«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 02.
5 апреля 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Ветрено, 13 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Н.Хлопотин (Москва), М.Амбарцумян, С.Серопян (оба — Ереван).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Баркая, Г.Сичинава, Месхи.
«Крылья Советов»: Коротких, Майоров, Сарычев, Чашин, Сахаров, Шеховцев, Осянин, Соловьёв, Б.Казаков, А.Казаков, Фёдоров.
Гол:
1:0 Петриашвили — 46

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 6 апреля 1963 года:

«ДИНАМО» ТБ — «КРЫЛЬЯ СОВЕТОВ». 1:0 (0:0).
Гол: Петриашвили (46)
Тбилиси. Стадион «Динамо». 5 апреля. 13 градусов. Ветренно. 40 000 зрителей.
Судья Н. Хлопотин (Москва); судьи на линии М. Амбарцумян и С. Серопян (оба — Ереван).
«Динамо» Тб: Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Баркая, Г. Сичинава, Месхи.
«Крылья Советов»: Коротких, Майоров, Сарычев, Чашин, Сахаров, Шеховцев, Осянин, Соловьев, Б. Казаков, А. Казаков, Федоров.
Дублеры — 1:0 в пользу динамовцев. Мяч забил Майсурадзе.
Хозяева поля весь первый и большую часть второго тайма имели заметный территориальный перевес. Однако лишь временами и не слишком часто удавалось создавать на штрафной площади гостей численный перевес. Волжане в этом состязании показали большую работоспособность. В нужный момент они оборонялись шестью-семью, а временами, и большим количеством игроков. Игровой и территориальный перевес динамовцев, пожалуй, достаточно ярко иллюстрируется количеством угловых ударов. Тбилисцы их подали 18, в шесть раз больше волжан.
В конце состязания защита «Динамо» допустила несколько грубых ошибок, но гости воспользоваться ими не смогли.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 апреля 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ვოლგელებმა დაკარგეს ქულები.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 5 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) — “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) 1:0 (0:0).
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, პეტრიაშვილი, მეტრეველი, ბარქაია, გ. სიჭინავა, მესხი.
“კრილია სოვეტოვი”: კოროტკიხი, მაიოროვი, სარიჩევი, ჩაშინი, სახაროვი, შეხოვცევი, ოსიანინი, სოლოვიოვი, ბ. კაზაკოვი, ა. კაზაკოვი, ფედოროვი.
მსაჯი ნ. ხლოპოტინი (მოსკოვი).
იყო დრო, და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც კუიბიშევის გუნდს სამართლიანად აკრიტიკებდნენ დაცვითი სტილის თამაშისათვის. “კრილია სოვეტოვისათვის” მაშინ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა საკუთარი კარის, საჯარიმო მოედნის უსაფრთხოება და ამ მიზნისათვის იგი არ ზოგავდა ძალებს, ენერგიას. გუნდი თავის ტაქტიკურ ჩანაფიქრს ხორცს ასხამდა ცალკეულ მოთამაშეთა მაღალი ფიზიკური მომზადების წყალობით. ეს თვისება გუნდს დღევანდლამდე შემორჩა. მაგრამ მან, როგორც ჩანს, გემო გაუგო კომბინაციურ, აგრესიულ თამაშსაც თავდასხმაში, რის გამოც საგრძნობლად შეიცვალა ვოლგელთა ტაქტიკური სახე, მათი საერთო დამოკიდებულება ფეხბურთისადმი. ერთი სიტყვით, დღევანდელი “კრილია სოვეტოვი” გუნდია, რომელსაც ყოველ წუთს შეუძლია უსიამოვნება მიაყენოს მოწინააღმდეგეს. ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა მისი გუშინდელი თამაშით.
თბილისის “დინამოსათვის” არ იყო უცხო მისი გუშინდელი მეტოქის თამაშის სტილი და მაინც მასპინძლები ერთხანს ვოლგელთა გავლენის ქვეშ მოექცნენ. დიდი ხანი დაჭირდა “დინამოს”, რათა შეძლებისდაგვარად გაეშალა სტუმრების დაცვა და თავისი ტექნიკური ფორვარდებისათვის შეექმნა ფართო სამოქმედო ასპარეზი.
დინამოელთა შეტევებში პირველი სიტყვა ნახევარდცვამ თქვა. ეს იყო შეხვედრის მეოცე წუთზე, როდესაც გ. სიჭინავამ აკრობატულ ნახტომში თავით გაგზავნა ბურთი კარისაკენ. პირველი საფრთხე დიდი გაჭირვებით მოიგერიეს მეკარემ და მცველმა. თანდათან ამოქმედდა “დინამოს” ყველა რგოლი, მაგრამ ცენტრალური ზონა ნაკლებად ამარაგებდა ბურთებით ფლანგებს, განსაკუთრებით კი მარჯვენა ფრთას. მთელი ძალების კონსოლიდაცია ცენტრალურ ზონაში უადვილებდა სტუმრების დაცვას თავისი ფუნქციების შესრულებას.
ნელ-ნელა, მაგრამ მეტად სახიფათოდ ჩაერთვნენ თამაშში მესხი და მეტრეველი. 29-ე წუთზე კი სტუმრების კართან შეიქმნა გოლის გატანის რეალური საფრთხე. მეტრეველი ჩვეული ოსტატობით გავიდა მარჯვენა ფრთაზე და ზუსტად ჩააწოდა ბურთი თავისუფლად მდგომ იამანიძეს. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ თბილისელმა ფორვარდმა პირდაპირ ხელებში მიაწოდა ბურთი დაბნეულ კოროტკიხს.
რამდენიმე წუთის შემდეგ იამანიძემ და მესხმა გაითამაშეს ოსტატური კომბინაცია, მაგრამ კუიბიშეველთა დაცვამ დიდი გაჭირვებით განმუხტა მომენტი. შეხვედრის პირველი ნახევარი დამთავრდა უშედეგოდ — 0:0.
შესვენების შემდეგ “დინამომ” ისეთი სიმძაფრით და მონდომებით შეუტია მოწინააღმდეგის კარს, თითქოს თამაშის დრო იწურებოდა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. “კრილია სოვეტოვი” ისეთი გუნდია, რომელიც ადვილად შეინარჩუნებს ანგარიშს დარჩენილ 20-25 წუთში. ამიტომ წარმატების მიღწევა “დინამომ” სწორედ დასაწყისშივე დაისახა მიზნად. 48-ე წუთზე მეტრეველმა
მარჯვენა ფრთიდან ჩამოაწოდა კუთხური. მაღალი ბურთის მისაღებად საჯარიმო მოედანზე გასაოცარი სისწრაფით შემოვარდა პეტრიაშვილი და კვალიფიცირებული მძლეოსნის ნახტომში, თავური დარტყმით ბურთი კუიბიშეველთა კარის ბადეში გაგზავნა. ასეთი სილამაზის და ასეთი მაღალი ოსტატობით გატანილი ბურთი (რა თქმა უნდა, თავური დარტყმით) თბილისელ მაყურებელს კარგა ხანია რაც არ უნახავს. დაიწყო სტუმრების კარის ხანგრძლივი და სახიფათო შტურმი. ორი წუთის მანძილზე დინამოელებმა კიდევ ხუთჯერ მიაწოდეს კუთხური. “კრილია სოვეტოვმა” ღრმა ზურგში გადაისროლა თითქმის ყველა მოთამაშე. მხოლოდ ყოველი შემთხვევისათვის იდგა ობლად მოედნის შუაგულში ა. კაზაკოვი. იშვიათად, რომ ასეთი გამუდმებული იერიშები არ დამთავრდეს შედეგით. მაგრამ ჩვენს სტუმრებს, როგორც ჩანს, ბედიც წყალობდა.
ბოლოს და ბოლოს კუიბიშევის გუნდმა დააღწია თავი ამ “ჯოჯოხეთურ” იერიშებს და მიიღო კონტრთამაშის შანსები. აი სწორედ ამ მომენტში ამოქმედდა ახლებურად მათი თავდასხმა. ახლა უკვე დინამოელთა კარი აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. თავდასხმით გართულ მასპინძლებს ერთხანს გაუჭირდათ დაცვის ორგანიზება, მაგრამ აქ თავი იჩინა თბილისელთა მეკარის მაღალმა ოსტატობამ, მოედანზე აღდგა წონასწორობა და მატჩიც ორივე გუნდის ფორვარდთა ეპიზოდური იერიშებით დამთავრდა.
თბილისის “დინამომ” ამ გამარჯვებით კიდევ ორი ქულა ჩაიწერა თავის საბრძოლო აქტივში. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩვენ სხვაც გვახარებს. თუ “დინამოს” გუნდი აქამდე მხოლოდ თამაშობდა, ახლა მან ბრძოლაც ისწავლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს წლევანდელ სეზონში არ უნდა ჰქონდეს ჩავარდნები ტექნიკურად უფრო სუსტ, მაგრამ ძალისმიერ და ბრძოლისუნარიან გუნდებთან.
აღნიშნული გუნდების სათადარიგო შემადგენლობათა შეხვედრაშიც გამარჯვება თბილისელებმა მოიპოვეს — 1:0.
ნ. გუგუშვილი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1963 года: