«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 15.
27 июня 1984 года. 19-00. Москва. Стадион «Торпедо». Солнечно, 18 градусов. 4700 зрителей.
Судьи: В.Жук (Минск), Г.Гоман (Жодино), С.Строев (Минск).
«Торпедо»:  Сарычев,  Круглов,  Пивцов,  Гостенин,  Жупиков,  Петренко,  Кобзев,  Соловьев (Шавейко, 62),  Полукаров,  Суслопаров,  Редкоус (Иванов, 73).
«Динамо»:  Баладзе,  Микаберидзе,  Чивадзе,  Паикидзе,  Арзиани,  Какилашвили,  Сванадзе,  Сулаквелидзе,  Гуцаев,  Жоржикашвили (Жвания, 32), Шенгелия (Э.Тевзадзе, 68).
Гол:
1:0 Кобзев — 25
Предупреждения: Гостенин, Чивадзе.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 28 июня 1984 года:

«ТОРПЕДО» (МОСКВА) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — 1:0.
«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (1:0). Москва. Стадион «Торпедо». 27 июня. Солнечно. 18 градусов. 4 700 зрителей.
Судьи В. Жук (Минск). Г. Гоман (Жодино), С. Строев (Минск).
«Торпедо»: Сарычев, Круглов, Пивцов, Гостенин, Жупиков, Петренко, Кобзев, Соловьев (Шавейко, 62), Полукаров, Суслопаров, Редкоус (Иванов, 73).
«Динамо»: Баладзе, Микаберидзе, Чивадзе, Паикидзе, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Жоржикашвили (Жвания, 32), Шенгелия (Тевзадзе, 68).
Гол: Кобзев (25).
Предупреждены: Гостенин, Чивадзе.
Дублеры — 3:1. Голы: Васильев, Иванов, Савичев — у «Торпедо»; Чедия — у «Динамо».
Опасливое отношение друг к другу долгое время не позволяло соперникам обострить игру. Едва одна из команд завладевала мячом, другая без промедления отступала назад, выстраивая у своей штрафной площади мощный оборонительный заслон.
Спор соперников, настроенных не в меру настороженно, долгое время, возможно, оставался бы пресным, но тут торпедовцам первым улыбнулась удача. Хозяева едва ли не впервые организовали серьезную атаку, и в завершении ее Кобзев на удивление легко вызвал замешательство у динамовских защитников. Паикидзе очень робко противодействовал проникшему в штрафную площадь динамовцев торпедовскому нападающему, а дебютировавшего в составе гостей вратаря Баладзе удар Кобзева и вовсе застиг врасплох.
Только после этого игра оживилась, причем выяснилось, что и динамовцы, и торпедовцы вполне способны действовать быстро, решительно и даже изобретательно. Дважды подключения в атаку динамовского защитника Микаберидзе до предела обостряли ситуацию у ворот Сарычева, а однажды вратарю торпедовцев лишь с большим трудом удалось парировать мяч на угловой после удара Какилашвили.
В свою очередь, и торпедовцы не раз ставили и сложное положение оборону тбилисцев. Получив оперативный простор, хозяева энергично вели контрнаступление и не раз имели возможность закрепить успех.
И все-таки приходится признать, что опасливость соперников имела под собой почву. Гол-то оказался единственным, а последовавшие за ним многочисленные атаки ни одному из соперников более успеха не принесли. В какой-то степени это говорит и о качестве самих атак.
Ю. СЕГЕНЕВИЧ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 июня 1984 года:

ჭეშმარიტი ძალის ბარომეტრი.
მოსკოვი. “ტორპედოს” სტადიონი. 27 ივნისი. 4 700 მაყურებელი.

“ტორპედო” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:0.
“ტორპედო”: სარიჩევი, კრუგლოვი, პივცოვი, გოსტენინი, ჟუპიკოვი, პეტრენკო, კოვზევი, სოლოვიოვი, პოლუკაროვი, სუსლოპაროვი, რედკოუსი.
“დინამო”: ბალაძე, მიქაბერიძე, ჩივაძე, პაიკიძე, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ჟორჟიკაშვილი, შენგელია.
25–ე წთ. კობზევი.
32–ე წთ. ჟორჟიკაშვილის ნაცვლად – ჟვანია, 62–ე წთ. სოლოვიოვის ნაცვლად – შავეიკო, 68–ე წთ. შენგელიას ნაცვლად – თევზაძე, 73–ე წთ. რედკოუსის ნაცვლად – ივანოვი.
მსაჯი: ვ. ჟუკი (მინსკი).
გააფრთხილეს გოსტენინი და ჩივაძე.
დუბლიორები – 3:1. გოლები გაიტანეს: ვასილიევმა, ივანოვმა, სავიჩევმა და ჭედიამ.
