«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 0:1 (0:1)

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 02.
16 апреля 1975 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 21 градус. 25000 зрителей.
Судьи: В.Шкловский, А.Кадетов, Л.Лукомский (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Кантария (Гавашели, 46), М.Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г.Нодия (Рехвиашвили, 63), Эсебуа.
«Зенит»: Олейник, А.Деремов, Голубев, Загуменных, Садырин, Стрепетов, Николаев (Зинченко, 60), Маркин, Хромченков (Лебедев, 75), Булавин.
Гол:
0:1 Маркин — 16
Нереализованный пенальти: Челидзе (60, вратарь).
Предупреждения: Голубев, Садырин.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 18 апреля 1975 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» — 0:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград). 0:1 (0:1). Тбилиси. Стадион «Локомотив». 16 апреля. 21 градус. 25 000 зрителей.
Судьи Э. Шкловский, А. Кадетов, Л. Лукомский (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Кантария (Гавашели, 46), М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г. Нодия (Рехвиашвили, 63), Эсебуа.
«Зенит»: Олейник, А. Деремов, Ю. Деремов, Голубев, Загуменных, Садырин, Стрепетов, Николаев (Зинченко, 60), Маркин, Хромченков (Лебедев, 75), Булавин.
Гол: Маркин (16).
Челидзе не реализовал 11-метровый.
Предупреждены Голубев и Садырин.
Дублеры, — 1:1, Голы: Кантеладзе (в свои ворота), Дараселия.
Десять дней назад эти команды встречались в Сочи в кубковом матче. Тогда динамовцы праздновали победу, без промаха выполнив серию послематчевых пенальти. На сей раз уже в ходе игры хозяевам было предоставлено право на пробитие 11-метрового. Воспользоваться этой возможностью, однако, они не сумели: так был упущен реальный шанс отыграться.
Как и в Сочи, динамовцы добились заметного территориального перевеса. Достаточно сказать, что только до перерыва они подали 13 (!) угловых, в то время как гости — всего один. Особенно жарко было у ворот «Зенитта» на последних минутах тайма, но команду выручил блестяще сыгравший Олейник: дважды в течение десятка секунд он парировал мячи, пробитые с 3—4 метров. Наконец вратарь оказался на высоте, парировав пенальти, а уехал из столицы Грузии Олейник с призом, учрежденным редакцией газеты «Тбилиси» для лучшего игрока встреча.
Может показаться преувеличенным утверждение, что проигравшая сторона 90 процентов временя провела на половине поля соперников. Между тем все так и было.
Динамовцы подолгу я безрезультатно осаждали ворота гостей, но либо теряли мяч на подступах к штрафной площади, либо завершали атаки навесными передачами, большинство из которых перехватывалось защитниками «Зенита».
Ленинградцы хоть и атаковали реже, голевых моментов создали больше. Тот, что привел к взятию ворот, был не самым острым из них. Маркин тем не менее заслуживает похвалы уже за то, что сумел мгновенно оценить ситуацию и, не мешкая, пробить по цели, хотя и далеко было до нее и защитники маячили перед глазами. Вот таких качеств и прежде всего умения обстреливать ворота из-за пределов штрафной площади тбилисским форвардам явно не хватает.
Самым опасным при штурме ворот «Зенита» был неутомимый Хурцилава. Это ли не упрек его партнерам по нападению?
Г. Акопов, (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 апреля 1975 года:

მეორდება შარშანდელი ისტორია.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 16 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – “ზენიტი” (ლენინგრადი) 0:1 (0:1).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, ქანთარია (გავაშელი), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, გ. ნოდია (რეხვიაშვილი), ესებუა.
“ზენიტი”: ოლეინიკი, ა. დერიომოვი, ი. დერიომოვი, გოლუბევი, ზაგუმენიხი, სადირინი, სტრეპეტოვი, ნიკოლაევი (ზინჩენკო), მარკინი, ხრომჩენკოვი (ლებედევი), ბულავინი.
მსაჯი: ე. შკლოვსკი (მოსკოვი).
გაფრთხილება მიიღეს გოლუბევმა და სადირინმა.
დუბლიორები – 1:1.
შარშანდელი ისტორია მეორდება – ეს ცხადია. განვლო ჩემპიონატის ორმა ტურმა, დინამოელებს კი, ისევე როგორც შარშან, სულ 1 ქულა აქვთ. მაგრამ მთავარი მსგავსება და ანალოგია ამ ციფრობრივ მაჩვენებლებში იმდენად არაა, რამდენადაც თვით გუნდის თამაშში. რადიკალურ ცვლილებებს, რამდენადმე მაინც ხელშესახებ პროგრესს ვერ ვხედავთ და, თუ შარშან თბილისელთა სუსტ თამაშს წინასასეზონო მზადებაში დაშვებული შეცდომებით ვხსნიდით, ახლა ასეთი არგუმენტების მოშველიება, უბრალოდ, არასერიოზულობა იქნებოდა. პერიოდმა, რომელიც წინ უძღოდა ჩემპიონატის დაწყებას, თითქოს, დამაკმაყოფილებლად, ნორმალურად ჩაიარა. თუ გუნდის ხელმძღვანელობის განცხადებებს დავუჯერებთ, თბილისშიც და ლესელიძეშიც ყველაფერი გეგმის შესატყვისად მიმდინარეობდა.
