«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:3 (3:1)

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:3 (3:1)

ЧЕМПИОНАТ СССР 1982 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 22.
28 августа 1982 года. 18-00. Донецк. Центральный стадион «Шахтер». 25 градусов. 40000 зрителей.
Судьи: А.Богомазов (Фрунзе), В.Кечинов (Ташкент), А.Филиппенко (Душанбе).
«Шахтер»: Дегтярев, Варнавский, Сопко, Покидин, Пьяных, Рудаков (Муравский, 71), Куцев, Соколовский, Петров (Ященко, 27), Юрченко, Грачев.
«Динамо»: Мчедлидзе, Хизанишвили, Чивадзе (к), Хинчагашвили, Андгуладзе, Дараселия, Сванадзе (Джохадзе, 82), Сулаквелидзе, Гуцаев, Цаава (Арзиани, 89), Шенгелия.
Голы:
1:0 Куцев — 11
2:0 Грачев — 15
2:1 Дараселия — 18
3:1 Грачев — 31
3:2 Цаава — 60
3:3 Шенгелия — 66
Предупреждение: Шенгелия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 31 августа 1982 года:

Донецк.
«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) — 3:3 (3:1). Центральный стадион «Шахтер» 28 августа. 25 градусов. 40 000 зрителей.
Судьи А. Богомазов (Фрунзе), В. Кечинов (Ташкент), А. Филиппенко (Душанбе).
«Шахтер»: Дегтярев, Варнавский, Сопко, Покидин, Пьяных, Рудаков (Муравский, 71), Куцев, Соколовский, Петров (Ященко, 27), Юрченко, Грачев.
«Динамо»: Мчедлидзе, Хизанишвили, Чивадзе, Хинчагашвили, Андгуладзе, Дараселия, Сванадзе (Джохадзе, 82), Сулаквелидзе, Гуцаев, Цава (Арзиани, 89), Шенгелия.
Голы: Куцев (11), Грачев (15, 31), Дараселия (18), Цава (60), Шенгелия (66).
Предупрежден Шенгелия.
Дублеры—3:1. Голы: у «Шахтера» — Акименко — 2, Мартышкин; у «Динамо» — Угрелидзе.
Никак по игре не похож «Шахтер» на аутсайдера, замечает наш донецкий корреспондент Б. Брусилов. Обкатывая на ходу дублеров и новобранцев из низших лиг, команда от матча к матчу играет содержательнее и сильнее. Вот и юбилейный, свой тысячный матч в чемпионатах страны горняки начали остро, решительно, ошеломив гостей шквалом атак.
Всего примечательнее то, что заигравшие быстро и технично тбилисцы не достигли в этом матче перевеса. «Шахтер» принял вызов и противопоставил сопернику наряду со скоростью повысившуюся маневренность, размашистость передач.
При этом случилось так, что один из незабитых голов горняков превзошел по красоте все шесть состоявшиеся. Ященко с мячом, уводя за собой на большой скорости двух защитников, неожиданно отбросил мяч пяткой назад в зону набегавшего следом защитника Варнавского. Пушечный удар, произведенный без обработки, отразила стойка ворот! Этот эпизод, казалось, сошел с телеэкрана, по которому мы любовались недавно матчами чемпионата мира.
Трибуны прямо-таки взорвались от восторга. Но, говоря фигурально, взорвались и гости. Их ответный напор был неудержим, В итоге красивая ничья — 3:3.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 31 августа 1982 года:

