«Динамо» (Тбилиси) — «Нефтяник» (Баку) 2:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Нефтяник» (Баку) 2:0 (2:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 23.
3 сентября 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Облачно, 24 градуса. 40000 зрителей.
Судьи: С.Архипов, Н.Шишов, П.Босых (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Петриашвили, Датунашвили, Метревели, Калоев, Баркая (Яманидзе, 34), Месхи.
«Нефтяник»: Косенков, Ахундов, Семин, Брухтий, Джалилов, Трофимов, Туаев, Голодец, Кузнецов, Маркаров, Алескеров (Грязев, 46).
Голы:
1:0 Ахундов — 35 (автогол)
2:0 Метревели — 44 (пен.)
Удаления: Ахундов, Месхи (оба — 54, за драку).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 сентября 1963 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «НЕФТЯНИК» (БАКУ). 2:0 (2:0).
Голы: Ахундов (35 — в свои ворота), Метревели (44 — с 11-метрового).
Тбилиси. Стадион «Динамо». 3 сентября. Облачно. 24 градуса. 40 000 зрителей.
Судья С. Архипов; судьи на линии Н. Шишов и П. Босых (все — Москва).
«Динамо»: Котрикадзе, Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Петриашвили, Датунашвили, Метревели, Калоев, Баркая (Яманидзе — 34-я мин.), Месхи.
«Нефтяник»: Косенков, Ахундов, Семин, Брухтий, Джалилов, Трофимов, Туаев, Голодец, Кузнецов, Маркаров, Алескеров (Грязев — 46 я мин).
Дублеры — 2:1 в пользу «Нефтяника». Голы забили: у гостей — Таги-Заде — два, у хозяев — Майсурадзе.
Из четырех матчей круга бакинцы проиграли три. Вчерашнее поражение в Тбилиси в какой-то мере проливает свет на природу этих неудач. Команда, располагающая техничными и результативными нападающими, действует в атаке так, словно бы растеряла свое оружие. Защитники «Нефтяника» продемонстрировали вчера «оружие» иного рода — резкую, часто граничащую с грубостью игру. И поплатились за это — сначала 11-метровым, а затем (на 54-й мин.) удалением Ахундова. Правда, поле покинул и Месхи. Победители, у которых откровенно слабо сыграли полузащитники, тоже были далеко не на высоте. В итоге матч получился серым и неинтересным. Под стать ему оказалось слабое судейство С. Архипова.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 сентября 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ლიდერის კვალდაკვალ.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 3 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “ნეფტიანიკი” (ბაქო) 2:0.
“ნეფტიანიკი”: კოსენკოვი, ახუნდოვი, სიომინი, ჯალილოვი, ბრუხტი, ტროფიმოვი, ტუაევი, გოლოდეცი, კუზნეცოვი, მარქაროვი, ალესკეროვი (გრიაზევი).
“დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, პეტრიაშვილი, დათუნაშვილი, მეტრეველი, კალოევი, ბარქაია (იამანიძე), მესხი.
მსაჯი ს. არხიპოვი (მოსკოვი).
უხეშობა. ამ ბოლო ხანებში პრესაში სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენს საფეხბურთო მინდვრებზე ნამდვილ სპორტულ თამაშს ცვლის დაუფარავი, მოურიდებელი უხეშობა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელთა წინააღმდეგ მცველები ხშირად მიმართავენ არა მარტო აკრძალულ ილეთებს, არამედ ტლანქად არღვევენ ჭეშმარიტი სპორტული ეთიკის კანონებს და უხეშობას იყენებენ როგორც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ძირითად მეთოდს.
