«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:1 (0:0)

ЧЕМПИОНАТ СССР 1982 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 14.
27 июля 1982 года. 20-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 22 градуса. 64300 зрителей.
Судьи: В.Кузнецов (Омск), В.Матвеев, А.Туфатуллин (оба — Казань).
«Динамо»: Имнадзе, Андгуладзе, Чивадзе (к), Хизанишвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Тавадзе, 58), Цаава (Гуцаев, 46), Шенгелия.
«Арарат»: Васильев, Погосян, Керопян, Аш.Хачатрян, Раф.Галустян, Киракосян, П.Галустян, Оганесян (к), Касабоглян (Ан.Хачатрян, 75), Меликян (Аг.Саркисян, 73), Роб.Галустян.
Голы:
0:1 Оганесян — 52
1:1 Сулаквелидзе — 68
Предупреждения: Хизанишвили, Оганесян, Керопян.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Вечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 июля 1982 года:

Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 1:1 (0:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 27 июля. 22 градуса. 64 300 зрителей.
Судьи В. Кузнецов (Омск), В. Матвеев, А. Туфатуллин (оба — Казань).
«Динамо»: Имнадзе, Андгуладзе, Чивадзе, Хизанишвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Тавадзе, 58), Цава (Гуцаев, 46), Шенгелия.
«Арарат»: Васильев, Погосян, Керопян, Аш. Хачатрян, Раф. Галустян, Киракосян, П. Галустян, Оганесян, Касабоглян (Ан. Хачатрян, 75), Меликян (Саркисян, 73), Роб. Галустян.
Голы: Оганесян (52). Сулаквелидзе (68).
Предупреждены Хизанишвили, Оганесян, Керопян.
Дублеры — 1:1. Голы: Иашвили («Динамо»), Мхитарян («Арарат»).
«Арарат» в Тбилиси начал матч нерешительно, даже пассивно, действуя с оглядкой на свои ворота. Его соперник довольно легко утвердил свое территориальное преимущество, но использовать его долго не мог. То мячи летели мимо ворот, то удачно вступал в игру вратарь.
Лишь во втором тайме гости прибавили в движении и заиграли острее, и вскоре Оганесян, переиграв защитников, точно пробил в нижний угол ворот. Теперь тактика удержания мяча обрела для «Арарата» смысл — сохраняя мяч он старался лишить соперника инициативы. Это был отказ от активной борьбы, что и доказали тбилисцы. Всей командой хозяева бросились вперед и довольно скоро Сулаквелидзе с подачи Гуцаева головой переправил мяч в угол ворот — 1:1.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 июля 1982 года:

ღირსეულ მეტოქეთა მატჩი.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 27 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 1:1 (0:0).
“დინამო”: იმნაძე, ანდღულაძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, ჟვანია (თავაძე), ცავა (გუცაევი), შენგელია.
“არარატი”: ვასილიევი, პოღოსიანი, ქეროფიანი, აშ. ხაჩატრიანი, რაფ. გალუსტიანი, კირაკოსიანი, პ. გალუსტიანი, ოჰანესიანი, ყასაბოღლიანი (ან. ხაჩატრიანი), მელიქიანი (სარქისიანი), რობ. გალუსტიანი.
მსაჯი: ვ. კუზნეცოვი (ომსკი).
გააფრთხილეს ხიზანიშვილი, ოჰანესიანი, ქეროფიანი.
ბოლო 4 ტურში თბილისის დინამოელებს თავიანთ მინდორზე ზედიზედ ჰქონდათ დაძაბული შეხვედრები ძალზე ძნელ, პრინციპულ მეტოქეებთან. ყველამ იცის, რომ ბოლო წლებში ძალიან გვიჭირს თამაში ბაქოელებთან, ეს შეხვედრა კი მოვიგეთ ანგარიშით 5:3. შემდეგ ანგარიშით 1:0 დავამარცხეთ მოსკოვის “დინამო”, 3:1 – მოსკოვის “სპარტაკი” და 6 შესაძლებლიდან 6 აღებული ქულის შემდეგ საჭირო იყო მონაპოვარის განმტკიცება ჩემპიონატის ერთ–ერთ ლიდერთან – ერევნის “არარატთან”.
ბოლო 6 ტურია ერევნელმა ფეხბურთელებმა არ იციან რა არის მარცხი. მათ წარმატებით ითამაშეს შინაც და სტუმრადაც, მათაც “მოიცილეს” თავიდან ისეთი ძნელი მეტოქეები, როგორებიცაა მოსკოვის “დინამო” და “სპარტაკი” და 27 ივლისისთვის გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი ეკავათ მინსკის “დინამოს” შემდეგ.
მართალია, დინამოელები ოდნავ ჩამორჩებოდნენ უშუალო ლიდერთა ჯგუფს, მაგრამ მათი სატურნირო პერსპექტივა “არარატზე” უკეთესია, ვინაიდან, როგორც იცით, გუნდს გამოტოვებული აქვს რამდენიმე კალენდარული მატჩი. ყველაფერი ეს გვპირდებოდა უშეღავათო, დაძაბულ ბრძოლას.
მართლაც, თამაში ისეთი იყო, როგორიც კარგა ხანია არ გვინახავს ჩვენს სტადიონზე და როცა მატჩი დამთავრდა, მაყურებლებმა ტაშით გააცილეს ფეხბურთელები, ამასთან კარგი თამაშისთვის სათანადო მიუზღეს სტუმართა კოლექტივს, რომელმაც ფრიად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ერევნელთა გუნდი ახლა ძალიან ძლიერია და, შეიძლება ითქვას, არაფრით ჩამოუვარდება 1973 წლის იმ “არარატს”, რომელმაც მაშინ დუბლი გააკეთა, ე.ი.
ერთდროულად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონობაც და თასიც. გუნდის წამყვანი მოთამაშის ოჰანესიანის გარშემო შემოკრებილია პერსპექტიული, ენერგიული კოლექტივი. თბილისელი მაყურებელი კარგად ერკვევა საფეხბურთო ავკარგში და საკუთრივ დარწმუნდა, რომ ერევნელებს ახლა ჩინებული გუნდი ჰყავთ. ალბათ, ამიტომ გულდაწყვეტილი არავინ დარჩენილა, რომ დინამოელებმა ზედიზედ მოგებული 3 მატჩის შემდეგ ქულა “გაატანეს” მეტოქეებს. ეს ქულა სტუმრებმა დაიმსახურეს აზრიანი, მაღალტექნიკური, მებრძოლი ფეხბურთისთვის.
“დინამომ” საგრძნობი უპირატესობით დაიწყო თამაში, დაახლოებით 20–25 წუთი უტევდა სწრაფად, ტემპიანად, შემართებით, მაგრამ სტუმართა დაცვას თითქმის ბზარიც არ ჰქონდა, რომ ამ იერიშებს შედეგი მოჰყოლოდა. ერევნელები მეთოდურად, გეგმაზომიერად მოქმედებდნენ მთელს მინდორზე, მათ თანდათან შეანელეს დინამოელთა ტემპი, გაათანაბრეს თამაში და შემდეგ ასევე მეთოდურად გადავიდნენ კონტრიერიშზე. ტონის მიმცემი, რა თქმა უნდა, ოჰანესიანი იყო, მას კარგად უბამდნენ მხარს პარტნიორები და ტაიმის დასასრულს ინიციატივა უკვე “არარატს” ჰქონდა.
ეს ტაქტიკურად რთული, უკომპრომისო თამაში შესვენების მერეც გაგრძელდა და როცა 52–ე წუთზე პ. გალუსტიანის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ ოჰანესიანმა ისარგებლა “დინამოს” მცველთა შეცდომით და გახსნა ანგარიში, ცხადი გახდა, რომ თბილისელებს ძალთა მაქსიმალური მობილიზება დასჭირდებოდათ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მართალია, ერევნელები კვლავინდებური თავგამოდებით იბრძოდნენ, მაგრამ მასპინძლები სულ უფრო მძლავრად, ხანგრძლივად უტევდნენ, ფორვარდებს დიდ დახმარებას უწევდნენ ნახევარმცველები, რომლებიც ხშირად თვითვე გადადიოდნენ სტუმართა კარის შტურმზე. სახიფათოდ უტევდნენ სულაქველიძე, დარასელია, სვანაძე, მათს რიგებს რეგულარულად უერთდებოდნენ ჩივაძე, მუჯირი, და 68–ე წუთზე სულაქველიძემ კარგად ისარგებლა მეკარე ვასილიევის შეცდომით: ფლანგური მიწოდების დროს ვასილიევმა წინდაუხედავად დატოვა კარი, წინ გამოვიდა, სულაქველიძემ კი თავით გაგზავნა ბურთი კარის შორეულ კუთხეში – 1:1.
ამის შემდეგ დინამოელებმა კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუტიეს მეტოქეს, “არარატის” მცველებს, რომლებსაც აქტიურად ეხმარებოდნენ წინა ხაზების მოთამაშეებიც, მძიმე დატვირთვა დააწვათ, თუმცა, საკმარისი იყო ბურთის მოგერიება და სტუმრები მაშინვე იწყებდნენ საპასუხო იერიშებს, ორ–სამჯერ “დინამოს” კარი აშკარა ხიფათის წინაშე აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, თბილისის “დინამოს”, რომელიც ჩვენი აზრით, საუკეთესო ფორმაშია, ამ დღეს საქმე ჰქონდა მეტად ძლიერ, მონოლითურ კოლექტივთან და მაყურებელმაც მეტად შინაარსიანი, დაძაბული თამაში, ღირსეულ მეტოქეთა საინტერესო ბრძოლა ნახა.
ბ. ქორქია.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 29 июля 1982 года:

Еще одна ничья.
Хозяева поля начали игру академично, в замедленном темпе, что, конечно, не могло не облегчить действий гостей в обороне. Поначалу «Арарат» играл с оглядкой, подчёркнуто отдавал предпочтение обороне собственных ворот, но вскоре, оценив создавшуюся выгодную для него обстановку, стал всё смелее, а главное, чаще контратаковать и чуть было не добился успеха. Тбилисцы ошибочно решили, что Касабоглян находится в офсайде, но свисток судьи промолчал. Оставшись с глазу на глаз с голкипером «Динамо» Имнадзе, форвард ереванской команды, сам тем не менее не лучшим образом распорядился мячом в выгодной ситуации. В свою очередь тбилисцы до перерыва создали два голевых момента.
Во втором тайме соперники обменялись голами. Сначала успеха добился на 52-й минуте Оганесян, затем спустя четверть часа Сулаквелидзе сравнял счёт, который до финального свистка так и не изменился.