«Динамо» (Тбилиси) – «Спартак» (Москва) 1:1 (1:0)
Кубок СССР 1973 года. 1/8 финала. 2-й матч.
27 июня 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 21000 зрителей.
Судьи: А. Иванов, Н.Шушпанов, И.Темир-Булатов (все — Ленинград).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили (Гавашели, 65), М.Мачаидзе, Мчедлишвили (Л.Нодия, 75), Гуцаев, Г.Нодия, Церетели.
«Спартак»: Прохоров, Логофет, Ольшанский, Ловчев, Абрамов, Киселев, Зенков, Булгаков (Мирзоев, 60), Пискарев, Папаев (к), Редин.
Голы:
1:0 Мчедлишвили — 16
1:1 Киселев — 72
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 29 июня 1973 года:
ДО ВСТРЕЧ В ИЮЛЕ.
Автору рецензии на матч «Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) О. Коркия недавно довелось видеть «Спартак» в календарном матче чемпионата. Во встрече в Москве с торпедовцами спартаковцы, по его мнению, выглядели инертными.
Совсем другой командой предстал «Спартак» в Тбилиси: боевой, мобильной, быстрой.
В первом тайме, правда, подавляющее территориальное преимущество было на стороне хозяев поля. Они начали игру быстро и уже в первые пять минут заставили Прохорова изрядно поволноваться. На 16-й минуте динамовцы повели в счете. Хлесткий, точный удар подключившегося в атаку Мчедлишвили достиг цели — 1:0.
Хозяева, продолжая атаковать, создали ряд верных голевых ситуаций. Забить голы могли Гуцаев, Мчедлишвили, Церетели, Г. Нодия. Не оставались в долгу и спартаковцы. В контратаках они нанесли несколько опаснейших ударов по воротам Гогия.
Второй же тайм не имел ничего общего с первым. «Спартак» пошел в длительное, острое наступление. Куда только девались быстрота и натиск тбилисцев! Москвичи атаковали долго, основательно и в конце концов добились того, чего хотели: на 72-й минуте комбинация Мирзоев — Киселев закончилась голом. Этот счет — 1:1 — москвичей вполне устраивал, так как первую встречу на своем поле они выиграли со счетом 2:1.
Последние попытки тбилисцев изменить результат были неудачными. Действовали хозяева поспешно, сумбурно.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси» — «Спартак» (Москва). 1:1 (1:0).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчагашвили, Петриашвили (Гавашели, 65), М. Мачаидзе, Мчедлишвили (Л. Нодия, 75), Гуцаев, Г. Нодия, Церетели.
«Спартак»: Прохоров, Логофет, Ольшанский, Ловчев, Абрамов, Киселев, Зенков, Булгаков (Мирзоев, 60), Пискарев, Папаев, Редин.
Голы: Мчедлишвили (16), Киселев (72).
Судья А. Иванов (Ленинград).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 июня 1973 года:
გუნდი არასტაბილურად თამაშობს.
თბილისი. «ლოკომოტივის» სტადიონი. 27 ივნისი.
«დინამო» გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი (გავაშელი), მ. მაჩაიძე. მჭედლიშვილი (ლ. ნოდია), გუცაევი, გ. ნოდია, წერეთელი.
«სპარტაკი» პროხოროვი, ლოგოფეტი, ოლშანსკი, ლოვჩევი, აბრამოვი, კისილიოვი, ზენკოვი, ბულგაკოვი (მირზოევი), პისკარიოვი, პაპაევი, რედინი.
მსაჯი ა. ივანოვი (ლენინგრადი).
ახლა, როცა თბილისის «დინამო» სსრ კავშირის თასის წლევანდელი გათამაშების მიღმა დარჩა და მხოლოდ მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილდეს, გვახსენდება პირველი მერვედფინალური მატჩი მოსკოვში, «სპარტაკთან». სპარტაკელები მაშინ ბევრად გვჯობდნენ და უკეთეს შედეგს (2:1) მათს სასარგებლოდ ვერც ვინატრებდით. წერეთლის მიერ შეხვედრის დასასრულს გატანილმა გოლმა ჩვენს გუნდს გარკვეული შანსი შეუქმნა სარევანშოდ. გაიმარჯვე შინ, სულ ცოტა ანგარიშით 1:0 და მეოთხედფინალის გზაც ხსნილია!
