«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) — 5:0 (2:0)
РОЗЫГРЫШ КУБКА СССР 1979 ГОДА. ГРУППОВОЙ ЭТАП. 1-Я ЗОНА. МАТЧ № 2.
3 марта 1979 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 25000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: В. Баскаков (Москва), Г. Карапетян (Ереван), Б. Иванов (Московская область).
«Динамо»: Габелия (Маминашвили, 62), Костава (Хизанишвили, 75), Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе, Дараселия, М. Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев (Челебадзе, 65), Сулаквелидзе, Шенгелия.
«Заря»: Князев, Сорокалет, Малыгин, Игнатенко, Рабочий, Оленев (Зубенко, 25), Кузнецов, Кобзарев, Колесников, Куксов (Гамула, 46), Шевлюк.
Голы:
1:0 Шенгелия — 01
2:0 Шенгелия — 23
3:0 Г.Мачаидзе — 57
4:0 Гуцаев — 64
5:0 Шенгелия — 72
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 5 марта 1979 года:
ТАБЛО КУБКА.
Второй тур. 1-я зона.
«Динамо» (Тб) — «Заря». 5:0.
Голы: Шенгелия (3), Г. Мачаидзе, Гуцаев.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 марта 1979 года:
“დინამო” (თბილისი) – “ზარია” (ვოროშილოვგრადი) 5:0 (2:0).
დიქტორი ჯერ კიდევ გუნდების შემადგენლობას აცხადებდა, ის–ის იყო მიიწურა მატჩის პირველი წუთი, რომ შენგელიას ლამაზი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ვოროშილოვგრადელთა კარში აღმოჩნდა.
ასე ნაუცბადევად გატანილ გოლს არც თუ იშვიათად დამშვიდება, ორთაბრძოლის გაუფერულება მოსდევს ხოლმე. “დინამო” კი ისე აგრძელებდა შეტევას, თითქოს არც ყოფილიყოს ის ერთი გოლი.
შემდეგ თბილისელებმა კიდევ ოთხი ბურთი გაიტანეს, საკმაო სიცივეში სტადიონზე მოსული გულშემატკივარიც გაახარეს, მაგრამ უფრო სასიამოვნო სხვა იყო. ადრეულ გაზაფხულზე ტაქტიკურად ასე გამართული თამაში, რაღა დასამალია და, კარგა ხანია არ გვინახავს.
მატჩის პირველი წუთებიდანვე “ზარია” ხიფათის თავიდან ასაცილებლად ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობის ტაქტიკას დაადგა. სამჯერ თუ ოთხჯერ ამ ხერხმა გაჭრა, მერე კი… თბილისელთა სწრაფმა ფორვარდებმა საჩუქარივით მორთმეული საკმაოდ დიდი სათამაშო სივრცე მშვენივრად გამოიყენეს ელვისებური იერიშებისთვის. “ზარიამ” მხოლოდ მეორე ტაიმში აიღო ხელი ამ შემთხვევაში სავსებით გამოუსადეგარ ექსპერიმენტზე, მაგრამ ვერც ამით უშველა საქმეს. მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში “დინამო” უფრო სწრაფი, უფრო ზუსტი, უფრო აზრიანი და რაღა თქმა უნდა, უფრო ტექნიკურიც იყო. ყველა ეს უპირატესობა ჩემპიონმა მეთოდურად აქცია 5 გოლად.
მეორე გოლი (23–ე წ.) ისევ შენგელიამ, ისევ თავით და თითქმის იმავე სიტუაციიდან გაიტანა. 57–ე წუთზე გოჩა მაჩაიძე (მთელი 90 წუთი იგი ხშირად და სახიფათოდ უტევდა მეტოქის კარს) კარგად გასცდა მცველებს, დაარტყა და – 3:0.
64–ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კოსტავას მიერ ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი მისამართი მოუძებნა გუცაევმა – 4:0. კიდევ 8 წუთის შემდეგ ჩელებაძის საკმაოდ მახვილგონივრული ჩაწოდება და შენგელიამ მესამედ გამოიჩინა თავი – 5:0. მატჩი ასეც დამთავრდა.
გუნდები თამაშობდნენ ასეთ შემადგენლობით: “დინამო” – გაბელია (მამინაშვილი), კოსტავა (ხიზანიშვილი), კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (ჩელებაძე), სულაქველიძე, შენგელია; “ზარია” – კნიაზევი, სოროკალეტი, მალიგინი, იგნატენკო, რაბოჩი, ოლენიოვი (ზუბენკო), კუზნეცოვი, კობზარევი, კოლესნიკოვი, კუკსოვი (გომულა), შევლიუკი. მატჩს სჯიდა მოსკოველი ვ. ბასკაკოვი.
ბ. ირემაძე.