«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Кировабад) 2:0 (2:0)

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 06.
2 мая 1968 года. 17-45. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 23 градуса. 22000 зрителей.
Судьи: Ф.Тюриков (Харьков), В.Задоян, Г.Ширинян (оба — Ереван).
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Петриашвили, Г.Сичинава, Кутивадзе (Шергелашвили, 90), Асатиани, Метревели (к), Гавашели, Л.Нодия (Кикава, 65).
«Динамо» Кр.: Гусейнов (Сулейманов, 46), Намазов, Любарский, Фальковский (к), Батраев, Кадоев (Салахов, 46), Касумов, Муритов, Абдуллаев, Ступин, Магерамов.
Голы:
1:0 Асатиани — 27
2:0 Гавашели — 41

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 мая 1968 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Кировабад). 2:0 (2:0).
Стадион «Динамо». 2 мая. Солнечно. 23 градуса. 22 000 зрителей.
Судьи: Ф. Тюриков (Харьков), В. Задоян и Г. Ширинян (оба — Ереван).
«Динамо» (Тбилиси): Котрикадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Петриашвили, Г. Сичинава, Кутивадзе (Шергелашвили, 90), Асатиани, Метревели, Гавашели, Л. Нодия (Кикава, 65).
«Динамо» (Кировабад): Гусейнов (Сулейманов, 46), Намазов, Любарский, Фальковский, Батраев, Кадоев (Салахов, 46), Касумов, Муритов, Абдуллаев, Ступин, Магерамов.
Голы: Асатиани (27), Гавашели (41).
Дублеры — 3:0. Голы: Кикава, Коридзе (2).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 мая 1968 года:

გამარჯვებულებსაც ასამართლებენ.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 2 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (კიროვაბადი) 2:0 (2:0).
თბილისი: კოტრიკაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, პეტრიაშვილი, გ. სიჭინავა, კუტივაძე (შერგელაშვილი), ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი, ლ. ნოდია (ქიქავა).
კიროვაბადი: ჰუსეინოვი (სულეიმანოვი), ნამაზოვი, ლიუბარსკი, ფალკოვსკი, ბატრაევი, დაკოევი (სალახოვი), კასუმოვი, მურიტოვი, სტუპინი, აბდულაევი, მაგერამოვი.
მსაჯი ფ. ტიურიკოვი (ხარკოვი).
საფეხბურთო მიმომხილველებში ხშირად შეხვდებით ძველ მოარულ გამოთქმას იმის თაობაზე, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. შეიძლება მართალნი იყვნენ ის ძველი რომაელები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უწყობდნენ გასამართლების სცენებს გამარჯვებულ მხედართმთავრებს მიუხედავად მათ მიერ დაშვებული შეცდომებისა, მაგრამ ჩვენს თანამედროვე პირობებში, როცა ლაპარაკია ფეხბურთზე, მხოლოდ გამარჯვების ფაქტორი არ უნდა განსაზღვრავდეს გულშემატკივართა დამოკიდებულებას მათი გუნდისადმი, თანაც იმ შემთხვევაში, როცა მას დამარცხებული ჰყავს არა რომელიმე ფავორიტი და ძნელი მეტოქე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული დებიუტანტი.
თბილისის “დინამო” ახლა კრიზისის პერიოდში იმყოფება. ეს აშკარა ფაქტია. 2 მარცხი გათამაშების სტარტზე, რომელიც გამოწვეულია გუნდის სუსტი თამაშით, ცალკეულ მოთამაშეთა ცუდი ფორმით, არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ საგანგებო ღონისძიებებით და ფორსირებული ტემპებით, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობათა მაქსიმალური მობილიზებით. ამას კი ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
ვილაპარაკოთ 2 მაისის მატჩზე. დინამოელები რამდენამდე შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდნენ მინდორზე და თამაში კიროვაბადის გუნდთან ფაქტიურად უნდა ყოფილიყო არა მარტო “კალენდარული” ბრძოლა 2 ქულისთვის, არამედ ამ ახალი შემადგენლობის შეთამაშების სერიოზული ცდა, ძიება თამაშის საერთო კლასის გაუმჯობესებისთვის. მაგრამ, ჩვენი აზრით, შესრულდა მხოლოდ პირველი ამოცანა, ე.ი. ავიღეთ 2 ქულა, თამაშის ხარისხის შეცვლის, პროგრესის ნიშნებისა კი რა მოგახსენოთ, ამგვარი რამ არ შეგვინიშნავს.
გაოცებას იწვევს თავდასხმის ხაზის ინერტულობა და აშკარა სისუსტე. მის წამყვან ძალას, როგორც უწინ, მეტრეველი წარმოადგენს. იგია გუნდის შეტევის მარეგულირებელი ძალა, მაგრამ მეტრეველი ყოველთვის არ მოქმედებს თავისი სრული სიძლიერით, უცდის “მოვლენათა მსვლელობას”, რითაც თავის მრავალფეროვან შესაძლებლობათა მხოლოდ ნაწილს აძლევს კოლექტივს. ეს კი ძალიან დიდი დანაკლისია.
გაუფერულდა გავაშელის თამაშიც. იგი როგორღაც გაითქვიფა საერთო მასაში და დაკარგა თავისი მთავარი თვისება — კარის აღების ალღო და უნარი, რაც მას ასე მომგებიანად ახასიათებდა შარშანდელ მატჩებში. ამას გარდა, გავაშელმა ძველი “სენი” გაიხსენა და ზედმეტად, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ატარებს ბურთს სწორედ იმ მომენტებში, როცა საჭიროა სწრაფი, გადამწყვეტი დარტყმა.
თბილისელთა თამაშში ახლა აქცენტი კეთდება შუა მინდორზე. ე.ი. ნახევარდაცვის ხაზში. აქ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ზედმეტ რეკომენდაციებს არ საჭიროებენ: ასათიანი, კუტივაძე და გუნდში სულ ახლახან აღდგენილი გამოცდილი ოსტატი გ. სიჭინავა.
გ. სიჭინავამ, როგორც შემსრულებელმა, როგორც ოსტატმა, შესანიშნავი ტექნიკა აჩვენა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მას არაფერი დაუკარგავს თავისი მდიდარი არსენალიდან, მაგრამ როგორი იყო იგი ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორ ასრულებდა გამთამაშებელი ნახევარმცველის ფუნქციებს? ძალიან არაეკონომიურად, დიდი დაყოვნებით, მოკლე გადაცემებით, ტემპის საგრძნობი შეჩერებით. სანახაობრივად ძალზე ლამაზი, რთული ტრიუკის შემდეგ სიჭინავა ამაოდ ეძებდა გზებს კომბინაციათა გაგრძელებისთვის, მაგრამ ყველა ეს გზა, როგორც წესი დაკეტილი იყო ხოლმე, ვინაიდან სტუმრების 5 რეგულარულ მცველს სხვებიც ეხმარებოდნენ და თბილისელებს ისევ და ისევ შუაგულში უხდებოდათ მინდვრის ტკეპნა. კუტივაძემ სულ ორჯერ-სამჯერ თუ მოახერხა კარში დარტყმა, მაშინ, როცა ამას იგი გაცილებით უფრო ხშირად უნდა აკეთებდეს. არც ასათიანი იყო ისეთი აგრესიული და სახიფათო, როგორც ადრე.
სასაყვედუროა ჩვენი დაცვაც. კიროვაბადელთა მხრივ საშიში თითქოს არაფერი შექმნილა, ვინაიდან მათს თავდასხმაში ხეირიანი ფორვარდი მხოლოდ სტუპინია, მაგრამ მოწინააღმდეგის ძლიერი შეტევისას თბილისელთა მცველები ნერვიულობდნენ, კარგავდნენ ურთიერთკავშირს, დაზღვევას და უსისტემოდ იგერიებდნენ ბურთს. მაგალითად, 52-ე წუთზე მურიტოვმა და სტუპინმა ჩვენს ოთხ მცველს შორის სულ იოლად გაიკაფეს გზა და ამ უკანასკნელმა სრულიად ღია პოზიციაში, კოტრიკაძის პირისპირ, ააცილა ბურთი მიზანს.
ერთი სიტყვით, ხარვეზი საკმარისზე მეტი გვაქვს და ამიტომაა, რომ კიროვაბადელებთან მოპოვებულ გამარჯვებას მაინცდამაინც დიდი აღტაცება არ გამოუწვევია.
გოლები ასე იქნა გატანილი: 26-ე წუთზე ასათიანმა კარიდან დიდი წვალებით დაამუშავა ბურთი და ზუსტი, ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში — 1:0. ტაიმის დასასრულს ასათიანი კარგად გავიდა მეტოქის საჯარიმო მოედანზე, ცენტრში მიაწოდა გავაშელს, რომელმაც მეორე ბურთი გაგზავნა კიროვაბადელთა კარში.
ბ. ქორქია.