ცნობილ ინგლისელ მწვრთნელს ბობი პეისლის, რომელიც წლების მანძილზე “ლივერპულში” ნაყოფიერად მუშაობდა, ერთხელ კითხეს: თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მაღალი კლასის გუნდიო. პეისლიმ ჯერ ზოგადად დაიწყო ლაპარაკი, მერე კი ასეთი რამ თქვა: “ყოველ გუნდს სულ უბრალოდ შეუძლია შეამოწმოს თავისი ოსტატობის დონე – სხვის მინდორზე თამაშით. საკუთარ მოედანზე, სადაც შენი გულშემატკივრები გიყურებენ და გამხნევებენ, ნებისმიერი თავმოყვარე გუნდი ვალდებულია თუ არ მოიგებს, არ წააგოს მაინც თამაში”. ამით ინგლისელ მწვრთნელს, რა თქმა უნდა, სამყაროსთვის არ გაუმხელია წარმატების მთავარი საიდუმლო. მან ერთხელ კიდევ დაადასტურა იმთავითვე ცნობილი ჭეშმარიტება: ნებისმიერი კლუბი, რომელიც საფეხბურთო ელიტაში მოხვედრაზე ფიქრობს, ვალდებულია სხვის მინდორზეც ღირსეულად ითამაშოს.
საბჭოთა კავშირის წლევანდელ ჩემპიონატში 18 გუნდიდან ოთხს ჯერ სტუმრად გამართული არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: “ნეფთჩი”, “ფახთაქორი”, “ჟალგირისი” და… თბილისის “დინამო”. ამ ბოლო ხანს ცენტრალურ პრესაში ბევრს წერენ თბილისელთა თამაშზე და, როგორც წესი, ამაღლებული ტონით აცხადებენ ამ თვითმყოფადი კოლექტივის ავტორიტეტი უთუოდ აღდგებაო. ამ რწმენას დინამოელები, თითქოს საქმითაც ამტკიცებდნენ. დნეპროპეტროვსკში გამგზავრებამდე გუნდმა 5 მატჩში 9 ქულა მოაგროვა. თბილისელებმა ერთი ქულა დაკარგეს ვილნიუსში, შემდეგ კი ამას მოჰყვა “დნეპრთან” წაგებული შეხვედრა და მარცხი მოსკოვის “ტორპედოსთან”.
წაგებულია ორი თამაში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, საქმე მარტო ანგარიში და ქულები როდია (თუმცა, რა დასამალია, ამას მოითხოვენ და საკმაოდ მკაცრადაც მოითხოვენ გუნდისგან), არამედ – თვით თამაში. “ტორპედომ” ტაქტიკური ხერხი იხმარა, როცა დინამოელებს შემდეგი ვარიანტი შესთავაზა: თქვენ შემოგვიტიეთ, ჩვენ კი გარემოებისდა მიხედვით ვიმოქმედებთო. შესაძლოა თბილისელები არ ელოდნენ მოვლენათა ასეთ განვითარებას, რამდენადაც მინდორზე კარგა ხანს “უცნაური ომი” იყო გაჩაღებული. დინამოელები მასპინძელთა გუნდის ნახევარზე განლაგდნენ, მასპინძლები კი მოთმინებით ელოდნენ კონტრშეტევის შესაძლებლობას და არც აპირებდნენ მეტოქისათვის თავს მოეხვიათ საკუთარი თამაში. მოწყენილი მაყურებლები უხალისოდ გასცქეროდნენ მინდორს.
აქ გაირკვა, რომ ტორპედოელთა მარტივ ვარიანტს “დინამომ” გამოკვეთილი და ტაქტიკური გეგმა ვერ დაუპირისპირა. უფრო ზუსტად, თბილისელებს ნათლად არც ჰქონდათ გააზრებული როგორ, რა საშუალებით გაერღვიათ მეტოქის ძლიერი დაცვა, ამასთან, როგორც ჩანს, ყველა იმას ფიქრობდა, შეტევის ჩაფუშვის შემდეგ როგორ მოესწროთ კარის დასაცავად უკან დახევა. დინამოელებს თითქოს საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ დიდ ხანს ვერ მოახერხეს საფრთხე შეექმნათ სარიჩევის კარისთვის. შენგელია და გუცაევი დროდადრო ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმო მოედანზე შეჭრას, მაგრამ მცველების დამაჯერებელი თამაშის გამო ყველა ეს ცდა ამაო გამოდგა.