და აი, ისევ მარცხიანი სტარტი. როცა “დინამო” მინდორზე გამოვიდა, მაყურებელმა პირველ ყოვლისა ის შეამჩნია, რომ მოსკოვის “ლოკომოტივთან” ნათამაშებ შემადგენლობაში არც ერთი ცვლილება არ იყო მომხდარი. ბრძოლა უნდა დაეწყო ისევ იმ 11 ფეხბურთელს, ესე იგი მათ მწვრთნელები უნდობლობას არ უცხადებდნენ და კოლექტივი კვლავ მათი იმედით რჩებოდა.
რა თქმა უნდა, იოლ მატჩს არავინ ელოდა, ვინაიდან ტეშკენტში ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ “ზენიტი” მთელი შესაძლებლობით იბრძოლებდა თბილისში. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ეს გუნდი “ფახთაქორთან” ასე დამარცხდა, თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ იგი სულაც არაა “ამა ქვეყნის ძლიერთა” წარმომადგენელი და 2 ქულის აღება მასთან, ისიც შინ, გადაუჭრელ პრობლემად არ უნდა ქცეულიყო. ელემენტარული ლოგიკა გვიკარნახებს: თუ საკუთარ მინდორზე ვერ გაიმარჯვე გუნდთან, რომელიც ტაშკენტში მარცხდება ანგარიშით 0:3, ვერ ყოფილა კარგად საქმე!
უწინ ხშირად ვსაყვედურობდით ზოგიერთ მოთამაშეს იმის გამო, რომ არ იჩენდნენ საჭირო მონდომებას და აქტიურობას, უსარგებლოდ იდგნენ, ხშირად ეთიშებოდნენ ბრძოლას, ზარმაცობდნენ და ა.შ. ახლა ასეთ პრეტენზიები, ყოველ შემთხვევაში, ლენინგრადელებთან ჩატარებულ მატჩში, არა გვაქვს. მინდორზე არავინ გაჩერებულა უსაქმოდ, ენერგიაც საკმარისად დაიხარჯა, მაგრამ, ეტყობა, ასეთი თამაშის მთავარი მიზეზი თვით გუნდის, უფრო სწორად, მისი რამდენიმე წევრის დაბალ კლასში მდგომარეობს.
ამ წერილში ასეთ მოთამაშეთა ჩამოთვლა არ იქნებოდა მართებული – რას სთხოვ კაცს, თუ მეტი არ შეუძლია? მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდეთ ტრიბუნაზე და ვუყუროთ ჩვენს ოდესღაც სახელგანთქმულ გუნდს, თუ როგორ უიმედოდ არიგებს იგი ქულებს თავისსავე მინდორზე დებიუტანტებთან, აუტსაიდერებთან, წინ კი კალენდარში უძნელესი გასვლითი მატჩებია მოსკოვის “დინამოსთან”, “სპარტაკთან”, “არარატთან”…
განვლილმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩვენს გუნდს ახლა ძალიან სუსტი, უმწეო თავდასხმა ჰყავს, არ გააჩნია მაღალი კლასის, თანამედროვე ტიპის ნახევარდაცვა, საკმაოზე მეტად ხანდაზმული დაცვის ხაზი კი მუდამ ვერ უძლებს დიდ დატვირთვებს და, როცა წინა რგოლები ასე უხეიროდ თამაშობენ, არაა დაზღვეული შეცდომებისგან.
რატომ წავაგეთ “ზენიტთან”? შემთხვევით ან უიღბლობით, როგორც ეს ხშირად ხდება ფეხბურთში? რა თქმა უნდა, ეს ელემენტებიც იყო ამ შეხვედრაში, ვინაიდან პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე და მეორის საკმაოდ დიდ მონაკვეთში ლენინგრადელები არაერთხელ გადაურჩნენ აშკარა გოლს. მათ დაუფასებელი სამსახური გაუწიეს მეკარე ოლეინიკმაც და ჭელიძემაც, რომელმაც რიგიანად ვერ დაარტყა 11–მეტრიანი, მაგრამ სტუმრებს შემთხვევით არ გაუმარჯვიათ.
რატომ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ “ზენიტი” უფრო გეგმიანად, მობილურად, უფრო ჭკვიანურად და ეკონომიურად თამაშობდა? მათაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა იმის გარდა, როცა მარკინმა მეტოქის კარი აიღო მე–16 წუთზე, ხოლო შუა მინდორზე თამაშით, უზუსტო გადაცემებით, ცალკეული ფეხბურთელების სამოქმედო დიაპაზონის მასშტაბებით, დინამიკითა და მოძრაობით ისინი დინამოელებზე მაღლა იდგნენ.
თბილისის “დინამოს” 4 შესაძლებლიდან თავის მინდორზე მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული და უახლოეს მატჩებში, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მას მძიმე განსაცდელი ელის. შარშანდელი ისტორია მეორდება, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მივცეთ ისტორიას იმავე გზით მსვლელობის უფლება. გუნდის ხელმძღვანელობამ და თოთოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სწორედ ამ უახლოეს ძნელ შეხვედრებში გამოასწორონ მდგომარეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რთული ამოცანა შესრულდება, მალე გუნდს დაუბრუნდებიან ასათიანი, ხინჩაგაშვილი, ყიფიანი, მათს ზურგს უკან არიან პერსპექტიული მოთამაშეები – მუჯირი, ხიზანიშვილი, დარასელია, ჩივაძე, კოპალეიშვილი, შელია. ძალები საკმაოდ იქნება საიმისოდ, რომ კოლექტივმა დაიბრუნოს ის ადგილი საბჭოთა ფეხბურთში, რომელიც ათეული წლების მანძილზე ეკავა.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>