«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1961 года. Класс ‘А’. Финальный турнир за 1-10 места. Матч № 30.
22 октября 1961 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Буревестник». Пасмурно, 14 градусов. 35000 зрителей.
Судьи: А.Алов, П.Белов, А.Кишко (все — Ленинград).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Чохели, Хочолава, Г.Сичинава, Хеладзе, Датунашвили (Мелашвили), Баркая, Калоев, Яманидзе (к), Месхи.
«Спартак»: Ивакин, Крутиков, Масленкин, Солдатов, Корнеев, Нетто (к), Адамов, Исаев, Дикарев, Хусаинов, Ильин.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2954)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 октября 1961 года:

В итоге — бронзовые медали.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 0:0.
Тбилиси. Стадион «Буревестник». 35 000 зрителей. 22 октября. Пасмурно. Температура 14 градусов.
Судья А. Алов (Ленинград).
«Динамо» — Котрикадзе. Б. Сичинава, Чохели, Хочолава, Г. Сичинава, Хеладзе, Датунашвили, (Мелашвили), Баркая, Калоев, Яманидзе, Месхи:
«Спартак» — Ивакин, Крутиков, Масленкин, Солдатов, Корнеев, Нетто, Адамов, Исаев, Дикарев, Хусаинов, Ильин.
Cначала о составах команд. У динамовцев он, как видите, обычен. У «Спартака» появление же Дикарева с номером «9» нужно объяснить повышенным вниманием к обороне. Ничья в тбилисском матче гарантировала москвичам третье место. Поэтому ими была избрана расстановка в обороне с двумя центральными защитниками — Масленкиным и Дикаревым.
Турнирное положение обязывало динамовцев отдать все силы для выигрыша. Но, как показал матч, они не сумели должным образом мобилизоваться. Нападающие на сей раз мало чем напоминали ансамбль, объединяемый единым устремлением. Датунашвили играл не лучшим образом, а Месхи упрямо стремился обыграть нескольких соперников подряд. Что же касается центровой тройки, то она так и не смогла расстроить дуэт слаженно игравших центральных защитников «Спартака».
Ничейное, если можно так выразиться, построение не переросло у спартаковцев в ничейное настроение. Хотя команда и вела атаки четырьмя нападающими, острых моментов у ворот «Динамо» было больше, нежели у противоположных. Только удачная игра Котрикадзе, кажется, ни разу не ошибавшегося с выбором места, помогла динамовцам избежать поражения. Нулевая ничья в Тбилиси сделала спартаковцев третьими призерами чемпионата.
М. ПИРАЕВ,
мастер спорта.
Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 октября 1961 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ტექნიკა ტაქტიკის გარეშე.
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 22 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “სპარტაკი” (მოსკოვი) 0:0.
“სპრატაკი”: ივაკინი, კრუტიკოვი, მასლიონკინი, სოლდატოვი, კორნეევი, ნეტო, ადამოვი, ისაევი, დიკარევი, ჰუსაინოვი, ილინი.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ჩოხელი, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, დათუნაშვილი (მელაშვილი), ბარქაია, კალოევი, იამანიძე, მესხი.
მსაჯი: ა. ალოვი (ლენინგრადი).
ბურთი თამაშში შეიყვანეს მოსკოველებმა. ეს პირველი დარტყმა მათ საკმაოდ “ორიგინალურად” შეასრულეს: მინდვრის ცენტრში დადგა ორი შაუმარბი — ისაევი და ჰუსაინოვი, რომელთა შორის გათამაშდა კიდეც ბურთის თამაშში შეყვანის პროცედურა. გუნდის ცენტრალური ფორვარდი აქ არ იყო.
მან თავიდანვე დაიკავა პოზიცია თავისი საჯარიმო მოედნის ზონაში, რომელიც არ დაუტოვებია 90 წუთის განმავლობაში. ეს იყო დიკარევი, რომელიც მოსკოვის “სპარტაკის” დაცვის ძირითადი მოთამაშეა და №9 ამ დღეს პირობითად ეწერა მაისურზე: სპარტაკელებმა მატჩი თბილისელებთან ჩაატარეს ორი ცენტრალური მცველით (მასლიონკინი, დიკარევი).
“სპარტაკის” მოთამაშეთა განლაგება მინდორზე “შეუიარაღებელი” თვალითაც კარგად ჩანდა 4+2+4, მაგრამ მოსკოველებმა აირჩიეს ამ სისტემის დაცვითი ვარიანტი, ვინაიდან ორივე ტაიმის განმავლობაში არცერთ ნახევარმცველს არ დაუტოვებია თავისი ზონა და არ შეუვსია რიცხობრივი დანაკლისი თავდასხმაში, როგორც კორნეევი, ისე ნეტო პედანტური გულმოდგინებით ემსახურებოდნენ მინდვრის შუაგულს თავიანთ ნახევარზე და ფორვარდებს მხოლოდ შორი მანძილიდან ამარაგებდნენ ბურთებით.
დაცვის ტაქტიკას ჩვენში მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგრამ ეტყობოდა სპარტაკელები 22 ოქტომბრის მატჩს არ ანიჭებდნენ თეორიულ მნიშვნელობას და გაცილებით უფრო დაინტერესებული იყვნენ მისი პრაქტიკული შედეგით — ერთი ქულით.
თბილისის “დინამო” თავისი ბუნებით შემტევი გუნდია და როცა მისი მოწინააღმდეგე დაცვითს ტაქტიკას ირჩევს, გუნდს კიდევ უფრო მეტი საშუალება ეძლევა დიდი ძალებით მიიღოს მონაწილეობა იერიშებში. ბუნებრივია, ასე იყო მოსკოვის “სპარტაკთანაც”, მაგრამ ამ მატჩმა ერთხელ კიდევ ცხადყო, რომ ჩვენს ფორვარდებს მთელი თავიანთი საიერიშო სიმძლავრე დამყარებული აქვთ მაღალ ინდივიდუალურ ტექნიკაზე, ცალკეულ მოთამაშეთა მოქმედების ეფექტზე, პირისპირ წარმოებული ბრძოლის შედეგზე და არა ტაქტიკური ვარიანტების მრავალფეროვნებაზე.
თავი დავანებოთ იმას, რომ აღნიშნული მატჩი ძალზე სუსტად ჩაატარეს იამანიძემ, დათუნაშვილმა და კალოევმა. ეს შეიძლება მოხდეს. მთავარია ის, თუ როგორ ცდილობდა თავდასხმის მთელი ხუთეული მიეღწია შედეგისათვის, რა გეგმით აპირებდა იგი დაეძლია რთული ამოცანა: მეტოქის გაძლიერებული დაცვის გარღვევა.
გარკვეული მიზანდასახული გეგმა ჩვენ ვერ ვნახეთ. მესხი პირველ ტაიმში უსწრაფესი ტექნიკური მანევრების წყალობით სისტემატურად იგებდა ბრძოლას არა მარტო კრუტიკოვთან, არამედ მის მაშველ ძალებთანაც და ყველაფერს ამას აკეთებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მიეწოდებინა ბურთი ცენტრში კალოევისათვის, რომელიც მოსკოველთა “ტანდემს” (მასლიონკინი-დიკარევი) აბსოლუტურად ჩაკეტილი ჰყავდა. როცა იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პარტნიორთა მხრივ არავითარ მხარდაჭერას არა ჰქონდა ადგილი, მანაც მოუკლო აქტივობას და მეორე ტაიმში მის ფლანგზეც “სიმშვიდე” ჩამოვარდა.
ასეთივე რთული ტექნიკური მანიპულაციების შესრულებით იყო გართული ბარქაია. საკმარისია მას ჩაუვარდეს ბურთი ხელში და იწყება გაუთავებელი ტრიუკები ჯერ ერთი ფეხით, მერე მეორეთი, შემდეგ თავით. ამასობაში მოწინააღმდეგის დაცვა ასწრებს გადაჯგუფებას, ღიად დატოვებული თავდამსხმელების დაკავებას, ბარქაია კი კვლავ და კვლავ განაგრძობს ბურთის კენწვლას. ტექნიკა, მხოლოდ ტექნიკა. ტაქტიკური გზების პოვნით ჩვენი მარჯვენა შუამარბი რატომღაც არაა დაინტერესებული.
2 ქულა ამ მატჩში ჩვენს გუნდს უაღრესად სჭირდებოდა, მაგრამ 2 ქულის ნაცვლად დინამოელებმა აიღეს მხოლოდ ერთი, რაც შედეგია იმისა, რომ მათ ტაქტიკურად ერთობ ქაოტურად და პრიმიტიულად ითამაშეს.
ბ. ქორქია.