«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 17.
13 июля 1963 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 32 градуса. 40000 зрителей.
Судьи: В.Ходин, А.Горбылев (оба — Минск), С.Ключинский (Гомель).
«Динамо» Тб.: Котрикадзе, Б.Сичинава, Петриашвили, Мелашвили, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Датунашвили, Калоев (к), Месхи.
«Динамо» М.: Яшин, Кесарев, Рябов, Царев (к), Мудрик, Маслов, Аничкин (Бобков, 60), Численко, Вшивцев, Короленков, Фадеев.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 июля 1963 года:

Боевая ничья.
Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва). 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо». 13 июля. Солнечно. 32 градуса. 40 000 зрителей.
Судья В. Ходин (Минск); судьи линии А. Горбылев (Минск) и Ключинский (Гомель).
«Динамо» (Тбилиси): Котрикадзе, В. Сичинава, Петриашвили, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Датунашвили, Калоев, Мелашвили, Месхи.
«Динамо» (Москва): Яшин Кесарев, Рябов, Мудрик, Аничкин (Бобков — 46-я мин), Царев, Численко, Вшивцев, Маслов, Короленков, Фадеев.
У дублеров победили москвичи — 6:2. Голы забили: у гостей — Стадник — 3, Авруцкий — 2, Миронов; у хозяев поля Дзодзуашвили, Илиади (с 11-метрового.)
Встреча давних соперников имела принципиальное значение, продиктованное не только сегодняшним турнирным положением команд. Был и еще один немаловажный фактор: воспитанники заслуженного мастера спорта М. Якушина встречались с командой, в которой их тренер провел многие годы.
К решающему поединку с лидером тбилисцы готовились очень серьезно. Но осуществить всех своих планов М. Якушину, мне кажется, не удалось. В канун матча из строя выбыло два игрока основного состава.
Одного из них — Хурцилаву, получившего недавно травму в игре олимпийцев, тренер просто не рискнул поставить (к слову сказать, его неплохо заменил Петриашвили).
В отличие от многих бесцветных, да и к тому же безрезультатных ничьих матч одноклубников был полон и драматизма, и отличных ситуаций для взятия ворот.
Москвичи, вышедшие на поле в своем хорошо наигранном составе, придерживались схемы 1+4+3+1+3. В обороне они очень плотно стерегли каждого из подопечных. И Аничкин, и Маслов, и Короленков почти все время держались на своей половине поля. Но стоило гостям перехватить мяч, как одной длинной диагональной передачей начиналась контратака. Теперь наиболее опасен был, пожалуй, Вшивцев. Численко то и дело отходил по центру в глубину поля, освобождая фланг для партнеров из тыла. Но поддержка сзади не поспевала.
Мы часто говорим о превосходстве территориальном и игровом. Вчера тбилисцы держали в руках еще и другой перевес, — если можно так выразиться, в настроенности на выигрыш. Не только четверка нападающих, но и полузащитники, игравшие вплотную за форвардами, были все время нацелены на ворота.
Особенно активно действовали динамовцы Тбилиси во втором тайме. Правда, в самом начале грубая ошибка Сичинавы, плохо отыгравшего мяч вратарю, чуть не кончилась плачевно для хозяев поля: Вшивцев перехватил эту передачу, но не сумел попасть в ворота. На 60-й минуте вратарь москвичей хладнокровно взял сильный удар от Мелашвили. Секунд через 20 Месхи, оставшись один перед воротами, непростительно промазал. Наконец, на следующей минуте Яшин парировал неожиданный удар Датунашвили.
Натиск тбилисцев, длившийся минут пятнадцать, желаемого гол не принес. Лидер, сдержав атаки, уравнял игру я повел ее в спокойном, пожалуй, слишком спокойном темпе.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 июля 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

თავდასხმა კარგავს მომენტებს.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 13 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მოსკოვი) 0:0.
მოსკოვი: იაშინი, კესარევი, რიაბოვი, მუდრიკი, ანიჩკინი (ბობკოვი), ცარევი, ჩისლენკო, ვშივცევი, მასლოვი, კოროლენკოვი, ფადეევი.
თბილისი: კოტრიკაძე, სიჭინავა, პეტრიაშვილი, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მეტრეველი, დათუნაშვილი, კალოევი, მელაშვილი, მესხი.
მსაჯი ხოდინი (მინსკი).
ყოველ გათამაშებას აქვს ცენტრალური მნიშვნელობის მატჩები, რომლებსაც არა მარტო გარკვეული ცვლილებები შეაქვთ სატურნირო ცხრილის ზემო ნაწილში, იქ, სადაც ლიდერები იბრძვიან პირველი ადგილისათვის. მატჩი “დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მოსკოვი) იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მსჯელობენ ჩვენი ფეხბურთის საერთო დონეზე, მის მდგომარეობაზე, პერსპექტივებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თამაშში მონაწილეობდა სსრ კავშირის ნაკრები გუნდის ათიოდე მოთამაშე, ეს ფაქტი კი თავისთავად მეტყველებს გუშინდელი მატჩის უაღრესად დიდ სერიოზულობაზე.
ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში სპორტსმენი ყოველთვის განიცდის სასტარტო მღელვარებას, ნერვიულობას, გარკვეულ პერიოდში ვერ პოულობს მოქმედებათა სწორ გადაწყვეტას და ხშირად უშვებს შეცდომებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელი არაა. ამ თავისებურ ფსიქოლოგიურ ბრძოლაში, რომელიც წინ უძღოდა მატჩს, მოსკოველებს შესამჩნევი უპირატესობა
ჰქონდათ: მათი საბრძოლო შემადგენლობა სრული კომპლექტით იყო წარმოდგენილი, ხოლო თბილისელებს საგრძნობი დანაკლისი ჰქონდათ ვ. ბარქაიასი და მ. ხურცილავას სახით. ორი ასეთი მოთამაშის სრული დუბლირება დანაკარგის გარეშე ძალზე ძნელი საქმეა.
და მიუხედავად ამისა, პირველი შეტევები მასპინძლებმა წამოიწყეს. იამანიძე კარგად ასრულებდა აგრესიული ნახევარმცველის ფუნქციებს და მესხთან ერთად განუწყვეტლივ არღვევდა “ბეტონის” სიმაგრეებს მოწინააღმდეგის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. მე-6 წუთისათვის მესხს უკვე ორი კორნერი ჰქონდა მოწოდებული, ხოლო მე-8 წუთზე მან კიდევ ერთხელ დასტოვა ზურგს უკან კესარევი და ზედ კარის წინ მიაწოდა ბურთი კალოევს. ეს იყო მესხისა და კალოევის ტიპიური კომბინაცია, რომლის გათამაშებისას იაშინი წამით შეფერხდა და საშუალება მისცა ცენტრალურ თავდამსხმელს მიეღო თავით ბურთი. მაგრამ დარტყმა არ გამოდგა ზუსტი. იაშინის კარი გადარჩა გოლს.
გავიდა ერთი წუთი და აღნიშნულ მომენტზე კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა თბილისელთა კარი. მოწინააღმდეგემ სწრაფი გადაადგილებანი მოახდინა თავდასხმაში, მარცხენა ფრთაზე გაითამაშა კომბინაცია და მოულოდნელად გადაიყვანა ბურთი მარჯვნივ, სადაც ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა ორი მოთამაშე: მეკარე კოტრიკაძე და გარემარბი ფადეევი ბურთით ფეხში. ეს იყო მეკარისა და ფორვარდის წამიერი დუელი, რომელიც მოიგო კოტრიკაძის შესანიშნავმა რეაქციამ. თითქმის ასპროცენტიანი გოლი ლიკვიდირებულ იქნა.
თბილისელთა აქტიური შეტევები დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და ძნელი სათქმელია რა ხასიათი ექნებოდა ტაიმის შემდგომ მსვლელობას, რომ შეტევის წარმოებისას მარჯვენა ფლანგი არ ჩამორჩენოდა მარცხენას. მეტრეველი და მელაშვილი ხშირად იცვლიდნენ ადგილებს ერთმანეთს შორის და ამ მონაცვლეობაში იკარგებოდა ჩვენი შესანიშნავი მარჯვენა გარემარბის თამაშის კონკრეტული უპირატესობანი. ფლანგი — მეტრეველის ნამდვილი სტიქიაა.
მოსკოველთა დაცვა მოქმედებდა უდიდესი დატვირთვით, მაგრამ ძალზე საიმედოდ, კოლექტიურად. ძნელია რომელიმე მცველს დააკარგინო წონასწორობა და დაატოვებინო ზონა, მითუმეტეს, რომ მას სისტემატურად ესმის ზურგიდან გამოცდილი მეკარის — იაშინის განკარგულება. როგორც კი რომელიმე თბილისელი იწყებდა გასვლას თავისუფალ ადგილზე, იაშინი წამსვე აძლევდა მითითებას მცველებს და საჭირო დისლოკაცია მათ შორის აღდგენილი იყო.
მე-20 წუთისათვის თამაში გათანაბრდა, ხოლო ცოტა ხანს შემდეგ ინიციატივა უკვე მოსკოველებს ჰქონდათ, თუმცა ისინი ხანგრძლივ იერიშს არ აწარმოებდნენ და მოკლე, სწრაფი და მოულოდნელი გარღვევებით ახორციელებდნენ თავიანთ შტურმს. ორჯერ აღმოჩნდა საუკეთესო პოზიციაში ჩისლენკო და ორჯერვე მისმა დარტყმამ ვერ მიაღწია მიზნას.
მეორე ტაიმში მოსკოველებმა ანიჩკინის ნაცვლად მინდორზე გამოიყვანეს ბობკოვი. ბობკოვი თავდამხმელია და უნდა ვიფიქროთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ვარაუდი ჰქონდა ტაიმი მოგების გზით წაეყვანა. მაგრამ ბობკოვი არავის უნახავს თბილისელთა საჯარიმო მოედანზე შემოსული. იგი კოროლენკოვთან ერთად ღრმა ზურგში იყო დაწეული და ორივენი მთელი თავიანთი შესაძლებლობებით ეხმარებოდნენ დაცვას, რათა როგორმე შეენარჩუნებინათ იაშინის კარის ხელუხლებლობა.
თბილისელებმა საუკეთესოდ ჩაატარეს მეორე ტაიმი. თითქმის 15-20 წუთის განმავლობაში მოსკოველთა განთქმული დაცვა დეზორგანიზაციისა და პანიკის პირამდე იყო მისული. ყველაფერი კარის ხსნისათვის — ამ ლოზუნგით თამაშობდა გუნდი, რისთვისაც მან დაიხმარია ნახევარმცველებიც და ფორვარდებიც. მასპინძლები სწრაფად გადიოდნენ მინდვრის შუაგულს, ზუსტად გადაჰყავდათ ბურთი ფლანგიდან ფლანგზე და შემდეგ ცენტრში, სადაც პარტნიორებმა მელაშვილს მრავალი შესაძლებლობა შეუქმნეს კარში დარტყმისათვის, მაგრამ, არც ერთი მათგანი
არ იყო ისეთი, რომ იაშინს მიწაზე დაცემა დასჭირვებოდეს. ეს იყო ბომბარდირება… ფუჭი ვაზნებით. მართალია, ძალზე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ვშივცევსაც, მაგრამ ეს იყო ეპიზოდი, ხოლო მოსკოველთა კარი ხანგრძლივად იმყოფებოდა შეუნელებელი იერიშის წინაშე. რად ღირს თუნდაც მე-14 წუთი, როცა მესხმა მიიღო კალოევის გადაცემა, გაუსწრო კესარევს და სრულ მარტოობაში დარჩა იაშინთან. მოსკოველთა მეკარე ამ მომენტში აღარ იდგა თავის პოსტზე, იგი წინ იყო გამოსული და როცა მესხმა კარში დაარტყა, იაშინი ისეთივე მაყურებელი იყო, როგორც ჩვენ ყველანი, სტადიონზე დამსწრენი. იაშინიც ისევე შორიდან უყურებდა ბურთს, თუ როგორ მიგორდა იგი კართან და… გასცდა ძელს მინდვრის ფარგლებს გარეთ.
დადგა ცაიტნოტი. თბილისელები ჩქარობდნენ, მაგრამ ამ დროისათვის მოსკოველებს უკვე კვლავ მოწესრიგებული ჰქონდათ ურთიერთმოქმედება საჯარიმო მოედანზე. გოლი, რომელთანაც რამდენიმეჯერ ასე ახლოს იდგა ჩვენი გუნდი, მაინც არ იქნა გატანილი: 0:0.
ა. ზაზროშვილი, სპორტის დამსახურებული ოსტატი; ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1963 года: