«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (0:0, 2:0) пен. 3:4
Кубок СССР 1974 года. 1/4 финала. 2-й матч.
21 июня 1974 года. 19-00. Москва. Стадион «Динамо». Пасмурно, 14 градусов. 20000 зрителей.
Судьи: К.Смирнов, Н.Шушпанов (оба — Ленинград), Н.Крылов (Куйбышев).
«Динамо» М.: Пильгуй, Басалаев, Никулин, Зыков, Долбоносов (к), Пудышев (Петрушин, 62), Байдачный, Козлов, Павленко, Маховиков (Гаврилов, 46), Еврюжихин.
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Г.Мачаидзе (Л.Нодия, 78), М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев (Гавашели, 65), Кантария, Церетели.
Голы:
1:0 Козлов — 59
2:0 Козлов — 82
3:0 Павленко — 95
3:1 М.Мачаидзе — 96
Послематчевые пенальти: 0:1 Церетели, 1:1 Еврюжихин, 1:2 Челидзе, 2:2 Петрушин, 2:3 Л.Нодия, 3:3 Басалаев, 3:4 Гавашели, 3:4 Козлов (вратарь), 3:4 Дзодзуашвили (вратарь), 3:4 Павленко (вратарь).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 22 июня 1974 года:
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) — 6:5.
Встреча авторитетных в кубковых сражениях соперников была интересна хотя бы уж тем, что позволяла любителям футбола получить, пусть честные, но ответы на вопросы: достаточно ли велико для окончательной победы преимущество а два мяча, может ли (а если может, то какими средствами) нейтрализовать этот перевес проигрывающая сторона, наконец, каково отношение соперничающих команд к счету 2:0 (в пользу тбилисцев), с которого практически и начался ответный матч.
Осторожность не помешает, — решив так, тбилисцы со всей серьезностью отнеслись к построению своей обороны, но особой робости при этом не выказали, выдвинув в линию атаки трех игроков, каждый из которых, а ходе матча проявлял довольно высокий интерес к воротам Пильгуя. Ответ москвичей был довольно красноречив: в основательно перекроенном составе хозяев на поле вышли четыре форварда. Решение москвичей атаковать крупными силами в такой ситуации, вероятно, было единственно верным, но это решение неминуемо выдвигало перед отыгрывающейся стороной одно непременное условие — умение форвардов действовать в условиях насыщенной игроками штрафной площади, то есть действовать решительно, быстро и остро.
В первом тайме хозяева это условие не выполнили, и прежде всего потому, что приняли выгодный для гостей невысокий темп.
45 минут понадобилось москвичам, чтобы убедиться в бесполезности игры на невысоких скоростях. Во втором тайме теми резко подскочил, и острые эпизоды у ворот тбилисцев стали возникать один за другим. Сразу же стал заметным на поле Козлов, получили, наконец, остроту и неожиданность подключения в атаки Зыкова. Собственно говоря, два эти футболиста и внесли перелом в ход игры. Зыков на 59-й минуте сделал точную передачу на Козлова, и тот послал мяч в ворота.
Козлов в этот день оказался именинником. Именно ему на 82-й минуте удалось забить второй гол и тем самым уравнять счет по сумме двух матчей.
По положению, судья назначил дополнительные полчаса игры.
Соперники обменялись голами, и судье пришлось прибегнуть к серии одиннадцатиметровых, поскольку на дополнительные полчаса преимущество гола не чужом поле не распространяется. По пенальти победили тбилисские динамовцы: — 4:3, Они и вышли в полуфинал.
Ю. Сегеневич.
«Динамо» (Москва): Пильгуй, Басалаев, Никулин, Зыков, Долбоносов, Пудышев (Петрушин, 62). Байдачные, Козлов, Павленко, Маховиков (Гаврилов, 46), Еврюжихин.
«Динамо» (Тбилиси): Гагошидэе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Г. Мачаидзе (Л. Нодия, 78), М. Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Гавашели, 65), Кантария, Церетели.
Судьи К. Смирнов, И. Шушпанов (оба — Ленинград), Н. Крылов (Куйбышев).
Голы: Козлов (59, 82), Павленко (95), М. Мачаидзе (90).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 июня 1974 года:
მძიმე და საინტერესო ბრძოლის 120 წუთი.
მოსკოვი. “დინამოს” ცენტრალური სტადიონი. 21 ივნისი.
“დინამო” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 3:1 (0:0, 2:0).
მოსკოვი: პილგუი, ბასალაევი, ნიკულინი, ზიკოვი, დოლბონოსოვი, პუდიშევი (პეტრუშინი), ბაიდაჩნი, კოზლოვი, მახოვიკოვი (გავრილოვი), პავლენკო, ევრიუჟიხინი.
თბილისი: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი, მ. მაჩაიძე, გ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (გავაშელი), ქანთარია (ლ. ნოდია), წერეთელი.
მსაჯი: კ. სმირნოვი (ლენინგრადი).
თბილისის დინამოელები მოსკოვში სოლიდური მარაგით ჩამოვიდნენ: 2 ბურთის სხვაობა საკმაო ფორა იყო, მაგრამ ეს მაინც არ იძლეოდა გამარჯვების ასპროცენტიან გარანტიას. ამიტომ საქართველოს დედაქალაქის დინამოელთა მეორე მეოთხედფინალური მატჩი სსრ კავშირის თასზე მოსკოველ თანაკლუბელებთან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში უნდა წარმართულიყო. ორივე მხარემ სწორი ტაქტიკა აირჩია. მასპინძლები გამუდმებით იერიშზე უნდა ყოფილიყვნენ, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ, თბილისელებს თავიანთი მოქმედება კონტრშეტევებზე უნდა აეგოთ. მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც კარგი გამოვიდა. ჩემი და შეიძლება ითქვას, ყველას აზრით ასეთი დრამატული, საინტერესო სიტუაციებით აღსავსე საფეხბურთო ასპარეზობა მოსკოველებს ამ სეზონში არ უნახავთ. სახიფათო მომენტები ორივე მეტოქის კართან მრავლად იყო და 120 წუთის განმავლობაში “დინამოს” ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს მოცლა არ ჰქონდა. დედაქალაქელმა დინამოელებმა მთელი თამაში ბაიდაჩნის სწრაფ გასვლებზე ააგეს. ეს უკანასკნელი ბევრს მოძრაობდა და ხელსაყრელ მომენტებსაც უქმნიდა პარტნიორებს. ძალიან აქტიურობდა ევრიუჟიხინიც, რომელსაც ხან ერთ ფლანგზე ვხედავდით, ხან მეორეზე, ხან გამთამაშებლის, ხან კი შემტევი თავდამსხმელის როლში, თბილისელები მოქმედებას კონტრშეტევებზე აგებდნენ და ეს სწორიც იყო. დრო მათს სასარგებლოდ “მუშაობდა” და ასაჩქარებელი არაფერი ჰქონდათ.
ჩინებულად ითამაშა სტუმრების დაცვამ განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გუნდის ეს რგოლი აუღელვებლად, დიდი ოსტატობით იგერიებდა მასპინძლების სახიფათო შეტევებს. თავდაუზოგავად შრომობდა მ. მაჩაიძე. გონებამახვილური, ზუსტი გადაცემებით გამოირჩეოდა გუნდის კაპიტანი ასათიანი.
სტუმრებს პირველი ოცი წუთის განმავლობაში მეტოქის კართან სახიფათო მომენტები მაინცდამაინც არ შეუქმნიათ, მაგრამ მერე წერეთელმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა მოსკოველთა კარში და თითქოს ამით შეტევების დაწყების სიგნალი მისცა პარტნიორებს, რომლებიც უფრო ამოქმედდნენ და მასპინძლები კარგა ხნით მიაჯაჭვეს თავიანთი კარის მისადგომებს.
