«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Караганда) 3:0 (2:0)
Кубок СССР 1972 года. 1/8 финала. 1-й матч.
12 марта 1972 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судьи: Т.Бахрамов, Э.Давидашвили (оба — Баку), Б.Касимов (Сумгаит).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Гавашели, Кутивадзе, М.Мачаидзе, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия.
«Шахтер»: Волков, Подлих, Аширбеков, Герасименко, Вальков, Котов, Ченцов, Новиков, Абгольц, Давид, Савченков (Бушуев).
Голы:
1:0 Г.Нодия — 09
2:0 Г.Нодия — 31
3:0 Г.Нодия — 65
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 14 марта 1972 года:
ЛУЧШИЙ БОМБАРДИР.
Около сорока тысяч зрителей собралось на первое выступление динамовцев Тбилиси в родном городе. Интерес к матчу с карагандинским «Шахтером» предопределен успешным выступлением команды во втором матче 1/16 финала против харьковского
«Металлиста». И вновь «Динамо» показало интересную, результативную игру, доминируя на поле от первых до последних минут.
Если не считать нескольких контратак карагандинцев, события в этом матче проходили главным образом на одной половине поля «Шахтера». Что же касается реальных угроз воротам горняков, то динамовцы сумели использовать лишь половину из них.
Победители превосходили соперников в скорости и точности обхождения с мячом, в индивидуальном мастерстве. Снова, как и в матче с харьковчанами, отличился Гиви Нодия. Он забил все три гола — на 9-й, 31-й и 65-й минутах. В двух случаях он получил передачи от Мачаидзе, а в третьем ему «помог» Гуцаев. Молодой правый крайний на большой скорости ворвался в штрафную площадь, обыграл двух защитников, но был сбит третьим. Одиннадцатиметровый штрафной удар команда поручила выполнить Гиви Нодия. Так на его личном счету появилось шесть мячей, забитых в двух кубковых встречах.
Динамовцы Тбилиси выиграли со счетом 3:0.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Гавашели, Кутивадзе, Мачаидзе, Гуцаев, Г. Нодия, Л. Нодия.
«Шахтер»: Волков, Подлих, Аширбеков, Герасименко, Вальков, Котов, Ченцов, Новиков,
Абгольц, Давид, Савченков (Бушуев).
Судьи Т. Бахрамов, Э. Давидашвили (оба — Баку). Б. Касимов (Сумгаит).
Г. АКОПОВ.
{Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 марта 1972 года:
საბჭოთა კავშირის თასზე.
ბომბარდირი ფორმაში შედის.
თბილისი. ,,ლოკომოტივის” სტადიონი. 12 მარტი.
,,დინამო” (თბილისი) – ,,შახტიორი” (ყარაგანდა). 3:0 (2:0).
,,დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, კუტივაძე, მ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
,,შახტიორი”: ვოლკოვი, პოდლიხი, აშირბეკოვი, გერასიმენკო, ვალკოვი, კოტოვი, ჩენცოვი, ნოვიკოვი, აბგოლცი, დავიდი, სავჩენკო (ბუსუევი).
მსაჯი ტ. ბახრამოვი (ბაქო).
თასის მატჩებში ხუმრობა არ შეიძლება — ეს კანონია. ყველაზე სუსტი და უძლური გუნდიც კი სრულ მზადყოფნაში ხვდება ფავორიტებთან მატჩებს და ხშირად იმარჯვებს კიდეც. მაგრამ ყარაგანდის «შახტიორი” თავისთავად არც სუსტი მეტოქეა და არც უძლური. გარდა ამისა, იგი წლეულს გაძლიერებულია ალმა-ათის რამდენიმე მოთამაშით და მიმდინარე თასის გათამაშება დაატოვებინა უმაღლესი ლიგის გუნდს _ მინსკის `დინამოს” (1:1, 1:0).
თბილისელებმა გაითვალისწინეს ეს გარემოება და სრული პასუხისმგებლობით ჩაატარეს მერვედფინალის პირველი მატჩი საკუთარ მინდორზე. საგანგებო აღნიშვნის ღირსია გუნდის თამაში პირველ ტაიმში: საუკეთესოდ მოქმედებდა თავდასხმის ორივე ფლანგი, იერიშებში ხშირად მონაწილეობდნენ ნახევარმცველები.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ კვლავ დაიბრუნა შედეგიანი მოთამაშის საუკეთესო თვისებები ჩვენმა უძლიერესმა ბომბარდირმა გ. ნოდიამ. მისი ნეიტრალიზება სტუმრებისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. დინამოელთა ცენტრალური თავდამსხმელი განუწყვეტლივ მოძრაობს, იცვლის პოზიციას, ეძებს გზას მეტოქის კარის ასაღებად და, ამას გარდა, ბევრს და ნაყოფიერად თამაშობს შუა მინდორშიც. თუ გ. ნოდიამ ასეთი ტემპით `იარა”, იგი სულ მალე შევა გ. ფედოტოვის სახელობის “100-ანთა” კლუბში, რომლის `საწევრო” მან ბოლო ორ მატჩში უკვე 6 ბურთი შეიტანა. `შახტიორის” კარი უკვე მე-9 წუთზე აიღეს. ძოძუაშვილის, მაჩაიძისა და გ. ნოდიას გათამაშებული კომბინაციის შედეგად გ. ნოდია საკმაოდ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმო მოედანზე, მაგრამ ოსტატურად გადაუგდო ბურთი კარიდან წინ გამოსულ ვოლკოვს — 1:0.
ხანგრძლივი, მწვავე იერიშების შემდეგ, 31-ე წუთზე, გ. ნოდიამ მიიღო მაჩაიძის თავური გადაცემა და მეორედ აიძულა ვოლკოვი ბადიდან გამოეტანა ბურთი.
მეორე ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისითაც ჩამორჩებოდა პირველს და თბილისელთა თამაშიც გაუფერულდა. ნახევარდაცვაში მაჩაიძე ზედმეტად ატარებდა ბურთს, ლ. ნოდიამ მთლიანად ჩააბარა ინიციატივა თავის უშუალო დარაჯს, დაცვაში, განსაკუთრებით ფლანგებზე, ხშირი იყო შეცდომები, საქმე იქამდე მივიდა, რომ ყარაგანდელები კარგა ხანს სახიფათოდ უტევდნენ მასპინძელთა კარს, მაგრამ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა 59-ე წუთზე, როცა გუცაევმა ორ მცველთან ბრძოლაში გაიმარჯვა, შეიჭრა საჯარიმო მოედანში და აქ ვალკოვის სარმას `წამოეგო”. გ. ნოდიამ ზუსტად გამოიყენა პენალტი — 3:0.
მერვედფინალის საპასუხო მატჩი დინამოელებს ყარაგანდაში 16 მარტს აქვთ.
რ. ქორიძე.