«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 08.
20 мая 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 25 градусов. 40000 зрителей.
Судьи: И.Лукьянов, А.Мартынов, Л.Лукомский (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани (Рехвиашвили, 70).
«Заря»: Форкаш, С.Кузнецов (Шульженко, 67), Малыгин, Пинчук, Васенин, Журавлев (к), В.Кузнецов, Семенов, Елисеев, Морозов, Онищенко.
Голы:
1:0 Г.Нодия — 20
1:1 В.Кузнецов — 60
2:1 Асатиани — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 2:1 (1:0)
20 мая 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 40000 зрителей.
Судьи: И.Лукьянов, А.Мартынов, Л.Лукомский (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани (1 гол), Гуцаев, Г.Нодия (1 гол), Кипиани (Рехвиашвили, 72). Запасные: Гогиджанашвили, Кантеладзе, Кутивадзе, Члаидзе.
«Заря»: Форкаш, С.Кузнецов (Шульженко, 70), Малыгин, Пинчук, Васенин, Журавлев (к), В.Кузнецов (1 гол пен.), Семенов, Елисеев, Морозов, Онищенко. Запасные: Колесниченко, Старков, Куксов, Ткаченко.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 21 мая 1972 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Заря» — 2:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград). 2:1 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив».
20 мая. Ясно. 25 градусов. 40 000 зрителей.
Судьи И. Лукьянов, А. Мартынов, Л. Лукомский (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани (П. Рехвиашвили, 70).
«Заря»: Форкаш, С. Кузнецов (Шульженко, 67), Малыгин, Пинчук, Васенин, Журавлев, В. Кузнецов, Семенов, Елисеев, Морозов, Онищенко
Голы: Г. Нодия (30), В. Кузнецов (60), Асатиани (30).
Дублеры — 3:0. Голы: П. Рехвиашвили, Кантеладзе, Кравченко.
Известно, что у каждой команды есть свой «неудобный» соперник. Для «Зари» это, безусловно, тбилисское «Динамо»: в десяти предыдущих встречах тбилисцы выиграли пять, остальные завершили вничью. Любопытно, что четыре последних сезона ворошиловградцы не забили в ворота «Динамо» ни одного мяча.
В первом тайме вчерашнего матча хозяева поля дали почувствовать лидеру, что они не собираются нарушать приятную для себя традицию. И снова эпицентр их атак, как и в предыдущей игре, был смещен к правому крылу, где отлично играл Гуцаев. Пинчуку, кажется, ни разу не удалось выиграть у него единоборства. Трижды Гуцаев хорошо навешивал мяч в штрафную площадь. И одну из передач Г. Нодия использовал, послав головой мяч в верхний угол, А в двух других случаях удары Нодия и Петриашвили были чуточку неточны.
Гости так и не сумели перехватить инициативу. Грозных атак «Зари», которыми она запомнилась в предыдущих матчах, зрители в первом тайме так и не увидели. Двух выдвинутых вперед форвардов было явно недостаточно, чтобы переиграть оборону динамовцев. Лишь перед самым перерывом гостям удалась атака, но Петриашвили в последний момент успел выбить мяч из-под ног Елисеева. Но лидер, наверное, не был бы лидером, если бы «сложил оружие» после одного, пусть даже очень неудачно проведенного тайма.
Динамовцы решили, что соперник сломлен, рано успокоились, и эту смену в их настроении футболисты «Зари» почувствовали сразу. Теперь острые моменты то и дело, возникали у ворот тбилисцев. Гости чаще прибегали к своему излюбленному оружию — ударам издалека, из-за пределов штрафной площади. Именно один из таких ударов В. Кузнецова позволил им сравнять счет.
И все-таки лидер проиграл. Проиграл впервые в сезоне. Хозяева поля нашли силы, чтобы переломить в свою пользу ход поединка. После очередного прохода Гуцаева, прерванного с нарушением правил, динамовцы умело разыграли штрафной, и в воротах «Зари» оказался второй мяч.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 мая 1972 года:

ყოველ მატჩში — საჩემპიონო ქულები!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 20 მაისი.
“დინამო” (თბილისი) _ “ზარია” (ვოროშილოვგრადი) — 2:1 (1:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, ვ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი (რეხვიაშვილი).
“ზარია”: ფორკაში, ს. კუზნეცოვი (შულჟენკო), მალიგინი, პინჩუკი, ვასენინი, ჟურავლიოვი, ვ. კუზნეცოვი, სემიონოვი, ელისეევი, მოროზოვი, ონიშჩენკო.
მსაჯი: ი. ლუკიანოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:0 “დინამოს” სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს რეხვიაშვილმა, კანთელაძემ და კრავჩენკომ.
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ამ მატჩის მნიშვნელობა თბილისის “დინამოსთვის”: ხარ II ადგილზე, შინ ღებულობ ლიდერს, საშუალება გეძლევა სათავეში ჩაუდგე გათამაშების ცხრილს, ესე იგი, პირდაპირი გეზი აიღო ჩემპიონობისკენ! როდის, თუ არა ასეთ დროს, უნდა აჩვენო ყველაფერი, რაც შეგიძლია, მაქსიმალურად შეალიო ბრძოლას შენი შესაძლებლობანი, ჩააქსოვო მასში მთელი ძალა და უნარი.
