«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1982 года. Высшая лига. Матч № 23.
8 сентября 1982 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 26 градусов. 41300 зрителей.
Судьи: А.Шевченко, В.Демихов, И.Захаров (все — Москва).
«Динамо»: Мчедлидзе, Хизанишвили, Чивадзе (к), Хинчагашвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Месхи (Какилашвили, 77), Цаава, Шенгелия.
«Металлист»: Гришко, Каплун, Поточняк, Косолапов (Довжинок, 67), Камарзаев, Горбик, Ткаченко, Сусло, Линке, Берников, Крамаренко (Якубовский, 74).
Гол:
1:0 Шенгелия — 54
Предупреждение: Косолапов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от сентября 1982 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 сентября 1982 года:

სახვალიო გამარჯვებათა საფუძველი.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის ”დინამოს” სტადიონი. 8 სექტემბერი.
”დინამო” (თბილისი) – ”მეტალისტი” (ხარკოვი) 1:0 (0:0).
”დინამო”: მჭედლიძე, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, მესხი (კაკილაშვილი), ცავა, შენგელია.
”მეტალისტი”: გრიშკო, კაპლუნი, პოტოჩნიაკი, კოსოლაპოვი (დოლჟენოვი), კამარზაევი, გორბიკი, ტკაჩენკო, სუსლო, ლინკე, ბერნიკოვი, კრამარენკო (იაკუბოვსკი).
მსაჯი: ა. შევჩენკო (მოსკოვი).
გაფრთხილებულია კოსოლაპოვი.
გაცილებით იოლია მატჩის ანგარიშის წერა, როცა თადარიგში ორი და სამე დღე გაქვს, მაგრამ ამ გაიოლებას თან ერთგვარი უხერხულობაც სდევს — მორიგი თამაში კარზეა მომდგარი, შენ კი მკითხველს ცოტა არ იყოს მოძველებულ საფეხბურთო ფაქტზე ესაუბრები.
იქნებ სხვაგვარად გვესინჯა? იქნებ გვერდი აგვევლო წესისა და ტრადიციისათვის და ვთქვათ, მთელი წლის საფეხბურთო ცხოვრების ფონზე შეგვეხედა ამ კონკრეტული მატჩისათვის?
თბილისის ”დინამოს” უკანასკნელი წლების წარმატებებით განებივრებულ მაყურებელს, ბუნებრივია, ვერ დააკმაყოფილებდა ”მეტალისტთან” ნათამაშები მატჩის ხარისხი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველაფერ ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი სიტყვით, ის მინდა ვთქვა, რომ გუნდის დღევანდელი სახე და ბოლოდროინდელი მოვლენები ერთმანეთს სავსებით შეესაბამება.
ევროპის თასის მფლობელთა ტურნირში გამარჯვების შემდგომ პერიოდს მძიმეს, კრიზისულს რასაკვირველია ვერ დაარქმევ — შარშანდელი სეზონი გუნდმა ურიგოდ არ დაასრულა, წლევანდელ ჩემპიონატში კი, როგორც ჩანს, თბილისელები რომელიმე ხარისხის მედალს უთუოდ მოიპოვებენ.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ საკმაოდ ობიექტური მიზეზების გამო დღევანდელი ”დინამო” ძველებურად ვეღარ თამაშობს.
ეს ობიექტური მიზეზები ყველასთვის ცნობილია. გუნდი, ფაქტიურად ერთადერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ფეხბურთელიც არის და ფეხბურთელიც. ეს დანაკლისი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ”დინამოს” სათამაშო სქემა საფუძვლიანად დამსხვრეულიყო. უკვე ნაცადი სქემისთვის ახალ შემსრულებელთა გამოძებნას დრო სჭირდება. ისიც ნათელია, რომ თბილისის ”დინამოს” მწვრთნელთა ლაბორატორიაში საკმაოდ მოიძებნება საფეხბურთო იდეები. რესურსები კი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების სახით გუნდს არ აკლია.
საგანგაშო მართლაცდა არაფერია. ფეხბურთის ისტორია არ იცნობს გუნდს, რომელსაც თუნდაც გაუგონარი აღზევების შემდეგ მარცხისა და დაქვეითების სიმწარე არ ეგემოს. ეს არის, ზოგი საკმაოდ დიდი ხნით მოსცილებია რჩეულთა კრებულს, ზოგსაც შედარებით მალე უპოვნია საკუთარი თავი.
ერთნი ხანგრძლივ კრიზისს ჩაუთრევია, მეორენი დროებით წარუმატებლობას აუცდენია მთავარი გზისთვის. თბილისის ”დინამო” ბუნებრივია, გამონაკლისი არ არის, ადრე თუ გვიან ჩვენს გუნდსაც უნდა შეხებოდა ეს საყოველთაო საფეხბურთო კანონი. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს ალბათ სულ სხვა რამ აფიქრებთ: როგორი იქნება ნაღდი შეფასება — სერიოზული კრიზისი თუ დროებით წარუმატებლობა?
ზუსტი დიაგნოზის დასმა თითო-ოროლა სპეციალისტს თუ ხელეწიფება. საამისო პრეტენზიები ამ სტრიქონების ავტორს, რა თქმა უნდა, არა აქვს, მაგრამ ზოგი მოსაზრების გამოთქმას წინ ალბათ არაფერი დაუდგება.
პირველი თითქმის ყოველთვის, როცა გუნდს სერიოზული კრიზისის პერიოდი ეწყება, როცა გუნდის სათამაშო პოტენცია შესამჩნევად ქვეითდება, ფეხბურთელები, რაკიღა ძალა აღარ მოსდევთ, უხეშობით ცდილობენ ფონს გასვლას, იოლად ღიზიანდებიან მეტოქისა თუ არბიტრის ”შეცდომებით”.
საბედნიეროდ, ”დინამოში” ამგვარი სიმპტომები არ ჩანს და ეს ფსიქოლოგიური სიმტკიცე ალბათ ყველაზე საიმედო გარანტიაა.
მეორე როგორც წესი, კრიზისის ვირუსი, ყოველთვის თუ არა, მეტწილად მაინც, ეგრეთ წოდებულ ”ხანშიშესულ” გუნდებს დარევს ხოლმე ხელს. ამ მხრივ ”დინამოში” ყველაფერი რიგზე იყო და იქნება კიდეც.
და მესამე. მართალია, უსისტემოდ და შემთხვევიდან შემთხვევამდე, მაგრამ თბილისის ”დინამოს” თამაშში საკმაოდ ხშირად გაიელვებს ხოლმე ის ბრწყინვალე საფეხბურთო ეპიზოდები, რაც საშუალო და დაქანების გზაზე დამდგარი კოლექტივისთვის ან მხოლოდ ოცნებაა, ან კიდევ გარდასულ დღეთა ტკბილი მოგონება.
ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე გავბედავ და ვიტყვი, რომ რამდენადმე სერიოზულ კრიზისზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ იმ სამომავლო გუნდს, რომელიც უეჭველია, არაერთ გამარჯვებასა და სიხარულს მოგვიტანს, სწორედ დღეს, ჩვენს თვალწინ ეყრება საფუძველი.
ოღონდ, ეს არის, დროა საჭირო, დრო, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენივე ფეხბურთელებისთვის, ჩვენივე გუნდისთვის უშურველად გაიღებს ობიექტური ქართველი გულშემატკივარი.
ახლა უშუალოდ მატჩზე. ხარკოველებმა მარტივ, მაგრამ როგორც შემდეგ გამოირკვა, საკმაოდ ეფექტურ საშუალებას მიმართეს: შენგელიას მეურვეობა იკისრა კამარზაევმა (№5), დანარჩენებიც მინდვრის საკუთარ ნახევარზე განლაგდნენ. თბილისელთა საჯარიმოში დროდადრო თუ გამოჩნდებოდნენ ლინკე და კრამარენკო. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მასპინძლებს არაფერი უღონიათ იმისათვის, რომ ფიზიკურად მართლაცდა მშვენივრად მომზადებული მეტოქისათვის რაიმე დაეპირისპირებინათ — წონასწორობის დასარღვევად დინამოელთა ტექნიკური უპირატესობა საკმარისი არ გამოდგა. მატჩის დასაწყისში შენგელიამ რამდენჯერმე სცადა ცენტრალური ზონიდან გაეტყუებინა კამარზაევი. ჯერ იყო და ”დინამოს” ნახევარმცველებმა ვერ შენიშნეს თუ ვერ ისარგებლეს ამ მანევრით, მერე კი სტუმართა სტოპერმაც იგრძნო საფრთხე და… ისე იოლად აღარ ეგებოდა ფანდზე.
როგორღაც ეულად თამაშობდა პირველ ტაიმში თბილისელთა მეორე ფორვარდი მესხიც.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაინც მოახერხა ”მეტალისტის” კართან რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა, თუმცა ეს მცდელობა ალბათ უფრო ნაყოფიერი გამოდგებოდა, დინამოელ ნახევარმცველებს მარცხენა ფლანგისთვის მეტი დრო და ყურადღება რომ დაეთმოთ.
ამ მხრივ ვითარება ერთგვარად გამოსწორდა მეორე ტაიმში. თანაც თბილისელებმა უფრო აზარტულადაც შეუტიეს და 54-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან მესხის ძლიერი ჩაწოდების შემდეგ შენგელიამ თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
შემდეგ ”დინამოს” კიდევ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა. და საერთოდ, ანგარიში უთუოდ სხვა იქნებოდა, მთავარ არბიტრს ელემენტარული საპენალტო სიტუაციები სწორად რომ შეეფასებინა.
