«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 0:0

Чемпионат СССР 1966 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 18.
28 июля 1966 года. Тбилиси. Стадион «Динамо». 32 градуса. 20000 зрителей.
Судьи: П.Казаков, А.Евграфов (оба — Москва), Ю.Григорьев (Баку).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Челидзе, Рехвиашвили, Цховребов, Хартишвили, Илиади, Датунашвили, Майсурадзе (Хуцишвили, 66), Яманидзе (к), Месхи.
«Кайрат»: Лисицын, Мусин (Нечистик, 80), Ищенко, Федотов, Каминский, Фалин, Сегизбаев, Остроушко, Ворончихин, Рожков, Волох.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дела 3057, 3058)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Вечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 30 июля 1966 года:

«Динамо» — «Кайрат» 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо». 28 июля. 32 градуса. 20 000 зрителей.
Судья П. Казаков (Москва); судьи на линии Л. Евграфов (Москва) и Ю. Григорьев (Баку).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Челидзе, Рехвиашвили, Цховребов, Хартишвили, Илиади, Датунашвили, Майсурадзе (Хуцишвили — 66-я мин.), Яманидзе, Месхи.
«Кайрат»: Лисицын, Мухин (Нечистик — 80-я мин.), Ищенко, Федотов, Каминский, Фалин, Сегизбаев, Остроушко, Ворончихин, Рожков, Волох.
В первые за последние годы игра динамовцев Тбилиси на собственном стадионе не собрала полного форума зрителей. Почитатели команды таким образом выразили свое недовольство слабой игрой экс-чемпионов страны в первенстве и, в частности, их неудачными последними выступлениями. Вчера динамовцы тоже не блеснули высоким классом. Полтора тайма провели они на половине гостей, но так и не смогли реализовать своего перевеса. Из самых выгодных положений они били мимо ворот, и только мимо. Лишь однажды Лисицыну пришлось спасать ворота от сильного удара Рехвиашвили. К слову сказать, и на динамовской штрафной площадке была лишь одна острая ситуация, но удар Сегизбаева отразила штанга.
Г. Акопов.
Дублеры — 2:0 в пользу «Динамо».

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 июля 1966 года:

