«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 7:2 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 7:2 (2:0)

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 37.
12 ноября 1968 года. 15-30. Тбилиси. Стадион «Динамо». 18 градусов. 30000 зрителей.
Судьи: А.Табаков, И.Адамович, Л.Акселевич (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе (Гогия, 82), Петриашвили, Кантеладзе, Хурцилава, Чохонелидзе, Асатиани, Илиади (Кутивадзе, 65), Г.Сичинава, Гавашели, Г.Нодия, Месхи.
«Крылья Советов»: Агуреев, Бобылев, Сахаров, Майоров, Вальков, Мартынов, Петров, Корсунов (Чуваев, 46), Казаков (к), Краковецкий, Аряпов.
Голы:
1:0 Гавашели — 02
2:0 Г.Нодия — 14
3:0 Гавашели — 47
4:0 Гавашели — 53
5:0 Асатиани — 54
6:0 Гавашели — 51
6:1 Аряпов — 62
7:1 Гавашели — 71
7:2 Казаков — 88 (пен.)

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 ноября 1968 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев). 7:2 (2:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 12 ноября. 18 градусов.
Судьи А. Табаков, И. Адамович, Л. Акселевич (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе (Гогия, 82), Петриашвили, Кантеладзе, Хурцилава, Чохонелидзе, Асатиани, Илиади (Кутивадзе, 65), Сичинава, Гавашели, Г. Нодия, Месхи.
«Крылья Советов»: Агуреев, Бобылев, Сахаров, Майоров, Вальков, Мартынов, Петров, Корсунов (Чувалов, 46), Казаков, Краковецкий, Аряпов.
Голы: Гавашели (2, 47, 53, 41, 71), Нодия (14), Асатиани (54), Аряпов (62), Казаков (с пенальти — 88).
Дублеры — 5:0. Голы: Кутивадзе, Кикава (2), Л. Нодия, Волков (в свои ворота).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 ноября 1968 года:

გავაშელი იმეორებს რეკორდს.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 12 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) 7:2 (2:0).
“დინამო”: ურუშაძე (გოგია), პეტრიაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭოხონელიძე, ასათიანი, ილიადი (კუტივაძე), სიჭინავა, გავაშელი, გ. ნოდია, მესხი.
“კრილია სოვეტოვი”: აგურეევი, ბობილევი, სახაროვი, მაიოროვი, ვალკოვი, მარტინოვი, პეტროვი, კორსუნოვი (ჩუვალოვი), კაზაკოვი, კრაკოვეცკი, არიაპოვი.
მსაჯი ა. ტაბაკოვი (მოსკოვი).
კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი: — ეს სწორედ ის გუნდია, რომელთანაც სატურნირო ცხრილში საუკეთესო მდგომარეობაში მყოფმა თბილისის “დინამომ” მარცხი განიცადა და ამ წაგებას ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობა მოჰყვა.
თბილისელ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ეს მატჩი. მაგრამ მას შემდეგ ვერც კუიბიშეველთა საქმე წავიდა კარგად და 12 ნოემბერს ეს გუნდი ერთ-ერთი აუტსაიდერის როლში წარმოგვიდგა ჩვენს სტადიონზე.
“კრილია სოვეტოვი” მუდამ განთქმული იყო თავისი მაღალი ბრძოლისუნარიანობით, შეუპოვარი დაცვითა და უკანა ხაზების სტაბილური თამაშით. ესაა ამ გუნდის სპეციფიკა, მაგრამ ამ დღეს კუიბიშეველთა გუნდში დაცვის ორგანიზებული თამაშის ნასახიც კი არ ჩანდა. მცველთა განლაგებას სტუმრების საჯარიმო მოედანზე ერთობ ბუტაფორიული ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ტრიბუნებიდან ვერ გავარკვიეთ, ვინ ვის იჭერდა, ვინ ვისზე იყო მიჩნეული პერსონალურად, ან რა პრინციპით მოქმედებდნენ კუიბიშეველთა მცველები ზონაში, თუმცა, ეტყობა, ხეირიანად ვერც “კრილია სოვეტოვის” მცველებიც იყვნენ ამაში გარკვეული, ვინაიდან მათს თამაშში არ ჩანდა ურთიერთმოქმედებისა და დაზღვევის რაიმე გონივრული ნიშანწყალი. საკმარისი იყო მესხს მარცხენა ფლანგზე წამოეწყო იერიში და მოპირდაპირე მცველებს პირდაპირ თავგზა ებნეოდათ.
წინა მატჩებთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა ნოდიამ, რომელიც ამ დღეს კვლავ აგრესიულ, მოწინააღმდეგის კარზე გამიზნულ ფორვარდად მოგვევლინა. კარგად მონაწილეობდნენ იერიშებში დინამოელთა ნახევარმცველები, ხოლო ხურცილავას შორეული დარტყმებიდან მეკარე აგურეევს და მის უახლოეს პარტნიორებს მოსვენება არ ჰქონდათ მთელი მატჩის მსვლელობაში.
რა თქმა უნდა ცალკე უნდა გამოიყოს ჩვენი გუნდის ცენტრფორვარდი გავაშელი. მის მიერ გატანილი პირველი, მეორე, მით უმეტეს, მესამე გოლის შემდეგ კუიბიშეველებს საგანგებო ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მასზე, ვინაიდან გავაშელი გოლების წყურვილით იყო გამსჭვალული, მაგრამ ვერც ერთმა მცველმა ვერ შეძლო ორიენტაცია აეღო გავაშელის მანევრებისთვის და ეს უკანასკნელიც ყოველთვის იქ იყო, სადაც წამით რჩებოდა დაუცველი ადგილი და “უპატრონოდ” დატოვებული ბურთი. გარდა იმისა, რომ 5 გატანილი გოლით გავაშელი პირველ სნაიპერთა რიგში ჩადგა, მან გაიმეორა საკავშირო ჩემპიონატების რეკორდი, რომელიც ეკუთვნის თბილისელ დათუნაშვილსა და… (ამ ფეხბურთელის გვარს ვერ ვასახელებთ იმ მიზეზით, რომ მისი ვინაობა უნდა ამოიცნონ “ლელოს” უნივერსიტეტის” კონკურსის მონაწილეებმა).
9 გოლი ერთ თამაშში! ეს საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ ვილაპარაკოთ თითოეულ მათგანზე (მაგრამ თუ სტუმრების კარი გადარჩა მინიმუმ კიდევ 3-4 გოლს, თბილისელთა მცველებზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მათ შეეძლოთ არ გაეკეთებინათ თუნდაც პენალტი), ამიტომ აღვწერთ მხოლოდ გატანილი ბურთების “ქრონოლოგიურ” თანმიმდევრობას: მე-4 წუთი — გავაშელი, მე-14 წუთი — ნოდია, 47-ე წუთი — გავაშელი, 54-ე წუთი — ასათიანი, მე-60 წუთი — გავაშელი, 62-ე წუთი — არიაპოვი, 71-ე წუთი — გავაშელი, 86-ე წუთი — გავაშელი და 88-ე წუთი — კაზაკოვი (პენალტი).
რ. ქორიძე.