მოგებული მატჩის შემდეგ ხელის ჩაქნევა იმ დაკარგულ პენალტებზე რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ფეხბურთიცა და სპორტული სამართლიანობაც უსათუოდ მოიგებს, თუ ისინი, ვისაც ევალება და ხელი მიუწვდება, გულით იზრუნებენ იმისათვის, რომ ამგვარ ფაქტებს ცენტრალური პრესის ფურცლებზეც მოეძებნოს ადგილი.
ი. ბერიაშვილი.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 10 сентября 1982 года:

С преимуществом хозяев поля.
Победа, одержанная динамовцами Тбилиси над харьковским «Металлистом», к разряду лёгких отнесена быть не может. Несмотря на заметное преимущество в игре и общее превосходство в классе, динамовцам не сразу удалось сломить сопротивление соперников, действовавших с большим желанием,   старательно, организованно. Вообще надо сказать, что «Металлист» принадлежит к категории тех команд, которые не робеют перед сильнейшими клубами высшей лиги. Не случайно харьковчане занимают место в верхней половине турнирной таблицы, упорно удерживаясь на достигнутой позиции. Словом, матч был не простым для «Динамо».
Искушённый зритель подмечает, что для «Динамо» нынешний сезон стал сезоном формирования игры как бы заново, периодом перестраивания. А ведь, казалось бы, совсем недавно, два года назад, команда, перестроившись тактически, задышала в полную грудь и проявила недюжинные возможности сбалансированной игры с акцентом на атаку быструю, неожиданную и мощную. И вот, с уход Кипиани, тренерам приходится по сей день вести работу по сохранению классной игры. Согласимся, нелёгкое это дело — в столь короткий срок дважды вести поиск оптимальных путей усиления командной игры, не теряя очков и турнирных приобретений. Между тем команда играет без многих лучших своих представителей недавнего времени — это Габелия. Кипиани. Костава, Тавадзе, вновь получивший травму Гуцаев. Смело вошли в команду молодые футболисты.
Первый тайм с «Металлистом» прошёл не столь интересно. Упущено было несколько возможностей для взятия ворот. Но во втором тайме атаки усилились. Хозяева быстро забили гол и после стремительного прорыва и удачной передачи Месхи Шенгелия переправил мяч в ворота. А затем — вновь неиспользованные возможности. Матч, правда, по содержанию мог предстать несколько иным, если б не несколько сумбурный характер судейства. Но, прежде всего, недостатки следует искать в области игровых взаимодействий. Ещё более согласованными и активными хотелось бы видеть действия средней и передней линий.
Сегодня тбилисцы проводят ещё один матч — с днепропетровским «Днепром». От каждого поединка, каждого завоёванного очка сейчас зависит исход соперничества за высшие награды чемпионата. Встреча же с «Днепром», помимо турнирных соображений, имеет значение и как последняя репетиция перед ответственным матчем розыгрыша Кубка УЕФА с итальянской командой «Наполи».
Б. НОДИЯ.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 10 сентября 1982 года:

ЭТОТ УПОРНЫЙ «МЕТАЛЛИСТ».
В первенстве СССР по футболу такое встретишь не  часто. Дебютант розыгрыша — команда, которая ещё в прошлом году выступала в  первой лиге, сейчас почти на равных борется с  сильнейшими  командами  страны. И довольно часто наносит им чувствительные уколы. Разговор этот, конечно, относится к харьковскому «Металлисту». Он впервые приехал в столицу Грузии на очередной матч первенства и зарекомендовал себя упорным коллективом. Естественно, украинским футболистам трудно было на равных  противостоять техничным и опытным хозяевам поля. Вот они и противопоставили им свою мощь, атлетизм и мобильность, используя которые — скажем и это — они довольно часто вступали в противоречие с футбольным кодексом. Но, в конце концов, особенно в первом тайме – за счёт оборонительных редутов, выстроенных на своей половине поля – сумели сдержать атаки.
В том что первая половина игры завершилась безрезультатно, есть доля вины и форвардов хозяев, которые не раз из выгодных положений били мимо цели. Но, в конце концов, справедливость всё же восторжествовала. Тбилисцы увеличили темп и решительно перешли на половину поля гостей. Особенно активно на левом краю играл Месхи. Именно он на 54-й минуте прорвался по левому краю и навесил мяч на штрафную площадку «Металлиста». Здесь отменно сыграл головой лучший бомбардир тбилисцев Шенгелия, который послал мяч в ворота.
Атаки динамовцев продолжались. Опасно били по воротам Сванадзе, Сулаквелидзе, Месхи, Шенгелия и др. Однако счёт остался без изменения.