ცარიელი ადგილები ტრიბუნებზე.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 28 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “კაირატი” (ალმა-ათა) 0:0.
“დინამო”: ურუშაძე, პეტრიაშვილი, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ხართიშვილი, ილიადი, დათუნაშვილი, მაისურაძე (ხუციშვილი), იამანიძე, მესხი.
“კაირატი”: ლისიცინი, მუსინი (ნეჩისტიკი), იშჩენკო, ფედოტოვი, ფალინი, სეგიზბაევი, ოსტრიუშკო, ვორონჩიხინი, როჟკოვი, ვოლოხი.
მსაჯი პ. კაზაკოვი (მოსკოვი).
ცარიელი ადგილები თბილისის “დინამოს” სტადიონზე, როცა ჩვენს გუნდს საკავშირო ჩემპიონატის კალენდარული მატჩი აქვს? ვინ გაიხსენებს გულშემატკივრებიდან, როდის მოხდა ეს ამბავი უკანასკნელად?
28 ივლისს, “კაირატთან” მატჩში. მსაჯმა თამაშის დაწყების სასტვენი მისცა და სტადიონზე ჯერ კიდევ შემოდიოდნენ დაგვიანებულნი, რომლებმაც, ალბათ, ბოლო მომენტში გადაწყვიტეს მაინც მოსულიყვნენ თამაშზე და უშუალოდ დასწრებოდნენ დინამოელთა მატჩს. მიუხედავად ამისა, ტრიბუნებზე საკმარისზე მეტად იყო ცარიელი ადგილები, რომლებიც ნათლად გამოხატავდნენ ფეხბურთის მოყვარულთა პროტესტს თბილისის “დინამოს” ბოლო ხანების წარუმატებლობისა და ცუდი თამაშისადმი.
მაგრამ ცუდი თამაში ხომ თავისით არ მოდის? მას აქვს ლოგიკური მიზეზები. რაში მდგომარეობს ის?
თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენს გუნდს ახლა აკლია წამყვანი მოთამაშეები და ძირითად შემადგენლობაში ამჟამად მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ აჩვენებენ მომზადების სტაბილურ დონეს. ვილაპარაკოთ იმათზე, ვინც დღეს გამოდის მინდორზე.
მაყურებელი აშკარად შეამჩნევდა იმ დიდ განსხვავებას, რომელიც იგრძნობოდა “კაირატთან” ჩატარებული მატჩის პირველ და მეორე ტაიმებს შორის. თბილისელთა მიერ შესრულებული პირველი ტაიმი ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა დგას. არავითარი ტემპი, არავითარი მონდომება საიმისოდ, რომ ხელთ ეგდოთ ინიციატივა და ეგრძნობებინათ მოწინააღმდეგისთვის თავისი ძალა.
დინამოელთა თამაში უფრო ორმხრივ საწვრთნელ მეცადინეობას ჰგავდა, ვიდრე კალენდარულ მატჩს იმ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ბოლო ხანებში საკმაოდ სერიოზული წარმატებები აქვს მოპოვებული. ყველაფერი მიმდინარეობდა ისე, როგორც ეს “კაირატს” უნდოდა: თბილისელები სისტემატურად კარგავდნენ ბურთს, არ გამოდიოდნენ გადაცემაზე, ბურთის თვითეული მიღებისა და დამუშავებისას იკარგებოდა აუარებელი დრო (ამასობაში ალმაათელები დაცვის საქმეებს აწესრიგებდნენ), ხოლო ის დაბალი ტემპი, რომელიც მასპინძლებმა აირჩიეს, ფაქტიურად სტუმართა გეგმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. მატჩი ისე დამთავრდა, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ თუ რატომ ითამაშა ჭელიძემ განაპირა მცველის პოსტზე, ხოლო პეტრიაშვილმა — სტოპერად. “კაირატის” თავდასხმაში არ ჩანდა რამე საიმისო, რომ ასეთი გადაადგილების საჭიროება ყოფილიყო და გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჭელიძეს არა აქვს ის სისწრაფე, რომელიც განაპირა მცველს სჭირდება. თავდასხმაში სრული უმოქმედობა გამოამჟღავნეს დათუნაშვილმა და მაისურაძემ, ნახევარმცველები კარგავდნენ გადაცემათა უმეტესობას, ძალზე სუსტად იბრძოდნენ მაღალი ბურთებისთვის და კიდევ უფრო ანელებდნენ ისედაც დაბალ ტემპს. რაც შეეხება დაცვას, გასაკვირია, რომ აქ დაშვებული შეცდომების შედეგად (განსაკუთრებით — რეხვიაშვილისა და ჭელიძის მხრივ) ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს ვორონჩიხინმა, სეგიზბაევმა ან ფალინმა.
შედარებით უკეთესი იყო დინამოელთა მეორე ტაიმი. 45 წუთის განმავლობაში ბურთი თითქმის არ მოსცილებია “კაირატის” კარს. მესხი ზედიზედ არღვევდა მოწინააღმდეგის დაცვას, ამოქმედდნენ სხვა თავდამსხმელებიც, მაგრამ, ეტყობა, 45 წუთი ჩვენი გუნდისთვის არაა საკმარისი საიმისოდ, რომ მოუგოს “კაირატს”. Mმაქსიმალური სიძლიერით თამაში საჭიროა მთელი მატჩის განმავლობაში, მთელი 90 წუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. თბილისის “დინამომ” ეს ჭეშმარიტება რამდენიმეჯერ მწარედ გამოსცადა საკუთარ თავზე, მაგრამ დღემდე ვერ გამოიტანა შესაფერისი დასკვნა. კაირატელებმა გაუძლეს დინამოელთა შტურმს მეორე ტაიმში, მაგრამ თამაში რომ ასე წარმართულიყო თავიდანვე, თბილისელები აუცილებლად მოიპოვებდნენ საჭირო გამარჯვებას.
მატჩი “კაირატთან” თბილისის “დინამომ” ჩაატარა სუსტად და თავის ისედაც მოკრძალებულ ბალანსს შესძინა მხოლოდ 1 ქულა. ეს კი ძალზე ცოტაა როგორც ჩვენი გუნდის პრესტიჟისთვის, ისე მისი სატურნირო მდგომარეობისთვისაც.
ახლა მთელი იმედები დამყარებულია იმ წამყვან მოთამაშეებზე, რომლებიც სულ მალე უნდა დაბრუნდნენ მსოფლიო ჩემპიონატიდან. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ გამოასწორონ თბილისის “დინამოს” ჩავარდნა.
ვ. შავდია.
საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 29 июля 1966 года:

Такого давно не помнит тбилисский стадион «Динамо». Очередной календарный матч на первенство страны по футболу проходил при… полупустых трибунах. Кто в этом повинен? Конечно, футболисты тбилисского «Динамо», которые уже второй год подряд мало чем радуют своих болельщиков.
Вчерашний матч с алма-атинским «Кайратом» также прошел вяло, неинтересно, скучно. Если алма-атинцев вполне устраивала ничья (своей игрой они недвусмысленно заявляли об этом), то тбилисцам победа была бы весьма кстати. Но и они не проявили особого горения для достижения цели. Правда, у ворот «Кайрата» возникла пара-другая острых моментов, почти весь второй тайм хозяева провели на половине поля гостей, но логического завершения это преимущество так и не получило. Причем, вратарю гостей Лисицыну было не очень трудно — большинство мячей шло мимо ворот. В итоге — бесцветная, безрезультатная ничья.
Да, финиш первого круга тбилисские динамовцы провели откровенно слабо, взяв лишь одно очко из восьми возможных. Особенно тревожит то, что в последних четырех матчах наши форварды не забили ни одного мяча. Это уже попахивает катастрофой.