«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 09.
30 мая 1972 года. 19-00. Ереван. Стадион «Раздан». Ясно, 22 градуса. 50000 зрителей.
Судьи: В.Алов, К.Смирнов, М.Рукавцев (все — Ленинград).
«Арарат»: А.Абрамян, Арутюнян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко Иштоян, Маркаров (к), Заназанян, Погосян.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М. Мачаидзе (Кутивадзе, 15), Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
Голы:
1:0 Андреасян — 44
2:0 Иштоян — 47

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)
30 мая 1972 года. 19-00. Ереван. Стадион «Раздан». 50000 зрителей.
Судьи: В.Алов, К.Смирнов, Н.Шушпанов (все — Ленинград).
«Арарат»: А.Абрамян, Арутюнян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко Иштоян, Маркаров (к), Заназанян, Погосян. Запасные: Саркисян, Э.Арутюнян, Демирчан, Казарян.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М. Мачаидзе (Кутивадзе), Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани. Запасные: Кантеладзе, Рехвиашвили, Члаидзе.
Голы: Андреасян (44), Иштоян (47).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 31 мая 1972 года:

«Арарат» —«Динамо» (Тбилиси) — 2:0.
«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси). 2:0 (1:0).
Ереван. Стадион «Раздан». 30 мая. 22 градуса. 42 000 зрителей.
Судьи В. Алов, К. Смирнов, И. Шушпанов (все — Ленинград).
«Арарат»: А. Абрамян, А. Арутюнян, Ф. Абрамян, Коваленко, Месропян, Андриасян, Бондаренко, Иштоян, Маркаров, Заназанян, Погосов.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе (Кутивадзе, 15), Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
Голы: Андриасян (41). Иштоян (47).
Дублеры — 1:0. Гол: Минасян.
Уже давно поклонники армянских футболистов не видели такой содержательной, красивой игры своих любимцев, как в этом матче.
Первый удар по мячу в первый прицельный удар по воротам сделала тбилисцы.
Однако это, скорее всего, было все-таки вызовом к ничьей. Дальнейшие действия гостей будто говорили: не трогайте нас, и мы вас не тронем. Но такой поворот событий явно не устраивал ереванцев.
Вообще «Арарат» выглядел вчера очень боевито. Игроки команды демонстрировали большую работоспособность, много маневрировали. Хозяева создали немало голевых ситуаций.
Гости поняли, что защитная тактика их не спасет от поражения, и во втором тайме пошли вперед.
Несколько возможностей изменить счет имели Нодия Кипиани, Гуцаев Однако в одних случаях защитники и вратарь «Арарата» были начеку, в других— ошибались динамовцы.
В судейской комнате после игры мы посмотрели протокол, где тренеры ставят оценки игрокам. Семеро динамовцев, в том числе вратарь и все защитники, получили «двойки», а у араратовцев стояли отметки «хорошо» и «отлично». Думается, тренеры справедливо оценили игру своих питомцев.
Р. Назарян.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 июня 1972 года:

პასიურობის, უნებისყოფობის შედეგი.
ერევანი. “რაზდანის” სტადიონი. 30 მაისი.
“არარატი” (ერევანი) — “დინამო” (თბილისი) — 2:0 (1:0).
“არარატი”: ა. აბრამიანი, არუთინიანი, ფ. აბრამიანი, კოვალენკო, მესროპიანი, ანდრიასიანი, ბონდარენკო, იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, პოღოსოვი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე (კუტივაძე), ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 1:0 “არარატის” სასარგებლოდ.
ერთი დღით ადრე, ვიდრე თბილისის “დინამო” ერევანში ითამაშებდა “არარატთან”, კალენდარული შეხვედრები ჰქონდათ ჩვენი გუნდის უმთავრეს კონკურენტებს — “ზარიასაც” და ცსკა-საც და აი, 29 მაისს მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა: წააგეს ვოროშილოვგრადელებმაც, წააგეს არმიელებმაც.
ეს ამბავი გარკვეულ სტიმულად უნდა ქცეუულიყო თბილისელ ფეხბურთელთათვის. ორი აზრი აქ არ შეიძლება არსებობდეს: ასეთ მომენტში, როცა წარმატება ერთპიროვნული ლიდერობის ხელში ჩაგდების საშუალებას გაძლევს, როცა შესაძლებლობა გაქვს შეიქმნა ქულათა მარაგი, უნდა იბრძოლო არა ისე, როგორც “ჩვეულებრივ” რიგითს ტურებში, არამედ საგანგებოდ, განსაკუთრებით, მთელი ძალითა და ენერგიით, მთელი შესაძლებლობით. მით უმეტეს, რომ მეტოქე ცნობილია პრინციპულობით, შეუპოვრობით, მაღალი ბრძოლისუნარიანობით.
“არარატი” ჩვენს გუნდს არაერთხელ დაუმარცხებია და დიდი ანგარიშითაც, მაგრამ ჯერ არ ყოფილა, რომ ერევნელებს უბრძოლველად დაეთმოთ თამაში, დაეყაროთ ფარ-ხმარი, დაეკარგოთ მობილიზების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა. “დინამოს” ყოველი გამარჯვება, როგორც წესი, წმინდა საფეხბურთო, საერთო კლასის შედეგია ხოლმე.
მაგრამ რამდენჯერ გვინახავს, რომ მატჩი წაუგია “დინამოს” და წაუგია მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენით, წაუგია იმიტომ, რომ ვერ შეეძლო გამოეჩინა ის საბრძოლო თვისებები, სპორტული მობილიზება, ძალების სრული კონცენტრაცია, რაც ასეთ დროსაა საჭირო.
ზუსტად ამგვარი ტრადიციული სურათის მოწმენი ვიყავით 30 მაისს. კიდევ ერთხელ ვიხილეთ თბილისის “დინამოს” მოთამაშეები აბსოლუტურად დეპრესიულ მდგომარეობაში, სრული უნებისყოფობისა და დამორჩილების ვითარებაში.
გაიხსენეთ მატჩი, რომელიც ტელევიზიით მთლიანად გადმოიცა. ვინ დაგვისახელებს თუნდაც ერთ ჩვენს მოთამაშეს, გნებავთ ვეტერანს, გნებავთ ახალგაზრდას, რომ რამდენადმე მაინც შესამჩნევი ინიციატივა გამოეჩინოს, პირადი მაგალითი მიეცეს ამხანაგებისთვის, საბრძოლველად მოეწოდებინოს.
ასეთი ფეხბურთელი “დინამოში” არ გვინახავს. ყველა დამორჩილებული იყო მეტოქის ნება-სურვილს.
პირველნი, ვინც ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას, იყვნენ თავდამსხმელები. გუცაევი, მაგალითად, მთელი მატჩის მსვლელობაში არც ცდილა თუნდაც ელემენტარული მონაწილეობა მიეღო თამაშში. მთავარი ის კი არ არის, რომ მესროპიანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ამ მატჩში და შეძლო მისი ნეიტრალიზება. არა, გუცაევი, დემონსტრაციულად უსაქმოდ იდგა თავის ფლანგზე და საბოლოოდ “დინამოს” წაგების გულგრილი მოწმის როლში წავიდა მინდვრიდან. ბევრით ვერაფრით სჯობდა მას ყიფიანიც, რომელიც შემთხვევიდან შემთხვევამდე, ეპიზოდურად თუ ჩაერთვებოდა ამა თუ იმ მომენტში.
ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა იდგა ჩვენი ნახევარმცველების თამაში. მინდვრის შუაგული — ტაქტიკური ბრძოლის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი — მათ თავიდანვე მთლიანად დაუთმეს მოწინააღმდეგეს და 90 წუთმა ისე განვლო, აქ ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ.
უსისტემოდ მოქმედებდა დაცვაც. მართალია, ისეთ პირობებში, როცა მეტოქე განუწყვეტლივ თავზე გაზის და სულის მოთქმის საშუალებას არ გაძლევს, ძნელია უშეცდომოდ ითამაშო, მაგრამ სწორედ ძნელ მომენტებშია საჭირო ორგანიზებულობა, ურთიერთგაგება, ყველაზე საშიში მოპირდაპირე თავდამსხმელების უვნებელყოფა.
მატჩის დასაწყისში “არარატის” შეტევების მოთავე იყო მარქაროვი. იგი თავისი გუნდის კომბინაციათა შუაგულში ტრიალებდა, არეგულირებდა ერევნელთა ყოველ საიერიშო ოპერაციას, ხელის შემშლელი კი არავინ გამოუჩნდა. შემდეგ თბილისელთა დაცვაში სრული არევდარევა შეიტანა იშტოიანმა, დინამოელებმა კი ვერც მას მოუხერხეს ვერაფერი და ბოლოს, ძალიან აქტიურად, თავისი გუნდისთვის დიდი სარგებლით ათამაშდა პოღოსოვი და პერსონალური მეთვალყურე არც მას გამოუჩნდა.
მართლია, დინამოელებს რამდენიმეჯერ მიეცათ მდგომარეობის გამოსწორების საშუალება — ბურთის გატანა შეეძლოთ გუცაევს, გავაშელს, ამას გარდა, მსაჯმა საჭიროდ არ მიიჩნია აშკარა დარღვევის აღუნსხვა, როცა მეკარესთან პირისპირ გასული ასათიანი მცველებმა წააქციეს, მაგრამ მატჩის მთლიან სურათს არც ეს გამონაკლისები შველის და არც ბოლო 15-20 წუთი, როცა თბილისელებმა შეძლეს გარკვეული კონტრთამაშის შექმნა. “არარატი” ამ დღეს მთელი თავით მაღლა იდგა “დინამოზე” და ეს იყო თბილისელ ფეხბურთელთა უკიდურესად პასიური, უნებისყოფო, უნიათო თამაშის კანონზომიერი შედეგი. იმ 2 გოლის გარდა, რომლებიც ანდრიასიანმა და იშტოიანმა გაიტანეს, სტუმრების კარი კიდევ ბევრჯერ იყო რეალური საშიშროების წინაშე.
წაგებისგან დაზღვეული არავინაა. ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ უიმედო აუტსაიდერიც კი ამარცხებს ლიდერს, მაგრამ როცა წაგების უმთავრესი მიზეზია ისე თამაში, როგორც თბილისელებმა ითამაშეს, მითიური, უსაფუძვლო გასამართლებელი საბუთების ძიება კეთილს არაფერს მოგვიტანს.