«Динамо» (Тбилиси) — «Колос» (Никополь) 2:1 (0:0)
Кубок СССР 1978 года. 1/16 финала. 2-й матч.
24 марта 1978 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина.
Судьи А.Балаян, И.Зулькарнеев, А.Нагибеков (все — Баку).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Коридзе, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Копалейшвили (Шенгелия, 59), Гуцаев, Кипиани, Челебадзе.
«Колос»: Сиденко, Бульба, Найда, Пилипенко, Касимцев, Бритченко, Журавлёв, Прилепский, Басов, Дорошенко, Чумак.
Голы:
0:1 Прилепский — 47
1:1 Чивадзе — 64
2:1 Чивадзе — 86
Предупреждение: Дорошенко.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 26 марта 1978 года:
Будут сюрпризы, будут!
Сенсация назревала и в Тбилиси. Но не состоялась, хотя доселе безвестный «Колос» из Никополя был близок к успеху. Вряд ли Динамовцы недооценили противника: ничья в первом матче позволила им убедиться в игровых возможностях соперника. Шансы в какой-то степени уравнял проливной дождь. Гости защищались цепко и упорно, а в начале второго тайма даже застигли увлекшихся динамовцев врасплох — Прилепский открыл счет. Лишь спустя 17 минут Чивадзе провел ответный гол, и только за четыре минуты до окончания основного времени (а дело-таки клонилось к дополнительному получасу) он же забил победный гол.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Колос» (Никополь). 2:1 (0:0). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 24. марта. Проливной дождь.
Судьи А. Балаян (Баку). И. Зулькарнеев, А. Нагибеков (все — Баку).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Коридзе, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Копалеишвили (Шенгелия, 59), Гуцаев, Кипиани, Челебадзе.
«Колос»: Сиденко, Бульба, Найда, Пилипенко, Касимцев, Бритченко, Журавлев, Прилепский, Басов, Дорошенко, Чумак.
Голы: Прилепский (47), Чивадзе (64, 86).
Предупрежден Дорошенко.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 марта 1978 года:
მთავარი კითხვა უპასუხოდ დარჩა.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 24 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “კოლოსი” (ნიკოპოლი) 2:1 (0:0).
“დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ქორიძე, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი (შენგელია), გუცაევი, ყიფიანი, ჩელებაძე.
“კოლოსი”: სიდენკო, ბულბა, ნაიდა, კასიმცევი, პელიპენკო, ბრიტჩენკო, ჟურავლიოვი, პრილეპსკი, ბასოვი, დოროშჩენკო, ჩუმაკი.
მსაჯი: ა. ბალაიანი (ბაქო).
გოლები: პრილეპსკი (47), ჩივაძე (64, 80).
ამ დღეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი არც “დინამოს” გამარჯვების სანახავად მოსულა, არც მოსალოდნელი საინტერესო, დაძაბული სპორტული ორთაბრძოლა ყოფილა მისი დაინტერესების მიზეზი. გულშემატკივარს პირველყოვლისა გუნდის მზადყოფნა, მისი წლევანდელი, უფრო სწორად, საგაზაფხულო სახე აინტერესებდა, თორემ ცოტა თუ იქნებოდა ისეთი, ვინც ეჭვს შეიტანდა თბილისელთა საბოლოო წარმატებაში, ანდა ფეხბურთის შინაარსობრივ მხარეზე საუბრის თემად გაიხდიდა მეორე ლიგის კოლექტივთან ასპარეზობას.
მოხდა ისე, რომ რამდენიმე გარემოებამ ნაწილობრივ უპასუხოდ დატოვა ის ერთადერთი მთავარი კითხვაც – როგორი განზრახვით, რა შესაძლებლობით მიადგა ჩვენი გუნდი ჩემპიონატის ჯერ კიდევ შეუხსნელ კარს.
ამ უპასუხობის პირველი და მთავარი მიზეზი ალბათ მაინც კარგა გვარიანად შეცვლილი დაცვის ხაზის განლაგებაა. მარჯვენა მცველად კოსტავს ნაცვლად – ხიზანიშვილი, მწმენდავის ადგილი კანთელაძემ დაიჭირა. კანთელაძის ადგილზე კი ქორიძეს მოუწია თამაშმა. ნახევარდაცვაში თბილისელებს სამი ფეხბურთელი ჰყავდათ (ამ ხაზის ერთი მოთამაშით შემცირება უთუოდ მეტოქის სისუსტემაც განაპირობა). შუა მინდორში ქორიძისა და ტრავმირებული დარასელიას (ნაწილობრივ ყიფიანის) არყოფნამაც, რაღ თქმა უნდა, თავისი სიტყვა თქვა.
სხვა პირობებში და შედარებით სახელიანი მეტოქის ყოლისას, მატჩი უთუოდ სხვაგვარიც გამოდგებოდა, შესაძლოა იმ საინტერესო კითხვაზეც მიგვეღო პასუხი, ახლა კი იმასღა დავჯერდეთ, რომ მერვედფინალში წარმატება, ჩემპიონატის კარგი სტარტი და მეტი სპორტული სიმშვიდე ვუსურვოთ ფეხბურთელებს.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე სტუმართა მიერ გატანილ გოლს დინამოელებმა საკმაოდ ენერგიული, მაგრამ ცოტა არ იყოს ნაჩქარევი იერიშებით უპასუხეს. აქ, რა თქმა უნდა, ბევრად სუსტ მეტოქესთან გაუთვალისწინებელი, ამ შემთხვევაში კი სავსებით რეალურად გამოკვეთილი მოსალოდნელი მარცხის ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი. ვერ გავამართლებთ მაყურებელთა იმ ნაწილს, ვინც სტვენით გადაწყვიტა თავისი გუნდის “დახმარება”, თუმცაღა “დინამოსაც” მეტი სიდინჯე და გრძნობების ნაკლებად აყოლა უნდა გამოეჩინა.
ტრიბუნასა და გუნდს შორის არსებულ არასწორ, ხშირად გაუთვითცნობიერებელ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს ერთი საინტერესო დეტალი.
“დინამო” 0:1–ზე აგებს მატჩს, შეხვედრის დასასრულამდე ოცდაათი წუთია დარჩენილი და ამ დროს ყიფიანი მშვიდად ათამაშებს ცენტრში ბურთს. ისევ უკმაყოფილება ტრიბუნებზე. ისევ მოწოდება – ჩქარა, რა დროს ბურთის თრევაა…
შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით თბილისელთა თავდამსხმელის ამგვარი მოქმედება სავსებით ლოგიკური იყო – გუნდი დამშვიდდა, მერე კი საკმაოდ იოლად შეძლო ორი ბურთის გატანა.
არ მინდა მკითხველმა ისე გამიგოს, თითქოს ყველა ზემონათქვამით “კოლოსთან” მინიმალური სხვაობით გამარჯვებას ვამართლებდე. სრულებითაც არა, მაგრამ თუ თბილისის “დინამოს” ჩვენს გუნდს ვეძახით, თუ მის საქომაგოდ სტადიონზე მისვლა სიამოვნებაა დარსა თუ ავდარში, ის ჩვენი უნდა დარჩეს ყოველთვის, სულერთია უჭირს თუ ულხინს გუნდს.
ი. ბერიაშივლი.