«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 32.
11 октября 1968 года. 19-00. Москва. Стадион «Динамо». Пасмурно, 2 градуса. 35000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: Г.Багдасаров, В.Вышинский, Э.Бакунович (все — Ташкент).
«Динамо» М.: Балясников, Штапов, Рябов, Зыков, Маслов, Аничкин (к), Смирнов, Семин, Козлов, Еврюжихин, Ларин.
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Кантеладзе, Метревели (к), Кутивадзе, Гавашели.
Гол:
1:0 Маслов — 77

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 октября 1968 года:

Неожиданно, но заслуженно.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (0:0).
Москва. Стадион «Динамо». 11 октября. Облачно. 2 градуса. 25 000 зрителей.
Судьи Г. Багдасаров, В. Вышинский, В. Бакунович (все — Ташкент).
«Динамо» (Москва): Балясников, Штапов, Рябов, Зыков, Маслов, Аничкин, Смирнов, Семин, Козлов, Еврюжихин, Ларин.
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Кантеладзе, Метревели, Кутивадзе, Гавашели.
Гол: Маслов (77).
Дублеры — 1:1. Голы: Котов — у москвичей; Л. Нодия — у тбилисцев.
Уже первые пять минут полностью прояснили замыслы соперников. Тбилисцы, имея впереди двух «чистых» нападающих — Метревели и Гавашели — отрядили им на помощь Хурцилаву. Москвичи приставили к нему Аничкина. Однако наступательная мощь хозяев от этого не ослабла: Аничкин умело подключался к атакам, да и никем не прикрытый Зыков часто появлялся у штрафной площади тбилисцев. Он и нанес первый удар по воротам гостей, но Урушадзе поймал мяч в самом углу.
Москвичи также держали впереди двух нападающих — Ларина и Козлова, однако Еврюжихин, как правило, занимавший позиции в глубине поля, быстро врывался в оборонные порядки соперников, стоило только хозяевам перейти в наступление.
Соперники хоть применили в принципе одинаковую систему построения, пошли разными путями, выбирая методы и способы ведения игры, развития атаки. Хозяева бросали вперед все силы, оставляя в тылу лишь тех, кто должен был обеспечить безопасность подступов к воротам.
У ворот обоих соперников довольно часто в первом тайме повторялась одна и та же ситуация, когда атакующая сторона наваливалась на обороняющихся, запирала их в штрафной площади. Создавалось впечатление, что начинал работать мощный пресс, с каждой секундой наращивавший давление. Однако материал оказывался уплотненным до такой степени, что дальше сжиматься уже не мог. И тогда в самом прессе образовывались, если можно так выразиться, свищи. Через них вырывались на оперативный простор обороняющиеся, начиная контратаку. Во время этих контратак и создавались выгодные для взятия ворот моменты.
И все же у москвичей моментов было значительно больше, чем у соперников. Защита гостей не могла разобраться в особенностях игры нападающих хозяев поля. Всему виной был Семин. На первый взгляд, он занимал непонятною позицию — глубоко на правом фланге у центральной линии. Когда атаковали тбилисцы, он отходил на защиту своих ворот. Когда мячом овладевали москвичи, он не спешил вперед, и Цховребов не знал, что делать: приблизиться к Семину — значит оголить фланг, остаться на своем место — москвич окажется свободным. Цховребов нервничал. Его настроение передалось партнерам, в действиях защиты исчезла четкость. Таким образом, на стороне хозяев поля оказалось, не только тактическое, но и психологическое преимущество.
Если в первом тайме москвичи атаковали в одном, пусть и в высоком темпе, то после перерыва они стали разнообразить метод ведения игры: то взвинчивали темп, то замедляли, взрывные рывки чередовались с замедленным розыгрышем мяча. Это окончательно расшатало оборону тбилисцев, и только великолепная игра Урушадзе долго не позволяла москвичам открыть счет.