ერთი სიტყვით, – სტუმრებს არ ჰყავდათ თავიანთი პლატინი, რომელიც თანაგუნდელთა თამაშს უხელმძღვანელებდა და იერიშს სათავეში ჩაუდგებოდა. ტორპედოელთა გოლი ბევრმა შემთხვევითად ჩათვალა, მაგრამ, ეტყობა, ასე არ იყო. ტორპედოელი კობზევი, რომელიც ამ მატჩში თამამად თამაშობდა და ჯიქურ უტევდა ბალაძის კარს, თბილისელთა დაცვას პირდაპირ გასაქანს არ აძლევდა. პირველი ტაიმის შუა პერიოდში იგი საჯარიმო მოედანზე აღმოჩნდა და, თუმცა, ფაქტიურად თბილისელთა გარემოცვაში იყო, კარში დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და ბადეში გაეხვია.
შემდეგ ორივე გუნდს შეეძლო შედეგი შეეცვალა, მაგრამ მეკარეები ორ–სამჯერ სერიოზულად ჩაებნენ თამაშში. დანარჩენი დარტყმები შორი მანძილიდან სრულდებოდა და ამიტომ კარს განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ უქმნიდა.
დ. ყიფიანმა პირველივე ტაიმში ჟორჟიკაშვილის მაგიერ, რომელიც ამ მატჩში შეიძლება ითქვას, სრულებით არ ჩანდა, უფრო გამოცდილი მოთამაშე – ჟვანია გამოიყვანა. მაგრამ თბილისელებმა თამაში მაინც ვერ გაამწვავეს. მეორე ტაიმში მინდორი დატოვა შენგელიამაც, რომელმაც ვერაფერი გააწყო მცველთა წინააღმდეგ. ჟვანიამ წინა ხაზზე გადაინაცვლა, თუმცა, თავდასხმაში მისი გადასვლით თბილისელთა შემტევი ხაზის თამაშს სიმწვავე არ მომატებია. შეიძლება გამოვყოთ თბილისელთა მცველის მიქაბერიძის თამამი რეიდები. ერთფეროვანი, დაგეგმილი თამაშით გატაცებულმა ტორპედოელებმა თითქოს ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ მოთამაშეს შეეძლო წინ გაჭრილიყო, მიქაბერიძემ კი ამასობაში ორჯერ ოსტატურად აუარა გვერდი რამდენიმე მეტოქეს, საჯარიმოში შევიდა და ერთხელ მხოლოდ ძელმა იხსნა მოსკოველები აშკარა გოლისგან. ეს იყო იშვიათი გაელვება თბილისელთა თამაშში. არასტანდარტული, მოულოდნელი მოქმედება. მეორე ტაიმში წინ გაიჭრა ჩივაძეც, რომელიც ცდილობდა როგორმე აეწყო კომბინაციური თამაში. ერთხანს მან თითქოს შეძლო კიდეც პარტნიორების აყოლიება, მაგრამ ამან ანგარიშში ასახვა ვერ ჰქოვა. აქედან მხოლოდ ის შეიძლება დავასკვნათ, რომ სტუმრად, სადაც კოლექტიური თამაშისათვის უფრო რთული ამოცანების გადაჭრაა საჭირო, თბილისელებს ჯერ კიდევ უჭირთ ბრძოლის სასურველ დონეზე წარმართვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ “დინამოს” დებიუტანტი ბალაძე, რომელმაც დაშავებული აბუსერიძე შეცვალა, საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა, დაცვა კი ხშირად ყრიდა ფარ–ხმალს. არ ჩანდა შუა ხაზის ლიდერი და სწორედ ამან გამოიწვია ბევრი ხარვეზი გუნდის თამაშის ორგანიზაციაში.
ერთი სიტყვით, “დინამოს” მწვრთნელებს ჯერ კიდევ დიდი ჯაფა დაადგებათ კოლექტივის შექმნისთვის. მიუხედავად შინ წარმატებით ჩატარებული რამდენიმე მატჩისა, ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აკლიათ ურთიერთგაგება და ეს ნაკლი მეტოქის მოედანზე უფრო ნათლად ჩანს. სხვათა მინდორზე 12–დან 2 ქულა მეტად დაბალი მაჩვენებელია გუნდისთვის, რომელიც უძლიერესთა რიგებში დაბრუნებას ლამობს. ცხადია, მაღალი კლასის გუნდი ერთ დღეში არ იქმნება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებს ზუსტად უნდა ჰქონდეთ გააზრებული რა გააკეთონ და როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს. ამიტომ, მოდით, გამოვიჩინოთ მოთმინება: ცალკეული წარმატებებით თვითდამშვიდება საქმეს არ არგებს, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მარცხის გამო სასოწარკვეთას მივეცეთ. გვჯერა ახალგაზრდა მწვრთნელის განკარგულებაშია ნაყოფიერი, საიმედო ნიადაგი, რომელზეც შესანიშნავი მოსავლის აღება შეიძლება, მაგრამ ამ მოსავლის მოსაყვანად დიდი შრომაა საჭირო.
ალექსანდრე ვლადიკინი, ტელეფონით, სპეციალურად “ლელოსთვის”.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>