«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси) 4:1 (1:0)

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 14.
19 июня 1984 года. 19-00. Днепропетровск. Стадион «Метеор». Временами — дождь, 20 градусов. 27500 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, А.Родин, Ю.Верейкин (все — Москва).
«Днепр»: Краковский, Башкиров, Кутузов, Пучков, Багмут, Павлов (Чилиби, 82), Кузнецов (Чередник, 85), Литовченко, Серебрянский, Протасов, Лютый.
«Динамо»: Абусеридзе, Микаберидзе, Чивадзе (к), Паикидзе, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе (Жвания, 74), Гуцаев, Жоржикашвили (Э.Тевзадзе, 68), Шенгелия.
Голы:
1:0 Серебрянский — 24
2:0 Лютый — 57
3:0 Лютый — 59
3:1 Чивадзе — 70 (пен.)
4:1 Лютый — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Молодежь Грузии».
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от июня 1984 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 июня 1984 года:

განწყობაც სტრატეგიაა.
დნეპროპეტროვსკი. “მეტეორის სტადიონი. 19 ივნისი.
“დნეპრი” (დნეპროპეტროვსკი) – “დინამო” (თბილისი) 4:1.
“დნეპრი”: კრაკოვსკი, ბაშკიროვი, კუტუზოვი, პუჩკოვი, ბაგმუტი, პავლოვი, კუზნეცოვი, ლიტოვჩენკო, სერებრიანსკი, პროტასოვი, ლიუტი.
“დინამო”: აბუსერიძე, მიქაბერიძე, ჩივაძე, პაიკიზე, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ჟორჟიკაშვილი, შენგელია.
24–ე წთ. სერებრიანსკი, 57–ე წთ. ლიუტი, 59–ე წთ. ლიუტი, 70–ე წთ. ჩივაძე, 88–ე წთ. ლიუტი.
63–ე წთ. ჟორჟიკაშვილის ნაცვლად – თევზაძე, 74–ე წთ. სულაქველიძის ნაცვლად – ჟვანია, 84–ე წთ. პავლოვის ნაცვლად – ჩილიბი, 87–ე წთ. კუზნეცოვის ნაცვლად – ჩერედნიკი.
მსაჯი: იური სავჩენკო (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 13:10 (6:4), ზუსტი დარტყმა – 8:2 (3:0).
საჯარიმო მოედნიდან – 8:5 (4:2).
კუთხური – 8:5 (2:2).
დაჯარიმდნენ დნეპროპეტროვსკელები – 14 (11), თბილისელები – 11 (7).
დუბლიორები – 3:2.
ეს იყო თბილისის “დინამოს” ყველაზე სუსტი მატჩი წლევანდელ სეზონში. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგების გამო. ახლა, რომ ავდგეთ და ვთქვათ, მასპინძლებმა სტუმრები ტექნიკურად დაჯაბნესო, მართალნი არ ვიქნებოდით, ძალაც და ენერგიაც მატჩის ბოლომდე საკმაოდ შემორჩათ თბილისელებს. და მაინც, მთლიანად გუნდმა თუ კი საერთოდ დაიმსახურა შეფასება, მხოლოდ და მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი.
თბილისის “დინამო” რომ იოლად დასამარცხებელი გუნდი არ არის და მას უკვე ანგარიშს უწევენ ტიტულიანი მეტოქენიც კი, პირველი ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში თვითონ “დნეპრის” მოქმედებაშიც იგრძნობოდა. ჩემპიონმა საკმაოდ ფრთხილად დაიწყო თამაში და 24–ე წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გატანილი გოლის შემდეგაც კი კარგა ხანს მორიდებით უტევდა სტუმართა კარს. გოლი კი თბილისელთათვის მართლაცდა დასანანი იყო – კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი უმეთვალყუროდ დარჩენილმა სერებრიანსკიმ დაუბრკოლებლად გაიტანა მარჯვენა დაბალ კუთხეში. თქმა არ უნდა, მასპინძელთა ეს სიფრთხილე მარტოოდენ “დინამოს” ძველი გამარჯვებებით არ იყო განპირობებული, “დნეპრის” მწვრთნელებმა უთუოდ თავადაც ნახეს და საკმაოდაც მოისმინეს თბილისელთა შესახებ, ესეც არ იყოს, პირველი ტაიმის მანძილზე უკრაინელი ფეხბურთელები ალბათ გრძნობდნენ კიდეც მეტოქის ძალას. სამწუხაროდ, თბილისელთა ეს შეძლება შეძლებადვე დარჩა და სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან ფეხბურთელთა ნაწილს ეტყობა თავიდანვე არ სჯეროდა იმისა, რომ გაუმკლავდებოდა “დნეპრს”. ასეთი განწყობილება გადამდებია და მას შემდეგ, რაც ლიუტიმ მეორე გოლი გაიტანა თბილისელთა კარში, გუნდში ერთი ან ორი ფეხბურთელიღა იყო, მატჩის ხსნის იმედი რომ შერჩენოდა.
