«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 0:0

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 06.
25 апреля 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Мелкий дождь, 18 градусов. 40000 зрителей.
Судьи: В.Орих (Краснодар), Н.Гузиев (Ростов-на-Дону), Ю.Тоцкий (Краснодар или Геленджик).
«Динамо» Тб.: Лежава, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Баркая (Калоев), Г.Сичинава, Месхи.
«Динамо» Мн.: Юдин, Ремин, Зарембо, Савостиков, Арзамасцев, Усаторре, Адамов, Шиманович, Яромко (Толейко), Малофеев, Погальников.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 26 апреля 1963 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (МИНСК) 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо». 25 апреля. 18 градусов. Мелкий дождь. 40 000 зрителей.
Судья В. Орих (Краснодар); судьи на линиях Н. Гузиев (Ростов-на-Дону) и Ю. Тоцкий (Краснодар).
Дублеры — 2:0 в пользу тбилисцев. Голы забили Майсурадзе, Илиади.
«Динамо» (Тбилиси): Лежава, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Баркая (Калоев), Г. Сичинава, Месхи
«Динамо» (Минск): Юдин, Ремин, Зарембо, Савостиков, Арзамасцев, Усаторре, Адамов, Шиманович, Яромко (Толейко), Малафеев, Погальников.
Создать голевую возможность в игре — это только половина задачи. Трудоемкая, сложная, надо думать, не самая важная. Куда важнее хорошо исполнить другую ее половину — завершить коллективные действия взятием ворот. Вчерашняя встреча одноклубников с полным основанием может быть названа матчем неиспользованных возможностей.
У тбилисцев, как всегда, остро играли крайние форварды, но их прострельные передачи никому из партнеров так и не удалось завершить ударом по воротам. В середине первого тайма был момент, когда Баркая с нескольких метров попал в защитника, вставшего в ворота вместо вратаря. Что же касается минчан, то и они могли добиться успеха, но также били неточно.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 апреля 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

სოლისტები და ანსამბლი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 25 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მინსკი) 0:0.
მინსკი: რუდინი, რემინი, ზარემბო, სავოსტიკოვი, არზამასცევი, უსატორე, ადამოვი, სიმანოვიჩი, იარომკო (ტოლეიკო), მალაფეევი, პოგალნიკოვი.
თბილისი: ლეჟავა, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, პეტრიაშვილი, მეტრეველი, ბარქაია (კალოევი), გ. სიჭინავა, მესხი.
მსაჯი ვ. ორიხი (კრასნოდარი).
თბილისის დინამოელთა განვლილი მატჩი მინსკელ თანაკლუბელებთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი გუნდის აქტივად არც თავისი შედეგით და არც იმ თამაშით, რომელიც მან უჩვენა მაყურებლებს. 25 აპრილის მატჩი ნამდვილი პასივია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დინამოელებმა 3 ქულა ზედიზედ დაკარგეს 3 მატჩში და ისიც არა თავაიანთ მთავარ კონკურენტებთან, ძლიერ გუნდებთან, არამედ მათთან, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში ერთი ძირითადი მიზანი აქვთ: არ გადააქციონ თავიანთი ადგილი “ა” კლასში სავაკანსიოდ. ყველაზე უფრო მძიმე მატჩები და მთავარი მოწინააღმდეგეები წინა გვყავს, ამიტომ ძირითადი ბრძოლა წინაა, ჩვენ კი უკვე ახლა, ისიც საკუთარ მინდორზე ვკარგავთ ქულებს.
თბილისელთა თამაშმა გუშინწინდელ მატჩში იმ კონცერტის შთაბეჭდილება დატოვა, სადაც ნომრები სრულდება სოლოს სახით. თვითეული სოლისტი გამოდის თავისი ნომრით, ამთავრებს მას პრეტენციოზული რევერანსით მაყურებლის წინაშე და კმაყოფილი გადის სცენიდან. სოლისტს — სრულიადაც არ აინტრესებს ანსამბლის მთლიანობა, სპექტაკლის კომპოზიცია, ორგანული კავშირი ნომრებს შორის. მისი საქმეა მხოლოდ სოლო. ამის შემდეგ იგი იხურავს ქუდს და შინისაკენ მიემართება.
ასეთ ჭირვეულ სოლისტებად მოგვევლინა “დინამოს” რამდენიმე მოთამაშე და პირველ ყოვლისა, ბარქაია და გ. სიჭინავა. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს კომპლიმენტები ამ ფეხბურთელთა ტექნიკაზე. პოტენციურ შესაძლებლობებზე და ამიტომ მით უფრო მეტი უფლება გვაქვს მაქსიმალურად მკაცრი პრეტენზიები წავუყენოთ ორივეს. ახლა საკითხი ასე დგას: ვინც ტაქტიკურად სწორად არ თამაშობს, ვინც თავის ინდივიდუალობას არ უქვემდებარებს კოლექტივის გეგმას, იგი პირდაპირ ხელს უშლის თავისი გუნდის წარმატებას. რა თქმა უნდა, ეს
მეტისმეტად კატეგორიული ბრალდებაა და არც გვინდა ვინმეს მოვახვიოთ თავს, მაგრამ ის თავისდაუნებური “კოალიცია”, რომელიც ბარქაიასა და გ. სიჭინავს აქვთ ერთმანეთს შორის შეკრული, არღვევს გუნდის ურთიერთმოქმედების პრინციპებს და საერთო გეგმის გარეშე ტოვებს ამ ორ წამყვან მოთამაშეს. თავიანთ კომბინაციებსა და ბურთის გათამაშებას ისინი მხოლოდ ერთმანეთს შორის აწარმოებენ და სხვა პარტნიორებთან მხოლოდ შემთხვევითი, მეორეხარისხოვანი კონტაქტი აქვთ. ამის გამო თამაშიდან იზოლირებულია ჩვენი ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი მეტრეველი, რომელიც ეპიზოდური გადაცემების ანაბარაა დარჩენილი. ეს კი
ყოვლად დაუშვებელია.
ძალზე სუსტად ითამაშა დინამოელთა ნახევარდაცვამ. ამ რგოლს ყოველგვარი ურთიერთობა ჰქონდა დაკარგული თავდასხმასთან, ვერ ამარაგებდა მას ბურთით და ამიტომ ჩვენს ფორვარდებს ჩაშლილი იერიშის მომენტში არა ჰქონდათ მხარდაჭერა ზურგიდან. ყოვლად არადამაკმაყოფილებლად მოქმედებდა დაცვა, სადაც საჭირო ორგანიზებულობის შეტანა ამჯერად ვერ შეძლო თვით ჩოხლემაც. თბილისელთა საჯარიმო მოედანზე ქაოსი უფრო ხშირად სუფებდა, ვიდრე ნორმალური ურთიერთგაგება.
და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ჩვენს გაორმაგებულ ცენტრზე. იგი კვლავ არასწორად თამაშობს. იამანიძე და ბარქაია მოქმედებენ როგორც “დუბლვეს” ტიპიური ინსაიდები და არა როგორც ახალი სისტემის ცენტრალური თავდამსხმელები. ვინ უნდა გაიტანოს ბურთები, თუ არა მათ? ფლანგების გარღვევების დროს კი არც ერთი მათგანი არ იმყოფება სწორ პოზიციაში, საიდანაც გოლის გატანა უნდა მოხდეს მესხისა და მეტრეველის გადაცემების შემდეგ. ფლანგისა და ცენტრის ურთიერთმოქმედება იერიშის დასკვნით ფაზაში ჯერჯერობით დაუმუშავებელია.
მართალია, განვლილ მატჩში თბილისელებს ჰქონდათ კარის აღების ორიოდე შესაძლებლობა, მაგრამ ასეთივე შანსი გააჩნდათ მინსკელებსაც. ასე რომ ციფრები 0:0, რომლებიც ბოლომდე შემორჩა ორივე გუნდს ტაბლოზე, სავსებით შეესაბამება თამაშის მსვლელობას. დაკარგული ქულა თბილისის “დინამოსათვის” შესაფერისი სასჯელია და მომავალში იგი აღარ უნდა გამეორდეს.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1963 года: