«Динамо» (Тбилиси) — Олимпийская сборная Венгрии 0:2 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — Олимпийская сборная Венгрии 0:2 (0:0)

Международный товарищеский матч.
17 июня 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 18000 зрителей.
Судья: И.Самусенков (Москва).
«Динамо»: Члаидзе, Будзишвили (Гогиджанашвили), Челидзе, Кантеладзе, Петриашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе (Г.Мачаидзе), Асатиани, Кипиани, П.Рехвиашвили, Л.Нодия (Церетели).
Олимп. сб. Венгрии: Хойду, Тиорек, Маурер, Л.Хорват, Дунаи, И.Хорват, Волек (Коршаи), Такач (Юхас), Суром (Бечеи), Башли, Тот.
Голы:
0:1 Бечеи — 83
0:2 Коршаи — 89

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаВечерний ТбилисиNemzetiSport

Газета «Советский спорт» (Москва) от 18 июня 1972 года:

Вновь победа гостей.
ТБИЛИСИ, 17 июня. (ТАСС). В отсутствие четырех основных игроков, призванных под знамена сборной, тбилисская, футбольная команда «Динамо» проиграла сегодня олимпийской сборной Венгрии — 0:2 (0:0). Это было второе, и последнее, выступление гостей в турне по СССР. Первое они провели в Ереване против «Арарата» и тоже одержали победу — 5:4.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 июня 1972 года:

საყვედური ახალგაზრდებისადმი.
თბილისი, «ლოკომოტივის» სტადიონი. 17 ივნისი.
«დინამო» (თბილისი)–ოლიმპიური ნაკრები (უნგრეთი) 0:2 (0:0).
«დინამო», ჩლაიძე, ბუძიშვილი (გოგიჯანაშვილი), ჭელიძე, კანთელაძე, პეტრიაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე (გ. მაჩაიძე), ასათიანი, ყიფიანი, რეხვიაშვილი, ლ. ნოდია (წერეთელი).
ოლიმპიური ნაკრები: ხოიდუ, ტიორეკი, მაურერი, ლ. ხორვატი, დუნაი, ი. ხორვატი, ვოლეკი (კორშაი), ტაკაჩი, სუვოლეკი (ბეგეი), ბაშლი, ტოტი.
მსაჯი ი. სამუსენკოვი (მოსკოვი).
უნგრელთა სტუმრობა ჩვენს ქალაქში მრავალმხრივ იყო ღირსშესანიშნავი: ჯერ ერთი, დინამოელებს საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება გამოუვიდათ საკავშირო ჩემპიონატში და აუცილებლად სჭირდებოდათ ძლიერი სპარინგ–პარტნიორი ცსკა–სთან 23 ივნისის მატჩისთვის: მეორეც, თბილისის «დინამოს» ამ შემოდგომით უეფა–ს თასზე მოუწევს შეხვედრები და ასეთი კონტაქტები უცხოეთის გუნდებთან მისთვის აუცილებელია. ხომ შესაძლოა პირველივე მეტოქე სწორედ უნგრეთის რომელიმე კლუბი იყოს?
უნგრული ფეხბურთის ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. ამ ქვეყნის ნაკრები სამჯერ იყო ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სულ ახლახან კი უნგრელები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ. ესე იგი, დინამოელებს 17 ივნისს საინტერესო და ძლიერი მეტოქე ჰყავდათ.
უნგრელებმა თბილისში ჩამოსვლამდე «არარატს» სძლიეს ერევანში, ამასთან, საკმაოდ უჩვეულო სხვაობით – 5:4. თუ ამ ანგარიშით ვიმსჯელებთ, სავარაუდო იყო, რომ სტუმრებს ძალიან ძლიერი თავდასხმა უნდა ჰყოლოდათ, ხოლო დაცვა –შედარებით სუსტი. მაგრამ მატჩმა ამ ვარაუდის მხოლოდ 50 პროცენტი გაამართლა: უნგრელებს ჰყავდათ ძლიერი თავდასხმა და არანაკლებ სოლიდური დაცვა.
ყოველ შემთხვევაში, მისი დაძლევა დინამოელებმა ვერ შეძლეს.
«დინამო» შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. თავად განსაჯეთ: გუნდს აკლდნენ გოგია, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, გავაშელი. გუცაევი, გ. ნოდია, კუტივაძე, ებრალიძე… ეს თითქმის მთელი გუნდია და, ამდენად, წაგებისაც საფუძვლიანი ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ მით უფრო მეტი მონდომება, ენერგია და თავდადება უნდა გამოეჩინათ ახალგაზრდებს, რომლებსაც ევალებოდათ ღირსეულად შეეცვალათ ძირითადი მოთამაშეები, ყველაფერი ეღონათ კოლექტივის წარმატებისთვის. მათ კი ეს არ მოინდომეს და ერთობ უფერულად უხალისოდ ითამაშეს. მათ ვერ გაამართლებს, ვინაიდან საქმე ეხება არა ფეხბურთელთა საერთო ინდივიდუალურ კლასსა და უნარს, არამედ, ვიმეორებთ, მონდომებას, მობილიზებას, ბრძოლისუნარიანობას.
ჩვენი გუნდის დაცვაში ხშირი იყო ტაქტიკური შეცდომები, ნახევარდაცვაში ასათიანის გარდა არავინ ცდილობდა კომბინაციური ურთიერთობები დაემყარებინა თავდასხმასთან. მჭედლიშვილი, მაგალითად, ბურთის გაუთავებელი, უთავბოლო ტარებით იყო გართული და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ როგორ იყვნენ განლაგებული მინდორზე პარტნიორები, ვინ როდის და სად «იხსნებოდა» ბურთის მისაღებად. სუსტად ითამაშა რეხვიაშვილმა, რომელიც სისტემატურად აყოვნებდა კარში დარტყმას თუმცა საამისო შესაძლებლობა მათ არაერთხელ შეექმნა.
ერთი სიტყვით, დინამოელთა ახალგაზრდებმა ვერ გაამართლეს იმედები. თუ პირველ ტაიმში ისინი ასე თუ ისე ირძოდნენ, შესვენების შემდეგ მთლიანად დათმეს მინდორი…
მატჩის ბედი გადაწყდა ბოლო წუთებში. ჯერ ი. ხორვატმა ძელს მოახვედრა ბურთი, მერე, 83–ე წუთზე ბეგეის შორეულმა დარტყმამ მიაღწია მიზანს, დასასრულს კი კორშაიმ კარგად გამოიყენა კუთხური მოწოდება როცა მაღალ ბურთზე არც მეკარე გამოვიდა წინ, არც მცველები ჩაებნენ ბრძოლაში, მეორე გოლი გაიტანა.
ი. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1972 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1972 года:

Газета «NemzetiSport» («Национальный спорт», Венгрия) от 18 июня 1972 года (венг.):

Magyar B-válogatott — Tbiliszi Dinamó 2:0 (0:0).
Tbiliszi, 18000 néző. Vezette: Szamszenkov.
Magyar B: Hajdú — Török, Maurer, Horváth J., Horváth L. — Dunai III, Básti — Wollek (Karsai), Takács (Juhász), Szuromi (Becsei), Tóth K.
A nagy melegben kissé bágyadtan játszott a magyar csapat, de ennek ellenére is az első félidőben fölényt harcoltak ki. Wollek és Tóth K. célozta meg legtöbbször a kaput, de ezek mindig célt tévesztettek.
Szünet után is a magyar csapat játszott fölényben, de csak a 83. percben sikerült Becsei révén gólt szerezni. A végeredményt Karsai állította be a 89. percben.