შინ და გარეთ — 3 ქულა.
”შახტიორი” (დონეცკი) – ”დინამო” (თბილისი) 3:3 (3:1).
დონეცკი. ”შახტიორის” სტადიონი. 28 აგვისტო.
”შახტიორი”: დეგტიარევი, ვარნავსკი, სოპკო. პოკიდინი, პიანიხი, რუდაკოვი (მურავსკი), კუცევი, სოკოლოვსკი, პეტროვი (იაშჩენკო), იურჩენკო, გრაჩოვი.
”დინამო”: მჭედლიძე, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ანდღულაძე, დარასელია, სვანაძე (ჯოხაძე), სულაქველიძე, გუცაევი, ცავა (არზიანი), შენგელია.
მსაჯი: ა. ბოგომაზოვი (ფრუნზე).
დუბლიორები — 3:1 (თბილისელთაგან ბურთი გაიტანა უგრელიძემ). გააფრთხილეს შენგელია.
წლევანდელი ”შახტიორი”, არსებითად სრულიად განსხვავებული გუნდია, რომლის ადრინდელი და ახლანდელი თამაშის შედარება არც შეიძლება. ჩვენ უკვე ვწერდით იმაზე, თუ რა მოხდა ამ გუნდში, რა მიზეზია, რომ დონეცკელი ფეხბურთელები ამჟამად სახიფათო ზონაში იმყოფებიან. ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ”შახტიორმა” ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატში და სამივე წააგო, ამასთან ისე, რომ მეტოქეთა კარში არც ერთი ბურთი არ გაუტანია. უკვე მაშინ, როცა გუნდს საგანგაშო მდგომარეობა შეექმნა, დონეცკელებმა გამარჯვებათა გზით იწყეს სვლა, ბოლო 4 კალენდარული მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს მოსკოვში, ”სპარტაკთან”, ისიც მინიმალური სხვაობით — 2:3. 8 ქულა 10 შესაძლებლიდან ეს ის ბერკეტია, რომელმაც მკვეთრად გააუმჯობესა გუნდის შანსები და, თუმცა, ”შახტიორს” დღესაც გადაჭრილი არა აქვს უმაღლეს ლიგაში დარჩენის საქმე, მაგრამ ადრინდელთან შედარებით იგი დიდად მომძლავრდა.
ყველაფერი ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ 28 აგვისტოს მატჩისთვის თბილისის ”დინამოსთან” მასპინძლებს კიდევ ორი მძლავრი სტიმული ჰქონდათ, რათა მაქსიმალური ძალით ებრძოლათ ახალი წარმატებისთვის: ჯერ ერთი 28 აგვისტო მეშახტეთა საკავშირო ზეიმია და მას დონეცკში ყველა საგანგებოდ აღნიშნავს, მათ შორის — ფეხბურთელებიც. მეორეც — ”შახტიორი” ამ დღეს უმაღლეს ლიგაში ატარებდა თავის მეათასე კალენდარულ მატჩს და, რა თქმა უნდა, ყველა სათანადოდ იყო განწყობილი საიუბილეო თამაშის მოსაგებად.
მატჩის დასაწყისი, მართლაც, მასპინძელთა საიუბილეო გეგმით მიმდინარეობდა, ისინი წინ იყვნენ ჯერ ანგარიშით 2:0, შემდეგ — 3:1. მე-11 წუთზე მასპინძლებმა შუა მინდორში კომბინაცია გაითამაშეს, სოკოლოვსკიმ გარღვევაზე გაიყვანა კუცევი და ამ უკანასკნელმა გახსნა ანგარიში. 4 წუთის შემდეგ კარგად ითამაშა იმავე კუცევმა, ზუსტად გადააწოდა გრაჩოვს და სტუმრების კარში მეორე ბურთი მოთავსდა — 2:0.
ეს პერიოდი, საერთოდ, უხვგოლიანი აღმოჩნდა, ვინაიდან მე-18 წუთზე დარასელიამ უნარიანად გამოიყენა დონეცკელთა დაცვის შეცდომა და საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ 31-ე წუთზე პოკიდინ-გრაჩოვის ორსვლიანი კომბინაცია მესამე გოლით დამთავრდა — 3:1.
თბილისელებს მდგომარეობის სახსნელად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მეორე ტაიმში და გუნდმაც დიდი ენერგიით, მონდომებით იბრძოლა. ტაიმის უმეტესი ნაწილი დინამოელთა შესამჩნევი უპირატესობით აღინიშნა.
მე-60 წუთზე ”შახტიორის” საჯარიმო მოედანზე წამით გაიხსნა ცავა, რომელმაც რთულ სიტუაციაში გაგზავნა მეორე ბურთი მასპინძელთა კარში, მერე კი, 66-ე წუთზე, დარასელიას გადაცემით კარგად ისარგებლა შენგელიამ და გაათანაბრა ანგარიში — 3:3.
ამის შემდეგ დინამოელთა წინაშე უკვე გამარჯვების პერსპექტივაც გამოიკვეთა, ბოლო წუთებამდე მინდორზე არ შეწყვეტილა შეუპოვარი ბროლა, თუმცა ცვლილება ანგარიშში აღარ მომხდარა, მეტოქეებმა თანაბრად გაიყვეს ქულები.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ჟიურიმ მიიჩნია ვ. დარასელია და მ. სოკოლოვსკი.