმე ერთი შეცდომის გამოსწორებას.
დინამოელები უტევდნენ, ცსკა-ს კარი ბეწვზე ეკიდა, გოლი ზოგჯერ გარდაუვალი ჩანდა, სტუმრების საჯარიმო მოედანთან იკრიბებოდა ორივე გუნდის თითქმის ყველა მოთამაშე, საპასუხო გოლის გატანა კი არ მოხერხდა. არმიელთა განთქმულმა დაცვამ გაუძლო ამ ძლიერ შეტევას და ანგარიში შეინარჩუნა.
დამარცხება მუდამ საწყენია, ეს კი — განსაკუთრებით. დინამოელებს პირველ ტაიმშიც რომ ისეთივე მონდომებით, აგრესიით და ტემპით ეთამაშათ, როგორც შესვენების შემდეგ, ჩემპიონი თბილისში წაგებას ალბათ ვერ გადაურჩებოდა.
რ. ქორიძე.