მაგრამ გამარჯვებას, თუნდაც ამ მოკრძალებული ანგარიშით, არავინ გაჩუქებს, მით უმეტეს, თასის ისეთი გამოცდილი მებრძოლი, როგორიც «სპარტაკია». მოგებისთვის საჭიროა თავგამოდებული, ენერგიული ბრძოლა პირველი წუთიდანა ბოლომდე. მთელი მატჩის განმავლობაში, დინამოელებმა კი ამ აუცილებელი საქმის მხოლოდ ნახევარი გააკეთეს, რიგიანად მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშეს, ხოლო მეორე მლიანად დაუთმეს სპარტაკელებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნეს ესარგებლათ ამ «საჩუქრით» და მეოთხედფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
მატჩი თბილისელებმა საუცხოოდ დაიწყეს. მთელი გუნდი მობილიზებული და საბრძოლოდ განწყობილი ჩანდა. 5 წუთიც არ იყო გასული და სტუმრების კართან ორჯერ შეიქმნა საგოლე მომენტი. მაჩაიძის ძლიერი დარტყმისა და გ. ნოდიას გარღვევის შემდეგ, მე–6 წუთზე კი შუა მინდორში გათამაშებული მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად წამით ღიად დარჩა მჭედლიშვილი. მან ზუსტად და ძლიერად დაარტყა –1:0.
1:0 მე–6 წუთზე! ამ წარმატებას მოჰყვა თბილისელთა ახალი იერიშები, «სპარტაკის» დაცვა და მეკარე პროხოროვი მთელი ტაიმის მანძილზე დაძაბული იყვნენ. მე–17 წუთზე გუცაევს შეეძლო ანგარიშის გაზრდა შემდეგ ასეთივე შესაძლებლობა მიეცათ გ. ნოდიას, მაჩაიძეს, მჭედლიშვილს, კვლავ გუცაევს და მოსკოველებმა შვებით მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს, როცა 45 წუთი გავიდა და მსაჯმა შესვენების ნიშანი მისცა.
დანარჩენი მეორე ტაიმში უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მასპინძელთა, არამედ სტუმრების სასარგებლოდ. დინამოელებმა უცებ დათმეს თავიანი დიდი უპირატესობა და ამაში უმთავრესი დანაშაული თავდამსხმელებს მიუძღვით. მათი უწინდელი საბრძოლო განწყობილების და აგრესიულობისა ნატამალიც არ დარჩა. წერეთელმა ვერაფერი გააწყო გამოცდილ ლოგოფეტთან (თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, მოსკოველთა მცველი აშკარად უხეშობდა), რის გამო ეს უკანასკნელი შემტევ მოთამაშედ იქცა გ. ნოდია მთლიანად გამოეთიშა თამაშს, აღარც გუცაევი ასრულებდა სახიფათო გარღვევებს, ორიოდე გამონაკლისის გარდა. ასეთ ვითარებაში, როცა წინა ხაზზე ბურთი თითქმის არ ყოვნდებოდა, ნახევარდაცვას და დაცვას მძიმე დატვირთვა დააწვათ. ძალიან ბევრი იშრომა მაჩაიძემ, რომელსაც თავისი საჯარიმო მოედნიდან რამდენიმე მოწინააღმდეგით გარშემორტყმულს მოჰქონდა და მოჰქონდა წინ ბურთი. მხარდაჭერა ფორვარდების მხრივ მას არ ჰქონდა, არავინ იხსნებოდა, არავინ ცდილობდა გაეგრძელებინა მინდვრის სიღრმიდან წამოწყებული იერიშები. გაჭირვებით იგერიებდნენ სპარტაკელთა შეტევებს მცველები, მაგრამ 45 წუთს ბურთს იგერიებდე და უგოლოდ გადარჩე, ძალიან ძნელი საქმეა. დინამოელებმა მდგომარეობის სახსნელად ორი შეცვლა მოახდინეს, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ამ ცვლილებათა შემდეგ გუნდის თამაში კი არა გამოსწორდა, გაუარესდა.
სპარტაკელები განუწყვეტელ შტურმს აწარმოებდნენ მინდვრის მთელს სიგანეზე და მათი ენერგიული ცდა ბოლოს გოლითაც დამთავრდა, რომელიც კისილიოვმა გაიტანა. 72–ე წუთზე ხსნის ერთადერთი საშუალება დინამოელებს მიეცათ მაშინ, როცა წერეთელმა წინ გამოსულ პროხოროვს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, მაგრამ მას ზედ კარის ხაზთან მიუსწრო ზენკოვმა და გადაარჩინა თავისი გუნდი.
თბილისის «დინამოს» გულშემატკივრები ერთობ უკმაყოფილონი წავიდნენ სტადიონიდან. ჯერ ერთი, 1973 წლის თასის გათამაშება ჩვენ უკვე აღარ გვეხება, მეორეც, ცხადია, თბილისელებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს თამაშის სტაბილურ საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ფორმას, ასეთს, როგორიც სულ ახლახან გვიჩვენეს ერევნელებთან.