ასეთი მნიშვნელობის მატჩებში მეტოქეები, როგორც წესი, ფრთხილობენ, ნერვიულობენ, გამწვავებებს გაურბიან. დასაწყისში არც ეს შეხვედრა შეადგენდა გამონაკლისს ამ წესიდან. მართალია, დინამოელებმა პირველივე წუთებიდან შეძლეს უპირატესობის მოპოვება და თამაში მათი კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ ტემპი არ იყო მაღალი, ბურთის გათამაშება შუა მინდორში აუჩქარებლად ხდებოდა. ეს, პირველ ყოვლისა, ხელს აძლევდა სტუმრებს. ისინი პოზიციურ ბრძოლას ამჯობინებდნენ ქულის ასაღებად, რომელიც მათ სჭირდებოდათ ესოდენ ძნელ მატჩში.
პირველი, ვინც მკვეთრად შეცვალა მატჩის ნელი მსვლელობა, გუცაევი იყო. “დინამოს” ახალგაზრდა გარემარბმა ისეთი ცეცხლი შეუნთო “ზარიას” დაცვას, რომ მისი ყოველი გამოჩენა მოპირდაპირე საჯარიმო მოედანზე ნამდვილ დარბევას ჰგავდა. გუცაევის პირადი დარაჯი პინჩუკი სრულიად უმწეო აღმოჩნდა ოდნავ მაინც შეეკავებინა თავისი “ოპონენტი”. ერთადერთი, რაც მან შეძლო, ეს იყო ელემენტარული უხეშობა, მეტოქის ხელით დაჭერა და ამიტომ ვოროშილოვგრადელთა მარცხენა მცველს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი ეხმარებოდა, თუმცა მდგომარეობა ვერც ამან იხსნა.
შემდგომში პინჩუკის ნაცვლად ამ ფლანგზე გადმოვიდა ს. კუზნეცოვი, რომელიც თავის წინამორბედს გაცილებით სჯობდა, თუმცა გუცაევი კვლავინდებურად “თარეშობდა” სტუმრების საჯარიმო მოედანზე.
გულშემატკივართაგან ბევრს არ მოსწონს ისეთი ტიპის გუნდი, როგორიცაა “ზარია”. არ მოსწონს იმიტომ, რომ “ზარიას” არა ჰყავს მაღალი კლასის შემსრულებლები და ინდივიდუალურად გამორჩეული მოთამაშეები, ნაკლებად მიმართავს ეფექტურ გარღვევებსა და დრიბლინგს, სხვადასხვა სახის სანახაობრივ ტრიუკებს, სილამაზეს.
მაგრამ ვინ თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში საერთო სიძლიერე და, თუ გნებავთ, კლასიც, მხოლოდ გარეგნული ეფექტებითა და თვალისმომჭრელი ილეთებით განისაზღვრება? ვარსკვლავებისა და სოლისტების უყოლობის კომპენსაცია შეიძლება ტაქტიკურად სრულყოფილი, გააზრებული, კოლექტიური თამაშით და “ზარია” ამას შესანიშნავად აკეთებს.
პირდაპირ ვიტყვით: ვოროშილოვგრადელთა გუნდი მოგვეწონა. დიახ, მართალია, გემოჩენილი ფეხბურთელები და ნაკრების წევრები მას არა ჰყავს, მაგრამ ახასიათებს სხვა ძვირფასი თვისებები: უდიდესი თავდადება, დაუშრეტელი ენერგია და ბრძოლისუნარიანობა, კოლექტივიზმის უმაღლესი გრძნობა, რაციონალური კომბინაციები. ვოროშილოვგრადელები თამაშობენ სადად, აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა ყოველ კონკრეტულ მომენტში. “ზარიას” სამოქმედო სქემაში ვერ ნახავთ უსარგებლო, ფუჭ სვლებს, ვერ ნახავთ გაჩერებულ მოთამაშეს, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას თუნდაც წამით გადააბარებს სხვას ან რომელიმე ეპიზოდში უქმად დადგება. ეტყობა, წინასწარ შემუშავებულ გეგმაში ყველაფერი დეტალურად გაანგარიშებული და აწონ-დაწონილია, იგი ყველასთვის კანონია.
ავიღოთ, თუნდაც, დაცვა. მას ძალიან უჭირდა ტექნიკურად ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა, მაგრამ კარგი კოლექტიური ურთიერთდაზღვევა გუნდს საშუალებას აძლევდა თავი ეხსნა ურთულეს ვითარებაშიც კი. ნახევარმცველები რეგულარულად ეხმარებიან მცველებს და შეტევაშიც აქტიურად მონაწილეობენ, ხოლო თავდამსხმელები ვრცელ დიაპაზონზე მოქმედებენ, ხშირად იცვლიან ადგილებს, მუდამ თავისუფალი არიან ბურთის მისაღებად. გაიხსენეთ მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა სტუმრებმა შესანიშნავად ითამაშეს, გოლიც გაქვითეს და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს დინამოელთა მხარეს.
საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს ონიშჩენკომ, სემიონოვმა, მოროზოვმა.
მაგრამ კლასი მაინც კლასია და ამ მხრივ “დინამო” აშკარად სჯობდა თავის მეტოქეს. სწორედ კლასმა და არა დიდმა შრომისუნარიანობამ მოუტანა გამარჯვება ჩვენს გუნდს.
კვლავ გამოიჩინა თავი გოგიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თბილისელთა კარი საიმედო ხელთაა. მან რამდენიმე უძნელესი ბურთი აიღო, ხოლო მეორე ტაიმში კუთხურზე გადაიყვანა ონიშჩენკოს ისეთი დარტყმა, რომლის წინაშე ექსტრაკლასის მეკარეებიც კი უძლურნი არიან.
“დინამოს” დაცვამ თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა პირველი ტაიმი. სტუმრების ყველა მანევრი, ყველა შეტევა ორგანიზებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა თბილისელთა საჯარიმო მოედანზე, მაგრამ შესვენების შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ძალიან სუსტად ითამაშა ძოძუაშვილმა, რომელმაც როგორღაც უცბად დაკარგა სისწრაფეც, პოზიციის შერჩევის უნარიც და მთლიანად გადააბარა ინიციატივა ონიშჩენკოს. ბევრჯერ უზუსტოდ იმოქმედა ხურცილავამაც და მთელი სიმძიმე დაცვაში დააწვათ პეტრიაშვილსა და ჭელიძეს. განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი ჭელიძის დიდ ტაქტიკურ ალღოს და სიმშვიდეს.
აქ აუცილებლად მიგვაჩნია ლაპარაკი იმ ფაქტზე, რომ ნაკრებიდან შინ დაბრუნების შემდეგ, ძოძუაშვილი და ხურცილავა მეტისმეტად გადაღლილები ჩანან და თავიანთ შესაძლებლობაზე უარესად თამაშობენ. ასე იყო “ნეფთჩისთან” შეხვედრაში, ასე იყო ახლაც, ძოძუაშვილმა დიდი უპირატესობით ითამაშა იუგოსლაველთა გამოჩენილი გარემარბის ჯაიჩის წინააღმდეგ, ონიშჩენკოსთან კი ვერაფერს გახდა. დაქანცულობის გარდა ამას სხვა მიზეზით ვერ ავხსნით.
“დინამოს” ნახევარდაცვაში სჭარბობდა მოკლე გადაცემები და ბურთის ტარება, მაგრამ, ასათიანისა და მაჩაიძის მიმართ სასაყვედურო ბევრი არაფერი გვაქვს: ისინი საჭირო სიმაღლეზე იდგნენ. გავაშელი საგრძნობლად იყო ამოვარდნილი საერთო სქემიდან, ზოგ მომენტში კი ინერტულობას იჩენდა, არ ეხმარებოდა პარტნიორებს, უბრალოდ, პასიურობდა.
არ გამოუვიდა თამაში ყიფიანს. სამაგიეროდ, ნაყოფიერად და სასარგებლოდ იშრომა ნოდიამ, ხოლო გუცაევმა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
თბილისელებმა მე-20 წუთზე გახსნეს ანგარიში: გუცაევმა თავისი ტრადიციული გარღვევა შეასრულა მარჯვენა ფლანგზე. ცენტრში გადასცა ბურთი და აქ საკმარისი აღმოჩნდა მცველებისა და მეკარის წამიერი შეფერხება, რომ ნოდიას ზუსტი თავური დარტყმით გაეტანა გოლი.
ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა ვ. კუზნეცოვმა, რომელიც კარგად ჩაერთო თავის თავდამსხმელთა იერიშში, ღიად დარჩა და დაბალი ბურთი გაგზავნა მარცხენა დაბალ კუთხეში.
“ზარიას” კარში გადამწყვეტი ბურთი გაიტანა ასათიანმა. შეტევაზე დინამოელთა რამდენიმე მოთამაშე იყო, ვოროშილოვგრადელებმა თითქოს თავი დააღწიეს საშიშროებას, როცა ბურთი კარს მარცხნივ გადასცდა, მაგრამ ასათიანი მაინც მისწვდა მას, თავს უკან დაარტყა და ფორკაში უძლური იყო რაიმე მოემოქმედა — 2:1.
უაღრესად მნიშვნელოვანი, პრინციპული მატჩი მოგებულია. ახლა ჩვენი გუნდი ლიდერია და ეს გარემოება კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ დინამოელს. ლიდერის წინააღმდეგ ყველა საგანგებოდ იბრძვის, და ამიტომ არავისგან არავითარ შეღავათს არ უნდა მოველოდეთ, კერძოდ, ძალიან ძნელი მატჩი მოელით დინამოელებს ერევანში, სადაც “არარატმა” ზედიზედ ორი თამაში წააგო და ცხადია, ყველაფერს იღონებს შერყეული პრესტიჟის აღსადგენად. თბილისელებმა ყოველ მატჩში თავგამოდებით უნდა იბრძოლონ საჩემპიონო ქულებისთვის.
გ. ანთაძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი.