«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 0:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 0:1 (0:1)

Кубок СССР 1984 года. 1/8 финала.
26 февраля 1984 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Перед матчем — снегопад, 2 градуса. 23000 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, А.Спирин, А.Кириллов (все — Москва).
«Динамо» Тб.: Кантария, Жиба (Паикидзе, 70), Чилая (Жоржикашвили, 46), Тевзадзе, Бараташвили, Кеташвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Жвания, Шенгелия (Цаава, 46).
«Динамо» Мн.: Курбыко, Боровский, Курненин, Трухан, Шишкин (Алейников, 46), Зыгмантович, Гоцманов, Пудышев, Василевский, Гуринович (Мельников, 82), Сокол (Белов, 87).
Гол:
0:1 Василевский — 36
Предупреждение: Гоцманов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 437)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Молодежь Грузии

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 февраля 1984 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (МИНСК) — 0:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск). 0:1 (0:1). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 26 феврали. Перед матчем снегопад. 2 градуса тепла. 23 000 зрителей.
Судьи Ю. Савченко, А. Спирин, А. Кириллов (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Кантария, Жиба (Паикидзе, 81), Чилая (Жоржикашвили, 46), Тевзадзе, Бараташвили, Кеташвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Жвания, Шенгелия (Цаава, 46).
«Динамо» (Минск): Курбыко, Боровский, Курненин, Трухан, Шишкин (Алейников, 46), Зыгмантович, Гоцманов, Пудышев, Василевский, Гуринович (Мельников, 82), Сокол (Белов, 86),
Гол: Василевский (36).
Предупрежден Гоцманов.
Еще утром брали сомнения — состоится ли матч, ведь снегопад, начавшийся ночью, не прекращался. Но в назначенный час и участники матча, зрители нашли поле в отличном состоянии. Можно только догадываться, каких усилий это потребовало от работников стадиона.
В весенних матчах особое внимание привлекают составы. У гостей по сравнению с прошлым годом он почти не претерпел изменений. У хозяев же состав наполовину обновлен. Много в нем молодых, так что отсутствие заболевшего Чивадзе обернулось серьезными осложнениями. Правда, дали они о себе знать лишь к концу первого тайма, когда минчане сумели наконец наладить коллективную игру. До этого тбилисцы выглядели, пожалуй, привлекательнее, прежде всего скоростью и легкостью обращении с мячом.
Конец первого и второй тайм прошли уже при превосходстве минчан, заигравших быстрее и точнее. Даже после забитого гола они не снизили активности, атаковали большими силами, хорошо используя мобильность игроков середины поля. Вернейшие возможности увеличить счет упустили Гуринович и Гоцманов. В свою очередь, могли отличиться и хозяева: Сванадзе, ворвавшись в штрафную, оказался один перед воротами, но пробил мимо.
Гол, принесший победу эксчемпиону страны, был забит после того, как Василевский, обыграв на левом фланге, защитника и оказавшись почти у лицевой линии, неожиданно для всех сильно и точно пробил в ближний верхний угол ворот.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 февраля 1984 года:

სხვაც ბევრი თანამდგომი.
საბჭოთა კავშირის თასზე.
თბილის. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 26 თებერვალი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მინსკი) 0:1 (0:1).
თბილისი: ქანთარია, ჟიბა (პაიკიძე 62), ჭილაია (ჟორჟიკაშვილი, 46), თევზაძე, ბარათაშვილი, კეტაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ჟვანია, შენგელია (ცაავა, 46).
მინსკი: კურბიკო, ბოროვსკი, კურნენინი, ტრუხანი, შიშკინი (ოლეინიკოვი, 46), ზიგმანტოვიჩი, გოცმანოვი, პუდიშევი, ვასილევსკი, გურინოვიჩი (მელნიკოვი, 80), სოკოლი (ბელოვი, 88).
მსაჯი: იური სავჩენკო (მოსკოვი).
გოლი: ვასილევსკი (36).
გააფრთხილეს გოცმანოვი.