გუშინდელ მატჩში მსაჯი ს. არხიპოვი იძულებული იყო 53-ე წუთზე მინდვრიდან გაეძევებინა “ნეფტიანიკის” მარჯვენა მცველი ტ. ახუნდოვი და “დინამოს” მარცხენა გარემარბი მ. მესხი. რა თქმა უნდა, მესხს გასამართლებელი საბუთი არა აქვს. მან აშკარად მოარტყა ფეხი თავის მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს იყო აფექტში მყოფი სპორტსმენის თავშეუკავებელი საქციელი მეტოქის მიმართ, რომელიც სისტემატურად, როგორც წესი, მთელი თამაშის მსვლელობაში უხეშად ებრძოდა მას და ცდილობდა მწყობრიდან გამოეყვანა იგი. ფიზიკურად ძლიერი აგებულების ახუნდოვი თვითეული შეტაკების შემდეგ თითო წიხლს უტოვებდა მესხს “სამახსოვროდ” და მას ამაში არ ჩამორჩებოდნენ უახლოესი პარტნიორები — სიომინი და ჯალილოვი. რამდენადაც კორექტულად, სპორტული კეთისლინდისიერებით თამაშობდნენ ბაქოელთა თავდამხმელები, იმდენად ანტიპოდური იყო ზემოაღნიშნული ფეხბურთელების მოქმედება. შედეგი მეტად სავალალოა: ორი გაძევებული მოთამაშე.
“ნეფტიანიკმა” მატჩის დაწყებიდანვე მიზნად დაისახა მინდვრის შუაგულის დაპყრობა, რაც გამართლებული იყო ნახევარდაცვისა და უკან დაწეული კუზნეცოვის კარგი ურთიერთმოქმედებით. ტერიტორიულ უპირატესობას ბაქოელებმა მიაღწიეს კიდეც და ამ დიდნმიშვნელოვან ბრძოლაში ძალზე სუსტად გამოყურებოდა თბილისელთა ნახევარდაცვის ხაზი: დათუნაშვილი-პეტრიაშვილი. მართალია, პირველი ვრცელ ტერიტორიაზე თამაშობდა, მაგრამ უმიზნოდ ტოვებდა თავის ადგილს და საშუალებას აძლევდა მოწინააღმდეგეს შეუფერხებლად ეწარმოებინა კომბინაციები, ხოლო რაც შეეხება პეტრიაშვილს, მისი გადაცემები მოკლებულია ელემენტარულ, სრულიად მარტივ სიზუსტეს. საკმარისი იყო ბურთი მოხვედრილიყო მის ზონაში და იგი მაშინვე ბაქოელთა მისამართით იგზავნებოდა.
ასეთ პირობებში ბრძოლა გამარჯვებისათვის უაღრესად გაძნელდა. ხსნა მოვიდა მარჯვენა ფლანგიდან, სადაც მეტრეველი შესანიშნავად თამაშობდა და სრულ დაძაბულობაში ჰყავდა მოპირდაპირე დაცვა. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია აგრეთვე ზეინკლიშვილი, რომელმაც მთელი ძალით, მთელი აზარტით იბრძოლა თავისი გუნდის წარმატებისათვის.
ანგარიში გახსნილ იქნა 35-ე წუთზე. მეტრეველი სწრაფად გავიდა თავის ფრთაზე და გადასცა ბურთი კალოევს. ცენტრალურმა ფორვარდმა კომბინაცია გააგრძელა მარცხნივ, სადაც თავისუფალ პოზიციაში გავიდა მესხი. ძლიერად დარტყმული ბურთი მოხვდა ახუნდოვს, შეიცვალა მიმართულება და აღმოჩნდა კარში — 1:0.
43-ე წუთზე მესხმა და ზეინკლიშვილმა წამით შეიცვალეს ადგილები და მარცხენა ფლანგიდან გარღვევაზე გავიდა მცველი. მისი დაჭერა ხელით სცადა სიომინმა და ვერ შეძლო ეს, რის შემდეგ მან უკანასკნელი საშუალება გამოიყენა: ზეინკლიშვილი უხეშად იქნა საქცეული საჯარიმო მოედანზე. მეტრეველმა ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი საჯარიმო — 2:0.
ძალზე დაძაბული ხასიათი მიეცა ბრძოლას მეორე ტაიმში. ბაქოელები მთელი თავიანთი შესაძლებლობით იბრძოდნენ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ დინამოელთა დაცვა სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის “დინამო” ისევ კვალდაკვალ მიჰყვება ლიდერს — მოსკოვის “დინამოს”.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от сентября 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от сентября 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от сентября 1963 года: