«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 3:2 (1:0)
Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 33.
18 октября 1968 года. 16-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 20 градусов. 35000 зрителей.
Судьи: И.Лукьянов, М.Рафалов, В.Денисов (все — Москва).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади (Асатиани, 55), Г.Сичинава, Метревели (к), Гавашели, Месхи.
«Динамо» Мн.: Глухотко, Кузнецов, Зарембо, Сахаров, Савостиков (к), Арзамасцев, Толейко, Адамов (Коберский, 46), Мустыгин, Малофеев, Васильев.
Голы:
1:0 Г.Сичинава — 38
2:0 Гавашели — 67
2:1 Мустыгин — 70
2:2 Васильев — 79
3:2 Гавашели — 89
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 20 октября 1968 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск). 3:2 (1:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 18 октября. Ясно. 20 градусов. 35 000 зрителей.
Судьи И. Лукьянов, М. Рафалов и В. Денисов (все— Москва).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади (Асатиани, 55), Сичинава, Метревели, Гавашели, Месхи.
«Динамо» (Минск): Глухотко, Кузнецов, Зарембо, Сахаров, Савостиков, Арзамасцев, Толейко, Адамов (Коберский, 46), Мустыгин, Малофеев, Васильев.
Голы: Сичинава (38), Гавашели (67, 89), Мустыгин (70), Васильев (79).
Дублеры — 1:2. Голы: тбилисец Г. Нодия, минчане Воронин, Шаронов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 октября 1968 года:
მიუხედავად გამარჯვებისა…
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 18 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მინსკი) 3:2 (1:0).
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი (ასათიანი), სიჭინავა, მეტრეველი, გავაშელი, მესხი.
მინსკი: გლუხოტკო, კუზნეცოვი, ზარემბო, სახაროვი, სავოსტიკოვი, არზამასცევი, ტოლეიკო, ადამოვი (კაბერსკი), მუსტიგინი, მალოფეევი, ვასილიევი.
მსაჯი ი. ლუკიანოვი (მოსკოვი).
მინსკელ ფეხბურთელებს თბილისის “დინამოზე” საგრძნობლად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, თუმცა მეტად პრინციპული მატჩი ამ ორ გუნდს შორის მოიგეს თბილისელებმა. ჩვენ გვაინტერესებდა რა ძალებით იბრძვის მინსკელთა კოლექტივი? რა შესაძლებლობანი გააჩნია, რა მოთამაშეები ჰყავს, რომ ასეთ მაღალ შედეგებს აღწევს ბოლო წლების მანძილზე?
პირდაპირ უნდა ითქვას, ვერაფერი განსაკუთრებული მინსკელთა გუნდში ვერ ვნახეთ. ყოველ შემთხვევაში, თამაში მიმდინარეობდა ისე, რომ მასპინძლებს იოლად უნდა დაემარცხებინათ თავიანთი კონკურენტი და საერთო სიძლიერითაც მასზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. თითქმის არც ერთი ინდივიდუალური მონაცემების მქონე, მაღალი კლასის ფეხბურთელი მინსკის “დინამოში” ვერ ვნახეთ. შედარებით გამოირჩეოდა ცენტრალურ თავდამსხმელთა დუეტი მუსტიგინი — მალოფეევი და მარცხენა მცველი სავოსტიკოვი.
მაშ, რის ხარჯზე აღწევენ ასეთ წარმატებებს მინსკელები? რა თქმა უნდა, უმთავრესად ძალთა უკიდურესი მობილიზების, ენთუზიაზმისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე. მინსკელმა ფეხბურთელებმა არ იციან რა არის დაღლა, რა არის ძალების დაზოგვა და, ამას გარდა, მაქსიმალურად იყენებენ მოწინააღმდეგის კარის აღების თუნდაც სრულიად უმნიშვნელო შესაძლებლობებს და ეს დიდი მონდომებაც სათანადოდ დაფასებულია.