И все же на 61-й минуте у ворот тбилисцев создалась ситуация, которая обязана была закончиться голом. Семин оказался один против ворот на линии вратарской площадки. Он спокойно остановил мяч, примирился и пробил. Но на удар уже ринулся Урушадзе. Мяч зацепился за него, подлетел вверх и ушел за ворота.
Развязка наступила неожиданно, но москвичи заслужили победу. Во время одной из атак тбилисских ворот мяч был отбит на Маслова, находившегося метрах в 30 от цели. Маслов прицелился и нанес удар. Мяч опустился в самую «девятку».
А. Леонтьев, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 октября 1968 года:

თბილისის “დინამო” და ორი ფორვარდი?!
მოსკოვი. “დინამოს” სტადიონი. 11 ოქტომბერი.
“დინამო” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი) 1:0 (0:0).
მოსკოვი: ბალიასნიკოვი, შტაპოვი, რიაბოვი, ზიკოვი, მასლოვი, ანიჩკინი, სმირნოვი, სიომინი, კოზლოვი, ევრიუჟიხინი, ლარინი.
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი, კანთელაძე, მეტრეველი, კუტივაძე, გავაშელი.
მსაჯი გ. ბაღდასაროვი (ტაშკენტი).
დუბლიორები — 1:1.
ტრადიციულ მეტოქეთა ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩის ანალიზის დაწყებამდე მინდა დარწმუნებით, დაჯერებით ვთქვა: გაიმარჯვა იმან, ვინც მეტი იშრომა.
რა თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ ვუშვებ იმ აზრს, რომ თბილისელებმა გულგრილად ან პასიურად, მოუნდომებლად ითამაშეს და მატჩს ზერელედ მოეკიდნენ. არა, უბრალოდ, მოსკოველებმა მეტი იშრომეს, მეტი ოფლი დაღვარეს და ამის საფასურად გაიმარჯვეს კიდეც.
მატჩის ორივე ნახევრის ტრანსლაცია წარმოებდა ცენტრალური ტელევიზიის მიერ და თამაშის ცალკეული მომენტების აღწერა, ვფიქრობ, არცაა საჭირო.
ფეხბურთის მოყვარულებმა ნახეს ყველაფერი, რაც მინდორზე ხდებოდა. მე მინდა ვილაპარაკო მხოლოდ იმ ტაქტიკურ გეგმებზე, რომლებიც გამოიყენა ორივე გუნდმა ამ პრინციპულ მატჩში.
მოსკოველებს წინა ხაზზე 3 “ასპროცენტიანი” ფორვარდი ჰყავდათ: კოზლოვი, ევრიუჟიხინი და ლარინი. მათივე რიგებში მოქმედებდა მეოთხე თავდამსხმელი — სიომინი. ამ რაზმს იერიშისას სისტემატურად ერთვოდნენ მასლოვი და ზიკოვი.
თანამედროვე ფეხბურთის პირობებში ესაა ნამდვილი, ტიპიური შემტევი თამაში.
ამაზე მეტ ძალას თავდასხმისთვის ახლა არ იყენებს არც ერთი გუნდი, ამიტომ ცხადია: მოსკოველებმა თამაში დაგეგმეს საიერიშოდ, მოსაგებად.
თბილისელთა რიგები ამ დღეს ერთობ გადასხვაფერებულად წარმოგვიდგა და ვერ ავიღებ ჩემს თავზე გაბედულებას ვთქვა, რომ ეს ვარიანტი გამარჯვების რწმენით იყო ნაკარნახევი. თავად წარმოიდგინეთ: უშუალოდ შეტევის ბირთვს ქმნიდა მხოლოდ 2 ფორვარდი — მეტრეველი და გავაშელი. დანარჩენები, რომლებსაც აგრეთვე უნდა შეესრულებინათ საიერიშო ფუნქციები (ხურცილავა, კუტივაძე, ილიადი) მინდვრის შაუგულში თამაშობდნენ და მოპირდაპირე კარისთვის ხიფათი უნდა შეექმნათ მხოლოდ და მხოლოდ კონტრშეტევის საშუალებით.
