«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 0:0

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 12.
3 июня 1969 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно. 28 градусов. 35000 зрителей.
Судьи: В.Самолазов, В.Мочалин, В.Искра (все — Ростов-на-Дону).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Кутивадзе (Дзодзуашвили, 62), Илиади, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия (Л.Нодия, 72), Гавашели.
«Кайрат»: Бубенец, Дышленко, Ищенко, Федотов, Асылбаев, Долматов, Квочкин, Жуйков, Абгольц, Глеб (Мусин, 57), Тягусов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 июня 1969 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив». 35 000 зрителей. 3 июня. Ясно. 23 градуса.
Судьи С. Самолазов, В. Мочалин и С. Искра (все — Ростов-на-Дону).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Кутивадзе (Дзодзуашвили, 62), Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия (Л. Нодия, 72), Гавашели.
«Кайрат»: Бубенец, Дышленко, Ищенко, Федотов, Асылбаев, Долматов, Квочкин, Жуйков, Абгольц, Глеб (Мухин, 57), Тягусов.
Дублеры — 1:0. Гол: Мжаванадзе.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 июня 1969 года:

ხელმოცარული ბომბარდირები.
თბილისი. «ლოკომოტივის” სტადიონი. 3 ივნისი.
«დინამო” (თბილისი) — «კაირატი” (ალმა-ატა) — 0:0.
«დინამო” ურუშაძე, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, კუტივაძე (ძოძუაშვილი), ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), გავაშელი.
«კაირატი” ბუბენეც,ი დიშლენკო იშჩენკო ფედოტოვი, აისლბაევი, დოლმატოვი, კვოჩკინი, ჟუიკოვი, აბგოლცი, გლები (მუსინი), ტიაგუსოვი.
მსაჯი: ვ. სამოლაზოვი (დონის როსტოვი).
დუბლიორები — 1:0 «დინამოსა” სასარგებლოდ.
ფეხბურთში არსებობს ერთი ასეთი დაუწერელი კანონი: თუ გუნდს პირველ წუთებზე მიეცა ბურთის გატანის რეალური შანსი და ვერ გამოიყენა იგი, მას. იმ მატჩში გაუჭირდება ვინ იცის, ვინ შეამჩნია პირველად ეს — მოცლილმა მაყურებელმა თუ «ცრუმორწმუნე” მწვრთნელმა, მაგრამ ის კი მართლა სანიშნოა, რომ დასაწყისში დაკარგული ნაღდი გოლი ხშირ შემთხვევაში მთელ. თამაშს ”მისდევს” ხოლმე.
აბგოლცმა მე წუთზე აჩუქა ბურთი გ. ნოდიას აჩუქა სრულიად მოულოდნელად და ისეთ ვითარებაში, როცა მას საამისოდ არავინ აიძულებდა. თითქმის მინდვრის ცენტრიდან — თავისი საჯარიმო მოედისკენ.
ნოდიამ მიიღო ბურთი, თავისუფლად შევიდა სტუმრების კარის სიახლოვეს, ვინაიდან მცველები შორს იყვნენ და.. გოლის გატანის ნაცვლად უკანვე დაუბრუნა «კაირატს” ეს საჩუქარი: მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ხელებში მისცა. მას ბურთი.
დაიკარგა ეს მომენტი და დაიწყო დინამოელთა წამებაც. «კაირატის” დაცვა თითქოს არ წარმოადგენდა პრობლემას თბილისელთა თავდასხმისთვის. საქმე გვქონდა არა მაღალი კლასის მცველებთან და კარგად ორგანიზებულ «ბეტონთან”. არა, კაირატელები თამაშობდნენ ძველთაძველი, უბრალო, პრიმიტიული წესით; მოიგერიე ბურთი როგორც შეგიძლია, მისამართით თუ უმისამართოდ, აუტში თუ მინდორზე, წესების დარღვევით თუ მის ფარგლებში, როგორც შეგიძლია გაიყვანე დრო.
და აი, ამ «პირველყოფილ” ტაქტიკას ვერაფერი მოუხერხეს დინამოელებმა: განთქმული ბომბარდირები ზედმეტდ ჩქარობდნე” ფუსფუსებდნენ, ნერვიულობდნენ, სისტემატურად კარგავდნენ ბურთს ან ისე ურტყამდნენ კარში, რომ მინდვრის გარეთ მყოფ ბიჭებს კისრისტეხით რბენა უხდებოდათ მის უკან მოსატანად.
«კაირატს” ოდნავადაც არ აწუხებდა ის, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებდა თბილისელ მაყურებელზე და რა ესთეტიკურ სიამოვნებას მოჰგვრიდა მას. გუნდი პრაქტიკული ამოცანის შესრულებით იყო დაკავებული: ქულა, მხოლოდ. ქულა. ალმა-ატელებმა ეს ქულა აიღეს და, ამდენად, თავიანთი ამოცანაც შეასრულეს. თბილისელებმა კი, პირიქით, ვერც ხეირიანად ითამაშეს და ვერც იმ ქულას «მოუარეს”, რომელიც შესაძლოა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ოქროს ქულად იქცეს.
V დინამოელებმა სრულ უპირატესობას მიაღწიეს მეორე ტაიმში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მინდორზე გამოვიდნენ ძოძუაშვილი და ლ. ნოდია. ვინ მოთვლის, რამდენი ხელსაყრელი მომენტი დაკარგა გუნდმა, ძელს მოახვედრეს ბურთი ხურცილავამ და გავაშელმა, საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მეტრეველი, ასათიანი, ილიადი, «კაირატის” კარი ზოგჯერ ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ის ”ბეწვი” აქ იქნა და არ გაწყდა. ბომბარდირები ხელმოცარულები ბრუნდებოდნენ უკან ყოველი უნაყოფო შეტევის შემდეგ. ამას დაერთო შეცდომები მასპინძელთა
დაცვაში, რის შედეგადაც საერთოდ შეიძლებოდა მატჩის წაგება. მაგალითად, 57-ე წუთზე ტიაგუსოვმა ზუსტი გადაცემით გაიყვანა აბგოლცი კარის წინ ისე, რომ მის პირისპირ მხოლოდ ურუშაძე იყო დარჩენილი. აბგოლცს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, გოლსაც გაიტანდა.
ასეა თუ ისე, «დინამომ” მატჩი ვერ მოიგო. ამაში დამნაშავე, პირველ ყოვლისა, თვით გუნდია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ვ. სამოლაზოვის უპრინციპო მსაჯობაც. იგი საშუალებას აძლევდა «კაირატს!, დრო გაეყვანა ყოველგვარი საშუალებით, სიმულაციითაც. თუ მან მინდვრის მოთამაშეებს ვერაფერი მოუხერხა, გარკვეული სანქციები უნდა მიეღო მეკარე ბუბენეცის მიმართ, რომელიც პირველი იყო დროის გაჭიანურებაში. მეკარეთა შესახებ სპეციალური მითითება აქვს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, მაგრამ არბიტრს ეს პუნქტი მხედველობიდან გამორჩა.
რ. ქორიძე.