«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 2:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 2:1 (0:0)

Кубок СССР 1974 года. 1/8 финала. 2-й матч.
27 мая 1974 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, перед матчем — дождь, 18 градусов. 10000 зрителей.
Судьи: П.Казаков, Д.Мирза (оба — Москва), Г.Карапетян (Ереван).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Хинчагашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Эбралидзе, Гуцаев, Г.Нодия, Г.Мачаидзе.
«Черноморец»: Нефедов, Нечаев (к) (Сапожников, 46), Лещук, Логвиненко (Макаров, 46), Зубков, Фейдман, Бутенко, Григорьев, Томашевский, Иваненко, Куличенков.
Голы:
1:0 Гуцаев — 57
1:1 Григорьев — 66
2:1 Г.Нодия — ?

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2220)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 мая 1974 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ЧЕРНОМОРЕЦ» — 2:1.
Преимущество в два мяча, полученное — динамовцами в одесском матче, заметно облегчало их задачу и соответственно уменьшало шансы «Черноморца». Опять, как и в недавней встрече с чемпионом, динамовцы вышли на поле с двумя форвардами. Но на этот раз действия нападающих, как и всей команды в целом, выглядели значительно привлекательней. Причин к этому было, на мой взгляд, две. Во-первых, остро и маневренно (появляясь то на своем фланге, то на противоположном, то в центре) действовал Гуцаев, высокое индивидуальное мастерство которого оказалось решающим при завершении атаки. Во-вторых. соперники не сумели организовать контригру в середине поля.
Правда, в первом тайме защитники «Черноморца» действовали слаженно, выдвигаясь при первой же возможности поближе к средней линии и оставляя соперников в положении вне игры. Но стоило им раз или два сыграть нечетко, как у ворот тут же возникали осложнения. Был момент, когда Нодия и Гуцаев остались против защитника и вратаря. Гол казался неизбежным. Но центрфорвард «Динамо» ошибся в передаче, и удара по воротам не последовало. Первый тайм так и закончился нулевой ничьей.
В перерыве гости заменили обоих крайних защитников. Выход Сапожникова и Макарова — следовало рассматривать как шаг к усилению атаки, но желаемого одесситы не достигли — их атаки, может, и стали чуть мощнее, однако прежней слаженности в обороне уже не было.
Особенно опасны стали фланговые рейды Гуцаева. Во время одного из них динамовец обыграл двух защитников, затем бросившегося навстречу вратаря и открыл счет. Произошло это на 57-й минуте. Вскоре Григорьеву красивым ударом из-за пределов штрафной площади удалось восстановить равновесие в счете. Но Гуцаев отличился еще раз. Как и в предыдущем случае, он оказался с мячом на «чужом» — левом — фланге, подобно слаломисту промчался сквозь строй защитников и вовремя откинул мяч под удар Г. Нодия.
Г. АКОПОВ.
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Хинчагашвили, Гавашели, М. Мачаидзе, Эбралидзе, Гуцаев, Г. Нодия, Г. Мачаидзе.
«Черноморец»: Нефедов, Нечаев (Сапожников, 46), Лещук, Логвиненко (Макаров, 46), Зубков, Фейдман, Бутенко, Григорьев, Томашевский, Иваненко, Куличенков.
Судьи П. Казаков, Д. Мирза (оба — Москва), Г. Карапетян (Ереван).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 мая 1974 года:

დინამოელები მეოთხედფინალში გავიდნენ.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 27 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ჩერნომორეცი” (ოდესა) 2:1 (0:0).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ებრალიძე, გუცაევი, გ. ნოდია, გ. მაჩაიძე.
“ჩერნომორეცი”: ნეფიოდოვი, ნეჩაევი (საპოჟნიკოვი), ლეშჩუკი, ლოგვინენკო, ზუბკოვი (მაკაროვი), ფეიდმანი, ბუტენკო, გრიგორიევი, ტომაშევსკი, ივანენკო, კულიჩენკოვი.
მსაჯი: პ. კაზაკოვი (მოსკოვი).
იშვიათად ჰქონია რომელიმე ფეხბურთელს ისეთი სწრაფი და აღმავალი სპორტული კარიერა, როგორც თბილისის “დინამოს” თავდამსხმელს ვლადიმერ გუცაევს. ახალგაზრდა ფეხბურთელი 1970 წელს შეამჩნიეს და რამდენიმე მატჩი ანდეს დინამოელთა სათადარიგო გუნდში. 1971 წელს იგი უკვე ძირითად შემადგენლობაში იყო, ერთი წლის შემდეგ კი სსრ კავშირის პირველ ნაკრებში მოხვდა და სეზონის შედეგებით პირველ ფეხბურთელად გავიდა მარჯვენა ფლანგზე 33 საუკეთესოთა შორის.
ასეთი პროგრესი თავისთავად იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ცალკე აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია ის, რომ გუცაევმა სულ ორიოდე სეზონის მანძილზე არა მარტო მწვრთნელთა და სპეციალისტთა შორის პოვა აღიარება, არამედ ფეხბურთის მოყვარულთა და მაყურებელთა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ეს კი გაცილებით უფრო დიდი და ძნელი საქმეა. მაყურებელი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოყოფს ხოლმე გუნდიდან ვინმეს და თავის სიმპათიებს მიუძღვნის მას. გუცაევმა ეს სიმპათიები დაიმსახურა არა მარტო თავის მშობლიურ თბილისში,
არამედ სხვა ქალაქებშიც.
მაგრამ შარშანდელ სეზონში გუცაევმა როგორღაც უცბად უკლო თამაშს, გაუფერულდა, ჩრდილში მიდგა. მთელ რიგ მატჩებში იგი, უბრალოდ, პასიურობდა, თავს არიდებდა ბრძოლას, განსაკუთრებით, თუ უშუალო მეტოქედ ძალისმიერი, მკაცრი მცველი შეხვდებოდა.
და აი, ახლა ყველანი გუცაევის ხელმეორე “საფეხბურთო დაბადების” მოწმენი ვართ. მან შესანიშნავად ითამაშა ჯერ ერევნის “არარატთან”, მერე კი “ჩერნომორეცთან” და ნათლად დაგვანახა, თუ რა პოტენციური შესაძლებლობები აქვს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია კოლექტივისთვის. მის ინდივიდუალურ თვისებებს დაემატა მაღალი ბრძოლისუნარიანობა, სპორტული ჟინი, გამბედაობა, შეუპოვრობა. ამ ორ მატჩში გუცაევს გაძლიერებული ძალებით ებრძოდნენ ერევნელებიც და ოდესელებიც, მაგრამ ყველა ცდა მისი გარღვევების წინააღმდეგ ამაო იყო. დინამოელთა თავდამსხმელმა ფინტების რამდენიმე ისეთი სერია ჩაატარა, რომ მეტრეველიც სიამოვნებით მოაწერდა მათ ხელს.
57–ე წუთზე გუცაევმა მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, უდიდესი სისწრაფით მოიტოვა ზურგს უკან ლეშჩუკი, ნეჩაევი, ლოგვინენკო, გამოიტყუა კარიდან ნეფიოდოვიც და ზუსტად დაარტყა მიზანში.
75–ე წუთზე გუცაევმა ასევე ოსტატურად ითამაშა ანალოგიურ სიტუაციაში, ერთიანად არია “ჩერნომორეცის” დაცვის რიგები და, როგორც იტყვიან, “ხონჩით” მიართვა ბურთი გ. ნოდიას გასატანად.
როცა ყველაფერს ამას ვლაპარაკობთ გუცაევზე, იმის იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ იგი თავის დღევანდელ საუკეთესო ფორმას სტაბილურად აქცევს და დიდ სამსახურს გაუწევს გუნდს.
თასის განმეორებითს მერვედფინალურ მატჩში თბილისის “დინამო” არ იდგა რამდენადმე მაინც რთული პრობლემების წინაშე. “ჩერნომორეცთნ” ოდესაში მას პირველი თამაში მოგებული ჰქონდა ანგარიშით 2:0 და საჭირო იყო ამ მიღწევის შენარჩუნება.
პირველი ტაიმი საკმაოდ უფერული გამოდგა, ვინაიდან სტუმრებიც საერთო წაგებას შერიგებული ჩანდნენ და მასპინძლებსაც მაინცდამაინც არ გამოუდევთ თავი. შესვენების შემდეგ ოდესელებმა ორი ცვლილება მოახდინეს შემადგენლობაში და შეტევაზე გადავიდნენ. დინამოელებმა მიიღეს ეს გამოწვევა, კარგად ორგანიზებული დაცვიდან იერიშზე გადავიდნენ და კიდევ ერთხელ დაამარცხეს “ჩერნომორეცი”. გუცაევისა და ნოდიას ზემოხსენებულ ორ გოლს სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს, რომელიც გრიგორიევმა გაიტანა 63–ე წუთზე.
წინაა მეოთხედფინალური მატჩი, სადაც თბილისელებს თავიანთ ძველ მეტოქესთან – მოსკოვის “დინამოსთან” უწევთ ბრძოლა.
ბ. ქორქია.