აი, ასეთი იყო მეტოქეთა ძალების დისლოკაცია ამ დიდი ბრძოლისას და ჩვენ, ტრიბუნაზე მსხდომნი, ერთმანეთს ვეკითხებოდით: რა, თბილისის “დინამოა” ის გუნდი, რომელიც სულ 2 ფორვარდით თამაშობს?
ასეთი სიღარიბე თავდასხმაში არაა თბილისის “დინამოს” სპეციფიკა, მისი სტიქია. თუ კიევის “დინამო” ასე თამაშობს, მას აქვს კიდეც საამისო უფლება, ვინაიდან ეს ტაქტიკა გუნდს წლობით აქვს დამუშავებული და სულ სხვაგვარად იყენებს მას. თბილისელთათვის კი ერთ მატჩში ასეთ რადიკალურ გადაადგილებათა მოხდენა, თუნდაც მაშინ, როცა გუნდში გყავს ხურცილავა, წარმატებას ვერ მოგიტანს.
ასეც მოხდა. მატჩი ძალიან დაძაბული, საინტერესო და ტემპიანი იყო, მაყურებლებს მან დიდი ესთეტიკური სიამოვნება მოუტანა, მაგრამ მდგომარეობის ბატონ-პატრონნი, რასაკვირველია, მოსკოველები იყვნენ. გაიხსენეთ რამდენი სახიფათო მომენტი შეიქმნა სტუმრების კართან და რამდენი — მასპინძლებთან?
გაიხსენეთ, რა დატვირთვა გადაიტანა ურუშაძემ და რამდენით ნაკლები — ბალიასნიკოვმა?
მოსკოველთა ყოველი შეტევა გაცილებით უფრო ხანგრძლივი და საფუძვლიანი იყო, ვიდრე თბილისელებისა, კარში დასარტყმელი მომენტები მასპინძლებს ჰქონდათ ახლოდანაც და შორიდანაც, 4-5 ფეხბურთელი მუდამ მონაწილეობდა ამ ოპერაციებში, სტუმრები კი შორიდან აწოდებდნენ მაღალ ბურთებს გავაშელს, რომელიც მარტოდმარტო იყო “ჩაფლული” კარის წინ 2-3 ახოვანი აგებულების მოწინააღმდეგე მცველს შორის. რა შეეძლო მას, როგორ ებრძოლა? შეტევის მარცხენა ფლანგი თბილისელებს საერთოდ არ ჰქონდათ.
ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა აქ უნდა ვეძიოთ სტუმრების მარცხის უმთავრესი მიზეზი, თუმცა ადვილი შესაძლებელი იყო მატჩი ფრედაც დამთავრებულიყო (ან ურუშაძე არ გაუშვებდა მასლოვის მიერ შორიდან დარტყმულ ბურთს, ან ხურცილავას შესანიშნავი დარტყმა მიაღწევდა მიზანს თამაშის ბოლო წუთებზე).
ის მომენტი, რომელიც მასლოვმა 77-ე წუთზე გოლით დაამთავრა, ტიპიური იყო თბილისელთა მცველებისთვის. მათ 3-4-ჯერ მოიგერიეს ბურთი, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოიცილეს იგი სახიფათო ზონიდან. ღიად დარჩენილმა მასლოვმა შორიდან ზუსტად დაარტყა კარში და ურუშაძე ვერ მისწვდა მაღალ ბურთს.
მატჩის ხსნის ბოლო შანსი სტუმრებს მაინც ჰქონდათ. თამაში იწურებოდა, როცა მარჯვენა ფრთაზე გასულმა ხურცილავამ საშინელი ძალით დაარტყა და ბურთი ბადეს მოხვდა გარეთა მხრიდან.
ვ. პავლოვი
(ტელეფონით, ჩვენი კორ.).