პირველი ტაიმის დრო იწურებოდა. გოლი კი არ ჩანდა და თბილისის დინამოელთა პირველი მეოთხედფინალური მატჩის ბურთების მარაგიც შეუცვლელი რჩებოდა.
შესვენების შემდეგ იგივე სურათი განმეორდა: მოსკოველები უტევდნენ, თბილისელები უფრო დაცვაზე ფიქრობდნენ. ამ საქმეში გამოცდილ ძოძუაშვილს, ჭელიძესა და ებრალიძეს ჩინებულ პარტნიორობას უწევდნენ ახალგაზრდა მუჯირი და უკან დახეული ნახევარმცველი გ. მაჩაიძე.
59–ე წუთზე მასპინძლებმა “საქმე წინ წასწიეს”, როცა კოზლოვი შეიჭრა მეტოქის საჯარიმო მოედანზე და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. იმავე წუთებში წერეთელს შეეძლო თანაფარდობის აღდგენა, მაგრამ ცოტა იჩქარა და მისი დარტყმა უზუსტო გამოდგა. გადიოდა წუთები და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მასპინძლები საერთო დამარცხებას ვერ გადაურჩებოდნენ, მაგრამ მარცხენა ფლანგზე გაჭრილი კოზლოვის შეჩერება თბილისელმა მცველებმა ვერ შეძლეს და მეტოქეთა შანსები გათანაბრდა. ეს მოხდა თამაშის 82–ე წუთზე.
თანაფარდობა აღდგა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებით 30 წუთი.
ასეთი მომქანცველი, 90–წუთიანი მატჩის შემდეგ ძალიან ძნელია კვლავ ენერგიულად და შემართებით თამაში, მაგრამ დამატებითს 30 წუთს ეს არ დასტყობია. მატჩის მონაწილეებს თითქოს ახალი ენერგია შთაბერესო და კვლავ საინტერესო მომენტებით აღსავსე თამაშის მოწმენი გავხდით. ერთ–ერთი შეტევისას, რომელშიც მეკარე პილგუის გარდა მონაწილეობდა ყველა მოსკოველი ფეხბურთელი, მასპინძლებმა შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ. პავლენკოს უძლიერესი დარტყმა თბილისელების მეკარე გაგოშიძემ ვერ მოიგერია. მოსკოველები დაწინაურდნენ. ეს მოხდა 95–ე წუთზე. ახლა თბილისის დინამოელები აღმოჩნდნენ მდევრების როლში და ისინი გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ. ამ ცდას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მ. მაჩაიძე, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო იყო სტუმართაგან, მაღალტექნიკური დრიბლინგით გაიჭრა მოსკოველთა კარის სიახლოვეს და არც ისე ძლიერად დაარტყა პილგუის კარში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ მოიგერია და იგი მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.
მეტოქეთა შანსები კვლავ გათანაბრდა. გამარჯვებული 11–მეტრიანი დარტყმების სერიას უნდა დაესახელებინა. და აი, დადგა მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი. პირველად წერეთელმა დაარტყა და წარმატებითაც. ევრიუჟხინმა კვლავ აღადგინა წონასწორობა. ჭელიძის, პეტრუშინის, ლ. ნოდიას, ბასალაევის დარტყმებიც ზუსტი გამოდგა. როცა გავაშელმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი, კოზლოვმა, რომელმაც ამ მატჩში ორი ბურთი გაიტანა, მართალია, ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარე გაგოშიძემ იმარჯვა და კარი გადაარჩინა. თბილისელების გამარჯვებაში უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ძოძუაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ახლა მასპინძლებს გაუჩნდათ მატჩის გადარჩენის იმედი. კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა გაგოშიძემ, რომელმაც ოსტატური ნახტომით იხსნა კარი პავლენკოს დარტყმის შემდეგ.
ამრიგად, თბილისელები გავიდნენ გათამაშების ნახევარფინალში, სადაც მათ კიეველი თანაკლუბელები ელოდებიან.
მ. პავლოვი. (ტელეფონით).