«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 3:1 (2:1)
ЧЕМПИОНАТ СССР 1982 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 13.
17 июля 1982 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 28 градусов. 35000 зрителей. С 46-й мин. — электроосвещение.
Судьи: М.Ступар (Ивано-Франковск), А.Попов (Киев), А.Маяцкий (Черкассы).
«Динамо»: Имнадзе, Андгуладзе, Чивадзе (к), Хизанишвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Гуцаев, 75), Цаава (Тавадзе, 46), Шенгелия.
«Спартак»: Дасаев, Сочнов (Букиевский, 46), Морозов, Щербак, Романцев (к), Шавло, Поздняков (Калашников, 60), Гесс, Гаврилов, Черенков, Родионов.
Голы:
1:0 Шенгелия — 03
2:0 Чивадзе — 26
2:1 Шавло — 35
3:1 Тавадзе — 48
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 18 июля 1982 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» — 3:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 3:1 (2:1). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 17 июля. 28 градусов. 35150 зрителей.
Судьи М. Ступар (Ивано-Франковск), А. Попов (Киев), А. Маяцкий (Черкассы).
«Динамо»: Имнадзе, Андгуладзе, Чивадзе, Хизанишвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Гуцаев, 78), Цава (Тавадзе, 46), Шенгелия.
«Спартак»: Дасаев, Сочнов (Букиевский, 46), Морозов, Щербак, Романцев, Шавло, Поздняков (Калашников, 62), Гесс, Гаврилов, Черенков, Родионов.
Голы: Шенгелия (3), Чивадзе (26), Шавло (35), Тавадзе (48).
Дублеры — 1:0. Голы: Джохадзе (с пенальти).
Третий после июньского перерыва матч провели динамовцы Тбилиси и, одержав третью подряд победу, вплотную приблизились к группе лидеров. Игра тбилисцев от раза к разу приобретает все большую стройность и привлекательность.
Гол, забитый после первой же многоходовой комбинации — Жвания — Сулаквелидзе — Шенгелия, прибавил уверенности хозяевам поля, которые много и часто атаковали ворота Дасаева. У спартаковцев же игра явно не получилась — в их рядах не оказалось лидера, комбинации обрывались, не успев развиться, пассивен и очень неточен в передачах был Гаврилов.
Не встретив ожидаемого сопротивления, динамовцы стали играть невнимательно, допускать оплошности в обороне (в результате одной из них и был забит гол в их ворота). Однако в дальнейшем превосходство динамовцев было ощутимо, и они довели матч до победного финала.
Г. Акопов. (наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 июля 1982 года:
გამარჯვება, რომელიც ქულებზე მეტად ფასობს.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 17 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “სპარტაკი” (მოსკოვი) 3:1 (2:1).
“დინამო”: იმნაძე, ანდღულაძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, ჟვანია (გუცაევი), ცავა (თავაძე), შენგელია.
“სპარტაკი”: დასაევი, სოჩნოვი (ბუკიევსკი), მოროზოვი, შჩერბაკი, რომანცევი, შავლო, პოზდნიაკოვი (კალაშნიკოვი), გესი, გავრილოვი, ჩერენკოვი, როდიონოვი.
მსაჯი: მ. სტუპარი (ივანო–ფრანკოვსკი).
მაყურებლები – 35.150.
…მიმდინარეობდა შეხვედრის მე–3 წუთი. მინდვრის სიღრმიდან სპარტაკელთა კარისკენ დაიძრა სულაქველიძე, შეიჭრა საჯარიმო მოედანზე და სწრაფად შეაფასა მდგომარეობა: მას თვითვე შეეძლო დაერტყა, მაგრამ კარის წინ, უშუალოდ დასაევის სიახლოვეს, კარგ პოზიციაში გადიოდა შენგელია. სულაქველიძემ გადაცემა ამჯობინა, შენგელიამ მიუსწრო ბურთს და ახლო მანძილიდან გაგზავნა იგი ბადეში – 1:0.
ასე დაიწყო ძველ მეტოქეთა ეს მატჩი, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით მოველოდით. მას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო სატურნირო კონიუნქტურის მნიშვნელობით, არამედ სხვა თვალსაზრისითაც: იმ პერიოდში, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, თბილისის “დინამოს” აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. მართალია, გუნდი უქმად არ იყო და ინტენსიურად ემზადებოდა, მაგრამ გულშემატკივრებს ისიც ადარდებდა თუ როგორ წარიმართებოდა გუნდის საქმეები შემდგომში, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თბილისელებს ზედიზედ უნდა ეთამაშათ 3 უძნელესი მატჩი მოსკოვის “დინამოსთან”, მოსკოვის “სპარტაკთან” და ერევნის “არარატთან”. ამ მატჩების სერიიდან თბილისელთა ახლანდელი მზადყოფნის დონე ძირითადად სწორედ “სპარტაკთან” მატჩს უნდა გამოერკვია.
მოგეხსენებათ “სპარტაკი” – “სპარტაკია”! იგი მუდამ დიდი მობილიზებით, სრული შესაძლებლობით თამაშობს შინ და სტუმრადაც ძალებს არ ზოგავს არასდროს, ამიტომ სპარტაკელთაგან მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლა, მთელ თავიანთ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენა.
სტუმრებმა მართლაც სცადეს ყველაფერი გაეკეთებინათ თბილისის “დინამოსთან” მატჩში, მაგრამ ეს “ყველაფერი” ვერ გააკეთეს და ორივე ტაიმის მანძილზე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ დინამოელებს ტექნიკითაც, ფიზიკური მომზადებითაც, საბრძოლო სულისკვეთებითაც და ტაქტიკითაც.
ახლანდელ “სპარტაკს” ორი ლიდერი ჰყავს: მეკარე დასაევი და ცენტრალური თავდამსხმელი გავრილოვი, მაგრამ ამ მატჩში ვერც ერთმა მათგანმა ვერ ითავა ლიდერის როლი. პირიქით, დასაევი მთელ რიგ შემთხვევებში უზუსტოდ მოქმედებდა, იგვიანებდა, სათანადოდ ვერ ხელმძღვანელობდა დაცვას, ხოლო გავრილოვი, უბრალოდ, პასიური იყო. მთელი მატჩის მსვლელობაში მან რამდენიმეჯერ თუ ითამაშა სასარგებლოდ, დანარჩენ შემთხვევებში იგი სისტემატურად აგებდა ბრძოლას დინამოელებთან, ვერაფრით ეხმარებოდა პარტნიორებს, აყოვნებდა სწორედ მაშინ, როცა საჭირო იყო აქტიური, ენერგიული თამაში. ამ მატჩს სპორტის დამსახურებულ ოსტატ გ. ანთაძესთან ერთად ვუყურებდით, ორივენი საგანგებოდ აღვნუსხავდით გავრილოვის სათამაშო აქციებს და გამოვარკვიეთ, რომ წუნი მას გაცილებით უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე მარგი ქმედების კოეფიციენტი. სპარტაკელთა მხრივ შედარებით უფრო გამოიჩინეს თავი შავლომ, გესმა და, ნაწილობრივ, როდიონოვმა.
ამ მატჩში თბილისის “დინამო” დაახლოებით იმ დონეზე გამოიყურებოდა, როგორც იმ პერიოდში, როცა მან ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. მეკარე იმნაძეს დიდი დატვირთვა არა ჰქონია, მაგრამ ბურთთან კონტაქტისას იგი თავის ძალებში დაჯერებული, საიმედოდ გამოიყურებოდა. ჩვენს მცველებს, მცირე გამონაკლისის გარდა, შეცდომა არ მოსვლიათ, სპარტაკელთა შემტევი ძალები აღწევდნენ მხოლოდ მასპინძელთა საჯარიმო მოედნამდე, შემდეგ კი მათ გზა გადაკეტილი ჰქონდათ. ამას გარდა, ჩივაძე ხშირად პოულობდა შესაძლებლობას გადაებარებინა თავისი პოსტი დამზღვევი მოთამაშისთვის და ჩართვოდა იერიშს. სწორედ ერთ–ერთი ასეთი მანევრის შედეგად გავიდა სპარტაკელთა კარში მეორე გოლი: 26–ე წუთზე დაინიშნა ჯარიმა, დინამოელთა თავდამსხმელები ჩაკეტილნი იყვნენ, ამიტომ წინა ხაზზე გადმოინაცვლა ჩივაძემ, მიიღო სულაქველიძის გადაცემა და შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა. დასაევმა ვერ შეძლო ბურთის აღება – 2:0.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია ჩვენი გუნდის ნახევარმცველთა საუკეთესო თამაში. მათ მთლიანად დაიპყრეს მინდვრის შუაგული, სწორედ მათი ენერგიული მოქმედების შედეგად წააგო “სპარტაკმა” ბრძოლა ცენტრალურ ზონაში და, მეტიც, ჩვენი ნახევარმცველები შეტევას უფრო მეტად ემსახურებოდნენ, ვიდრე დაცვას: მათი აგრესიულობა და ენერგია ამ დღეს იძლეოდა საამისო შესაძლებლობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სულაქველიძე – შესანიშნავი მებრძოლი და მოიერიშე ნახევარმცველი.
დიდი სამუშაო გასწიეს თავდამსხმელებმა, ძველებური აზარტით და ენერგიით იბრძოლა შენგელიამ, ხოლო როცა შესვენების შემდეგ მინდორზე გამოვიდნენ თავაძე და გუცაევი, ორივე ამ შეცვლამ გაამართლა, ორივე მაშინვე სრული ძალით ჩაება უშეღავათო ბრძოლაში.
საპასუხო გოლი “სპარტაკმა” 35–ე წუთზე გაიტანა, როცა შავლო სწრაფად ჩაერთო იერიშში და ახლო მანძილიდან დაარტყა კარში, მაგრამ ტაიმის ბოლოს უპირატესობა კვლავ დინამოელებს ჰქონდათ, კვლავ შექმნეს სახიფათო მომენტები შენგელიამ, სულაქველიძემ, ჟვანიამ, ცავამ.
მესამე, ჩვენი აზრით, გადამწყვეტი ბურთი სპარტაკელთა კარში 48–ე წუთზე გაიტანა თავაძემ და ეს გოლიც დინამოელთა განუწყვეტელი იერიშების შედეგი იყო. თავაძე სწრაფად ჩაერთო შეტევაში, საკუთრივ განახორციელა სწრაფი რეიდი და ანგარიში აიყვანა 3:1–მდე.
ამის შემდეგ, დაახლოებით 10–15 წუთი, ინიციატივა “სპარტაკს” ჰქონდა. სტუმრებმა ამ პერიოდში საკმაოდ ძლიერი კონტრთამაში შექმნეს, შავლოს მიერ დარტყმული საჯარიმო ძელმა მოიგერია, შემდეგ გავრილოვს მიეცა რეაბილიტაციის საშუალება: იგი მარტოდმარტო დარჩა კარის წინ, მაგრამ დაახლოებით ათიოდე მეტრიდან ააცილა მიზანს ბურთი.
შემდგომში დინამოელებმა ისევ მოაწესრიგეს თამაში, კვლავ ხელთ აიღეს ინიციატივა და ბოლომდე მიიყვანეს ღირსეული, დამსახურებული გამარჯვების საქმე.
ყოველგვარი მოგება თავისთავად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ თბილისის “დინამოს” ეს გამარჯვება, ჩვენი აზრით, გაცილებით უფრო მეტს ფასობს, ვიდრე ჩვეულებრივი 2 ქულა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ გუნდმა შეინარჩუნა საბრძოლო მზადყოფნა, მაღალი კლასი, ეს განსაკუთრებით სასიხარულოა ახლა, როცა წინ ჩემპიონატის საპასუხისმგებლო შეხვედრებია და ორიოდე თვეში იწყება ევროპული საკლუბო გათამაშების ახალი ციკლი – უეფა–ს თასის ტურნირი.
ბ. ქორქია.
მატჩის შემდეგ.
მატჩის შემდეგ სპარტაკელთა გასახდელს მივაშურეთ. გვინდოდა მეტოქეთა გუნდის, კერძოდ, იმ აღიარებული სპეციალისტების, როგორებიც არიან კონსტანტინე ბესკოვი და ნიკოლოზ სტაროსტინი, აზრი გაგვეგო თამაშის შესახებ. კ. ბესკოვთან შეხვედრა ვერ შევძელით, ვინაიდან იგი თბილისში არ ჩამოსულა და მთელი ინტერვიუ გუნდის უფროსს ნ. სტაროსტინს “დააწვა”.
ვეტერანი სპარტაკელი სულაც არ იყო საუბრის ხასიათზე. მისი გუნდის ფეხბურთელები საუბრობდნენ ერთმანეთთან, ცხარედ კამათობდნენ თამაშის პერიპეტიებზე, ნ. სტაროსტინი კი განმარტოვებულიყო კედელთან სავარძელში ღრმად ჩაფლული და ფიქრებს მისცემოდა. მიუხედავად ამისა, მაინც გვიპასუხა კითხვებზე.
– როგორი იყო სპარტაკელთა მორიგი შეხვედრა თბილისელ მაყურებელთან, რას იტყვით ამ შთაბეჭდილების შესახებ?
– ვფიქრობ, არც ერთ ჩვენს ფეხბურთელში ეჭვს არ იწვევს თბილისელთა სტუმართმოყვარეობა, აქაური გულშემატკივრები მეტად კვალიფიციურნი არიან საფეხბურთო საკითხებში და არავის ტოლს არ დაუდებენ.
– რას იტყოდით თვით მეტოქეებზე – დინამოელებზე?
– თბილისელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათ “სპარტაკზე” მეტი მონდომება და მიზანსწრაფულობა გამოავლინეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის დინამოელებს ყველა პირობა აქვთ წელსაც გაიმეორონ შარშანდელი ტრიუმფი ევროპის საკლუბო ტურნირში. “ნაპოლის” შემდეგ რომელი მეტოქე შეხვდება თქვენს გუნდს არ ვიცი, მაგრამ მეორე ტურში რომ თბილისელები გავლენ, ამაში დარწმუნებული ვარ.
– კერძოდ, თბილისელთაგან ვის გამოყოფდით დღევანდელ თამაშში?
– ამის თქმა მიჭირს, ვინაიდან მთელი ყურადღება მიპყრობილი მქონდა ჩვენი გუნდისაკენ.
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 19 июля 1982 года:
Превосходство было ощутимым.
Динамовцы Тбилиси к матчу у себя на поле с московским «Спартаком» готовились тщательно. Уже в самом его начале стремительную комбинацию партнёров — Жвания и Сулаквелидзе — завершил Шенгелия. Дасаев был бессилен что-нибудь сделать, как только тбилисцы убыстряли темп атакующих действий. В дальнейшем ход встречи показал, что оборона столичной команды явно не справлялась со своими функциями. На 26-й минуте москвичи после удара Чивадзе вновь вынуждены были начать с центра поля.
Динамовцы после этого, видимо, преждевременно посчитали, что перевес в два мяча сам по себе дарует им победу, и поплатились. За 10 минут до перерыва Шавло отквитал один гол.
Однако второй тайм утвердил преимущество тбилисцев. Удачно вышел на замену Цавы на 46-й минуте Тавадзе. Не успела секундная стрелка сделать два оборота вокруг оси, как он заставил Дасаева в третий раз достать мяч из сетки. Счёт — 3:1 до финального свистка, несмотря на заметное территориальное преимущество «Динамо», не изменился. Одержав третью подряд победу на своём поле, грузинские футболисты вплотную приблизились к лидирующей группе.
В поединке со «Спартаком» хозяева выступали в следующем составе: Имнадзе, Андгуладзе, Чивадзе, Хизанишвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Гуцаев), Цава (Тавадзе), Шенгелия.
…