ამ, უფრო ფსიქოლოგიურ, ვიდრე წმინდა საფეხბურთო საკითხზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ წლეულს უკვე რამდენჯერმე მოგვიხდა მასზე შეჩერება. მარცხის შიში, განსაკუთრებით კი მეტოქის მინდვრებზე, იმდენად უარყოფითად მოქმედებს თბილისელებზე, რომ საეჭვოა ამ თამაშებიდან რაიმე სასიკეთო გამოდნეს, თუ რაღაც არ ვიღონეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: გუნდი ნამდვილად არის საიმისოდ მომზადებული, რომ თამამად იბრძოლოს შინაც და სტუმრადაც. შიში ვერ იხსნისო… ხომ უთქვამს ბრძენკაცს და არცთუ ტყუილად.
დაწინაურდა თუ არა ორი ბურთით, “დნეპრმა” უფრო გაბედულად შეუტია მეტოქეს. 59–ე წუთზე მასპინძლებმა თბილისელთა საჯარიმოში საკმაოდ დაუბრკოლებლად გაითამაშეს კომბინაცია, ლიუტის დამამთავრებელი დარტყმა ზუსტი გამოდგა – 3:0. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ამის შემდეგ მეტოქეთა მიერ გატანილ თითო გოლს უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა – არც “დნეპრის” კარში დანიშნულ პენალტს (ჩივაძე) და არც ლიუტის მესამე გოლს აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლო.
ბუნებრივია, დამარცხებით, თუნდაც დიდი ანგარიშით, შესაძლოა, ნებისმიერი გუნდი დამარცხდეს, მაგრამ ამ საყვედურებით სავსე წერილში ალბათ მაინც იმის თქმაა მთავარი, რომ თვით ამ მარცხის გამომწვევი მიზეზი არ იქცეს ქრონიკულად. თბილისის “დინამოს” შეუძლია, ვალდებულიც არის პირველი წრის დარჩენილ შეხვედრებში ყველაფერი იღონოს წვითა და დაგვით მოპოვებული პოზიციის შესანარჩუნებლად.
ირაკლი ბერიაშვილი.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 21 июня 1984 года:

ИГРА УЧИТ…
Динамовцы Тбилиси проиграли со счетом 1:4 важный матч в Днепропетровске. Чемпион сыграл, разумеется, более чем солидно, вел атаки на высоких скоростях, но будь гости повнимательнее и поосновательнее в своих действиях, результат мог быть не столь внушительным, а то и вовсе иным.

Матч действительно был важным для «Динамо». После удачной игры в последних встречах предстояло держать экзамен на выезде с чемпионом. В сущности, несложно было предположить, что основная нагрузка ляжет на динамовскую оборону. Так и произошло. Видимо, гостям следовало в ходе матча перестроиться, подумать об усилении своих защитных рядов, ибо в атаке наша команда практически ничего не создавала, а когда футболисты и выходили на ударные позиции, то мячи шли мимо ворот. Динамовцы должны сделать правильные выводы из поражения, успешно провести оставшиеся матчи на выезде.
За тбилисское «Динамо» играли: Абусеридзе, Микаберидзе, Чивадзе, Паикидзе, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе (Жвания), Гуцаев, Жоржикашвили (Тевзадэе), Шенгелия.
Н. ГОКИЕЛИ.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>