სწორედ ეს თვისებები აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს. გუნდმა, რომლის შემადგენლობაში არიან ისეთი ექსტრა-კლასის ფეხბურთელები, როგორც მეტრეველი, მესხი, ხურცილავა, სიჭინავა და სხვები, სრული უპირატესობით ჩაატარა ორივე ტაიმი, გოლის გატანის უამრავი ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და თუმცა მეორე ტაიმში წინ იყო ანგარიშით 2:0, სათუოდ გაიხადა გამარჯვების საკითხი. სწორედ ამ დროს იყო საჭირო დარწმუნებული, დამაჯერებელი თამაში, ზუსტი ურთიერთმოქმედება რგოლებსა და ცალკეულ მოთამაშეებს შორის.
თბილისელთა რიგები კი აირია. განსაკუთრებით ცუდად ითამაშეს მცველებმა, ხოლო მეკარე ურუშაძე ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა იდგა: ორივე გაშვებული გოლი მისი შეცდომების შედეგია.
თბილისელები დიდხანს უტევდნენ დასაწყისიდანვე. იერიშს ფლანგებიდან ტონს აძლევდნენ მესხი და მეტრეველი, მაგრამ მათი საუკეთესო გადაცემები უნაყოფოდ იკარგებოდა შეტევის ცენტრში. ბოლოს 37-ე წუთზე კომბინაცია სიჭინავა-გავაშელი-სიჭინავა დამთავრდა ამ უკანასკნელის სწრაფი გასვლით საგოლე პოზიციაში და გატანილი გოლით — 1:0.
67-ე წუთზე მესხმა თავისი მორიგი რეიდი დაამთავრა გადაცემით მინდვრის შუაში. აქ ბურთი მიიღო სიჭინავამ, გააგრძელა კომბინაცია გავაშელისკენ, რომელიც თითქმის მოწინააღმდეგის კარის ხაზზე იმყოფებოდა. გავაშელს გოლის გატანა არ გასჭირვებია — 2:0.
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო: თბილისელებს სრული სათამაშო უპირატესობა გააჩნდათ, აქტივში ჰქონდათ 2 გოლი, ხოლო მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა აი, აქ იჩინა თავი მასპინძელთა საერთო მოდუნებამ, შეცდომებმა.
მინსკელები სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ იერიშებს, საჭირო იყო ორგანიზებული, მოფიქრებული კონტრზომების მიღება. ნაცვლად ამისა, მასპინძლები სულ უფრო თმობდნენ პოზიციებს და 70-ე წუთზე მუსტიგინს საშუალება მიეცა გაექვითა პირველი გოლი. ბურთი ფორვარდმა ასე გაიტანა: მისი დარტყმა მოხვდა ძელს, შემდეგ კარიდან წინ გამოსულ ურუშაძეს და რიკოშეტით გავიდა კარში.
განვლო რამდენიმე წუთმა და თბილისელებს კიდევ მოუხდათ თამაშის დაწყება ცენტრიდან. სავოსტიკოვმა შორი მანძილიდან ჩააწოდა ბურთი კარის მახლობლად.
რასაკვირველია, ურუშაძე ვალდებული იყო გამოსულიყო წინ და აეღო ბურთი. ეს მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ მეკარე რატომღაც არ გაინძრა და მხოლოდ მოწმედ დაესწრო შემდეგ სურათს: მინსკელთა მარცხენა გარემარბი ვასილიევი ყველაზე მაღლა ახტა და თავით გაგზავნა ბურთი ბადეში — 2:2.
დარჩენილ მცირე დროში თბილისელები განუწყვეტლივ უტევდნენ და გოლიც როგორც იქნა, გავიდა. მესხის ძლიერ დარტყმას გავაშელმა მოუსწრო კარის წინ და გაიტანა გადამწყვეტი ბურთი — 3:2. იოლი გამარჯვების ნაცვლად, თბილისის “დინამოს” 2 ქულა მხოლოდ რთული ბრძოლის შემდეგ ხვდა წილად.
რ. ქორიძე.