უკანასკნელი წელიწადის მანძილზე ქართული ფეხბურთის, კერძოდ თბილისის “დინამოს” მიმართ ამდენი კრიტიკული აზრი, შენიშვნა, მოსაზრება გამოითქვა, იმდენი რჩევა თუ ჭკუის დარიგება გაისმა, რომ ათ გუნდს ეყოფოდა. სპეციალისტთა და გულშემატკივართა ამ კაკაფონიამ ერთმანეთში არია ნაფიქრი კაცის განსჯაც და ისეთი რჩევა–დარიგებანიც, ყმაწვილს რომ ღიმილს მოჰგვრის. და საერთოდ, ალბათ სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რაც ნებისმიერმა მწვრთნელმა, ნებისმიერმა ფეხბურთელმაც კი ორჯერ ორივით იცის – ვთქვათ, როგორი ტაქტიკა ჯობს, მასირებული შეტევა, თუ ეგრეთ წოდებული დაცვიდან თამაში, ცენტრში ბურთის დუნე გათამაშება და საჯარიმოში აფეთქება თუ საკუთარი საჯარიმოდანვე გრძელი პასებით ელვისებური იერიში. კარგ გუნდს ასე თუ ისე ყველაფერი ეხერხება და სიტუაციის მიხედვით მოქმედებს დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი გუშინწინდელი მეტოქე: ჯერ კონტრშეტევებით – სანამ დარწმუნდებოდა, რომ ამგვარი სიფრთხილე თბილისის “დინამოსთან” საჭირო არ იყო, მერე კი – საკმაოდ ხანგრძლივი, გაბმული იერიშებითაც…
საქმეს ბევრი ლაპარაკი რომ ვერ შველის, თბილისში ჩატარებულმა პირველივე ოფიციალურმა მატჩმაც ცხადყო. რა თქმა უნდა, სულაც არ ვაპირებ ამ ერთადერთი თამაშის საფუძველზე ბეჭედდასმული დასკვნების გაკეთებას, მაგრამ თუ მეტისმეტად არ გავძალიანდებით, მინსკის “დინამოსთან” სათასო მატჩს შეუძლია ბევრ რამეზე აგვიხილოს თვალი.
თუმცა, ჯერ უშუალოდ თამაშზე.
პირველად მატჩის მხოლოდ 65–ე წუთზე მოახერხეს თბილისელებმა (ცაავა) მინსკელთა კარში დარტყმა. მანამდე გუცაევმა და შენგელიამ ორჯერ – მე–13 და 25–ე წუთებზე გაითამაშეს კომბინაცია. სულ ეს იყო მასპინძელთა საათიანი მონაგარი. ამავე პერიოდში პუდიშევს, გოცმანოვსა და გურინოვიჩს რვაჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, 36–ე წუთზე კი მინსკელთა მშვენიერი ოთხსვლიანი კომბინაცია ვასილევსკის ზუსტი დარტყმით და გოლით დასრულდა.
65–ე წუთიდან მოყოლებული 10–15 წუთის მანძილზე თბილისელები უტევდნენ. სვანაძესა და ჟორჟიკაშვილს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. ბოლო ათი წუთი კი ისევ მინსკელთა კარნახით წარიმართა თამაში. არა, მასპინძლები მაინცდამაინც არ დაღლილან, მაგრამ სწორედ ეს არის ცუდი. მთელი მატჩის მანძილზე ერთხელაც არ მომშორებია იმის შეგრძნება, რომ სტუმრები როცა კი მოინდომებდნენ, მაშინ გაიტანდნენ გოლს. ეტყობა, სწორედ ეს, მეტოქის საკმაოდ დიდი უპირატესობა იგრძნეს ჩვენმა ფეხბურთელებმაც და ნაადრევად ჩამოყარეს მკლავები. რას იზამ. ამ მატჩში ბელორუსი ფეხბურთელები გაცილებით ძლიერნი იყვნენ, საკმაოდ კარგი ფეხბურთიც ითამაშეს და აუტანელი სიცივე და მარცხის სიმწარე რომ არა, სტადიონზე მოსული მაყურებელი გაცილებით მეტ სიამოვნებასაც მიიღებდა. რა თქმა უნდა, სტუმართა კომბინაციების დახვეწილობა მასპინძელ მცველთა სუსტმა თამაშმაც განაპირობა, მარამ სამართლიანობა მოითხოვს და მინსკელებს თავისი უნდა მივუზღოთ.
ბუნებრივია, როცა მეტოქე აშკარად გჯობს, ვერანაირი ტაქტიკა ვერ გიშველის, მაგრამ უთუოდ თავიდანვე ბევრ რამეზე უარის თქმას ნიშნავდა სულაქველიძის თავისუფალ მცველად თამაში. ეს ფეხბურთელი ყველაზე გამოცდილია (“ლიბეროსთვის” აუცილებელი კომპონენტი), თანაც უფრო შეუპოვრობითა და უშეღავათო ორთბრძოლის უნარით არის ცნობილი. აი ამ თვისებების მქონე ფეხბურთელის არყოფნა იგრძნობოდა მინდვრის ცენტრსა და თბილისის “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებთან. ჩემი აზრით, სწორედ ამან განაპირობა მინსკელთა თვალსაჩინო უპირატესობა. თუმცა, მცველთა ამგვარი ხელოვნური განლაგება, ფაქტიურად კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული (ჩივაძე ავადმყოფობის გამო ვერ გამოვიდა მინდორზე). ამ თვალსაზრისით, შეიძლება გაიზიარო მწვრთნელთა ჩანაფიქრი, ეზრუნათ უწინარეს ყოვლისა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე.
მაინც რისი თქმა შეიძლება პირველი მატჩის შემდეგ (პირველის იმიტომ, რომ კიევის არმიელთა გუნდი თბილისის “დინამოს” ოსტატობის საზომად არ გამოდგება)?
უწინარეს ყოვლისა, იმისი, რომ მეტად რთული სეზონი მოგველის როგორც გუნდს, ისე მის ქომაგებს. გუნდისთვის ეს სირთულე შემადგენლობისა და საკუთარი თამაშის მოძებნაშია, ჩვენთვის კი – თბილისის “დინამოს” ჭეშმარიტი საფეხბურთო ძალის განსაზღვრაში. ეს აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ: რა შეიძლება ჩავუთვალოთ წარმატებად და რა – მარცხად. მთავარი კი ალბათ ახლავე, სეზონის დასაწყისშივე უნდა ითქვას: ვფიქრობ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენს საფეხბურთო ჩამორჩენასა თუ კრიზისში ლოგიკური არაფერია. არადა, სწორედ ამას გაფიქრებინებს კაცს ის პრეტენზიები, რაც ამ ბოლო ხანს ჩვენი გუნდის მისამართით გაისმის. უფრო ფართო მასშტაბით, ქართული სპორტის
საერთო მდგომარეობის ფონზე თბილისის ”დინამოს” მიერ პოზიციების დათმობა ჩვეულებრივ ამბად ჩანს. უკუსვლის ტენდენცია ფეხბურთს უკანასკნელს შეეხო. ახლა ჩვენი ვალია აი იმ, ფართო მასშტაბით გამოცოცხლების ტენდენცია კვლავ ბოლოს არ მოვიდეს ფეხბურთში.
მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც თავი უნდა ვანებოთ გადამჭრელ სასწრაფო ზომებს და ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე, დინჯად და საქმიანად მივყვეთ ყველაფერს. მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს, პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს, სხვა ორგანიზაციულ საკითხებს… უთუოდ ასეთივე სიდინჯე და ზომიერება გვმართებს თბილისის “დინამოს” მიმართაც, იმ გუნდის მიმართ, რომელიც გამოუცდელი და, შეიძლება ითქვას, გაურკვეველი შესაძლებლობების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
და ბოლოს, სპორტულ და სამოყვარულო წრეებში აქა–იქ გაიგონებთ, თითქოს ქართულმა პრესამ დამალა და შეეცადა დაემალა გუნდის კრიზისი. ვერ წარმომიდგენია რა ან როგორ უნდა მიეჩქმალათ სპორტულ ჟურნალისტებს – “დინამოს” უხეირო თამაშს ყველა საკუთარი თვალით ხედავდა, მოპოვებული ქულების ის მინიმალური რაოდენობაცა და ორნიშნიანი ადგილიც საყოველთაოდ იყო ცნობილი. ყველა ყველა და, ქართველი მაყურებლის შეცდენა საფეხბურთო საქმეებში, ცოტა არ იყოს, ძნელი საქმეა! თუ მაინცდამაინც ის მიაჩნიათ ხელის დაფარებად, რომ პრესა გვერდში უდგას გუნდს, ნურას უკაცრავად! ერთმა ლუქსემბურგელმა ჟურნალისტმა ასე მითხრა ერთხელ სპორტსმენის და პრესის დამოკიდებულებაზე: “ჩვენ იმდენად პატარა ერი ვართ, რომ ერთმანეთთან კინკლაობისა და ერთმანეთის კრიტიკის უფლება არა გვაქვსო”. თუმცა, რაღა მარტო პრესა, ეჭვი არ მეპარება, რომ იმ ძნელ გზაზე, რომელსაც ახლახან გაუდგა, ჟურნალისტებს გარდა სხვაც ბევრი თანამდგომი ეყოლება ჩვენს უპირველეს გუნდს.
ირაკლი ბერიაშვილი.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 28 февраля 1984 года:

На Кубок СССР.
Футбольная жизнь в нашей стране вступила в свои права. Команды — участницы розыгрыша Кубка СССР прошли третий этап этих интересных соревнований. После убедительной победы в Киеве над местными армейцами (2:0) динамовцам Тбилиси в 1/8 финала выпало играть с одноклубниками из Минска — экс-чемпионами СССР, бронзовыми призерами прошлогоднего первенства.
Об этих титулах гости напомнили прежде всего своей игрой — организованной, упорядоченной, активной, но в целом не столь безупречной. Имеются в виду прежде всего тактические промахи обороны минчан. Для тбилисцев матч был своего года премьерой на родном стадионе, отсюда и волнение, посетившее хозяев поля. И все же именно в дебюте поединка они показали черты быстрого, энергичного футбола. Гол, ставший единственным, хитроумно забил Василевский на 36-й минуте. В дальнейшем бывали близки к цели обе команды: в частности, сначала Гуринович умудрился попасть в защитника, занявшего пустые ворота, а затем Сванадзе пробил мимо из выгодной позиции.
Тбилисское «Динамо» выступало в следующем составе: Кантария, Жиба (Паикидзе), Чилая (Жоржикашвили), Тевзадзе, Бараташвили, Кеташвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Жвания, Шенгелия (Цаава).